Posted by: tatushka55 | ოქტომბერი 10, 2009

9 ოქტომბერი – უუუუუგადატვირთულესი დღე მქონდა

               უუუუუგადატვირთულესი დღე მქონდა,
დილიდან უამრავი საქმე სამსახურში. ეს ინტერნეტი ხო საერთოდ ნერვს მიშლის,
არც დამიწერია მგონი კავკასუსის თავხედობების შესახებ, მოკლედ წინა ორშაბათს თუ სამშაბათს უცებ გაითიშა ინტერნეტები ყველგან აქეთ არეაში. ვრეკავ და ოპერატორი უტიფრად მპასუხობს სადგურის გადასვლის გამო 1 კვირა კიდევ არ გექნებათ ინტერნეტიო. ოოოო, მაგარი ვიჩხუბე, მეთქი ამხელა კომპანიის მუშაობას ასე უპასუხისმგებლოდ როგორ აფერხებთ მეთქი. მოკლედ გვკიდიაო დაახლოებით ასე ჟღერდა მათი პასუხი. უნამუსობის ბუდეა მე თუ მკითხავს კაცი. იმ დღესვე გავქანდით მაგტიფიქსები შევიძინეთ, მაგრამ ვაი ამ ინტერნეტს, ეგ თუ ინტერნეტია მაშინ მე პალმა ვარ უეჭველი.
მოკლედ 2 დღეა ახალი ქსელების ინტერნეტი დავიყენეთ და ესეც სისხლს მიშრობს, ვერც ვაათაჩებ ფაილებს და ვერც ათაჩმენტებს ვიწერ, დავდივარ სახლიდან სამსახურში ფლეშკებით და დამაქვს ინფორმაციები და ფაილები ფოსტალიონივით.
არ დაიჯეროთ რომ საქართველოში ვინმე 1 დღეში ინტერნეტს დაგიყენებთ…
არც ის დაიჯეროთ რომ 2 დღეში დაგიყენებენ
და არც ის დაიჯეროთ რომ ტელეკომზე და კავკასუსზე უკეთესი ინტერნეტი ვინმეს ქონდეს.
მაგრამ კავკასუსელების თავგასულობა და უტიფრობის დონე ღრუბლებს სცდება უკვე. 1 კვირა რომ გავიდა და არ ჩაირთო დავურეკე და კიდევ 2 კვირა არ გექნებათო. აი ტუტუცობის ზეიმი 😦 …
ხოდა აი ეგეთ პირობებში ვხლაფორთობთ რაღაცეებს, არადა იუბილე ზუსტად 1 კვირაშია და მილიონი საქმეა გასაკეთებელი.

გუშინ როგორც იქნა სარეკლამოებმა გვაღირსეს დაბეჭდილი მოსაწვევები, კონვერტები და ნუმერაციები (გათამაშებისათვის). მერე გავიყავით 4მა თანამშრომელმა ვის რა უნდა დაგვერიგებინა ნაცნობობის მიხედვით და დავიწყეთ დარიგება. მე ფორტუნაში ვიყავი, სატრანსპორტოებში და კიდევ ბევრ ადგილას, ვაკის გოდვილში შევიარე პიქსელში, მაგრამ ვერ მოვიხიბლე, უკეთესი მეგონა. მერე 5 ცალი ახალი ლატარეის ბილეთი ვიყიდე მაგრამ ვერაფერიც ვერ მოვიგე.
მერე პავლოვზე ვიყავი შეხვედრაზე ერთ ერთი სატრანსპორტო კომპანიის მაკეტინგის მენეჯერთან და ისევ დავბრუნდი ოფისში. ყველაფერი ეს ხდებოდა პატარ პატარა საცობების თანხლებით და სამსახურში დავბრუნდი გათიშულობამდე დაღლილი.

საღამოს მე და შოთა კიდევ შეხვედრაზე ვიყავით წასასვლელები, მაგისტილის დიზაინერმა დაგვირეკე City Club_ის განათება გვინდა ეფექტურადო და უნდა დავხმარებოდით. მე ცოტა ადრე წავედი სამსახურიდან, მანქანა დავტოვე ეზოში, შოთასთან გადასკუპდი და წავედით City Clubში.
დიდი ხანია არ ვყოფილვარ და დამშოკა რებრენდინგმა, მალინისფერი-შავი0ვერცხლისფერი კორპორატიული ფერებით გაკეთებული ინტერიერი აშკარად ძალიან მომხიბლავია ახალგაზრდებისათვის, მაგრამ მანამდე City Clubs აშკარად სხვა სეგმენტზე ქონდა გათვლილი ინტერიერი.
მე როცა ვიყავი ბოლოს თეტრი ტყავის დივნები და ბევრად უფრო კომფოტული და სვეცკობა დიზაინი ქონდათ, მაგრამ ეხლა უკვე კლუბურ ცხოვრებაზე გადადის და ამიტომ ინტერიერიც უფრო კლუბური და ახალგაზრდული გახადეს. ჩვენ შევთავაზეთ განათებები, მერე კლუბის უფროსი წავიყვანეთ და ადგილზევე ვანახეთ ე.წ. “ზვიოზდნოე ნებო”-ს ეფექტი და აღტაცებული დარჩა, აუცილებლად გავაკეთებო.

StarCeilingKit

მერე დაგვპატიჟა თავისთან კლუბში, მაგრამ მე ვიკუსია მელოდებოდა სახლში და ვერ წავედი სამწუხაროდ. თუმცა ალბათ ეხლა უკვე განათების პროექტი რომ დამტკიცდება უფრო ხშირად მოგვიწევს შეხვერდები და ჩემს საკონტაქტოს მოგცემთო და ნებისმიერ დროს Welcome to the City Club-ო. ძალიან გამიხარდა, რამდენი ხანია ეგეთ დვიჟენიაში არ ვყოფილვარ, იმედია ერთხელ მოვახერხებ.
  DSC04478                                                                          

სახლში დაქანცული მივედი, ვიბანავე, ბავშვს ვაჭამე და მერე გვიანამდე ვთამაშობდით და ვჭორაობდით მე და ჩემი კრასავიცა. ძაან გვიან დაიძინა, ამ ბოლო დროს გვიან იინებს ხოლმე და მე საოცრად უძილო დავდივარ და გამოფიტული. ღამეც რამდენჯერმე იღვიძებს ხოლმე.
მაგრამ უკვე თვალსა და ხელს შუა იზრდება და უფრო და უფრო საყვარელი ხდება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: