Posted by: tatushka55 | ოქტომბერი 16, 2009

1 დღე დედლაინამდე

დავიწყებ ძალიან ორატორულად და ვიტყვი რომ: დოღის ცხენს არ ჩამოვუვარდები სირბილში – დღეს
დილიდან მოყოლებული გიჟივით დავქრივარ ზევით – ქვევით – წინ – უკან
იუბილე + ექსკურსია + სტუმრები + საბაჟოები
დღეს კლიპს იღებენ, ხმა არცეული გვყავს, ფორტუნას სოსო, სულ ის წერს ჩვენს რადიო რეკლამებს
დღეს მის ხმას ჩაწერენ და საღამოს აქ ვისუალს გადაიღებენ
რაც ამ კლიპზე მე რეკვები მომიწია და ნერვიულობა … 2 კვირის წინ დაწყებული მოლაპარაკება ბოლო დღემდე მიიყვანეს და კლიპს, რომელიც ორშაბათიდან ტელევიზიით უნდა გავიდეს დღეს იღებენ.
დილიდან დავრბივარ მონტაჟნიკებთან ერთად :  ეს აქ დაკიდეთ , ეს იქეთ გადაკიდეთ, ეს ნაჩნიკი იქ გადავდოთ, ეს ტორშერები აქედან ავიღოთ ხალხს შეუშლის, ეს ნესკაფეს აპარატი მოაშორეთ აქედან-ყავა მაინ ცარ ყრია შიგნით,
მერე მონტაჟნიკებთან მოვრჩი, მერე სხვა თემები დაიწყო, ფოტოაპარატები დატენეთ და მმეხსიერება გაანთავისუფლეთ, საიტისთვის ბანერი სად არის, მაღაზიებმა საიუბილეო პლაკატები გააკრან, ხვალ დილით 9ზე ყველა აქ ყოს რო fილიპსის სტენდები აეწყოს და მოესწროს.  კლიპის მედია გეგმა არ მაქვს, ვერ მაღირსეს. მერე ინტერნეტი გაითიშა.
აპარატურის მომწოდებლებთან შეხვედრა, დავგეგმეთ სად რა დაიდგმება, მერე ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელთან,
გათამაშებისათვის მხოლოდ 8 პრიზია, 10 უნდა იყოს, ის 2 უნდა შეირჩეს ეხლა რომ ჩამოვა ფილიპსის შეკვეთა იქედან, მერე გუდვილში უნდა გავქანდე და შევაფუთინო, ვერცხლისფერი ქაღალდი, ლურჯი ბაფთა.
ინტერნეტი გაითიშა.
რეპეტიცია უნდა გავიაროთ, ოღონდ როდის და როგორ ჯერ არ ვიცი
საშინელებაა
ასეთი შეგრძნება მაქვს რომ ვერაფერს ვერ მოვასწრებთ
შოთიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ უგენიალურესი ადამიანია 🙂
გათამაშებისათვის ლოტოტრონის ნაცვლად გამოვიყენებთ დიდი დიამეტრის გამჭვირვალე პლექსის ბურთს, რომლისთვისაც ამ წუთას პენოპლასტის სადგამი გააკეთა, რომელსაც ლედები ცაუმაგრა და ბურთი რომ დგას ანათებს თან, ამ წუთას მანახა და ძაან მომეწონა. მივარს იდეინი რაღაცეები.
ფონისთვის მუსიკები Cafe del mar -დან და Keiko Matsui-ს ალბომებიდან ამოვკრიფეთ. დიდ ეკრანზე მთელი იუბილეს დროს გაშვებული იქნება ჩვენი რეკლამები, რაც კი როდესმე გვქონია.

ეხლა ვზივარ და მინდა საიტისთვის დავწერო საიუბილეო ტექსტი მაგრამ რაღაც ვერ მეწერინება, ამიტომ ამას ვწერ და ინტერნეტი რო ჩაირთვება დავაპაბლიშებ.

დილით დასუფთავების სამსახურიდან იყვნენ, საწმინდეს ვიტრინები და ყველა კუთხე კუნჭული. დაწკრიალებულია ყველაფერი.
აუ რა ხდება ვერ გამიგია, თბილისს KOLARZ-ომანია დაეწყო, დღეს 4მა ადამიანმა გადაწყვიტა კოლარcის ყიდვა 😀
საღამოს სალონში ვარ ჩაწერილი ფრჩხილებზე, მაგრამ არ ვიცი მოვასწრებ თუ არა. 7ის ნახევარზე მოვლენ კლიპმეიკერები და მე კიდე 8ის 10 წუთზე სალონში უნდა ვიყო.

Advertisements

Responses

  1. TateX mteli sulit, gulit & saerTod organizmiT gisurveb super-buper carmatebebs.. rwmuned var rom yvelaferi iqneba FUCKING GOOD !!! & mere datkbebi madlobebisa & sheqebebis monacvleobit * shen ici ! saertod datkbi ra mag situaciit, eg is iventia sadac sheni resursebi chade & tak shto dzalian dzalian magari dghea shentvis, hoda enjoy yourself & yvelaferi kargad chaivlis ) dges gemrielad gamoidzine..

    p.s pirvelad ro tkvi gatamashebao mec didi mrgvali sanatis shushashi chayrili qaghaldebi warmovidgine )))


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: