Posted by: tatushka55 | ნოემბერი 12, 2009

ვბარგდები

გადავდივარ taa.ge -ზე …

რაღაც პერიოდი დამჭირდება რომ ავეწყო გემრიელად და გელით ახალ სახლში. გემრიელად გაგიმასპინძლდებით სავარაუდოდ

      ახლა ძაან ვარ დაკავებული ერთი პროექტით სამსახურში, რომელიც ძალიან მომწონს მაგრამ უამრავ გონებრივ რესურსს მოითხოვს და ასევე ჩემი ბლოგით. რომლისთვისაც იმედია გემრიელად მოვიცილი უახლოეს მომავალში

blogomania

Posted by: tatushka55 | ნოემბერი 10, 2009

რაღაცნაირად

        რაღაცნაირად ვარ
    აი ბუნდში თუ გაურკვევლობაში, სიცხე არ მაქვს მაგრამ საშინლად ვარ გაციებული და საფეთქლებში მიკაკუნებს
გუშინ დღის პირველი ნახევარი საკმაოდ ცუდი დღე მქონდა

         კვირას დილით ვიკიკოს შევანჩნიე რომ წამოახველა და ფერი წამივიდა არა იმიტომ რო ფეთიანი ვარ, არამედ იმიტომ რომ ჩემი დისშვილი რომელიც ასევე ჩვენთან ცხოვრობს, ისე საშინლად ახველებს და ისე ავად არის რო საცოდავი ბავშვი 9 თუ 10 წამალს სვამს და საშინლად გრძნობს თავს. ხოდა ვიფიქრე რომ გადაედო და ძალიან დავიძაბე. როგორც კი ავდექით ეგრევე კანდელაკზე წავედით და გარეთ ვასეირნე ძალიან ბევრი, რო თუ რამეა სუფთა ჰაერმა ბაქტერიები დახოცოს მეთქი. არ ვიცი რამდენად რეალურია ეს მაგრამ ლეგენდების სუფთა ჰაერის შესახებ რატომღაც მჯერავს.
         ხოდა ღამე მივედით სახლში, მე შევედი საბანაოდ და სულ ბავშვის ტირილი მესმოდა, რატომღაც სულ -სულ ტიროდა. ვერც ბებიამ, ვერც დიმამ ვერც ხატიამ ვერ დააწყნარეს ბავშვი. რო გამოვედი და ავიყვანე ცოტათი დაწყნარდა და მომეხუტა, არავისთან არ უნდოდა მისვლა. მერე უკვე გვიანი იყო და ვცადე დაძინება.

აი მანდ დაიწყო კონცერტები, კინაღამ საგიჟეთში ამოვყავი თავი.
 ბავშვს ვეფერე, ვატარებდი ვარწიე და ძლივს ძლივს ნახევარ საათში ჩავაძინე ხელებშივე, ცოტა კიდე ვატარე და უკვე თავის საწოლში უნდა ჩამეწვინა რომ დეაკომ ისეთი ტირილი მორთო მთელმა კორპუსმა გაიგო მგონი. და არაფრის გულისთვის თან – წამალს არ დავლევო, ძლივს ჩაძინებულმა ბავშვმა ეგრევე გაიღვიძა და ატირდა. მერე ჩემი დაც აუკივლდა თავის ბავშვს და ბოი ბეზ პრავილ დაიწყო გარეთ. ნერვი დამეძაბა სერიოზულად. ავიყვანე ისევ ეს ბავშვი და ისევ დავიწყე დაძინება. ამასობაში დიმა შემოვიდა და დაწვა, 45 წუთის მანძილზე ძლვს დავაძინე ეს ბავშვი, უკვე ძალა არ მქონდა ხელებში, თან უ დავჯდებოდი ეგრევე თვალებს აჭყეტდა, უნდდა იარო და აქნიო აქეთ იქეტ. პირველს აკლდა წუთები ისევ ჩაეძინა თითქოს და ისე ვაპირებ რომ ჩავაწვინო და ეხლა ჩემმა დამო მორთო ღრიალი გვერდზე ოთახში, ბავშვს ეჩხუბებოდა ბოლო ხმაზე. ვიკამ იასნია ეგრევე გაიღვიძა და იისევ ტირილი დაიწყო. უკვე ძალიან დაჭიმული მქონდა ნერვები, მივატოვე საწოლში ეს მტირალი ბავშვი და გავქანდი გარეთ ყვირილით,
– კარგით , ბავშვი ტირის, ტირის თქვენ რაღა გაღრიალებთ უფროსებს მეთქი
მოკლედ ცოტა ხნით დაწყნარდა ყველა, მაგრამ ამ დროს ვიკას აღარ ეძინებოდა, უკვე გადაიღალა საწყალი მოცუცქნული ამდენი დაძინება გაღვიზებისაგან და გაღიზიანდა ამ ხმაურისადან. მოკლედ 2ის ნახევარი იყო მე კიდე აქეთ იქეთ დავქროდი და ვერ ვიტანდი ვერ ერთ სულიერს დედამიწაზე რომლებიც ხმაურობდნენ, ვიკიკოს კიდე თვალები გახელილი ქონდა და არც აპირებდა გაღვიძებას. მე უკვე თავბრუ მეხვეოდა და ვხვდებოდი რო თუ დიმას არ გავაღვიზებდი, ცოტა ხანში ეს ბავშვი გამივარდებოდა ხელიდან. ამასობაში ვიკიც დაიღალა ამდენი რწევით და ტირილი დაიწყო. დიმას არ გაეღვიძა, მაგრამ დედაჩემი შემოვიდა და გაიყვანა დავაძინებო, გათიშულს ჩამეძინა ჯერ კიდევ ჰაერში.
 3ის წუთებზე მაღვიძებს ბავშვის განწირული ტირილი …

და განა მარტო ტირილი, ხველება, წამოვხტი შეშლილივით, ავანთე მობილურზე ეკრანი და ეგრევე ამოვიყვანე მოცუცქნული საწოლიდან. ვაიმეეეე რა საშინელი წუთები იყო, საწყალი ბავშვი თან ტიროდა ბოლო ხმაზე თან ახველებდა და ხველებისას თითქოს გული ერეოდაო რაღაც წყალივით წამოუვიდა პირიდან. კინაღან წკუიდან გადავდექი, დედაჩემმაც გაიგო, ეგრევე შემოქანდა, დიმამაც გაიღვიძა, მე კიდე ისტერიკა დამემართა რო ვერ დავაწყნარე ბავშვი. გავქანდი თბილი ჩაი გავუკეთე, არ დალია, მივიხუტე ვეფერე ვეფერე არ წყნარდება, ხმა ჩაეხლიჩა. პატარა ლეკვები რო ახველებენ რაღაცნაირ ბოხ ხმაზე, ეგრე ახველებდა, თან ვერც ახველებდა, მაგდენი ძალაც არ ქონდა და რაღაც საცოდავ მდგომარეობაში იყო ბავშვი.
 სოსკა მივეცით, ძლივა დავაწყნარეთ 1 საათის მერე. ჩემთან ჩავიწვინე, ჩავეხუტე და ვეფერებოდი ძილში. ღამე 3-4 ჯერ გაიღვიძა კიდევ ესე ტირილებით და ხველებით, თითქმის მთელი ღამე არ მიძინია, დილის 6 საათისკენ ცოტა მოეშვა და დაიძინა, მაგრამ საცოდავად ხრუტუნებდა და ხვრინავდა და შიგადაშიგ წამოიტირებდა ხოლმე.
  ძალიან საშინელი ღამე მქონდა, ყველა და ყველაფერი მეზიზღებოდა დედამიწაზე ბავშის გარდა, ვნატრობდი რატომ არ მაქვს ჩემი სახლი რო მარტო ვცხოვრობდეთ მეთქი, ხო არც არაფერი გადაედებოდა და არც დაძინებაზე ვიწვალებდით ამდენს. ეხლაც კი მეშინია რო ვიხსენებ რა გადავიტანე…
დილით ექიმთან წავიყვანეთ, გასინჯა და 5 წამალი გამოუწერეს 4 თვის ბავშვს 😦 საღამოს უკვე გაცილებით უკეთესად გრძნობდა თავს. გუშინ სამსახურში არც ვყოფილვარ, მთელი დღე თითქმის ბავშვთან ვიყავი.
  რაღაცნაირად ვგრძნობდი თავს, ხელს ვერ ვუშვებდი ხოლმე, სულ ჩახუტებული მინდოდა მყოლოდა. ძალინ შევშინდი …

Posted by: tatushka55 | ნოემბერი 7, 2009

BE SO KIND – block online shops !!!

გააკეთეთ სიკეთე
დაეხმარეთ გზააბნეულს
დამიბლოკეთ ონლაინ შოპინგის მაღაზიები

ერხევა ჩემს ფინანსებს …
და გარდერობს, რომელშიც ცოტა ხანში აღარაფერი არ შეეტევა 😦

ამ ბოლო პერიოდში უკვე მესამე შეკვეთა გავაკეთე OldNavy-ზე.
ყველაფერი იმდენად ზუსტი ზომა, ზუსტი ფერი და კარგი ხარისხის ჩამოდის რომ ყველა ახალი შესვლა საიტზე ახალ შეკვეთებს ბადებს ჩემში.
მართალია პროცესი არის უგემრიელესი, თუნდაც შეკვეთა, თუნდაც ლოდინი და ჩამოსვლა ხო საერთოდ მაგრამ …
ოი ოი ოი ფინანსებს ერხევათ მერე

OldNavy for Vicky1 შეკვეთა ვიკიკოს მივუძღვენი და ისეთი მაგარი რაღაცეები ჩამოვიდა რო აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი, მალინისფერი ძალიან ფუმფულა ბეწვიან დუტის ჟილეტზე საერთოდ დავიშოკე, ხოლო ნაცრისფერი პალტოშკა რომ ამოვიღე ყუთიდან თვალებში დამიბნელდა სიამოვნებისგან, რო წარმოვიდგინე ჩემი მოცუცქნული ამ პალტოთი გაზაფხულზე.

 

2 შეკვეთა ჩემს თავს და დიმას. ჩანთებზე რომ პოსტი დავწერე oldnavy for Taaმანდ ვამბობდი რომ გეგმაში მქონდა ახალი ჩანთის შეკვეთა, ისეთის რომ ჩემს ორ პალტოს მოუხდებოდა. ეს 2 პალტო არის თეთრი და რძისფერი, ხოდა ოლდნეივიზე აღმოვაჩინე სასურველი ჩანთა და არც დავაყოვნე. ეხლა მარტო ჩანთას ხომ არ წამოვიღებდი ხოდა უცებ შევქანდი სხვა აქსესუარებშიც და ლამაზუნა ქამარი ჩავაგდე ჩემს შოპინგ ბეგში.
მერე ვიფიქრე, დიმას დაბადების დღე მოდის – ტვინის ჭყლეტვას რა ვუყიდო რა ვუყიდო ჯობს ისევ რამე საკაიფოს გამოვუწერ მეთქი ხოდა ეხლა მამაკაციბის განყოფილებაში შევხტი. ერთი ნაცრსფერი კურტკა მომეწონა ძალიან მაგრად. თან კურტკა რომელიც უნდა ჩაიცვა უფრო თბილ კურტკამდე, ანუ საშემოდგომო პონტი არ აქვს, ხოდა რაღაც ჯადოსნური მექანიზმებით ეგ კურტკაც აღმოჩნდა კალათში და ჩექაუთ ეგრევე. ეს შეკვეთა გუშინ ჩავიდა ამერიკაში იმ მისამართზე საიდანაც თვითმფრინავით უნდა გამოიგზავნოს.

და ბოლოს მესამე შეკვეთა:
ეს გუშინ მოხდა, შევედი საიტზე რათა გადამემოწმებინა ჩავიდა თუ არა ამანათი დანიშნულების ადგილზე და უცებ ვხედავ საიტზე დიდ ბანერს:

OUTWEAR SALE 50%   – Only 1 week

coat oldnavy for taaხოდა ვინაიდან და რადგან ამ ბოლო დროს გაჭედილი მაქვს ყველანაირ აუთვეარებზე ეგრევე დავიწყე დათვალიერება
ჩემთვის ვნახე ძალიან საყვარელი ნაცრისფერი პალტო, დიმასთვის ცოტათი კლასიკური და უფრო მეტად casual პიჯაკი და ბავშვისთვის ვერცხლისფერი, შიგნიდანაც დათბილული დუტის კურტკა ზამთრისთვის. 2 საათი ვეჭიდავებოდი ჩემს თავს რო ჩავყარე ესენი კალათაში, შევუკვეთო არ შევუკვეთო, გაორება დამემართა მაგრამ ბოლოს საკითხი ასე გადავწყვიტე: შევუკვეთე მეგო ბარათით რომლის შევსებაც ნელ ნელა შემიძლია. ანუ ერთბაშად თუ არ მექნება ფული არავინ არ დამახრჩობს 😀
   აი ესეთუ უნებისყოფო ვარ ისეთ საკითხებში როგორიცაა შოპინგი და სიგარეტი ….

 ეხლა 2იოდე სიტყვით ჩემს ახალ დაავადებაზე: პირობითად ვარქმევ აუთვეარჰოლიკობას

         ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო რომ შარშანდელ წლამდე, თქვენი მონამორჩილი არანაირ ყურადღებას არ აქცევდა აუთვეარებს, არასოდეს მქონია პალტოები და ა.შ. სულ მეცვა კაპიშონიანი მანტოები ან დუტის კურტკები.
         შარშან როდესაც ორსულად ვიყავი, სურვილი იმისა რომ კარგად გამოვიყურებოდე გამიასმაგდა. თან მუცელი რომ იზრდებოდა უფრო და უფრო მეშინოდა რომ ფეთხუმურად არ ვყოფილიყავი. და რადგან ორსულობისას სითბო პირველ ადგილას იყო ჩემს ცხოვრებაში დავიწყე აუთვეარებზე და ლამაზ თბილ ქუდებზე ფიქრი. შევიძინე:
1. ლევისის უმაგრესი და უსაყვარლესი თბილი დუტის კურტკა შავი
2. რძისფერი თბილი კლასიკური პალტო
3. ბეწვიანი უსაყვარლესი თეთრი ქუდი
4. ჩემი უსაყვარლესი საგაზაფხულო-საშემოდგომო თხელი მაგრამ ზალიან მაგარი დიზაინის პალტო, რომელიც დიმამ მიყიდა, რადგან მე ფული არ მქონდა მაშინ და საკმაოდ ძვირიც ღირდა.

ეს შარშანდელები…
ეს ჰოლიკობა წელსაც გადმომყვა, ამას წინათ თბილი ზამთრის პიჯაკი ნახე კანისფერ სავი ღილები, ულამაზესი და საშინლად მომინდა, მაგრამ ვერ ვიყიდე, ფული არ მქონდა – და რო მივედი ფულით, გაყიდული დამხვდა 😦
    სამაგიეროდ რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან ცემი დის დაქალმა გამოგზავნა ტანსაცმელები გასაყიდად სადაც უუუუმაგრესი ღია ღია ნაცრისფერი, ძალიან ლამაზი პლაში იდო. ეგრევე დავტაცე ხელი, და რადგან მისი ფულიც შემიძლია ნელ ნელა ვიხადო ახალ წლამდე, მაშინვე შევისყიდე 😀
და ოლოს ეს პალტო რომელიც ოლდნევიზე ვიყიდე 🙂
მოკლედ მთელი კოლექცია დამიგროვდა და ძალიან ბედნიერი ვარ
სამომავლოდ თუ კიდევ რამეს ვიყიდი აუთვეარიდან უნდა იყოს შავი და კლასიკური (არ მაქვს ეგეთი) და რამე 1 ფერადი, ცოტა ხალისიანი. სიჭრელე არ წარმოიდგინოთ 😀

ერთხელ მოვიცლი ყველა აუთვეარებში გადავიღებ სურათებს და დავდებ 🙂

                     vera wangყველაფერი დაიწყო უბრალოდ კაბით …

   და გატაცებით – რაც ეხებოდა ლამაზ, კარგად ნაფიქრ და დიზაინერულ ქმნილებებს – რომლებიც საუბრობდნენ ელეგანტურობაზე, დახვეწილობაზე და სტილზე.

დღეს კი ვერა ვონგის (VERA WANG)  სამყარო საპატარძლო სამოსით არის ცნობილი.

Vera wang მართალია მოდის სამყაროში არსებობს ასევე მისი თეთრეული, ready to wear კოლექცია და ფეხსაცმელები, მაგრამ ნებისმიერი დამეთანხმება რომ ეს ყველაფერი ახლოსაც ვერ მოვა მის საპატარძლო კაბებთან. რადგან რაც არ უნდა შექმნას ვერამ, მაინც ყველაფერს გადაფარავს მისი ერთი საპატარძლო კაბაც კი. ეს არის ის ნიშა რომლითაც ვერამ უნდა განაგრძოს და დაასრულოს … ჩემი მოსაზრებაა

     განა შეიძლება ადამიანმა არ ინატრო ქორწილი, როდესაც არის შესაძლებლობა გეცვას მისი კაბა. გუშინ YouTube-ზე ვათვალიერებდი და მომინდა პოსტის მიძღვნა მისი კაბებისათვის.

  მე არ მქონია ქორწილი (ქართული გაგებით). არც საპატარძლო კაბა მეცვა (რიტუალები ვიქტორია’s სეკრეტის საზაფხულო თეთრ-ცისფერი კაბით გავიარე) მაგრამ დიდი სიამოვნებით მოვირგებდი ტანზე მის საქორწილო კაბებს. და ამით უზომო სიამოვნებას მივიღებდი – ზუსტად ვიცი 🙂

vera-wang

  არავის აინტერესებს როდის დაიბადა და რამდენი და-ძმა ყავდა, ამიტომ მის ბიოგრაფიას არც შევეხები. კარიერას კი რაც შეეხება: vera-wang for Taa ვერამ ჟურნალ “VOGUE”-ით დაიწყო, სადაც უმცროსი რედაქტორი იყო. შემდეგ სამხატვრო დირექტორი გახდა Ralph Lauren-ის მოდის სახლში . მაგრამ დღეს ის საქორწინო მოდის კულტია, ეს სფერო მან 90იან წლებში აითვისა, როდესაც ეს ნიშა თითქმის თავისუფალი იყო. სწორედ ამან აქცია ის კულტად, თუმცა ნიჭსაც აღიარება უნდა.

  თუ თვალს მიადავნებთ მის საქმიანობას აღმოაჩენთ რომ ის აპირებს სპორტული ტანისამოსის კოლექციის შექმნას და ამ ნიშაში პოზიციების გამაგრებას, მაგრამ სად სპორტი და სად დახვეწილი, ელეგანტური საქორწინო კაბები, არ მესმის ამ ხალხს რა უდევთ თავში.

  მოკლედ მე ძალიან მომწონს მისი საქორწინო კოლექციები და იმედი მაქვს რომ ვერა უკეთესებს და უკეთესებს შექმნის. ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაუძლებს ამ კაბების ცდუნებას, ჩემი აზრით

Posted by: tatushka55 | ნოემბერი 5, 2009

გაღმა ნაპირი

გაღმა ნაპირი

   არასოდეს დამიწერია ფილმის განხილვები ხოლმე, ისე ორიოდე სიტყვით თუ შევხებივარ ხოლმე. მაგრამ ეხლა ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რომ მეწერინება. მეწერინება ფილმის “გაღმა ნაპირი” შესახებ.
  გუშინ მივედით 9ის ნახევრიან სეანსზე რუსთაველში მე & დიმა და ყველა ბილეთი დაყიდული დაგვხვდა. 09-ს დავეკონტაქტეთ და 22:00-ზე ამირანში გადისო. დიდად არ ვაფანატებ ამირანზე მაგრამ სხვა გზა არ იყო, მანდ წავედით. 1 საათი და 20 წუთი გვქონდა გასაყვანი სეანსამდე, ლიტერატურულში შევედით, იქ რემონტი იყო ისეთი ხმაური იდგა გამოვქანდით გარეთ. ისევ აივანზე დავსხედით ყავებით და სიგარეტით და ვისაუბრეთ ბევრი ბევრი, გუშინ რო ვწუწუნებდი სულ მენატრება დიმა მეთქი, კაკრას მისმინა ეტყობა რაღაცამ ან ვიღაცამ და მოგვცა ერთად ყოფნის დრო 🙂
 
   რაც შეეხება ფილმს. შოკში ვარ, აღფრთოვანებული, აღშფოთებული, გაოგნებული, შეძრწუნებული და კიდევ 5 ამდენი ზედსართავი სახელი. პირველად აღვიქვი ბავშვის ბედი ასე მტკივნეულად, ალბათ უკვე მშობლის სტატუსით რომ ვუყურებდი მაგიტომ.
 ჩამოვწერ პუნქტებად ჩენს გრძნობებს და ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს:
გაღმა ნაპირი1. უფანტასტიურესი კადრებია როდესაც თედო თვალების ძალიან მაგრად დახუჭვით ცდილობს გარესამყაროდან გაქცევას. ძალიან მაგრად არის ნაფიქრი და განხორციელებული ეს დეტალი.
2. შევძრჭუნდი ის მეორე შავტუხა ბავშვი წებოს რომ ყნოსავდა, საოცრად მტკივნეულად აღვიქვი, არადა ხომ არიან ჩვენს ირგვლივ ესეთი უპატრონოდ მიგდებული ბავშვები, რომლებიც საზოგადოებამ კიდევ უფრო გარიყა და მათაც აგრესიის გარდა არაფერი დარჩენიათ.
3. ძალიან მეტკინა კიდევ ის მომენტები როდესაც დედას იმ ქონიან კაცთან ხედავდა და მერე ავტობუსში ფული რომ მისცა.
4. ძალიან გამიხარდა ფილმში აჩის ა.კ.ა. DJ GREENBEAM-ის დანახვა. საუკუნეა არ მინახავს. მართალია დურაკული როლი აქვს მაგრამ ძაან საყვარელი ადამიანია ცხოვრებაში.
5. სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო იმ საწყალი სოფლელი გოგოს გაუპატიურების და თედოს საქციელის სცენამ.
6. ლამის ვიტირე ხიდზე მკვლელობის სცენის დროს

7. ძალიან მაგარი იყო აფხაზეთში უცხო ოჯახში, შიშისგან საწოლის ქვეშ რომ სძინავს. ძალიან შემეცოდა ერთი ციდა 12 წლის ბავშვი აგრესიულ გარემოში მარტოდმარტო.

gaghma-napiri

  და ბოლოს ის შოკისმომგვრელი ცეკვა. არა ჯერ ტირილი და მერე ცეკვა … რაღაცა მინდა დავწერო ისეთი სულისშემძვრელი მაგრამ ვერ ვწერ. ძალიან მაგარი კადრი იყო. და ძალიან მაგრადაც დასრულდა, მეტი არც იყო არაფერი საჭირო. ბრავო პატარა თედოს ასეთი შესრულებისათვის და ბრავისსიმო ფილმის რეჟისორს – გიორგი ოვაშვილს.
  თუმცა იქ იყო ერთი დეტალი: კაცი რომელიც ქუდს იხდის და რაღაცნაირად შეჰყურებს თედოს. მეც და დიმასაც ისეთი შეგრძნება დაგვრჩა რომ ეს იყო თედოს მამა, რომელსაც ასე გამწარებით ეძებდა პატარა ბიჭუნა.
 

ხომ არიან დედამიწაზე ადამიანები, რომლებსაც სითბო და მოფერება სჭირდებათ … 😦

Posted by: tatushka55 | ნოემბერი 4, 2009

Taa.ge

დღეს taa.ge დავარეგისტრირე, იმედია მოვიცლი და ნელ ნელა გადავბარგდები
       თუმცა ამის დრო როდის მექნება ზუსტად არ ვიცი
  დღეს თბილისურ ლავ სტორიზე ვაპირებდით წასვლას, მაგრამ ბლოგებზე ისეთი ამბავია ატეხილი ამ ფილმზე, და ისე უნიჭობად და საშინელებად მოიხსენიებენ რომ გადავწყვიტეთ არ წავიდეთ და “გაღმა ნაპირს” ვუყუროთ.
    სვითის გაკვეთილებს ისევ მივყვები და გუშინ გესტ პოსტი დავწერე ჩემი ამიგო ბლოგერის ბლოგზე 🙂

http://lifestylebox.wordpress.com/2009/11/03/men-perfume/


ძლივს ნორმალურ ამინდს ვეღირსეთ, თორე ეს წვიმა ყელში იყო უკვე ამოსული.
          კვირას თმა შევიჭერი რადგან ბავშვის გამო, ძალიან მცვიოდა და გარდერობი შევივსე სიახლეებით 😀
დანარჩენი ცხოვრება ჩვეული კალაპოტით მიდის, სამსახური – სახლი – ბავშვი, არაფერი ახალი და საინტერესო არ ხდება…
 ერთადერთი დიმას ნაკლებობას განვიცდი ხოლმე, სულ მენატრება ამ ბოლო დროს, სამსახურში 9 საათზე მიდის, ადრე 10ზე მიდიოდა და ერთად ვახერხებდით ყავის დალევას, ამ ბოლო დროს კიდე დილით ვერც ვხედავ ხოლმე და ძალიან მენატრება ერტად ყავის დალევა და სიგარეტის მოწევა დილაობით.
     და ძალიან მენატრება მარტო რო ვცხოვრობდით ის დრო, თან ეხლა ჩენი და,სიძე და დეაკოც ჩვენთან არიან –  რემონტი აქვთ სახლში და ჩვენთან ისეთი აურზაურია რო სახლშიც ვიღლები ხოლმე 😦
  მარტო მინდა დიმასთან და ვიკიკოსთან ერთად ცხოვრება და სიმშვიდე მინდა …

Posted by: tatushka55 | ოქტომბერი 29, 2009

ავარია

     რამდენიმე წუთის წინ საშნელი ავარია მოხდა ახალ ნათებასთან, ტიპი ტროიკით გასწრებას ცდილობდა და ფოლცვაგენთან მაგრად მოუსრიალდა, გვერდული სრიალით გამოიარა რამდენიმე მეტრი თან საოცარი სისწრაფით და ახალი ნათების წინ შეასკდა განათების ბოძს. მძღოლი ცოცხალია, მაგრამ რა სჭირს არ ვიცი. საშინელება ხდებოდა, ძლივს ამოყავდათ. მთელი საპატრულო და სახანძრო აქაა.
ახალი ნათების გარე კამერამ დააფიქსირა ავარია, ზუსტად იქვე იდგა ჩემი მანქანა, მილიმეტრებითაა გადარჩენილი.
ნახეთ ვისეო, ლურჯი ბეემვე, განაპურას რო დგას, შეჯახებასთან იქვე არის ჩემი. საოცრად გადარჩა ჩემი მანქანა

  

ხალხო წესიერად იარეთ რაააააააააა

Posted by: tatushka55 | ოქტომბერი 29, 2009

NEED MORE MONEY

           ათასჯედ დასმულა ეს კითხვა და კიდევ ერთხელ ვსვამ: რამდენი ფული (ჩემს შემთხვევაში ხელფასი) უნდა ქონდეს ადამიანს რომ ეყოს.
        ითვლება რომ მე მაქვს ნორმალური ხელფასი, დიმასაც, არადა ფაქტია რომ არაფერში არ გვყოფნის ..
თვის ბოლოსკენ უკვე ეკონომიები მეწყება რომ ელემენტარულად ბენზინის ფული მქონდეს ხოლმე რომ სამსახურში ვიარო.
 არადა ამ დროს ვერც იმას ვიტყვი რომ უაზროდ ვფლანგავ მეთქი, პირიქით უკვე ძალიან მიზანმიმართულად და უფრო საოჯახო საჭიროებისამებრ ვხარჯავ ფულს.
  დიმა პირიქით, მთელს ფულს ბანკებში უშვებს, იმიტომ რომ იმდენი კრედიტი აქვს რომ თვითონაც ვერ ითვლის ხოლმე. ერთი არის მანქანა, რომელიც ჩემი აზრით არის ყველაზე გამართლებული კრედიტი რაც უნდა აეღო, აი დანარჩენი კიდე წუნინგ ნაწილების ვალები ზალიან მაღიზიანებს ხოლმე რო ვიხსენებ. მაგრამ უკვე რაღა დროსია, ვალები აღებულია და ისღა დარჩენია იხადოს.
 არადა ეხლა სერიოზული ხარჯის წინაშე ვდგავართ, ეს არის რემონტი.
 გუშინ მეტალო პლასტმასის ხელოსანი გვყავდა, ნაცნობი გავჩითეთ რომ ამ სფეროში მუშაობს და საკმაოდ ხარისხიანი მასალა დაგვითვალა 800$. სულაც არ არის კატასტროფა, მეტს ველოდი. თან კარგი ფასი მოგვცა ამ ბიჭმა, თან განვადების პონტშიც გაგიკეთებთო ახლობლობითო, ანუ 50% წინასწარ ვიხდით და მერე თვეში 100-150$. ძალიან მაგარი პირობებია, მაგრამ საქმე იმაშია რომ ახლა ეს ფულიც არ გვაქვს. ხოდა სერიოზულ საგონებელში ვარ ჩავარდნილი 😦
  გუშინ ვის უნდა 20 000-ს ვუყურებდი და მერე მთელი ღამე ვფიქრობდი, 7 შვილიან ოჯახს 400 ლარი აქვს შემოსავალი და ბავშვებიც იზრდებიან და ოჯახიც კმაყოფილია და მამა რომელიც “სვარშიკი” იყო როგორც მივხვდი, საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდა. ამ დროს კიდე ჩვენ რომლებსაც მინიმუმ 5ჯერ მეტი გვაქვს ოჯახის შემოსავალი თვის ბოლომდე არ გვყოფნის ფული.
  მოკლედ სერიოზული კრიზისი მაქვს ფულის, არა საარსებო და აუცილებელის, მაგრამ აი რემონტის ფულის კრიზისი ნამდვილად მაქვს.
                          როგორ ვიშოვო 3000$ (მინიმუმ)

money

Posted by: tatushka55 | ოქტომბერი 27, 2009

სახის მასაჟი

spa for face      

            მინდა დავუბრუნდე ჩემს საყვარელ თემებს და დავწერო პოსტი სახის მოვლაზე, კონკრეტულად კი სახის მასაჟზე. არავისთვის უცხო არ არის რომ ზამთარში სახის კანს განსაკუთრებული მოვლა ჭირდება. თითოეული ჩვენთაგანის სახის კანს განსაკუთრებით სიამოვნებს და უყვარს მასაჟი, დამიჯერეთ …
     სახის მასაჟი ეს ის პროცედურაა რომელიც 100%-ით აერთიანებს სასიამოვნოს და სასარგებლოს. ალბათ გაგიწმენდიათ სახე რომელიმე ძალიან კარგ კოსმეტოლოგთან, სახესაც რო გიმასაჟებენ, ხელის გულები რომ თბება და უზომოდ რომ გსიამოვნებთ მასაჟი თბილი ხელებით. ეს პროფესიონალური მასაჟია, მაგრამ არსებობს მინი მასაჟები რომლებიც ჩვენ თვითონ შეგვიძლია ჩავუტაროთ ჩვენს კანს კვირაში რამდენიმეჯერ. მასაჟი ხომ ეხმარება ჩვენს კანს შეინარჩუნოს სიმკვრივე და ახალგაზრდობა.

Read More…

Posted by: tatushka55 | ოქტომბერი 24, 2009

ჩემი მუზა

     მოდა არ აისახება მხოლოდ ტანსახმელში, ფეხსაცმელსა თუ აქსესუარებში. მოდა ეხება ინტერიერსაც. დღეს თუ შავ-თეთრი ინტერიერია მოდაში, ხვალ ეს ყველაფერი შეიძლება აბსულუტურმა სიჭრელემ შეცვალოს, შემდეგ შეიძლება პასტელური ფერები შემოვიდეს, შემდეგ გოთიკა ან ისევ კლასიკა და ასე შემდეგ.

  arco ისევე როგორც სამოსის სამყაროში, ავეჯისა და განათების სამყაროშიც არიან ბრენდები რომლებიც კარნახობენ მსოფლიოს მოდას. ერთ ერთი მათგანია ჩემი მუზა … FLOS

ბრენდი რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქსელში არ მოიპოვება საოცარი სიძვირისა და საკმაოდ მცირე ასორტიმენტის გამო.

  FLOS _ ბრენდი რომელმაც შეცვალა განათების კონცეფცია. ბრენდი რომელსაც ყავს საკმაოდ ძლიერი დიზაინერები, რომლებიც არ ერიდებიან ყველაზე პროვოკაციული მოდელების შექმნასაც კი. ბრენდი რომელიც მუდმივად ეძებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მასალებს.

 Flos araფართო არჩევანი, უმაღლესი ხარისხი, ინოვაციური განათება, რომელიც შექმნილია იმისათვის რომ მოერგოს ნებისმიერ გარემოს და ინტერიერს. არჩევანი რომელიც იწყება საშუალე ფასებიდან (რაც ჩვენთვის უკვე ძვირია)  და ადის ფუფუნების საგნებამდე(LUXURY LIGHTING). ეს არის სრულყოფილი დიზაინი და ბალანსირებილი განათება ნებისმიერი სივრცისათვის.

Fლოს 1962 წელს მერანოში დაარსდა DINO GAVANA-სა და CESARE CASSINA-ს მიერ, რომლებსაც სურდათ ეწარმოებინათ თანამედროვე სანათები. ახალი განათების კონცეფციების განვითარებისათვის მათ თავი მოუყარეს ცნობილ დიზაინერებს :

ACHILLE CASTIGLIONI, PIER GIACOMO CASTIGLIONI & TOBIA SCARPA. პირველი მათი მონაპოვარი იყო ე.წ. აბრეშუმის ჭიის პარკი “COCOON” ძალიან დამყოლი მასალა. 

Flos_zeppelin

Read More…

Older Posts »

კატეგორიები