Posted by: tatushka55 | October 12, 2009

ერთადერთი დასვენების დღე

               სამწუხაროდ მხოლოდ კვირა დღეს ვისვენებ 😦
ძალიან მოუხერხებელია, რადგან რეალურად კი ვერ ვისვენებ არამედ ვიღლები ხოლმე იმდენი რამე მაქვს მოსასწრები.

იგივე განმეორდა ამ კვირასაც.

          ერთადერთი შეღავათი იყო 1 საათით გვიან რომ ავიღვიძე. ყავა დავლიეთ მე და დიმამ, ბავშვი დედაჩემს დავუტოვეთ და წავედით ბაზარში. ვერ ვიტან ბაზარში სიარულს ერთადერთი მიზეზის გამო, მანქანის გაჩერებაზე იმენნა უნდა იჩალიჩო ძაან ბევრი.
ბაზარში უამრავი რამე გვქონდა საყიდელი ამიტომ საკმაოდ დიდხანს მოგვიწია იქ ყოფნა, უკვე დავიღაკეთ. მერე გავტენეთ მანქანა და სახლში დავბრუნდით.
  სასწრაფო წესით ვისადილეთ, ბავშვსაც ვაჭამე, ჩავაცვი და წავედით კანდელაკზე. სახურავის საქმეები დასრულდა და ეხლა ჭერის გაკეთებას ვიწყებთ. გიპს-კარდონის ხელოსანი გვყავდა დაბარებული, გაზომა და დაგვითვალა ყველაფერი. შემდეგ კვირაში სავარაუდოდ ამ 2 ოთახიდან ავეჯს გავიტანთ ნელ-ნელა და დავიწყებთ უკვე ჭერის გაკეთებას. სხვა რამეზე ფული აღარ გვაქვს, ანუ ჯერ კიდევ ვერ გადავალთ 😦
 ხელოსანი რომ წავიდა, ცოტა ხანი მე ბავშვთან ვიყავი და მერე დავუტოვე დიმას და სალონში ჩავედი თმის დასავარცხნად.
იქედან რომ ამოვქანდი მე და იულიამ ყავა დავლიეთ ერთად და მე და დიმა გავქანდით ვაკეში “CANDY”-ში, კაბის პრიმერკაზე.

Photo0179         რაღაცნაირად გამიმართლა და იქვე ვნახე ფეხსაცმელებიც, რომლებსაც ალბათ ვიყიდი იუბილესათვის, რადგან მიუხედავად ჩემი საკმაო რაოდენობიs ფეხსაცმელებისა, ამ კაბასტან არც ერთი არ მიდიოდა.
        კაბა ერთი შეხედვით მომეწონა, ნუ ამ ფასად საკმაოდ კარგიცაა პრინციპში. მართალია მე თავიდან რამდენიმე თვის წინ უფრო ღრუბლებში დავფრინავდი და რაღაც სუპერ კაბის შეკერვას ვაპირებდი, 300-400 ლარიანი ბიუჯეტით, მაგრამ სამწუხაროდ ეს ამ ეტაპზე შეუძლებელია. ისედაც იმდენ რამეზე მჭირდება ფული.
  ერთადერთი რაც შევცვალეთ კაბის დიზაინში ეს იყო სიგრძე, მუხლს ქვემოთ ვაპირებდი მაგრამ შემდეგ რო მოვირგე ნაჭერი მივხვდი რომ ბოლომდე გრძელი ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა, უფრო მაღალიც ვჩანდი. ხოდა გადაწყდა რომ ბოლომდე გრძელი იქნება.
  ამის შeმდეგ ისევ კანდელაკზე დავბრუნდით, ვივახშმეთ, მერე ვსაუბრობდით და მერე მიწისძვრა იყო. წაიღო ტვინ uკვე ამ მიწისძვრებმა. მერე სახლში მოვედით, დიდი იმედით რომ ვკა მალე დაიძინებდა და მეც ეგრევე დავიძინებდი რადგან დაღლილი ვიყავი, მაგრამ ვიკუსამ 2ის წუთებამდე ისევ არ დაიძინა. 😦
  ღამე კიდევ 2ჯერ გაიღვიძა საჭმელად და მე ისევ უძილომ გავიღვიძე ამ დილით…

Advertisements

Responses

  1. შენს ასეთ პოსტებს რომ ვკითხულობ, მეთქი, აუ, რა ძნელია ცხოვრება; ოჯახი, მაგრამ ყველაფერს შეძლებს ადამიანი, თუ ხელს გაანძრევს და იმუშავებს.
    ძალას და წარმატებებს გისურვებ, თაა, ძალიან მაგარი გოგო ხარ!!!!

  2. აუ რა მაგარია, ახლა ასე რომ წვალობ და იღლები მერე რა სიამაყით გაიხსენებ, თვეების ბავშვი მყავდა და ასეთი საქმიანი ლედი ვიყავიო :ჯუმპ: მეც მინდა : )))


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: