Posted by: tatushka55 | იანვარი 15, 2009

Domasedka

 

ცხოვრების ესეთ დინებას თუ შევეგუებოდი ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი
დაახლოებით რა ფორმულით ვცხოვრობ იცით
“სამსახური – სახლი” რო ქვია, და რაც ყველაზე საინტერესოა, სურვილიც კი არ მაქვს რამე შევცვალო

აი მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანს გიყალიბდება ცხოვრების სტილი ხო?
გიყალიბდება შეხედულებები, გემოვნება

ჩემი ცხოვრება ფეხმძიმობამდე:
1. ვმუშაობ იმისთვის რო ფული მქონდეს
2. ფული მინდა იმისთვის რო გავერთო, დავიმხო, ყოველი დღე სხვადასხვანაირი ვიყო
3. სახლში რა მინდა
4. ფულს როგორ შევაგროვებ, ფულს სირები აგროვებენ, და რისთვის თვითონაც არ იციან
5. მე ახალგაზრდა ვარ, ცხოვრება მინდა ყველაფერი უნდა გამოვცადო, ყველგან უნდა წავიდე
6. ღამე იმისთვისაა რო გაათენო, იცეკვო, დაიმხო, ძილი სასუფეველშიც მეყოფა, იქ ბევრი დრო მექნება ძილისთვის
7. მანქანა იმისთვის მინდა რო მყავდეს, ვიმარიაჟო, სადაც მინდა როცა მინდა წავიდე
8. სულ ფორმაში უნდა ვიყო, ფიტნესებზე და ზაგრებზე და თავის მოვლაზე შემიძლია დავხარჯო ხელფასის ნახევარი
9. ერთი სული მაქვს სამსახური როდის დამთავრდება, 5 საათიდან უკვე იმაზე ვფიქრობ სად წავიდე 🙂

და ბევრი აი ესეთი ნიუანსი და ეს ყველაფერი გრძელდებოდა იგივე რიტმში გათხოვების მერეც, საბედნიეროდ ჩემი სიხარულიც ჩემი ჭკუისაა და ერთად მშვენივრად ვახერხებთ ყველაფერს, მეგობრები, გართობა, კლუბები, კარტინგები, გონკები, აუზები, ფიტნეს კლუბები, უამრავი ახალი სუნამო, შარდენი, კუს ტბა, საბილიარდოები,ტურნირები, შეჯიბრებები და უამრავი უამრავი თაბრუსდამხვევი ღამეები თუ დღეები

და ბოლოს ოქტომბრის დასაწყისის დღეებში შევამჩნიე რომ ჩემი უსაყვარლესი სასუსნავები აღარ მსიამოვნებდა, დილით ყავა და სიგარეტი გულს მირევდა, ჩემს ქმარს სულ ჰუგო ბოსის სუნამოს სუნი ასდიოდა რომელიც საოცრად მაღიზიანებდა, სულ მეძინებოდა და ძალიან იოლად ვიბუტებოდი…
მერე ტესტი გავიკეთე, მერე 1 კვირიანი ტოქსიკოზიც გადავიტანე და მოვედი აი ამ ცხოვრებამდე

obese_pregnant_women

სამსახურის მერე მოვდივარ სახლში, ერთი სული მაქვს გამოვიცვალო და მსუბუქად მეცვას, დივანზე დავჯდე, უამრავი ფორთოხალი და ვაშლი ვჭამო, ჩემს სიხარულებს ჩავეხუტო, ერთ კინოს ან რამე გადაცემას ვუყურო და ეგრევე წავიდე დავიძინო
აი ესეთ ცხოვრებასაც მოვესწარი 😛
იმედია რამდენიმე თვის შემდეგ დავუბრუნდები ძველ ცხოვრებას და ესეთი პენსიონერი დიდხანს არ ვიქნები
თუმცა რაღაც მომენტში ამ წუთას ასე ჯობია, უფრო ვეცნობი ჩემი სხეულის ცვალებადობას, ვეფერები ხოლმე ჩემს ბაიას და ღამე ძილის წინ რამდენიმე წუთი ფიქრებით ველაპარაკები ხოლმე
არავინ და არაფერი არ მინდება სახლის და დიმას გარდა
ხოო, დეაკო მენატრება ხოლმე ხანდახან ძალიან, ეგ არის და ეგ 🙂

ეხლა ეს იმიტომ დავწერე რო მერე თვეების შემდეგ ამის საწინააღმდეგო პოსტი რომ გავაკეთო 🙂
აბა ვნახოთ როდის გამივლის ეს დომასედკობის პერიოდი 🙂

Advertisements

კატეგორიები

%d bloggers like this: