Posted by: tatushka55 | October 6, 2009

5 საუკეთესო ბრენდი თქვენი ინტერიერისათვის

                     რადგან საშინაო დავალებად ლისტ პოსტი მქონდა დასაწერი, ბარემ ჩემს პროფესიულ და სამსახურეობრივ გამოცდილებას გამოვიყენებ და გაგანათლებთ განათების სფეროში.

მინდა დავწერო 5 საუკეთესო ბრენდის შესახებ რომლების შემქმნელებიც არ ზოგავენ ფანტაზიას და ქმნიან განათების შედევრებს.

მაგრამ ამავდროულად დავწერ მხოლოდ იმ საუკეთესო ბრენდებზე რომლებიც ჩვენს ქსელში იყიდება.

ანუ ეხლა FLOS-ზე რომ დავიწყო მოყოლა და მოგეწონოთ მერე რა გიყოთ, ჩვენთან მათ ვერ შეიძენთ.
მაშ ასე 5 საუკეთესო ბრენდი დეკორატიული განათებისა წარმოდგენილი ახალ ნათებაში:

  1. ARTEMIDE
  2. KOLARZ
  3. PHILIPS CONSUMER LUMINAIRS
  4.  DELTALIGHT
  5. LIRIO

1. ARTEMIDE  1960 წლიდან მოყოლებული იტალიურმა ბრენდმა არტემიდემ ძალიან დიდი სიტყვა თქვა განათების ისტორიაში. არტემიდე მოიცავს როგორც დეკორატიული ასევე არქიტექტურული განათების სფეროებს, პროდუქციის დეკორატიული ნაწილი მზადდება იტალიაშივე, მილანში. ხოლო არქიტექტურული არტემიდეს ოფისი და სახელოსნოები მოწყობილია საფრანგეთში.

კომპანიამ თავის დროზე უდიდესი მოხერხებულობა გამოიჩინა და თავისი პროდუქცია ძალიან მიზერ ფასებში შესავაზა კინო ინდუსტრიის გიგანტებს, რითაც არტემიდეს მაგიდის სანათები ტოლომეო და ტიციო ნებისმიერ ვარსკვლავ მსახიობზე უფრო პოპულარული გახდა. არსებობს ასობით ფილმი რომლებშიც არტემიდეს სანათებია გამოყენებული.

სიამაყით ვაცხადებ რომ არტემიდეს DALU ჩემს ოთახსაც ამშვენებს. არტემიდეს მაგიდის სანათები ამშვენებს დენიელის კაბინეტსაც სერიალიდან UGGLY BETTY.

 

 2. KOLARZ    ავსტრიული ბრენდი კოლარცი  ვენაში ჩამოყალიბდა სპეციალურად არისტოკრატებისა და ძალიან მდიდარი ხალხისათვის, სანათების 90% არის ხელით დამზადებული, 24 კარატიან ოქროში ამოვლებული და სვაროვსკის და შტრასის ბროლებით დამშვენებული. სანათები გამოირჩევა დახვეწილობით და საოცარი სინატიფით. კოლარცს გააჩნია როგორც კლასიკური ასევე მოდერნის სტილის განათებები, როგორც ინდორი ასევე აუთდორის განათებები. თუმცა ჩვენს შოურუმში წარმოდგენილია ძირითადად კლასიკური ჭაღებითა თუ ბრებით, რომლებიც საკმაოდ დიდი ფასები ღირს.

3.PHILIPS CONSUMER LUMINAIRS   ფილიპსის შესახებ რომ ზედმეტად ბევრი არ ვილაპარაკო ალბათ აჯობებს. ფილიპსი რა არის ყველამ ვიცით, ეს არის გიგანტი რომელიც მოიცავს ძალიან ძალიან ბევრ საყოფაცხოვრებო სფეროს.  შარშანდელ წლამდე, ფილიპსი განათების ბაზარზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ არქიტექტურული და ტექნიკური განათებით, რომელშიც ძირეული ადგილი ეჭირა ქუჩის განათებას და დიდ პროექტებს.

შარშან ფილიპსმა გადაწყვიტა რომ დაეკავებინა დეკორატიული განათების ნიშაც და დაიწყო ევროპის სხვადასხვა დეკორატიული  ბრენდების შესყიდვა, მათ შორის აღმოჩნდა MASSIVE-ც ქართველი მომხმარებლის საყვარელი ბრენდი, რომელიც იმდენად პოპულარულია რომ წელიწადში რამდენჯერ ვაკეთებ შეკვეთას მათთან არც მახსოვს, უამრავჯერ.

ასე რომ 2008 წელს შეიქმნა PHILIPS CONSUMER LUMINAIRS და ჩვენც გავაკეთეთ პირველი შეკვეთა, რომელიცთბილისში იქნება 5-6 დღეში, მთელი სტენდებით და დვიჟენიებით, შეგიძლიათ მოხვიდეთ და დატკბეთ.

4.DELTALIGHT           მედიდური ბელგიელების საამაყო ბრენდი. დელტალაითს გააჩნია როგორც დეკორატიული ასევე არქიტექტურული განათება, ფასები არის საკმაოდ მაღალი, პროდუქცია ძალიან ხარისხიანი, ნაკეთობა დახვეწილი და ძალიან იდეინი.  განსაკუთრებით მიზიდავს დელტას დეკორატიული სანათები.

5.LIRIO         ასევე ბელგიური, თუმცა აბსოლიტურად დეკორატიული განათება. ასევე მაღალი ფასებით გამორჩეული. თვით ლირიოს კონცეფცია ძალიან საინტერესოა და ყოველ წელს საკმაოდ საინტერესო ახალ მოდელებს ადიზაინერებენ, თუმცა ვერ ვიტყვი რომ პროდუქცია არის მრავალფეროვანი. შაკმაოდ შეზღუდული რაოდენობებით არის წარმოდგენილი თუმცა ძალიან საინტერესო მოდელებით. მათი ერთ ერთი სერია LIANA ჩვენთან უცებ იქცა ბესტსელერად. ჩვენ ლირიო შარშან ჩამოვიტანეთ, ექსკლუზიური წარმომადგენლები ვართ, პრეზენტაციაც კი მოვაწყვეთ ინტერიერის დიზაინერებისათვის. Lirio უცებ აიტაცა ქართველმა მოსახლეობამ, შედარებით შეძლებულმა ფენამ და უამრავი კერძო შეკვეთები მქონდა ხოლმე მახსოვს.

      ***********

აქ დავასრულებდი ჩემს ლისტ-პოსტს, მაგრამ

ინტრიგასაც შემოვაგდებ და ვიტყვი რომ “ახალი ნათება” საქართველოში კიდევ ერთ გიგანტ ბრენდს შემოიტანს სულ მალე

თუ რომელ ბრენდს ამაზე მოგვიანებით

Advertisements

Responses

  1. kolarz-ze gadavirie.. saertod kargi ganateba chemi sisustea.
    ojaxis momavali gegma misaghebi otaxidan chaghis moshoreba da didi torsheris shedzenaa.
    ratqmaunda, fuli verasdros ver gadavinaxet sakmarisi. xo gesmis:D

  2. კიი, კარგად მესმის 🙂
    მეც მაქვს სახლში დიიიდი ტორშერი რომელზეც ვაფანატებდი და ვერ ვყიდულობდი ფასის გამო, მერე ერთხელ გავბედე და უფროსს ვთხოვე 3 თვის განმავლობაში გადავიხდი მეტქი და რა პრობლემააო, ხოდა ეხლა სახლში მაქვს და ვტკბები 🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: