ყველაფერი დაიწყო უბრალოდ კაბით …
და გატაცებით – რაც ეხებოდა ლამაზ, კარგად ნაფიქრ და დიზაინერულ ქმნილებებს – რომლებიც საუბრობდნენ ელეგანტურობაზე, დახვეწილობაზე და სტილზე.
დღეს კი ვერა ვონგის (VERA WANG) სამყარო საპატარძლო სამოსით არის ცნობილი.
მართალია მოდის სამყაროში არსებობს ასევე მისი თეთრეული, ready to wear კოლექცია და ფეხსაცმელები, მაგრამ ნებისმიერი დამეთანხმება რომ ეს ყველაფერი ახლოსაც ვერ მოვა მის საპატარძლო კაბებთან. რადგან რაც არ უნდა შექმნას ვერამ, მაინც ყველაფერს გადაფარავს მისი ერთი საპატარძლო კაბაც კი. ეს არის ის ნიშა რომლითაც ვერამ უნდა განაგრძოს და დაასრულოს … ჩემი მოსაზრებაა
განა შეიძლება ადამიანმა არ ინატრო ქორწილი, როდესაც არის შესაძლებლობა გეცვას მისი კაბა. გუშინ YouTube-ზე ვათვალიერებდი და მომინდა პოსტის მიძღვნა მისი კაბებისათვის.
მე არ მქონია ქორწილი (ქართული გაგებით). არც საპატარძლო კაბა მეცვა (რიტუალები ვიქტორია’s სეკრეტის საზაფხულო თეთრ-ცისფერი კაბით გავიარე) მაგრამ დიდი სიამოვნებით მოვირგებდი ტანზე მის საქორწილო კაბებს. და ამით უზომო სიამოვნებას მივიღებდი – ზუსტად ვიცი 🙂
არავის აინტერესებს როდის დაიბადა და რამდენი და-ძმა ყავდა, ამიტომ მის ბიოგრაფიას არც შევეხები. კარიერას კი რაც შეეხება: ვერამ ჟურნალ “VOGUE”-ით დაიწყო, სადაც უმცროსი რედაქტორი იყო. შემდეგ სამხატვრო დირექტორი გახდა Ralph Lauren-ის მოდის სახლში . მაგრამ დღეს ის საქორწინო მოდის კულტია, ეს სფერო მან 90იან წლებში აითვისა, როდესაც ეს ნიშა თითქმის თავისუფალი იყო. სწორედ ამან აქცია ის კულტად, თუმცა ნიჭსაც აღიარება უნდა.
თუ თვალს მიადავნებთ მის საქმიანობას აღმოაჩენთ რომ ის აპირებს სპორტული ტანისამოსის კოლექციის შექმნას და ამ ნიშაში პოზიციების გამაგრებას, მაგრამ სად სპორტი და სად დახვეწილი, ელეგანტური საქორწინო კაბები, არ მესმის ამ ხალხს რა უდევთ თავში.
მოკლედ მე ძალიან მომწონს მისი საქორწინო კოლექციები და იმედი მაქვს რომ ვერა უკეთესებს და უკეთესებს შექმნის. ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაუძლებს ამ კაბების ცდუნებას, ჩემი აზრით
დიახ.
მრავალცოლიანობის მიზეზიც სწორედ მამაკაცების ესთეტური გემოვნებაა და სურვილი მრავალჯერ დატკბე კაბის ცქერით…
თორემ ისე, მამაკაცები ყველაზე ერთგული არსებები ვართ დედამიწაზე!
By: Lord Vader on ნოემბერი 6, 2009
at 9:18 AM
ფერები მომეწონა ძალიან, ზუსტად მასეთი მინდა მეც რომ მქონდეს [შორეულ მომავალში] – ღია,ღია ყავისფერი, თუ კრემისფერი, whatever 🙂
By: Natalia on ნოემბერი 6, 2009
at 5:17 PM
Tata ragac unda gkitxo : S
tu ici domenis .ge-ze gadatanisas ra ganacxadi unda mivitano?
saitze shevavse ukve is registraciis forma da 2 ragac dawera, erti piradobis asli da meore ragac dsn ganacxadi . winaswar madloba
By: ♥ Malvina ♥ on ნოემბერი 6, 2009
at 5:20 PM
Malvina
შედი registration.ge – ზე, აირჩიე შენი ფიზიკური პირის დომეინი და შეავსე ფორმა, მერე ის ფორმა ამობეჭდე, მოაწერე ხელი და წადი ფოსტის შენობაში რომ კავკასუსის ოფისია. პირადობის ასლი ჩემი იქვე გადაიღეს.
რაც შეეხება DNS ეგ განაცხადის ფორმაშიც უნდა მიუთითო და მერე ჰოსტინგზე ჩანაწერიც უნდა გააკეთო.
მე მაგარი ჩაინიკი ვარ მაგ საკითხებში და ამიტომ ტექნიკური დეტალები მეუღლეს მივანდე 🙂
By: tatushka55 on ნოემბერი 7, 2009
at 6:23 AM
ui eg ukve Shevavse da gamovedi mag gverdidan : (
da amoprinterebuli furceli ro mivitano aucilebelia? : (
monacemebi xo sheiyvanes ukve da .. : (
By: ♥ Malvina ♥ on ნოემბერი 7, 2009
at 6:56 AM
შეგიძლია იქვე შეავსო კავკასუსის ოფისში
By: tatushka55 on ნოემბერი 7, 2009
at 7:14 AM
viyavii , domeni ki davaregistrire mara ro vutxari blogze wordpressze minda gadamisamartdes tko, chven ar gvexeba eg wordpressma unda gaaketoso da ragaceebi : | tan debili gogo iyo wordpressi arc icoda vigacas daureka vordresze unda ro kondeso : |
vegar gamigia exa ra vkna : |
By: ♥ Malvina ♥ on ნოემბერი 7, 2009
at 9:08 AM
♥ Malvina ♥
აუ ნიტო სვითის ნიტო დოდკას ქონდა ეგ პრობლემა კაუკასუსთან
აბა მიდი დოდკას ბლოგი გადაჩხრიკე მგონი იპოვი მაგ პრობლემის გადაჭრას 🙂
By: tatushka55 on ნოემბერი 7, 2009
at 9:29 AM
აუ სხავათაშორის მანდ მომუშავე გოგოებზე მე და დიმამაც მაგარი ვიკაიფეთ
გონზე არ არიან არაფრის
By: tatushka55 on ნოემბერი 7, 2009
at 9:30 AM
xo dodkas konda mara ewera dodka.ge moiyvanet magalitado, im gogos ki vutxari vuxsei ese esee sxvebsac akvt magalitad dodka.ge tko da iseti gakvirvebuli saxit miyurebda , verc mixvda raze velaparakebodi : D
mivwere dodkas calke da vnaxot aba ras emtyvis : D
By: ♥ Malvina ♥ on ნოემბერი 7, 2009
at 9:40 AM
მომწონს ვანგის კაბები. წარმოვიდგინე უცებ, ჩემი საქორწინო კაბა რომ შევუკვეთო =)) just let me dream ok?
By: Sophie Golden on ნოემბერი 9, 2009
at 8:18 PM
Wish this dream come true
You deserve it 🙂
By: tatushka55 on ნოემბერი 10, 2009
at 8:20 AM
კარგი ქალია ვერაჩკა :)))
By: Maka Asatiani on ნოემბერი 24, 2009
at 8:43 PM