Posted by: tatushka55 | October 27, 2009

სახის მასაჟი

spa for face      

            მინდა დავუბრუნდე ჩემს საყვარელ თემებს და დავწერო პოსტი სახის მოვლაზე, კონკრეტულად კი სახის მასაჟზე. არავისთვის უცხო არ არის რომ ზამთარში სახის კანს განსაკუთრებული მოვლა ჭირდება. თითოეული ჩვენთაგანის სახის კანს განსაკუთრებით სიამოვნებს და უყვარს მასაჟი, დამიჯერეთ …
     სახის მასაჟი ეს ის პროცედურაა რომელიც 100%-ით აერთიანებს სასიამოვნოს და სასარგებლოს. ალბათ გაგიწმენდიათ სახე რომელიმე ძალიან კარგ კოსმეტოლოგთან, სახესაც რო გიმასაჟებენ, ხელის გულები რომ თბება და უზომოდ რომ გსიამოვნებთ მასაჟი თბილი ხელებით. ეს პროფესიონალური მასაჟია, მაგრამ არსებობს მინი მასაჟები რომლებიც ჩვენ თვითონ შეგვიძლია ჩავუტაროთ ჩვენს კანს კვირაში რამდენიმეჯერ. მასაჟი ხომ ეხმარება ჩვენს კანს შეინარჩუნოს სიმკვრივე და ახალგაზრდობა.


      სახის მასაჟის რამდენიმე სახეობა არსებობს:
1 კლასიკური მასაჟი კეთდება კრემის ან სპეციალურად მასაჟისთვის განკუთვნილი ზეთის მეშვეობით და მისი დანიშნულება არის სახის კუნთების ტონუსში მოყვანა და კანის ნორმალური ელფერის შენარჩუნება.
2.პლასტიკური მასაჟი კეთდება ტალკის მეშვეობით და ცოტა ნეტ ძალას მოითხოვს.
3. ეგრეთ წოდებული “ჟაკე” მასაჟი, რომელიც საკმაოდ უხეშ მასაჟად ითვლება და ეს კონკრეტულად ეხება სახის კანის პრობლემურ ზონებს.
            ამიტომ ჩემი რჩევა იქნებოდა ბოლო 2 მასაჟის ტიპი არ სცადოთ სახლში, მიანდეთ მხოლოდ პროფესიონალებს, რადგან სახის კანი ძალიან სათუთი რამ არის. თუ თქვენ გადაწყვითავთ რომ გაიკეთოთ თუნდაც კლასიკური მასაჟი თქვენ თვითონ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რომ მოძრაობები უნდა იყოს ძალიან ნაზი, მიმართული შიგნიდან გარეთ, მოფერებითი მოძრაობები. 
     relaxing massajeრაც შეეხება მასაჟისთვის სახის მომზადებაზე, სასურველია რომ: მშრალი კანის მქონეებმა კრემები ან ზეთები წაისვათ ცივი, წინასწარ კარგად გაციებული, ხოლო ცხიმიანი კანის მქონეებმა ცოტათი სიმჟავის შემცველი საშუალებებით: ლიმონის ან ძნრის წვეთებით გაჯერებული თუნდაც ზეითუნის ზეთი. სახლის პირობებში ძალიან კარგია ასევე ყინულის კუბიკებით გაკეთებული მასაჟი, ნუ შუა ზამთარში არა თავისთავად 😀  ყინულის კუბიკები საუკეთესოდ ატონუსებს სახის კანს და აძლებს მას ჯანმრთელ ფერს. თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კიდევ ერთი დეტალი :  გამომდინარე იქედან, რომ სახის კანი არის ძალიან სათუთი და ნებისმიერი კრემი  ან ზეთი რის წასმასაც აპირებთ უნდა გატესტოთ 1 დღით ადრე მაინც, რომ კანის ალერგია ან გაღიზიანება არ გამოიწვიოს
ბოლო ნიუანსი სახის მასაჟისა არის სამასაჟე ხაზები:
1. ცხვირის ზედა წარბებშორსი ნაწილიდან საფეთქლებისკენ
2. ნიკაპის შუა ნაწილიდან ყბების და ყურების მიმართულებით.
3. პირის კუთხეებიდან ყურების ბიბილოებისკენ
4. ზედა ტუჩიდან ყურის ზედა ნაწილისკენ
5. თვალის საცრემლე არედან საფეთქლისკენ
6. თვალის ქვედა ნაწლი კი პირიქით გარედან შიგნით

massage lines
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქალისთვის ყელი, როგორც ცნობილია ქალს ყველაზე ადრე ასაკი ყელზე და ხელებზე ეტყობაო, ასე რომ გირჩევთ ხშირად დაამასაჟოთ თქვენი ყელი.
გადასწიეთ თავი უკან და ოდნავ მარჯვნივ, მარცხენა ხელი გაშალეთ და მოფერებითი მოძრაობები გააკეთეთ მკერდიდან ზევით, იგივე გააკეთეთ მარჯვენა ხელით ოღონდ მარცხნივ გადაწეული თავით. შემდეგ თითების ბალიშებით გააკეთეთ დარტყმითი მოძრაობები ყველგან ყელიდან მკერდამდე. შემდეგ ხელის ზედა მხარით გაიკეთეთ დარტყმითი პროცედურები ღაბაბის ადგილზე, დაიწყეთ 15 ცალი დარტყმით და ადით 50 – მდე. დღეში 50 საკმარისია, თუნდაც 25 დილით 25 საღამოს.

Advertisements

Responses

  1. რესტორნები თბილისში http://relax.ge/ge/cat/tbilisi/restaurants/


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: