Posted by: tatushka55 | October 20, 2009

იუბილე დეტალებში

08:30    ძალიან შემთხვევით გავიღვიძე, ბავშვის მოძრაობამ გამომაფხიზლა, საოცარი სისწრაფით ჩავიცვი და მოვწესრიგდი და გავექანე სამსახურში
09:00   ფურშეტის ხალხი დამხვდა, შევედით დაიწყეს მაგიდების გაშლა. ბუშტების და კონფეტების ხალხიც მოვიდა და მათაც დაიწყეს ბუშტების გირლანდების დაწვნა და განლაგება დარბაზში. მე დავიწყე სცენის მოწყობა, საჩუქრები ლამაზად განვალაგე.
მერე კიდევ რაღაცეებს ვალაგებდით და ვაწესრიგებდით.
11:00    სასწრაფოდ გავქანდი სალონში, რომელშიც ჩემს პარიკმახერთან ჩაწერა დავაგვიანე და ერთ ქალთან მომიწია თმის დაყენება, თავიდან ძალიან არ მომწონდა და ნერვოზი დავმართე ქალს, ლამის გამომაგდო. საბოლოოდ ნორმალურად დამიყენა და გავქანდი სახლში
12:00   დიმა კანდელაკზე იყო ბავშვი წაიყვანა, მე დავიწყე ჩაცმა და მაკიაჟის კეთება, ამასობაში დიმაც მოვიდა, მაინც ვაგვიანებდი 
12:50   როგორც იქნა მოვაღწიე 20 წუთის დაგვიანებით, ავიღეთ მე და ნინომ გათამაშების ბილეთები და დავიწყეთ დარიგება.
13:30   ავიღე ჩემი სიტყვა და გავემართე სცენისკენ, მოვუწოდეთ ყველა სტუმარს შემოსულიყვნენ და დაიწყოოო, ჯერ მე მისალმება, მერე ჩვენი ხელმძღვანელის სიტყვა, მერე უცხოელი სტუმრები, მერე ისე სტუმრები ან თანამშრომლები ვისაც უნდოდა კომპანიისათვის მილოცვა.

14:00   შემდეგი პროგრამაში იყო ქართული ცეკვების ანსამბლი ცეკვით დავლური ქართული, ძაან მაგრად იცეკვეს, ძალიან მოეწონა ყველას
14:15   დუეტი Georgia 2 ქართული სიმღერით
14:30   ქართული ცეკვა მოხევური
14:45   And the game began … ძააააააალიან მაგარი იყო, მე და შოტას მიგვყავდა ერთად და ძაან კარგად შევეწყვეთ ყოველგვარი რეპეტიციების გარეშე. 10 უმაგრესი საჩუქარი გათამაშდა და სტუმრები კმაყოფილი დარჩნენ.
Taa@anniversary15:35    ისევ ცეკვა, ამჯერად მთიულური თავისი ხანჯლაობებით, რაც ძაან ეფექტური აღმოჩნდა, განსაკუთრებით აღფრთოვანებული უცხოელი სტუმრები დარჩნენ, გაფართოებული თვალებით უყურებდნენ მოცეკვავეების ფარიკაობას, თან ეს ბოლო ცეკვა საკმაოდ ხანგრძლივი იყო, ცეკვავდა საკმაოდ ბევრი ადამიანი და მომენტებში შემოდიოდნენ სოლოებით პატარები. ისეთი საყვარლები იყვნენ ხოლმე რო დარბაზი იყო აღფრთოვანებული.
16:00    ჯერ კიდევ სცენაზე ვიყავი ჯერ არ იყო დასრულებული პროგრამა, თუმცა უკვე წითელ ღვინოს ვწრუპავდი ნელ ნელა, ამასობაში ჩვენმა ბიჭებმა ქვემოდან საჩუქრები ამოიტანეს და ყველა დამსწრეს დავურიგეთ. მერე დუეტმა Georgia კიდევ 3 სიმღერა იმღერა, ის რაც იურმალაზე იმღერეს.
16:35 საიუბილეო ტორტი დავწერით კონფეტების წვიმის ქვეშ. მერე მე და დიმა დავბოდიალობდით ჭიქებით, ხალხს ვესაუბრებოდით, უცხოელები გავაცანი, მერე სურათებს ვიღებდით და გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი, მეძინებოდა.
    მივედი სახლში დავწექი 15 წუთიც ვერ ვიძინე. ავდექი ვისადილეთ, დიმა ბოლო NEED FOR SPEEDს თამაშობდა. მე ჩავიცვი და წავედით კანდელაკზე ბავშვთან. ბევრი ვეთამაშეთ და მერე 8ის ნახევარზე დიმამ TIFLIS PALACE-ში წამიყვანა, იქ იუბილეს გაგრძელება იყო მხოლოდ უფრო ვიწრო წრეში. სასტუმროს ერთ ერთ ვერანდაზე ვიჯექით უმაგრესი ხედით ვტკბებოდით, მუსკატს ვსვამდი და ბევრს ვიცინოდით რაღაც მხიარულება სუფევდა. მერე დავიშალეთ სახლებში, მეც ჩემი ბაია წამოვიყვანე და წამოვედით სახლში.
   მინდა დავწერო შთაბეჭდილებები მაგრამ რაღაც არ გამომდის. იყო რაღაც ხარვეზებიც რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ ამხელა ღონისძიების ორგანიზებისას, მითუმეტეს როდესაც წინა დღეს მთელი 12 საათი დაძაბულ რეჟიმში მუშაობ რომ ყველაფერ მოესწროს, ეს წვრილმანები იმდენად არც ჩანს.
თუმცა ეს უკვე პირობაა იმისა რომ სამომავლოდ კიდევ უფრო კარგად ორგანიზებულ ევენტ-ს გავაკეთებ…

Advertisements

Responses

  1. dzaan kargat gamoiyurebi : *


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: