Posted by: tatushka55 | October 15, 2009

შეხვედრების დღე

     დღეს უამრავი სამსახურეობრივი შეხვედრა გვაქვს დანიშნული, იუბილესთან დაკავშირებით:

1. ჩვენი ბელგიელი სტუმარი ჩამოდის, დახვედრა და მინი კონფერენცია მასთან სამომავლო გეგმებზე
2. შეხვედრა დუეტ ჯორჯიასთან, რომლებიც იმღერებენ იუბილეზე, დეტალების დაზუსტება და სიმღერების კიდევ ერთხელ შეთანხმება.
3. შეხვედრა ფეიერვერკების კომპანიასთან, რომლებმაც უნდა დაგვიმზადონ ბუშტების გირლანდები ჩვენს კორპორატიულ ფერებში (ვერცხლისფერი-ლურჯი) და ასევე დიდი კონფეტი უნდა დაგვაფრქვიონ ტორტის გამოტანისას
4. შეხვედრა ფურშეტის დამამზადებელი კომპანიის წარმომადგენელთან, საბოლოოდ უნდა დავაზუსტოთ ადგილები, მაგიდების დიზაინი და გაფორმება.
5. შეხვედრა GWS-ის წარმომადგენელთან, რომელიც გვიკეთებს ტურს კახეთში უცხოელი სტუმრებისათვის და ჩვენი კომპანიის ტოპ მენეჯმენტისათვის.

        და კიდევ უამრავი წვრილ-წვრილი საქმე. აუფ რა გადაიტანს ამდენ შეხვედრას 🙂
      გუშინ მისალმების ტექსტი დავწერე, მოეწონა ჩემს უფროსს, მერე საჩუქრები შევარჩიეთ გათამაშებისათვის, დიდი საიუბილეო ბანერი გავაკარით შენობის შემოსასვლელთან, ინტერიერში ძაან აქტიურად მიდის დიზაინის შეცვლა და სცეnის მზადება, დელტას კუთხეს რედიზინი გავუკეთეთ და ცოტა მუქ ფერებში შევღებეთ, საოცრად მოუხდა.
 გუშინ გაიყიდა ჩემი უფავორიტესი KOLARZის ჭაღი, ულამაზესი და უსათნოესი, ძაან დამწყდა გული, ვტკბებოდი ხოლმე მისი ყურებით, თუმცა მაგის ფული ალბათ ჯერ კიდევ დიდხანს არ მექნება, 5000 ლარამდე ღირდა 😦

       გუშინ საღამოს კაბა წამოვიღე უკვე დასრულებული, მომწონს თუმცა მაინც ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. უფრო უკეთესი მინდოდა, მაგრამ მაინც ჯიგრული გამოვიდა. სურათებს იუბილეს შემდეგ დავდებ.

                          გუშინ საღამოს COCO CHANEL-ზე ვიყავით მე და დიმა. ბოლოს კინოში ვიყავი სადღაც 5-6 თვის ორსული რო ვიყავი მგონი მაშინ. ძალიან ვისიამოვნე პოპკორნით. აი ფილმს რაც შეეხება …. ძალიან მომეწონა, ძალიან კარგად არის კოკოს ცხოვრება გადმოცემული. ძალიან მაგრად მომეწონა ფილმის დასასრული, კოკოს “პაკაზი”. რამდენი წლის წინანდელი მოდელები იყო და ზოგიერთები ისე მომეწონა რომ სიამოვნაბით ჩავიცმევდი. ძალიან მაგარი ქალი ყოფილა და პატივისცემით გავიმსჭვალე მის მიმართ.
 

 

Advertisements

Responses

  1. რაღაცეებს რომ დაგაფრქვევენ ტორტს არ დაეცემა?

    და კსტაწი, მაგ იუბლეზე მოხვედრა არ შეიძლება?

    ბლოგერი ვარ – დამპატიჟეთ :უსერ:

  2. სავარაუდოდ დაეცემა ტორტსაც 🙂

    სამწუხაროდ არ შეიძლება დაპატიჟება, ტორემ სიამოვნებით. მომავალში გვექნება კიდევ რაღაცეები და შევეცდები ერთხელ მაინც მოგახვედრო

    ისე გვესტუმრე 🙂

  3. მე კოკოზე გავამახვილე ამ პოსტში ყურადღება. რა ვქნა, ოდრი ტოტუ ამელის გარდა, არცერთ ფილმში მომწონს 😐

  4. აუ სოოფ, აბსოლუტურად გეთანხმები,
    თავიდან მეც რაღაცნაირად გამაღიზიანა, მაგრამ მერე მაგრად აღვიქვი. უხდება კოკოობაც. აუ ზოგ მომენტში ისეთი უროდკა ჩანს რო გული მიმდიოდა. მაგრამ ამ ქალის ტუჩების ფორმაზე ვგიჟდები.

  5. ეჰ კოკო ის კოკო არ იყო სინამდვილეში რაც ეგეთ ფილმებშია 🙂

    თუმცა მაგარი ქალი იყო მართლაც.

  6. Udzaanmagresia chemtanac shemodiiit


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: