Posted by: tatushka55 | September 23, 2009

Show me your accessories

           ქალის ხელჩანთა არის ქალის გარდერობის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი, ალბათ ყველანი დამეთანხმებით.
             ქალის ხელჩანთა არის ინდივიდუალურობის გამოხატვა, ქალი მასში დებს მისთვის ყველაზე უფრო ახლო, ყველაზე უფრო ძვირფას ნივთებს.

        ქალის ხელჩანთა არის მისი განუყოფელი ნაწილი. ხომ ამბობენ რომ იმის მიხედვით თუ როგორ ჩანტას ატარებ, შეიძლება გავარკვიოთ როგორია შენი ხასიათიო 🙂
            საკმარისია ჩამოიკიდო მხარზე ან დაიჭირო ხელში მოდური ჩანთა და მორჩა, თავდაჯერებულობა და განუმეორებლობა ეგრევე ჩნდება 🙂
                                                             
           დიდ ბრიტანეთში არსებობს კიდეც ჩანთების ნაციონალური დღე, რომელსაც აღნიშნავენ 4 ოქტომბერს, ამ დღეს ტარდება ჩანთების ჩვენებები საკმაოდ ბევრი და საკმაოდ შთამბეჭდავი. არ ჩამოვრჩეთ ბრიტანელებს და ჩვენება თუ არა, ისე მაინც ვაჩუქოთ ჩვენს თავებს ახალი ჩანთა ჩანთის დღეზე.
 
               მე პირადად გადავწყვიტე რომ აუცილებლად შევავსო ჩემი ჩანტების მარაგი კიდევ 1 ჩანთით, აუცილებლად გამოვაქვეყნებ ამ შენაძენს ბლოგზეც 🙂
 
            სასურველია ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს რამდენიმე დანიშნულების და რამდენიმე დიზაინის ჩანთა ” на все случаи жизни”.
  კარგი ჩანთები გამოირჩევა 3 მნიშვნელოვანი თვისებით: სანდოობა, მოდური დიზაინი და ფუნქციურობა.
                                                                                                                                                                Christian Dior Diorita 1295$დამეთანხმეთ რომ თუნდაც დიორის ამ ჩანთაში რომელიც ამაზონზე 1295$ ღირს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდით ფულს, როცა გეცოდინება რომ ეს ნამდვილი და ხარისხიანია, და ამ თანხას იხდი იმაში რომ ელვა შესაკრავი და ასე შემდეგ დეტალები არ გაუფუჭდეს .
 
 
     ქალების 90%ისათვის ასეთი უეცარი სურპრიზი, როგორიცაა ჩანთიდან პომადის თუ მობილური ტელეფონის გადმოვარდნა სხვადასხვა მიზეზების გამო, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქვე ახლოს იმყოფება სიმპატიური ახალგაზრდა რომელიც აუცილებლად დაეხმარება მას ამ ყველაფრის აკრეფაში და ამ გადმოვარდნილი ტელეფონის ნომერსაც კითხავს.
     ყოველთვის მაინტერესებდა ხოლმე რა ხდებოდა დეტალურად ამ დროს, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი რამ არასოდეს შემმთხვევია. მოკლედ რეზუმე მაინც ასეთია რომ გამძლე და ხარისხიანი ჩანთა ყოველთვის ჯობია. თუ რამეა გადმოყრა ამ ჩანტებიდანაც შეიძლება 😀

         burberry BAG FOR TAAჩანთა ის აქსესუარია რომელიც გამოგვარჩევს დანარჩენთაგან, რმელიც გვაიძულებს ჩვენ და აიძულებს სხვებს თვალი გავაყოლოთ და გამოვაყოლოთ ერთმანეთის ჩანთებს. ცხოვრებაში ყველაზე ღრმა შთაბეჟდილება მახსოვს ჩემი იტალიურის მასწავლებლის ჩანთისგან დამრჩა. ქეთუშა ჩემი ლექტორი ახალგაზრდა (35წლის) და ძააალიან სვეცკობა ქალი იყო, წელიწადში 4-5ჯერ დადიოდა იტალიაში და ბოლოს იქვე გათხოვდა და მიმატოვა კიდეც. ქეთოს ქონდა უმაგრესი “BURBERRY”ს ჩანთა, სურათზე რომაა მაგის მსგავსი. და მაგ დროიდან მოყოლებული ვაფანატებ ბარბერის ჩანთებზე. მახსოვს როგორ ვოცნებობდი რომ ეგეთი ჩანთა მქონოდა.
     ჩანთა არა მხოლოდ აქსესუარია არამედ ისინი ჩვენი ხასიათის, ჩვენი სტილის,ჩვენი “ობრაზის” ნაწილია. აი მე პირადად არასოდეს არ მქონია დიდი ჩანტები, ყოველთვის ვანიჭებდი უპირატესობას საშუალო ან პატარა ჩანთებს, მხარზე გადასაკიდს ან ხელში დასაჭერს. მიყვარს ასევე ჩანტების ცვლა სეზონების მიხედვით, ამჯერად მაქვს ზამთრის ჩანთა “Tommy Hilfiger”, საზაფხულო ძალიან პატარა ჩანთუშკა “Estee Lauder” და ეხლა მაქვს სურვილი საშემოდგომოდ შევიძინო COACH_ის ვარდისფერი ან ოქროსფერი ჩანტებიდან ერთ ერთი, დამოკიდებულია ფინანსებზე 😦 აი ამათგან ერთ ერთი
Coach Taacoach gold for Taa

        მოდა ქალის ჩანთებთან ისეთივე ხანმოკლე და დაუნდობელია როგორც ტანისამოსთან, ყოველწლიურად და უფრო ხშირადაც დიზაინერები გვთავაზობენ ჩანთების ახალ მოდელებს. მოდის მიმდევარ ადამიანებსაც ყოველთვის ეგ უტრიალებთ თავში, როგორი ჩანთა იქნება ამ სეზონზე მოდაში. სამწუხაროდ არასოდეს არ მჭერია სეზონის ჰიტი ჩანთები, ეს ცემს ფინანსებს ყოველთვის არემატებოდა ხოლმე, ეგ კიარადა ხშირად არც ვიცოდი ხოლმე კონკრეტულად როგორი ჩანთები იყო მოდაში. ამ ბოლო დროს უბრალოდ ვადევნებ ხოლმე ჩანთების მოდას თვალს, რადგან რატომღაც მე თვითონ შემიყვარდა ეს აქსესუარი ძალიან. ადრე არასოდეს არ ვიყავი ჩანთებზე დაციკლული, ეხლა კიდე ზალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.
 COACH HERITAGE მთელი სერია მაქვს ჩემი სასურველი ჩანთების, ამ პოსტშივე ნახავთ მათ სურათებს. არასოდეს არ მიყვარდა ტყავის და ლაკის ჩანთები, არასოდეს არ მიყვარდა ჩანთები მეტალის ზედმეტი აქსესუარებით, არასოდეს არ მიყვარდა და საერთოდაც ვერ ვიტანდი გამჭვირვალე და კლიონკის ჩანთებს. ყოველთვის ვატარებდი და მომწონდა შედარებით პატარა ზომის ფერადი თუ არა შედარებით ხალისიანი ფერის მსუბუქი და არა გადატვირთული ჩანთები.
  Dooney & Bourke 3თუმცა ქალების უმეტესობას რომლებასც ამ მხრივ არანაირი ფინანსური შეზღუდვები არ გააჩნიათ, აქვთ ეს მისწრაფება რომ კოლექციიდანვე მოხსნან ექსკლუზიური ჩანთები.
 ადამიანის გონება კი განუსაზღვრელია და დღეს ისეთ საოცარ ჩანთებს შეხვდებით რომ გაგიკვირდებათ კიდეს. შოლკოგრაფიის განვითარებამ შესაძლებლობა მისცა ხელოსნებს დაეტანათ ჩანტაზე ნებისმიერი ნახათი, დღეისათვის ადამიანს ელემენტარულად სეუძლია ატაროს ცანტა რომელზეც თავად იქნება გამოსახული. თუმცა მე პირადად ასეთ ჩანტას ცხოვრებაში ვერ დავიჭერ. ადამიანის გამოსახულებიან და ზოოლოგიურ ჩანთებს ვერ ვეტრფი 😀

chanel gamchvirvale წლევანდელი ჩანტების კოლექციები რომ გადავათვალიერე, მინდა აღვნიშნიო რომ რამე განსაკუთრებულობით არ გამოირჩეოდა.
თუმცა ერთი ნიუსი მაინც მინდა გამცნოთ: ეს არის შანელის ჩანთა-სურპრიზი, რომელიც მე საშინლდ არ მომწონს პრაქტიკულობის თვალსაზრისით, თუმცა საკმაოდ მაღალ ქულას დავუწერდი ორიგინალობის თვალსაზრისით.
ეს არის ჩანთა-კრებული, რომელიც იწყობა და იშლება, არის ერთი გამჭვირვალე ფუტლიარი და მასზე მაგრდება სხვადასხვა განყოფილებელი. ნახეთ სურათზე.

 

პოსტში  ჩასმული მაქვს ყველა იმ ჩანთის სურათი რომელიც მინდა რომ მქონდეს და ეს კიდევ რამდენიმე ჩანთა რომლებიც ასევე მინდა რომ მქონდეს.

Dooney & Bourke

Dooney & Bourke for Taa     

                                                                                                                

louis vuitton
louis vuitton
Gucci for Taa

Gucci for Taa

Advertisements

Responses

  1. ჩემი ბლოგის ანარეკლი სარკეში 🙂
    ან პირიქით – ჩემი ბლოგია ამის ანარეკლი.

  2. es coach-is mosportuli sul vardisferi mindaaaaaaa(( chemi style-ia raghac & tan chems coach-is vardisferdetalian sportul fehsacmels magrad mouhdeba : (

    aba gahsenit fondi “iavnana” & miqvelmoqmedet halho eg chanta 😀

  3. Mashin me is oqrosferi miqvelmoqmedet 😀

    Au ise mezineba rom dzilis formulasavit davlaslaseb, erti suli maqvs saxlshi cavide

  4. ორი ჩანთა მომწონს ძალიან ერთი 768 ევრო მეორე კი 650 ევრო გირს , მმმმმინდა :ს


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: