Posted by: tatushka55 | October 21, 2009

რაში სჭირდება ქალს ლამაზი ფეხები? :DDD

         რაში სჭირდება ქალს ლამაზი ფეხები? :DDD

                        ოოოო, ინტრიგა …
-იმისთვის რომ ჩავიცვათ მოკლე იუბოჩკები და ჭკუიდან გადავიყვანოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები :D, ასეა? 

იმისთვის რომ მერე მათ გვატარონ ძვირიან მაღაზიებში, ან მმაჩის ბიუროში, ან კანარის კუნძულებზე 😀     ნუ ვისთვის როგორ. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: სარკეში რომ იდეალურად გამოიყურებოდე, თუმცა მარტო ლმაზი ფეხები ამის გარანტი ვერ იქნება.
რაც შეეხება მამაკაცებს, სასაცილოა მაგრამ რეალურად მათაც კი არ იციან რა არის ლამაზი ფეხები 😀
        ინტერნეტში ხომ უამრავი საინტერესო მასალაა, ხოდა ერთ ერთ მამაკაცების საითზე ჩატარდა გამოკითხვა სადაც შეკითხვა იყო ამგვარად დასმული: რა არის ლამაზი ფეხები და როგორია ისინი.
გამოკითხულთა უმეტესობამ გასცა ასეთი პასუხი: ფეხები რომლებიც ყურებიდან იწყება :D, ანუ ზოგადად სტატისტიკაც იგივეს ღაღადებს, ძლიერი სქესის წარმომადგენელთა აბსოლუტურ უმრავლესობას აინტერესებს ფეხების სიგრძე და არა სხვა დანარჩენი :D.

სადღეისო მონაცემებით, ერთ ერთი ყველაზე გრძელფეხება არსებად ითვლება ჩეხი სუპერმოდელი ადრიანა სკლენარიკოვა, რომლის ფეხების სიგრძე 121.5 სანტიმეტრია 🙂

adriana_sklenarikova_4
    ეხლა განვავრცოთ თემა და წარმოიდგინეთ გრძელი ფეხები, მაგრამ ასანთის ღერივით წვრილი, ესეც ლამაზია? ან იგივე გრძელი მაგრამ სქელი? ან გაღუნული?
     გაიხსენეთ ტინა ტერნერი, ქალი მხოლოდ 160 sმ სიმაღლის, მაგრამ ამავდროულად ულამაზესი, პროპორციული ფეხების მქონე, რომელმაც თავისი ფეხები დააზღვია 8 მილიონ დოლარად 😀 (რას არ მოიგონებენ ხო? :))
აქედან შეიძლება გამოიტანო დასკვნა რომ ფეხების სიგრძეს არც ისე არსებითი მნიშნელობა აქვს, მთავარია პროპორციები და ფორმა, რომლის შესახებაც მინდა დავწერო.
დავიწყოთ მეცნიერული ინფორმაციით, რომ ფეხები უნიკალურია, ისევე როგორც თითების ანაბეჭდები და თვალის ბადურა. 2 ანალოგიური ფეხი არ არსებობს დედამიწაზე.
 თუ დედამიწის მასშტაბებზე გავალთ, მაშინ კიდევ ერთ ინფორ მოგაწვდით რომ ყველაზე გრძელი ფეხები მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის, აქვთ აფრიკელ ქალებს, მაშინ როცა ეს მოვლენა აფრიკელი კაცებისათვის არაფერს არ ნიშნავს, ისინი ქალის სილამაზეს აბსოლუტურად სხვა კრიტერიუმებით აფასებენ.
უსამართლობაა ხო? 😦
  მეორე ადგილი ფეხების სიგრძის მიხედვით უკავიათ ჩრდილო ევროპელ ქალებს, კერძოდ კი შვედებს, მაგრამ მათ  ამავდროულად (აფრიკელებისაგან განსხვავებით) ფორმა და მოყვანილობაც ძალიან ლამაზი აქვთ ფეხის.
      აი ხმელთაშუაზღვისპირეთის ქალებს კი აშკარად არ გაუმართლათ, მიუხედავად იმისა რომ ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე იძულებული არიან მაქსიმალურად გახდილებმა იარომ, მათი ფეხები არ გამოირჩევა სიმაღლით, მაგრამ გამოირჩევა კარგად განვითარებული და წარმოჩენილი კუნთთა სისტემით.
      აი სულ მთლად დაჩაგრულები არიან აღმოსავლეთის ლამაზმანები, რომლებსაც აქვთ დედამიწაზე ყველაზე დაბალი ფეხები და არც ფორმით ბრcყინავენ. 🙂
   ფეხებით შეიძლება გამოიცნო მათი მფლობელის ხასიათიცო, ამბობს ზოგი მკვლევარი, არ ვიცი დავეთანხმო თუ არა, ისინი ამბობენ რომ გრძელფეხიანი ქალები არისნ რომანტიკოსები და მეოცნებეები, რომლებისთვისაც საკმაოდ რთულია ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება, თუმცა მათ გააჩნიათ მტკიცე პრინციპები. ხოლო შედარებით მოკლე ფეხების მქონე ქალები, მიწაზე უფრო მყარად დგანანო და საკმაოდ ცვალებადი ხასიათი აქვთო. და პრობლემებსაც შედარებით უკეთესად უმკლავდებიანო.    

რავiცი, რავიცი …
   რაღაც პონტში არ ვეთანხმები.
ამის შემდეგ ეს “მკვლევარები” მიადგნენ სიარულის მანერას. აქ უკვე აღსანიშნავია რომ, სიარული, ფეხების სიგრძისგან განსხვავებით, ღვთის წყალობით არ მოდის, არამედ სწორად და ლამაზად სიარული საკმაოდ დიდი შრომის შედეგად მიიღება
. რამდენიმე ძალიან უაზრო ჩანაწერი ვნახე ამ თემაზე რომლის აქ დაწერაც გადავიფიქრე. სისულელედ მომეჩვენა.
      ეხლა მინდა დავწერო ძალიან სახალისო თემაზე. კერძოდ ლამაზი ფეხების პარამეტრებზე:

 “4 ფანჯარა” –  დადექით სარკის წინ, მიატყუპეთ ფეხები და დააკვირდით. რაღაც ადგილებში ფეხები ეხება ერთმანეთს, ამ შეხებებს შორის ჩნდება ე.წ. ფანჯრები. დაითვალეთ ისინი, 4 უნდა იყოს 🙂 დაწყებული ტერფებიდან. ბოლო არის თეძოსთან შედარებით ვიწრო და შეუმჩნეველი.

long_legs_1280x1024

    განა ყველა ქალმა იცის როგორ უნდა იაროს ლამაზად და სწორად? აი წარმოიდგინეთ სვლა რომლითაც დადიან მოდელები პოდიუმზე და იგივე სვლა მარკეტში ან ბაზარში :D, სასაცილო იქნება ხო? 😀  სიარულისას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავისა და ზურგის დაჭერას და ასევე იმას უ როგორ დგამთ ფეხს. მნიშვნელოვანია ასევე ხელებისა მოძრაობა და ფეხსაცმელი. დაბალ და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე მე პირადად ერთნაირად ვერ დავდივარ. მაღალ ქუსლებზე უფრო ნელა და გრაციოზულად დავკუკლაობ, დაბლებზე უფრო სწრაფად და სპორტულად.
    უპირველესი რჩევა ლამაზად სიარულისა არის ნელა ან საშუალო ტემპში სიარული, სწრაფად სიარული ლამაზად არ გამოიყურება, და არც ფეხის წვერები რომ ძალიან გარეთ აქვთ და ქუსლები შიგნით, ან პირიქით, არც ესეთი სვლა არ არის ლამაზი. ფეხის ტერფი მიმართული უნდა იყოს ერთი მიმართულებით, იარეთ ნელა და სწორხაზოვნათ, თეძოების სულ ოდნავ მოძრაობით.  სულ ოდნავ და არა ქნევით. და დაიმახსოვრეთ რომ სიარულისას პირველად მოძრაობას ფეხი აკეთებს და არა ტანი. ტანი მიყვება ფეხს, და არა ფეხები მიჩანჩალებენ კისრის მერე 😀
დადექით სარკის წინ, თავი დაიჭირეთ სწორად და გასწორდით მხრებში. ასე გაჩერდით 1 წუთის მანძილზე, ამის შემდეგ დახუჭეთ თვალები, მოდუნდით, გაამოძრავეთ თავი, შეარხიეთ მხრები რამდენიმეჯერ და სცადეთ ხელახლა დაიკავოთ საწყისი პოზა. შემდეგ გაიარეთ და დააკვირდით დადიხართ თუ არა ისევე სწორად როგორც იდექი და სანამ არ დარწმუნდები რომ დადიხარ ასე გამართული, ივარჯიშე და ივარჯიშე.
         და ბოლოს, არასწორი ნაბიჯი ხშირად ადამიანის კომპლექსისაგან გამომდინარეობს, დაიმახსოვრეთ რომ ყველა ქალი თავისებურად ლამაზი და განუმეორებელია. ხშირად უთხარით ეს საკუთარ თავს და ავტომატურად გაიმართებით მხრებში და სიარულიც უფრო დახვეწილი გექნებათ.

Advertisements

Responses

  1. ქალის სილამაზე მხოლოდ ფიზიკური პარამეტრებით არ განისაზღვრება. ამბობენ, კლეოპატრა საკმაოდ უშნო იყოო… ნატო ვაჩნაძის სურათი ყველას გექნებათ ნანახი და ლამაზს ნამდვილად ვერ დაარქმევ.. მერე? რომელ გრძელფეხება მოდელზე ნაკლები იყო ან ერთი ან მეორე?

  2. lamazd rom iaros mistvis Ö da kido dzaalian mokle kabebi rom chaicvas Ö

  3. სხვისი არ ვიცი და მე სასიარულოდ მჭირდება და ძალიანაც მიყვარს :user:

  4. ძალიან გაღუნული თუ არ არის, სხვა მხრივ მკიდია ფეხების სილამაზე. სიარულის მანერას უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.

  5. Kubrick
    “სიარულის მანერას უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ”

    ვაა საინტერესოააააააა 🙂 არ მეგონა ქართველი მამრები სიარულის მანერას თუ აქცევდნენ ყურადღებას

  6. მე მაქვს ლამაზი და სწორი ფეხების წიკი, მარტო ქალზე არა, 😀 მამრებზეც მომწონს პროპორციული,არადაღნული და საკაფო ფეხები 🙂
    ჩემ პონტშ გამიმართლა, საკაიფო ფეხები მაქვს ძაან, მართალია კისრიდან არ მეწყება,მაგრამ კაი სიმაღლეა:D ერთა რომ განწყობის მიხედვით მეცვლება “პახოდკა” ხანდახნა ბომჟიკასავით დავჩანჩლებ, ხან კიდევ ისეთ ჰაეროვანი ნაბიჯებია გეგონება მიწას არ ვეხები ,ლოლ
    ეს არასდროს არ არის დამოკიოდებული ფეხსაცმელზე,..მხოლოდ განწყობა ..

  7. მე ასეთ რაღაცებს ყურადღებას ადრე არ ვაქცევდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ძალიან ლამაზია, როცა ქალმა იცის ქალურად სიარული. ჩემს თავს ამას ვასწავლი ზუსტად – მოკლე ნაბიჯებით და ნელა სიარულს 🙂
    ფეხები მნიშვნელოვანია ნამდვილად, მაგრამ მაინც თავი მირჩევნია :ლოლ:

  8. es tema me shevukvete 😀 😀 ))) DIiiDI madloba aseti yovlismomcveli mohsenebistvis : *

  9. -იმისთვის რომ ჩავიცვათ მოკლე იუბოჩკები და ჭკუიდან გადავიყვანოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები , ასეა?

    იმისთვის რომ მერე მათ გვატარონ ძვირიან მაღაზიებში, ან მმაჩის ბიუროში, ან კანარის კუნძულებზე ნუ ვისთვის როგორ. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: სარკეში რომ იდეალურად გამოიყურებოდე, თუმცა მარტო ლმაზი ფეხები ამის გარანტი ვერ იქნება.

    :D:D:D
    vava tata vava

  10. სკანდინავიური ფეხები ჩემი გულის შეუხორცებელი იარაა…

    🙂

  11. ვაიმე სიარული (ეწ პახოდკა) ჩემი სისუსტეა :/
    სუო\ლ მეკაიფებიან მაგის გამო და ვერაფრით ვერ ვასწორებ

  12. იმისათვის სჭირდება რომ კაცები გააგიჟონ მოკლე კაბებით ან ძუძუებ ამოყრილებმა და მერე იმ კაცებმა ერთი კარგად მოსტყნან უნებართვოდ DDD

    egec tqven


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: