Posted by: tatushka55 | September 22, 2009

საგიჟეთი

ცხოვრება მექცა საგიჟეთად …


სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,
 ჩემი შემცვლელი გოგო სამსახურში ვინც მცვლიდა ორშაბაიდან დეკრეტში გავიდა და ყველაფერი ავტომატურად ჩემზე გადმოვიდა. ძალიან ბევრი საქმე მაქვს ამოსუნთქვის დრო არ მრჩება ხოლმე.
საუკუნეა არ შემოვსულვარ ბლოგზე და ფორუმზე 😦

  შაბათს ჩემმა უფროსმა საბოლოოდ დამიდასტურა რომ საიუბილეო ღონისძიების წამყვანი მე უნდა ვიყო, ხოდა სასოწარკვეთილი გავქანდი სამსახურის მერე ბავშვითურთ მოსაშვილზე “CANDY”-ში გოგოებთან, ხათო დავსვი, ავუხსენი რომ მინდა ძალიან ლამაზი, ეფექტური, საღამოს კაბა. ნუ ხათოს საკმაოდ კარგი იდეები აწუხებს ხოლმე და დამიხატა მშვენიერი ვერსია, მერე ვეწუწუნე ფული არ მაქვს მეთქი და პოსლეზე შემიკერეთ მეთქი და დამთანხმდნენ, ნაჭრებიც ავარჩიეთ და ზომებიც ამიღეს, სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოს დაიწყებენ შეკერვას.


  მერე მაქედან აჩიკოსთან გავქანდით თარხნიშვილზე მე თეო და ბავშვი, ბევრი ვეძებე თუ ცოტა ავარჩიე რომ ჩემი ჩექმა უნდა იყოს ბეჟი ფერის ცისფერი დეტალებით, უნდა იყოს დაბალ პლატფორმაზე, ტრუბა, დანარჩენს მერე განახებთ რო შეიკერება.
საკმაოდ პრეტენზიული ფერებია მაგრამ ისე მომეწონა მაგ ორი ფერის შერწყმა რომ დავიკიდე რო ყველა ტანსაცმელს არ მოუხდებოდა, შავი ჩექმა ისედაც მაქვს და ნაცრისფერიც, შარშან ეკერილები. ასე რომ ეს ჩექმა ექსკლუზივი იქნება ამ შემთხვევაში.
 მერე წავედით სანზონაში, თათულის დავუტოვეთ ვიკი და წავედით გოგოები შარდენზე.

ვიჭორავეთ, ტირამისუები ვჭამეთ, მაგრად მენატრებოდა, რომის გამო აქამდე ვერ ვრისკავდი, მაგრამ ეხლა უკვე გავრისკე და ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა 🙂
მერე თავისუფლებაზე ავედით ფეხით, დიმამ მანქანით არ ამოხვიდე ვერ გააჩერებ ვერსადო, გადატენილი იყო ხალხით, რედბულის შიოუზე ვიყავით. ძალიან დისკომფორტს გვიქმნიდა მილიონი ბანძი, სუნიანი და მთვრალი თინეიჯერობა, მართალია თვით გამოსვლა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო მაგრამ მაინც ვერ გავძელით, თან არაშესაბამისად ვიყავით ჩაცმულები და მალევე წამოვედით.
 გუშინ იმდენი საქმე მქონდა ისევ რო ბოლოს თავი მტკიოდა, 3-ზე სახლში რო წავედი 6-ზე ისევ უკან ვიყავი მოსასვლელი. დიმას ვთხოვე ცოტა ადრე გაენთავისუფლე და ბავშვი დაიტოვე მეთქი. მე ისევ სამსახურში მოვედი შეხვედრა მქონდა დუეტ “ჯორჯიასთან”. სავარაუდოდ ეგენი იმღერებენ ჩვენს საიუბილეო ივენთზე.

  მერე აქედან გიჟივით გავქანდი ისევ სახლში, ჯული და საბა უნდა მოსულიყვნენ. მოკლედ ძალიან დატვირთული დღეები მაქვს.
 30 სექტემბრიდან უკვე სრულ განაკვეთზე გადმოვდივარ და შიშით ველოდები მაგ პერიოდს.
 წავედი ეხლა ისევ მივხედო საქმეებს …

Advertisements

Responses

  1. ai kremisferis da cisferis shexamebas ver mivxvdi da maintereseeeebs!
    kabac!
    sanam chaicmev suratebi aq unda dado :*:*

  2. da eg romeli organizaciis iventia ? Tu saidumlo ar aris ?

  3. Candy

    აუ ადრე ვნახე ფეხსაცმელი ზუსტად მაგ ფერებში
    ულამაზესი შერწყმაა, იმედია ცექმაზეც ეგრე იქნება, დავდებ სურათებს აუცილებლად

    პაატა_შ

    ახალი ნათების 10 წლის იუბილე


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: