Posted by: tatushka55 | October 19, 2009

17 October

         გუშინ გადაწყდა რომ კახეთში არ მივდივარ, რამაც ძალიან გამახარა. და შედეგებიდან გამომდინარე (ღამის 3 საათზე დაბრუნდნენ) ხო საერთოდ ბედნიერება მხვდა თურმე წილად, დარწმუნებული ვარ ეკლებზე ვიჯდებოდი ბავშვის გამო.

 მაგრამ შაბათს მაინც გვიანამდე მომიწია ყოფნა.

კლიპი, რომლის გადასაღებადაც სარკე სტუდია მოვიდა პარასკევს, ვის გამოც მე მანიკურშასთან ვერ წავედი და იუბილეზე ჩემი გაკეთებული ფრჩხილებით ვიყავი 😦 , გაიმაზა. ანუ რამდენიმე მათმა თანამშრომელმა დამირეკა და მითხრეს რომ ტორტი არის ძალიან ბანძი და ამას ვერ გადავიღებთო. მოკლედ საკმაო უკმაყოფილების შემდეგ გადაიდო ხვალ საღამოსთვის.

დილით მოვედი სამსახურში 10ის ნახევარზე სპორტულ ფორმაში რადგან ვიცოდი რომ უამრავი საქმე და სარბენი მექნებოდა.

10ის ნახევარზე მივიღეთ შეფისგან დავალებები და დავიწყეთ ყველამ ჩვენი საქმის კეთება, ინტერნეტი ისევ გათიშული მქონდა, 1000ჯერ დავრეკე ახალ ქსელებში და რა აღარ ვუთხარი მაგრამ არაფერმა არ გაჭრა, როცა კომპანიას სერვისი აkვს 0 და არც ცდილობს ამის გამოსწორებას, მათთან არაფერი გუავა ადამიანს.     მერე ვიჯექი ჩემს ადგილზე, რადგან ხალხი ბევრი იყო დარბაზში ვერაფერს ვერ ვაკეთებდით, კლიენტები იყვნენ უამრავი. ბოლო კუთხეში კი ჩვენი მომხმარებლებისათვის უდიდესი სურპრიზი მზადდებოდა. გავამხელ ამ საიდუმლოს და 18 ოქტომბერს ჩვენს დიღმის შოურუმში შემოვიდა ფილიპს Cონსუმერ ლაითინგის კიდევ რამდენიმე ქვებრენდი, ლედინო, HLA და ასე შემდეგ. მათი პრეზენტაცია უშუალოდ იუბილეს დროს მოხდა.

        ხოდა დღის პირველ ნახევარში სადღაც 2 საათი ვიჯექი ჩემს ადგილზე და ფრჩხილებს ვეჩალიჩებოდი. მერე დავიწყე ისეთი საქმეების კეთება რაც არც მომხმარებელს არ შეუშლიდა ხელს და არც დარბაზი აირეოდა, დავიარე და ჩამოვწერე სად რა უნდა აეღოთ, რა უნდა გაეტანათ რა უნდა ამოეტანათ. დაბლა საჩუქრები ჩავალაგეთ ახალ ჩამოსულ ჩანთებში, მერე მე და პატარა შოთა წავედით გუდვილში გათამაშების საჩუქრების შესაფუთად.    აღმოჩნდა რომ გუდვილში გარედან შემოტანილ საჩუქრებს არ ფუთავენ, მაგრამ მერე მენეჯერები ჩავრიეთ და დიდი თხოვნებით და იმის ახსნებით რომ ხვალ იუბილე გვაქვს, თან რადგან მათი პარტნიორი კომპანია ვართ დაგვთანხმდნენ და დაჟე უფასოდ შეგვიფუთეს ათივე საჩუქარი. მერე დავბრუნდით ოფისში, მე დავალაგე ეს საჩუქრები და წავედი პრარაბობო დავიწყე, 10-12 საათიანი შეუჩერებელი მუშაობის შედეგად შეუძლებელი შევძელით. მთელი სტენდები დაიშალა და აიწყო ახალი სტენდები, ათასი თავსატეხი, ათასი ღადაობა, რამდენიმე დასაშლელი და თავიდან აწყობილი სტენდი. ძაან მაგარი იყო, თან რომ საქმეს აკეთებ, თან რომ მაგრად გეხლისება და თან რომ ეს საქმე ულამაზეს შედეგს იძლევა. ულამაზესი კუთხე გამოვიდა.

DSC_0053

ამასობაში 7 საათიც გახდა, მაღაზია დაიკეტა კლიენტებისათვის და დავრჩით მხოლოდ ჩვენ და რამდენიმე სარკე სტუდიის წარმომადგენელი, დავიწყეთ უკვე დარბაზის საქმეები, სცენის გაკეთება, სცეკვაო ადგილზე ჭაღების ზევით აწევა, საფურშეტე ადგილების განთავისუფლება და რავი უამრავი წვრილმანი.       ამასობაში კი დიმა რესტორანში იკო, გიო და ხატიას ბავშვი მონათლა და მე მელოდებოდა, მე კიდე კლიპმეიკერებს ველოდებოდი, რომლებიც საკმაოდ ზოზინებდნენ, ხან ვის ელოდებოდნენ, ხან რას ელოდებოდნენ და ასე გაწელეს 11ის წუთებამდე, ჩვენ დარბაზი საბოლოოდ მოვაწყვეთ და ფაქტიურად მხოლოდ მონტაჟნიკების სამუშაო იყო დარჩენილი. მივედი კლიპის რეჟისორთან, ჩემი შენიშვნები თუ რამე მქონდა კლიპთან დაკავშირებით ვუთხარი და წამოვედი. მივედი რესტორანში მივაკითხე დიმას, გავჩერდი სადღაც ნახევარი საათი და ღორმუცელა ქართველების ამაოებას ვუყურებდი. არც ერთ ქეიფს რომ არ ჩაუვლია ჩხუბის გარეშე. მერე წამოვედით მე და დიმა, კანდელაკზე ავედით ჩვენი ცუცქნა წამოვიყვანეთ სახლში. მე ვიბანავე და ეგრევე დამეძინა გათიშულს. ძალიან დაღლილი ვიყავი, ფიზიკურადაც კი მომიწია მუშაობა. თან დილის 10ის ნახევრიდან საDამოს 11ის ნახევრამდე მანდ ვიყავი. მ

ეორე დილით 9ზე სამსახურში უნდა ვყოფილიყავი …

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: