Posted by: tatushka55 | ოქტომბერი 24, 2009

ჩემი მუზა

     მოდა არ აისახება მხოლოდ ტანსახმელში, ფეხსაცმელსა თუ აქსესუარებში. მოდა ეხება ინტერიერსაც. დღეს თუ შავ-თეთრი ინტერიერია მოდაში, ხვალ ეს ყველაფერი შეიძლება აბსულუტურმა სიჭრელემ შეცვალოს, შემდეგ შეიძლება პასტელური ფერები შემოვიდეს, შემდეგ გოთიკა ან ისევ კლასიკა და ასე შემდეგ.

  arco ისევე როგორც სამოსის სამყაროში, ავეჯისა და განათების სამყაროშიც არიან ბრენდები რომლებიც კარნახობენ მსოფლიოს მოდას. ერთ ერთი მათგანია ჩემი მუზა … FLOS

ბრენდი რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქსელში არ მოიპოვება საოცარი სიძვირისა და საკმაოდ მცირე ასორტიმენტის გამო.

  FLOS _ ბრენდი რომელმაც შეცვალა განათების კონცეფცია. ბრენდი რომელსაც ყავს საკმაოდ ძლიერი დიზაინერები, რომლებიც არ ერიდებიან ყველაზე პროვოკაციული მოდელების შექმნასაც კი. ბრენდი რომელიც მუდმივად ეძებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მასალებს.

 Flos araფართო არჩევანი, უმაღლესი ხარისხი, ინოვაციური განათება, რომელიც შექმნილია იმისათვის რომ მოერგოს ნებისმიერ გარემოს და ინტერიერს. არჩევანი რომელიც იწყება საშუალე ფასებიდან (რაც ჩვენთვის უკვე ძვირია)  და ადის ფუფუნების საგნებამდე(LUXURY LIGHTING). ეს არის სრულყოფილი დიზაინი და ბალანსირებილი განათება ნებისმიერი სივრცისათვის.

Fლოს 1962 წელს მერანოში დაარსდა DINO GAVANA-სა და CESARE CASSINA-ს მიერ, რომლებსაც სურდათ ეწარმოებინათ თანამედროვე სანათები. ახალი განათების კონცეფციების განვითარებისათვის მათ თავი მოუყარეს ცნობილ დიზაინერებს :

ACHILLE CASTIGLIONI, PIER GIACOMO CASTIGLIONI & TOBIA SCARPA. პირველი მათი მონაპოვარი იყო ე.წ. აბრეშუმის ჭიის პარკი “COCOON” ძალიან დამყოლი მასალა. 

Flos_zeppelin

   FLOSის პირველი საცალო მაღაზია 1968 წელს გაიხსნა მილანში. 1974 წელს ფლოსმა იყიდა ისტორიული ბრენდი ARTELUCE.

   Flos_brera_ 1992 წელს ACHILLE CASTIGLIONI-მ ბაზაარს წარუდგინა პროდუქციის ოჯახი სახელად ბრერა, რომელიც ძალიან მალე გახდა ბესტსელერი (მე რატომღაც არ მომწონს).   ფლოსის სახლი დღემდე განაგრძობს მსოფლიოში ცნობილი და ნიჭიერი დიზაინერების მოპოვებას ერთ ერთი მათგანი მათ 1988წელს იპოვეს და აღმოაჩინეს, ეს არის მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერი განათების სამყაროში, უსაზღვროდ ნიჭიერი და დიდი ფანტაზიის მქონე ფილიპ სტარკი.

ფლოსი თავიდანვე გამოირჩეოდა კრეატიულობით, კომპანია  უდიდეს ყურადღებას აქცევდა რეკლამას, მათთან თანამშრომლობდა ისეთი ცნობილი ფოტოგრაფი როგორიცაა JEAN – BAPTISTE MONDINO.

ჩემი ჭაღი, უსაყვარლესი ჩელესტია / FLOS

celestia

ჩემი მაგიდის ლამპა, ცნობილი ლამპა სერიალიდან UGLY BETTY

KTribe

მსოფლიოში უცნობილესი სერია, კონცეფცია მშვიდობით იარაღო, ფილიპ სტარკი
ეს არ მაქვს, მაგრამ ამის არაიტალიური ვერსია იყიდება ჩვენთან, 1 ცალი დარჩა 😀
მილიტარი ტიპებს დაევასათ და შეისყიდეს 🙂

Flos_tablegun_project

ჩემი სასურველი ტორშერი, მართალია არკო მაქვს მაგრამ ამაზეც არ ვიტყოდი უარს

Rosy angelis

და ბოლოს კიდევ 2 ფავორიტი სანათი ფლოსის კოლექციიდან

flos_bel1

spun light

 

 

 

 

 

 

Advertisements

Responses

  1. torsheri mchirdeba aucilelad.. oqrosferi an beji. raghac am tonebshi, axalclamde unda viyido. ai dzalian didia chemi zala da araferi ar dgas magidis, televizoris da ori savardzlis garda da raime iseti torsheri minda.. efeqturi. ai magalitad magidaze gadmokidebuli roa, moghunuli raghacnairad.. ver vxsni:)

  2. efeqturi. ai magalitad magidaze gadmokidebuli roa, moghunuli raghacnairad.. ver vxsni:)

    უკვე ახსენი 🙂
    ჩემთვის გასაგებია რაც გინდა,
    ბიუჯეტი მითხარი და შეგირჩევ რამეს

    თან ეხლა 30% ფასდაკლებაა ჩვენთან ყველაფერზე, 30 ოქტომბრამდეა ოღონდ 😦

  3. biujets ver vsazghvrav. dzalian 1000 larsac ver gadavixdi albat.. 1000 laramde .. daaxloebit am biujetshi ro chavetio ase:) rac ufro iafi iqneba uketesia 😀 u know 😀

  4. ჰოო… ეგეთი ავტომატიანი ტორშერი ჩვენთან მაგარ ხოდში იქნება. თან ოქროსფერიც როა…
    იტალიაში სიცილიელები ყიდულობენ ალბათ 🙂

    ბოლოდან მეორე მართლა ასწორებს.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: