Posted by: tatushka55 | სექტემბერი 10, 2009

თაფლის მასაჟი

რა ვიცით თაფლის მასაჟის შესახებ?

 

თაფლის მასაჟი არის ძალიან ეფექტური ცელულიტის შემთხვევაში,

გარდა ამისა, გამოყავს ტოქსინები და შლაკები და კვებავს კანს.
ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

კანი ხდება ბევრად უფრო გლუვი და რბილი (და გემრიელი 😀 )

 

         თაფლის მასაჟი ეფექტურია 15 სეანსიანი კურსის შემთხვევაში, თანაც სეანსები უნდა კეთდებოდეს არა ყოველ დღე, არამედ დღეგამოშვებით. ამის გამო მასაჟი დრძელდება მთელი თვის მანძილზე.
ეს დაკავშირებულია იმასთან რომ შლაკები და ტოქსინები ამოდიან კანის და ცხიმის ქვედა ღრმა ფენებიდან ზევით, გაწმენდილ ადგილებში და ამისათვის მათ უნდა მივცეთ დრო. თუ ასე გაანაწილებთ თაფლის მასაჟებს, მერწმუნეთ ბევრად კარგ ეფექტს მიიღებთ, ვიდრე ყოველდღიური მასაჟისგან.

თაფლი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი, მთავარია ის იყოს საკმარისად თხევადი იმისათვის რომ დაიტანოთ სხეულზე.
ერთი მასაჟისათვის: თეძოზე, დუნდულებზე,და მუცელზე დაგჭირდებათ 3 სუფრის კოვზი თაფლი. ძალიან კარგი ანტიცელულიტური თვისებები აქვს თაფლში 3-5 წვეთი გრეიფრუტის, ფორთოხლის ან ლავანდის ზეთის დამატებას. (კოსმეტიკური ზეთები რომაა).

 არსებობს თაფლის მასაჟის 2 მეთოდი. ნაზი და უხეში.
    ნაზი მეთოდი : დაიტანეთ ხელისგულზე თაფლი და ის შეიძილეთ კანში 5-10 წუთის მანძილზე მსუბუქი დარტყმებით, რამდენიმე წუთი კიდევ განახორციელეთ ეს მსუბუქი დარტყმები თაფლწასმულ ადგილებზე და შემდეგ ნაზი “მაჩალკით” ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამის შემდეგ წაისვით კანზე დამატენიანებელი რძე.
    უხეში მეთოდი: უფრო ძლიერი გაწმენდისათვის, ასევე დარტყმებით შეიძილეთ კანში თაფლი, შემდეგ ხელებით მაგრად დააწექით თაფლწასმულ ადგილებს და უცებ აირეთ ხოლმე. მალე კანის ზედაპირზე უნდა გაჩნდეს თეთრი მასა, ეს თაფლს ამოაქვს ორგანიზმიდან შლაკები. 15 წუთში უნდა დაასრულოთ სეანსი და ისევ თბილი წყლით ჩამოიბანოთ და წაისვათ დამატენიანებელი კრემი ან რძე.  უხეში მასაჟი გაცილებით მტკივნეულო და უსიამოვნოა და ტოვებს სისხლცაქცევებს და დალურჯებებს კანზე, მაგრამ ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე ნაზი მასაჟი, განსაკუთრებით ცელულიტთან ბრძოლისას.
honey
               ამით თაფლის დადებითი თვისებები სილამაზისათვის ბრძოლაში არ ამოიწურება.
თაფლი აქტიურად გამოიყენება დიეტებშიც, სხვადასხვა კრემებსა და თავის მოვლის საშუალებებში.
 
საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია რომ ქალები ვერ ვძლებთ ტკბილეულის გარეშე. არადა ტკბილეული ხომ საკმაოდ ცუდ ეფექტს ახდენს ჩვენს ორგანიზმზე: კბილებზე, სახის კანზე, წონაზე.
ამავდროულად ტკბილეული ძალიან ბევრ დადებით მუხტს აძლევს ჩვენს ორგანიზმს, ვართ უკეთეს ხასიათზე, უკეთ მუშაობს ტვინი, უფრო მაღალი გვაქვს ტონუსი და ა.შ.
 ამიტომ მეცნიერებმა იპოვეს გამოსავალი თაფლის სახით, ეს არის ერთადერთი ტკბილეული რომელიც არ შეიცავს გასუქების საფრთხეს.
გარდა ამისა თაფლს აქვს კიდევ ერთი ჯადოსნური თვისება: ფერმენტების შემცველობით თაფლი ძალიან უახლოვდება ადამიანის სისხლს, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამიტომ ის ფანტასტიურად იიღება ორგანიზმის მიერ. ასევე შეიცავს რძემჟავას, ლიმონმჟავას და სასარგებლო ვიტამინების, მინერალებისა და მიკროელემენტების მთელ თაიგულს.
  კალორიების ცხრილების მიხედვით, 100 გრამ თაფლს აქვს მხოლოდ 300 კალორია და ამიტომ მისი გამოყენება არაჩვეულებრივად შეიძლება განტვირთვის დღეებში.
  არსებობს ერთი უსაფრთხო ექსპრეს დიეტა თაფლის შემცველობით, მათთვის ვისაც კვერცხი უყვარს. მე პირადად კვერცხის ატანა არ მაქვს არანაირი სახეობით.
  საუზმე: 2 კვერცხის გული + 1 ჩაის კოვზი თაფლი გათქვიფეთ მიქსერით და ისაუზმეთ ამით ჩაისთან ან ყავასთან ერთად (უშაქრო)
  სადილი იგივე (ოღონდ მხოლოდ ჩაი, მწვანე ჩაი, ან მინერალური წყალი დააყოლეთ)
  ვახშამი: იგივე + მინერალური წყალი და დრის მანზილზე სვით ბევრი მინერალური წყალი, ისეთი ძლიერი დიეტაა რომ შესაძლებელია დღეში 800 – 1000 გრამის დაკლება.

 

 ყველაზე საუკეთესო კი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ჯანმრთელობისათვის, სილამაზისა და ფორმაში ყოფნისათვის, ეს არის შაქრის თაფლით ჩანაცვლება, რასაც მე პირადად ვერაფრით ვერ მივეჩვიე რამდენჯერაც არ ვცადე, სულ მავიწყდება ხოლმე 😀 თუმცა ყოველ დილით თაფლიან წყალს ვსვამ ხოლმე უზმოზე, ეს ზალიან კარგია ორგანიზმის და კუჭ-ნაწლავის პროფილაქტიკისათვის.
   მათთვის კი ვისაც ღამე ჭამა უყვარს და ვერ ანებებს თავს ამ ცუდ ჩვევას: 
აიღეთ 2 ჭიქა ოთახის ტემპერატურის რძე, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ცოტა ფორთოხლის წვენი, როგორც ამბობენ საკმაოდ გემრიელი და ნოყიერი კოქტეილიაო, არ გექნებათ შიმშილის გრძნობა და გემრიელადაც დაგეძინებათ.
  და ბოლოს, შარსან დედაჩემმა მე და ხატია გვიყიდა 2 ოჯახი ფუტკრების გურიაში, რომლებას ადამიანი უვლის რომელსც ფულს ვუხდით და წელს უკვე გამოგვიგზავნა ცვენი ფუტკრების თაფლი 3 ლიტრიანი ბანკით. ხოდა ეხლა საკუთარი თაფლის მფლობელი ვარ და აქტიურად ვიყენებ ამ საოცრებას 🙂

 


პასუხები

  1. au ver vitan tkbili rom mxvdeba xelze an vafSe tanze, magas evr gavuZleb me 😀

  2. Ui, dzalian kargi postia
    zustad am dgeebsi vfiqrobdi rom unda daviwyo masajebi imitom rom dundulebis datxeleba ashkarad mesachiroeba..
    ise mainteresebs mucelzec tu aketeben, mgoni ara xom?
    da tu ici, vinme kargi specialisti am mxriv?

  3. indievidi

    ის რომ მუცელზე არ კეთდება მასაჟი არის დიდი ტყუილი
    მუცელზე კეთდება მასაჟი როგორც გასახდომი ასევე სამკურნალო
    მუცელზე არ კეთდება მასაჟი ორსულობისას და მენსტრუაციის პირველი 2 დღის მანძილზე

    მასაჟისტკა მყავს, მე ძალიან მომწონს პირადად
    ეხლა უნდა დავიწყო ხელახლა მასთან

  4. ხო, გამახსენდა რომ მეც კი მიკეთებდნენ მუცელზე ადრე..
    მოკლედ, შეგიძლია რომ იმ მასაჟისტკის კოორდინატები მომწერო? რადგან შენ თვითონაც აპირებ სიარულს, ესეიგი ეფექტური იყო -)

  5. E-mailze mogcer nomers

  6. amboben dzalian efeqturiaooo 😦
    me ar gamiketebia arc salonshi arc Tavad. siamovnebit vsinjavdi!

  7. საინტერესო პოსტია.
    უნდა ვცადო აუცილებლად.

    სტრიებზე რამე დადებით გავლენას ახდენს, ნეტავ? გუშინწინ აღმოვაჩინე ტანზე 4 ცალი სტრია და გული წამივიდა … 😦

  8. თაფლი ისე მიყვარს, ამელოკინება :ლოლ:

    უუუ, მასაჟს რა ჯობია… მე ტერფებზე მიყვარს განსაკუთრებით, სასწაულად ასვენებს.

  9. hehe mominda zaan… :)) magra momcons eseti postebi, sxvata shoris sxva informaciebisgan gansxvavebit, nayofieria da piradi gamocdilebac etyoba ashkarad.. :))

    Go girl, Go!… :))

  10. gamarjobat…. me vaketeb muclis masajs… var profesionali… chemi mobiluria 555777354

  11. I will immediately grasp your rss feed as I can not to find your e-mail subscription link or e-newsletter service. Do you’ve any? Please allow me know in order that I may subscribe. Thanks.

  12. dzalian kargi masajisti vici romelic aketebs shesanishnavad sul mastan viketeb.aketebs rogorc bavshvebshi aseve qalbatonebistvis.didi shedegebi aqvs.daukavshirdit ar inanebt 593-12-18-43

  13. me yvelas girchevt mimartot eqim-masajists. tel: 597 15 97 97

  14. magari masajisti binaze misvlit 571711115

  15. ძალიან კარგი სტატიაა, პოპულარულ ენაზე დაწერილი.დღეს თაფლის მასაჟი საკმაოდ გავრცელებული და მოდურია არამარტო საქართველოში. თუმცა მასთან დაკავშირებული გარკვეული დისკომფორტის გამო ხშირად ქალბატონების დიდი ნაწილი უარს ამბობს თაფლის მასაჯის სრულ კურსზე. წმინდა სამედიცინო-ფიზიოტერაპიული თვალსაზრისით თაფლის მასაჟით 15 სეანსიანი კურსის ჩატარება მაინც არაა მიზანსეწონილი. გასახდომი მასაჟების სესახებ აქაც სეგიძლიათ მოიძიოთ გარკვეული ინფორმაცია: http://massagetbilissi.wordpress.com/2012/06/19/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98/

  16. vaketeb sauketeso masajs taflit .shokoladit .yavit masajis xangzlivobaa 1 saati mxolod qalbatonebs

  17. masajis dros tafli tbili unda iyos? an rame tu unda sheerios? tu sheileba amaze gamcet pasuxi, didi madloba winaswar

  18. gamarjobat. gtavazobt kosmetikur masajs aseve sarelaqsacio masajs romelic mogixsnit da dagaviwyebt daglilobas … ubrunebs organizms shromisunarianobas, shetavazebashi shedis: zurgis xelebis fexebis sarelaqscio masaji, aseve msubuqi masaji mucelze, binaze misvlit.

  19. gtavazobt kosmetikur masajs aseve sarelaqsacio masajs romelic mogixsnit da dagaviwyebt daglilobas … ubrunebs organizms shromisunarianobas, shetavazebashi shedis: zurgis xelebis fexebis sarelaqscio masaji, aseve msubuqi masaji mucelze, binaze misvlit. 574171283


დატოვე კომენტარი

კატეგორიები