Posted by: tatushka55 | ოქტომბერი 12, 2009

სიცოცხლით სავსე კვირა

    დაიწყო, ერთ ერთი ყველაზე სავსე და გადატვირთული კვირა ჩემს ცხოვრებაში
   ზუსტად 1 კვირაა დარჩენილი ჩვენს იუბილემდე, და 1000 წვრილმანი და მილიონი დეტალი

      არ ვიცი დავწერე თუ არა, ზურამ (ჩემმა უფროსმა) დამნიშნა საიუბილეო შტაბის უფროსად, ნებისმიერ ხარვეზზე პასუხისმგებლობა მეკისრება მე, ისევე როგორც კარგად ჩატარებულ ივენთზეც შემაქებენ “მე” 🙂

      და ეს ყველაფერი ყოველდღიური სამუშაოს ფონზე
დილით ნახევრად უძილო მდგომარეობიდან მზის სხივებმა და დილის ყავამ დამომიყვანა, რომლითაც მე და დიმამ ვისიამოვნეთ აივანზე. ხო, კიდევ სიახლე, სიგარეტის მოწევა დავიწყე, ჯერ ძალიან პასიურად, მაგრამ მაინც ვეწევი ხოლმე. განსაკუთრებით დილაობით ყავასთან ერთად.

     მერე სასწრაფოდ მოვემზადე, ბავშვს ვაჭამე, ცოტა ხანი ვეთამაშე, ვეფერე და ამასობაში ძიძაც მოვიდა.
       DSC05353    ორშაბათი დილა ჩვენთან ყოველთვის თათბირით იწყება, ვიკრიბებით: კომპანიის ხელმძღვანელი, მენეჯმენტი, მაღაზიების ხელმძღვანელები, საწყობის უფროსი, HR, მომარაგების უფროსი და ვისმენთ ყველას მოსაზრებებს, სიახლეებს, ჩივილებს და ასე შემდეგ. საკმაოდ საინტერესო და ხანგრძლივი პროცესია. შემდეგ ვიღებთ გარკვეულ დირექტივებს კომპანიის ხელმძღვანელისგან და ვბრუნდებით დისლოკაციის ადგილებისაკენ.

             2 დღესაც ანალოგიური სიტუაცია იყო, თუმცა დღევანდელი თათბირი განსხვავდებოდა სხვა თათბირებისაგან, იმით რომ დღევანდელ თათბირზე 60% ეჭირა იუბილეს თემას, ვისაუბრეთ პროგრამაზე, გამოსვლებზე, სტუმრებზე, გათამაშებაზე, Dress Codeზე. დაიბეჭდა კომპანიის საიუბილეო პლაკატები, ჩამოისხა საიუბილეო წითელი და თეთრი ღვინო. დამზადდა საჩუქრები ჩვენი ლოგოტიპებით, მოკლედ დიდი ამბებია.
          დაიბრონა სასტუმრო უცხოელი სტუმრებისათვის,

       დაიგეგმა კახეთის ტური შაბათისათვის, რომელშიც შედის სიღნაღის დავალიერება, ღვინის ტური GWS_ის ღვინის ქარხანაში, შემდეგ ვახშამი რესტორანში, იქვე სიღნაღში. ამ დღეს ერთადერთი მდედრი ვარ ვინც ამ კახეთის ტურის სიაში მოვხვდი, ძალიან არ მინდოდა, მაგრამ ვერ შევეწინააღმდეგე.
           მიმდინარეობს მოლაპარაკებები სატელევიზიო კლიპზე, რადიო რეკლამაზე, ბეჭდვით მედიაზე. გუდვილს ვუკვეთავთ საიუბილეო ტორტს.

 

ხოდა ეგეთ ამბებში ვარ, ისე გავიდა მთელი დღე სამსახურში ვერც გავიგე იმდენი საქმე მქონდა. სამსახურის მერე ისევ გოგოებთან ვიყავი კაბის “პრიმერკაზე” უკვე რაღაცას დაემსგავსა 🙂 ზეგ დაასრულებენ და წამოვიღებ.

Advertisements

Responses

  1. taat kaba daagde an machvene , aminteresebs dzalian.

    tkveni HR vin aris??

  2. კაბა იქნება ხვალ მზად, მაგრამ იუბილეზე რო ჩავიცმევ მხოლოდ მერე დავდებ სურათებს.

    ჩვენი HR ერთი ქალია 🙂

  3. hoda mag ert qals uthari ro damaswros recruitings & mivehmarebi uangarod, redbuelbis mivcem & masajebs gavuketeb : D cancara interni tu unda ak var ra ))))

    veeeeeeeeli kabas !


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: