Posted by: tatushka55 | მაისი 16, 2009

Everyday life

2 დღეა არაფერი დამიწერია

ხუთშაბათს –
ექიმთან ვიყავი, ყველაფერი რიგზეა ერთის გარდა, ჩემი გოგონა ისევ მხართეძოზე წევს და ჯერ არ ამოტრიალებულა. არადა რომ არ ამოტრიალდეს ეგრევე საკეისროს დამინიშნავენ რაც საშინლად არ მინდა 😦 ხოდა ძალიან ცუდ ხასიათზე წამოვედი ექიმიდან.
ხატიას და დეაკოს შევხვდი და წავედით საშოპინგოდ. ძალიან ცხელოდა, მე და ხატიამ უამრავი რამე ვიყიდეთ, ტანსაცმლის მაღაზია ვიპოვე პეკინზე სადაც კარგ ფასებში არის საკმაოდ ფერადი ტანსაცმელი საზაფხულო. ხოდა შევედიეთ ურდოსავით და 2 დიიდი პარკით გამოვედით.
მერე მაკდონალდში წავედით, იქაც მაგრად ვისიამოვნეთ, დეაკო ვასრიალეთ. იქედან ბავშვების მაღაზიაში გავედით “გარფილდში”. დეაკოსთვის მინდოდა რამე მეყიდა საჩუქრად, თორე რამდენი ხანია არაფერი არ მიყიდია.
გარფილდის გოგოებმა გვითხრეს რომ 2 კვირაში მივიღებთ ახალ საზაფხულო კოლექციასო და გადავწყვიტეთ მერე გვეყიდა. ამიტომ წამოვედით ხატიასთან.

Photo0089
სარამოს მე დედიმ და დიმამ ბეეეეეეეეევრი ვისეირნეთ კიკვიძეში და ძაან გემრიელად დამეძინა რომ ავედი სახლში.

პარასკევს _

სამსახურში უამრავი საქმე მქონდა, არადა გათიშული ვიყავი მთელი დღე. ექიმმა ვარჯიშები დამინიშნა ბავშვი რო ამოტრიალდეს მაგისთვის და დილით უკვე კიდევ 1 საათით ადრე ვიღვიზებ და ასე უნდა გაგრძელდეს 10 დღე.
არადა გამთიშა ამ უძილობამ საშინლად, თან ძილის წინ სასოწარკვეთილ დიასახლისებს ვუყურეთ და გვიან მომიწია დაძინება.
თან რატომღაც საშინლად მშიოდა მთელი დღე და სამსახურში კიდე შემწვარი ქათამი და მაკარონი იყო. ორივე მეზიზღება და დავრჩი მხოლოდ კიტრია ამარა :(.
საღამოს დედიმ ახალი კარტოფილი დამახვედრა და გემრიელად მივირთვი.  ამასობაში დიმაც მოვიდა, საშკამ დამირეკა კუს ტბაზე ავიდეთო. შევხვდით ბიჭებს რესპუბლიკის მოედანზე, ვიბირჟავეთ, მერე გეგეშიძესთან გადავინაცვლეთ, ტუჩკას ველოდებოდით, ლუდები იყიდეს და დავიძარით კუს ტბისკენ. ბევრი ხალხი იყო თავიდან მაგრამ მერე მალევე დაცოტავდნენ. ჩვენ სტადიონისკენ დავეშვით, იქ გავაჩერეთ მანქანები ფასიანი ავტოსადგომია და უფრო კომფორტულიც. მერე გავიყავით, სეირნობა მარტო მე დიმას და საშკას გვინდოდა.
ბევრ საინტერესო რამეზე ვისაუბრეთ სეირნობისას, მეორე წრეზე საშკაც დარჩა დანარჩენებთან ერთად, მე და დიმა მარტო წავედით, გემრიელად ვჭუკჭუკებდით ჩვენთვის, მომავლის გეგმებზე და ჩვენს ბაიაზე. რაღაცა გვაქვს ჩაფიქრებული, ჯერ არ ვწერ და ძალიან გვინდა რომ გამოგვივიდეს.
მერე ჩვენც დანარჩენებს შევუერთდით, იქ მტელი პოლემიკა იყო ატეხილი ხორცის ჭამა – არჭამასთან დაკავშირებით. საშკაც ვეგეტარიანელია და ამტკიცებდა რომ ხორცი საერთოდაც არ ჭირდება ორგანიზმს. აბსოლუტურად ვეთანხმები. წლების მანძილზე გრამებში თუ მექნება ხორცი ნაჭამი, მაგრამ მშვენივრად ვგრძნობ თავს.
მერე წავიდა ინტერნეტზე ჩხუბი, მე ხომ ამ სამსახურში გლობალის გათიშვების გამო, უკვე ორგანულად ვერ ვიტან კავკასუსს, ხოდა ნიკას აქვს ჯელინკი და მარტო ნიკა იცავდა კავკასუსს დანარჩნებმა გადავუარეთ.
საკმაოდ გვიან დავიშალეთ ნასიამოვნები, ნაპოლემიკარი და დავიზარით სახლებისკენ. გზაში ბიჭებმა გადაწყვიტეს შარდენზე გასვლა, მეც მინდოდა მაგრამ სამსახურის გამო ვერ წავედი, გავითიშებოდი დღესაც უძილობისგან.
ეხლა  კიდე ვზივარ ცხოვრებაზე უკმაყოფილო რო დღეს ვმუშაობ 😦 , არადა კაი ამინდია და ბევრი რამეს გაკეთებას მოვასწრებდი.


პასუხები

  1. რა საყვარელი ბავშვია 🙂

    ამ პოსტით უცებ ვიგრძენი რომ ძალიან მენატრება კუს ტბა და თბილისი

  2. Domasedka

    მგონი გამოვდივარ დომასედკობის პერიოდიდან.
    საღამოს სახლში იმენნა ვერ ვცერდები ხოლმე
    სულ მინდა ვისეირნო და გარეთ ვიყო

    Duda

    ჩემი დისშვილია

  3. იმედია ამოტრიალდება შენი ბავშვი 🙂 თუ არადა, არც საკეისროა საშიში, ხომ იცი.
    მე კიდევ ახალი კარტოფილი ჯერ არ მიჭამია 😐


დატოვე კომენტარი

კატეგორიები