Posted by: tatushka55 | September 9, 2009

ზედმეტი კილოგრამები

სოფიას თხოვნით ვწერ თემას დიეტებზე.

ჩემი პირველი რჩევა და მოწოდება:
დიეტა არის საშინელება, ანგრევს ორგანიზმს, ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის კარგად და დაწყობილად მუშაობას, ანადგურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და იწვევს შემდეგ უფრო გასუქებას.

dieting

მთელი ცხოვრება ვცეკვავდი, ვვარჯიშობდი, ვიყავი ზალიან აქტიური ბავშვი, მიყვარდა ტანვარჯიში და შესაბამისად ყოველთვის ვიყავი ნორმალურ ფორმაში ვიდრე 11 კლასამდე.
11 კლასში დამეწყო აბიტურიენტობის პერიოდი, ძალიან მინდოდა დიპლომატიურზე ჩაბარება სადაც იმ წელს საკმაოდ დიდი კონკურსი იყო.
ნუ რადგან ჩაწყობის ტიპაჟი მე არ ვიყავი, “დედიკო –  მამიკო მომაწყვეთ უმაღლესში”- როჟა არასოდეს ვყოფილვარ, ამიტომ უნდა მემეცადინა ძალიან ბევრი
პლუს ამას ფასიანზე მოხვედრას ჩვენი ოჯახის მაშინდელი შემოსავლები ვერ გაქაჩავდა და ამიტომ დღე და ღამე ვმეცადინეობდი. გადავბარგდი ცემი ტანსაცმელებიანად და წიგნებიანად ბებო-ბაბუსთან და სიწყნარეში და იდილიაში გამთენიამდე ვიჯექი და ვმეცადინეობდი ხოლმე.
 ნუ ბებია – ბაბუა რა როჟები არიან ყველამ იცით, თავს მევლებოდნენ, დღეში 10ჯერ მკვებავდნენ, უამრავ ტკბილეულს და შოკოლადებს მაჭმევდნენ, ტვინს ჭირდება უკეთესი დამახსოვრებისთვისო.
ხოდა მოვიდა ზაფხულიც, “უმაღლესში” ჩავაბარე უმაღლესი ქულებით, მშობლები და ბებია ბაბუა ამაყობდნენ ჩემით, მე კიდე სარკეში ჩახედვის მეშინოდა.
თითქმის მრგვალ,  “ლოყებიან” მასად ვიყავი გადაქცეული.

 ამ ზაფხულიდან მოყოლებული, წლების მანძილზე ვიკლებდი იმ კილოგრამებს … უამრავი უაზრო დიეტებით და შიმშილობებით
შედეგი:
მოშლილი კუჭ-ნაწლავის სისტემა (ზონდის გადაყლაპვა მომიწია რომ მომეწესრიგებინა)
მოშლილი ნივთიერებათა ცვლის სისტემა
მუდამ გაღიზიანებული მდგომარეობა (შიმშილისგან)
მუდმივი უკმაყოფილება
გაღიზიანებული ნაღვლის ბუშტი
და რაც ყველაზე საშინელება იყო – აჭრელებული სახის კანი.

ბოლოს თავი დავანებე უაზრო დიეტებს, დავხარჯე ბევრი 100 ლარი რომ აღმედგინა ჩემი ჯანმრთელობა, რომლის ნგრევის გადმონაშთები დღესაც მაწუხებს ხოლმე. და წვედი ფიტნეს კლუბში
აი ამ პერიოდიდან იწყება ჩემი ბედნიერების ხანა:
აერობიკამ მიშველა და ჩამაყენა ძველ ფორმაში, ამიტომ ყველას ვურჩევ :
დაანებეთ თავი დიეტებს და მიმართეთ ვარჯიშს
ვარჯიში
ვარჯიში
ვარჯიში
ცურვა
ცურვა
ცურვა
მასაჟი
მასაჟი
მასაჟი
აი რა გჭირდებათ თქვენ

თუმცა 2 დიეტა ვიცი რომელიც ჩემს ორგანიზმს “მოუხდა”. საერთოდ ჩემს ორგანიზმს ძალიან უჭირს დაგრივილი ცხიმების გაშვება, განშორება უჭირს ხოლმე მათთან, ამიტომ ვცდილობ ყოველთვის რომ 1 თუ 2 კილო იქნება ზედმეტი ეგრევე მოვიშორო რო მერე პრობლემები არ შემექმნას.

 დიეტა No 1
12 დღის მანძილზე ვჭამდი მხოლოდ ხილს
10 დღე მხოლოდ საზამთროს და ბოლო 2 დღე საზამთროს + ვაშლი
დავიკელი 8 კილოგრამი, მაგრამ პარალელურად ვცურავდი ხოლმე

 დიეტა No 1
 გრძელდება 6 კვირა
1 კვირა – ხაჭო ყოველ დღე, მთელი დღის მანძილზე (შეიძლება წყალი, მინერალური წყალი ან უშაქრო ყავა და ჩაიც)
2 კვირა – გრეჩიხა ყოველ დღე, მთელი დღის მანძილზე (შეიძლება წყალი, მინერალური წყალი ან უშაქრო ყავა და ჩაიც)
3 კვირა – მაწონი ყოველ დღე, მთელი დღის მანძილზე (შეიძლება წყალი, მინერალური წყალი ან უშაქრო ყავა და ჩაიც)
4 კვირა – ჰერკულესი ყოველ დღე, მთელი დღის მანძილზე (შეიძლება წყალი, მინერალური წყალი ან უშაქრო ყავა და ჩაიც) -მე ყველსაც ვჭამდი, არ მიყვარს ჰერკულესის გემო
5 კვირა – კეფირი ყოველ დღე, მთელი დღის მანძილზე (შეიძლება წყალი, მინერალური წყალი ან უშაქრო ყავა და ჩაიც)
6 კვირა – ყველაფერი თითო დღე რაც მანამდეა ჩამოთვლილი
 და რაც მთავარია, 6 კვირა რომ დამთავრდება პირველივე დღეს ტორტი არ უნდა ჭამოთ, თორე განა მარტო ანაზრაურებულ წონას, არამედ ცუდ შედეგს მიიღებთ, დიდი დარტყმა იქნება თქვენი კუჭისთვის.
  დიეტიდან ჩვეულებრივ კვებაზე უნდა გადახვიდეთ ძალიან ნელ ნელა, 1 თვის მანძილზე და განტვირთვის დღეებით

A GIFT FROM TAA

http://fitness.multiweightloss.com/blog/

Advertisements

Responses

  1. მეც ვუწყობდი ხოლმე ჩემს ორგანიზმს ასეთ “კონცლაგერებს”, რაც შენ დაწერე, შედეგი კი, პრაქტიკულად არ მქონდა, რადგანაც რასაც ვიკლებდი ისევ მალე ვინაზღაურებდი, ან ვსუსტებოდი და იძულებული ვიყავი თავი დამენებებინა. საბოლოო ჯამში გონს მოვეგე და სპეციალისტს მივმართე. ახლა ვიცავ მის მიერ სპეციალურად ჩემი ორგანიზმისა და დღის რეჟიმისათვის გათვლილ დიეტას და ვიკლებ შედარებით ნელა, მაგრამ სტაბილურად, რაც მთავარია არც გული მიმდის და არც კუჭი მაწუხებს. ამიტომ ყველას ვურჩევ ასეთ ექსპრესს-დიეტებს დაანებონ თავი. თუ აუცილებელია, მიმართონ სპეციალისტს და დაუჯერონ მის რჩევას. ფიზიკური დატვირთვა კი რათქმა უნდა აუცილებელია. ამის გარეშე არ შეიძლება.

  2. აუ მაგ გოგოებს რამაგრი პრესები აქვთ მუცელზე. მაგრად მიყვარს გოგოს რომ პრესები აქვს მუცელზე,მთელი ზაფხულის მანძილზე ც მაგას ვცდილობდი. დღის მანძილზე 100 პრესს ვაკეთებდი. მეტ ნაკლებად შედეგი გამოიღო. მუცელი ქვასავიით მქონდა 🙂
    ისე დიეტებზე არც მე არ ვყოფილვარ არასდროს, 4 წელი ფრენბურთზე დავდიოდი. სადაც 3 საათის მანძილზე საშინელ რიტმში ვვარჯიშობდით. სიარულის თავიც აღარ გვქონდა, საბატ კვირას კიდ დილაობით დავრბოდით, მაგარი იყო ძალიან. ამ ეტაპზე ჩემირ აციონიდან პურ ავკრძალე. მმეხუტე თვეა არ მიჭამია თუ შევჭამ უფრო სავი, პურის ნაცვლად მჭადს ვჭამ და დილით 12ის მერე ვსადილობ და 6ის მერეც აღარ ვჭამ 🙂
    ამ ზაფხულს არ მომიმატია საერთოდ, პირიქით დავიკელი კიდეც :))
    ისე ბევრი საზამთრო არ არისო კარგი თირკმელს ტვირტავს

  3. ხო კიდევ, ვისაც უნდა რომ ლამაზი მუცელი ჰქონდეს, რგლები აიღეტ და ატრიალეთ ხოლმე მუცლით, 🙂

  4. აუ ჰულა ჰუპი ძალიან მაგარი რამეა
    მე რომ აერობიკაზე დავდიოდი იქ ქონდათ, აი სახლში რომ მქონდეს სიამოვნებით გავერთობოდი
    სად იყიდება ხომ არ იცით?
    და რა მასალის უფრო ეფექტურია? პლასტმასი თუ სხვა რამე?

  5. rkinis ufro kaiaaaaa

  6. “ჰულა-ჰუპის წელზე ტრიალი ნამდვილად ეფექტურია მუცლის პრესისთვს, თუმცა ვერ შეცვლის მუცლის პრესის გასამაგრებელ სპეციალურ ვარჯიშებს (ზურგზე წოლა, ხელების თავქვეშ ამოდება და ასეთ მდგომარეობაში ტანის წამოწევები, ასევე ცურვა და სხვა). რაც შეეხება ჰულა-ჰუპის ყიდვას, მისი შეძენა შეგიძლიათ სპორტული ინვენტარის მაღაზიაში, სუპერმარკეტების სპეციალურ განყოფილებებში, ბაზრობაზე.”

  7. საშინლად გადავეჩვიე ვარჯიშს 😐 ადრე ვცურავდი, წელს საერთოდ წყალსაც არ გავკარებივარ, უჟას!!! დიეტებიც მალე მბეზრდება. ნორმალური წონა მაქვს, მაგრამ ხანდახან ვიმატებ და ღიპი მაცოფებს… :ლოლ: მაგრამ მერე მახსენდება, რომ მთავარი შინაგანი ჰარმონიაა და არა სტანდარტები, screw them!!!

  8. რარაცა სასტიკი დიეტები როა იმათ გაკეთებას ჯობია ყოველდღე 6ის ემრე არ ჭამო და ცომეული ამოიღო საკვებიდან : ) ამითი შეილება 2დღეში 2 კილოვ ერ დაიკლო როგორც დიეტების დროს მაგრამ არც ორგანიზმს გაიუბედურებ და ჯანსაღ კვებასაც ნელ ნელა მიეჩვევი : )))

    მართალია მეც და ალბათ ყველასაც გვიჭირს მაგდონალდსის საჭმელებზე და ახალგამომცხვარ ხაჭაპურებზე აური ვთქვათ მაგრამ რა ვქნათ ასეა : )


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: