Posted by: tatushka55 | May 13, 2009

JUST ANOTHER PREGNANCY WHIM

ხომ შეიძლება ადამიანი დაიღალო ერთფეროვნებით?
კი  :yes:
ხომ შეიძლება გაგიჩნდეს ამ ერთფეროვნების დაძლევის სურვილი?
კი  :2kiss:

ხოდა მეც ეგრე ვარ, მინდა დავძლიო ის ერთფეროვნება რომელმაც ბოლო პერიოდში დაიბუდა ჩემში. გარეგნულად ეს არ ჩანს.
ცხოვრება დათბობასთან ერთად უფრო აქტიური გახდა, უფრო მეტს დავდივარ, მეტ ადგილებს ვსტუმრობ, მეტ ხალხს ვნახულობ …
თითქოს ყველაფერი ძალიან მაგრად არის გარეგნულად, მაგრამ დღეს დილით 6 საათზე რომ გამაღვიძა ქალბატონმა MINI ME_მ და დედიკო პოზა შეიცვალე დავიღალე ასე წოლითო რომ მამცნო. მეც გადაბრუნების შემდეგ კარგა ხანს არ დამეძინა. და რა თქმა უნდა ფიქრებმა წამიღო.
ხოდა კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით ვიგრძენი რა დამღლელია ეს ლოდინის პროცესი, და რამხელა ვადაა 9 თვე.
თითქოს ცხოვრება ცერდება და მთელი ეს პერიოდი იდეაფიქსდება, რომ უნდა იყო ჯანმრთელად, არ ჭამო ზედმეტი და კალორიული საჭმელები, მაგრამ ჭამე ბევრი სასარგებლო რამე, ბევრი ისეირნე, არ ინერვიულო, ბევრი დაისვენე, და რავი კიდე მილიონი მსგავსი იდიოტიზმები და ყველაფერ ამას დამატებული მუცელზე ვიღაცეების ხელების ფათური, მაინცდამაინც ჩემი შვილის მოძრაობის შეგრძნება რომ უნდათ ხოლმე.
ხოდა ბოლო – ბოლო მეც დავიღალე 😦
დარწმუნებული ვარ არც ერთი ნაცნობი აღარ აღმიქვამს იმ ადამიანად რაც დაორსულებამდე ვიყავი, დარწმუნებული ვარ ყველა პირველ რიგში ჩემი მუცლის გამო მექცევა ასე როგორც მექცევიან, ზედმეტი და გადაჭარბებული ყურადღება და საიდანღაც ამოჩხრეკილი ტექსტები და მოფერებები. ნეტა იცოდნენ რომ  “ნაFიგ” მჭირდება ეს ყველაფერი, საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ იმისათვის რომ მათო ლოლიაობა და მოფერებები არ მჭირდებოდეს.
ერთადერთი რაც მჭირდება ყველაზე მეტად არის ჩემი ქმრის ლოლიაობა და ყურადღება ხოლმე, მაგრამ აი ეგ მაკლია ზუსტად და ამ ბოლო დროს ბაფშე მხოლოდ 3-4-5 საათი თუღა ვხედავ დღეღამეში. ხოდა ეგეც მომბეზრდა.
ერთად ცცხოვრება იმიტომ დავიწყეთ რომ ერთად ცხოვრება გვინდოდა და ერთად ყოფნა გვისწორდებოდა ყველგან და ყოველთვის, თორე 3-4 საათი კი არა 7-8 საათი მანამდეც ვიყავით ხოლმე ერთად დღეში. (ძილის დროს არ ვთვლი, მაინც გძინავს და ვერაფერსაც ვერ გრძნობ ქმარი გიწევს გვერდით თუ სილვესტერ სტალონე :hate: 🙂

JUST ANOTHER PREGNANCY WHIM _ვხვდები მაგრამ მერე რააა, ქალი ხო მაგითი არის გამორჩეული რო კაპრიზნია 😛

 tahitiაუფ სადმე პააატარა კუნძულზე გადავცხოვრდებოდი და უსუფთავეს ოკეანეში, წყალშვე გავაჩენდი ჩემს მოცუცქნულს.
როგორ მინდა წყალში მშობიარობა, მაგრამ ამ SUCK ართველოში მაგდენს ვერ გავრისკავ.
ხოდა დღეს კიდევ ერთმა ეგოისტურმა აზრმა გამიელვა თავში, სულ ვიზახდი რომ აუცილებლად მინდოდა მეორე ბავშვიც, ორიოდე წლის მერე, მაგრამ დღეს დილით ლამიის გადავწყვიტე რომ აღარ მინდა მეორე ბაია. ერთი მეყოლება ზღვისფერთვალება და მეყოლება და მეყოლება 🙂
თუმცა წინ რა ხდება არავინ არ იცის, ესეც უბრალო კაპრიზი იყო, რაც თანხებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მაფიქრებინა.
ანუ ეხლა არაფერი არ გვიჭირს გადასარევად ვცხოვრობთ, მაგრამ აი მერე სახლი რომ გვაქვს გასარემონტებელი, ბაიას რო 1000 წვრილმანი და უზარმაზარი ხარჯი უნდა და კიდევ ერთ მშვენიერ ადგილას რომ გვინდა წასვლა. აი ამ ფულებს ვგულისხმობ 😦

ერთი ცუდი ჩვევა მაქვს, ყველაფრის გადაწყვეტა მიყვარს წინასწარ.
არადა რეალურად ცხოვრებაში რც ყველაზე ლამაზი და ღირებულია უეცრად ხდება ხოლმე 🙂

Advertisements

Responses

  1. ძალიანაც ბუნებრივია, რომ ასეთი ფიქრები გაწუხებს. მეც ასე მგონია, ქმრის ლოლიაობის მეტი არაფერი სჭირდება ადამიანს, როცა უკვე ნაპოვნი ჰყავს მეორე ნახევარი და “გამთლიანებული” ადამიანია 🙂 კარგი პოსტი იყო, თავისით წაკითხვადი.

  2. ლა ლა ლა. მე მეგონა წყალში გაჩენა აქაჩ შეიძლებოდა.

    ფიქრებზე კიდე 100% ით მესმის. მე ხო აი ჯერ არაფერი, კარგა ხანი არც ვაპირებ მაგრამ მეც ვფიქრობ ხოლმე მასეთ რაღაცეებზე:)

    მოკლედ.
    კაპრიზი არაფერ შუაშია. სიმართლეა: )

  3. anuki

    ამბობენ ჩაჩავაში არისო
    მაგრამ იმის გამო რომ ქართველები მაგას არ რისკავენ
    შესაბამისად ქართველი ექიმებიც ნაკლებად გამოცდილები მგონი მაგ საკითხში
    ამიტომ ჩემს შვილზე ვერ ჩავატარებინებ ექსპერიმენტებს


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: