Posted by: tatushka55 | September 8, 2009

წუხელ მიწისძვრა ყოფილა :D

წუხელ მიწისძვრა ყოფილა 😀
ალბათ კარგად რომ შემანჯღრია იმიტომ მეძინა ეგრე გემრიელად 😀

              წუხელ ძლივს დავაძინე ვიკი, ძალიან დიდხანს არ ეძინებოდა, ხან ვაჭამე, ხან გამოვუცვალე, ხან ვასეირნე, ვეთამაშე, ვეჭორავე, მერე ფილმი ჩავრთე კომპში და ხელში მეჭირა და თან ვარწევდი თან ვუყურებდი, მაგრამ არ ეძინებოდა და რა ექნა. მერე ბალკონზე ვატარე, მეთქი იქნებ სუფთა ჰაერმა მოთენთოს და ჩაეძინოს, მე თვითონ ძალიან დაღლილი ვიყავი და დაძინება მინდოდა, ფეხზე მეძინებოდა რასაც ქვია და მაგიტომ ვცდილობდი ვიკის დაძინებასაც, ბოროტი დედიკო გავიჩითე, მაგრამ ენერგიის ნასახიც არ მქონდა.
           გუშინ ძალიან, ძალიან ბევრი საქმე მქონდა სამსახურში, უკვე ვდგები ნელ ნელა ჩვეულ რეჟიმში და მემატება და მემატება საქმე. მერე სამსახურიდან სასწრაფოდ პროკრედიტში უნდა გავქანებულიყავი, ცენტრალურ ოფისში, ვიზა კლასიკი გავაკეთებინე, შეიძლება Pay Pal-ზე ვიჩალიჩო. ვერ ვიტან პროკრედიტის ცენტრალურ ოფისს, უბანძესი მდებარეობის და უბანძესი პარკინგის გამო, როგორც ყოველთვის არ იყო ადგილები, ჯანდაბის იქეთ დავაყენე მანქანა და ფეხით მოვედი. მერე 1 საათი ველოდე ოპერატორს და როგორც იქნა ავიღე ბარათი და წამოვედი სახლში.


 ბავშვს ჯერ ეძინა, სადილობა მოვასწარი და ცოტა ხანში გაიღვიძა კიდეც. ვაჭამე და ეზოში ჩავიყვანე, კარგა ხანს ვასეირნებდი.

           მერე ამოვედით სახლში, ვეთამაშე, აღუები ვათქმევინე და ისევ დავაძინე. მე PSP-ში ჩავედი რაღაცეები მქონდა საყიდელი, ამასობაში დიმას მოვიდა, ვავახშმე და ბალკონზე ვიჯექით მე ხატია და დიმა და ვსაუბრობდით.
     რამდენი რამე გვაქვს გასაკეთებელი და ფული აღარ გვაქვს საერთოდ 😦 , გუშინ ჭერის ხელოსანს მოველაპარაკეთ და დარჩენილი ფულით ჭერს ვაკეთებთ ბოლომდე, გვყოფნის, აი დანარჩენზე კიდე აღარაფერზე არ გვაქვს ფული. დიმას ხელფასი ამ თვეში ვალებში წავა :D, ჩემით ძიზას გადავუხდი ხელფასს და ელემენტარული საცხოვრებელი ფული დაგვრჩება. არადა კანდელაკზე რამდენი რამეა გასაკეთებელი, კედლები, ფანჯრები, ციკლოვკა, 2 კარი გამოსაცვლელია, გათბობა, შპალერი და ბოლოს მინიმალური ავეჯი მაინც თავიდან, სულ მცირე საწოლი და კარადა ხომ გვინდა, იქ რაც დევს ძველებია და არ მოგვწონს.
           ღამე როცა უკვე 12 საათი ხდებოდა და ბავშვს ვერაფერი მოვუხერხე, არ იძინებდა, დედაჩემს გავუყვანე და ვთხოვე ცოტა ხანი გყავდეს ძალა აღარ მაქვს მეთქი. მე წამოვწექი და ეგრევე დამძინებია, დედაჩემმა დააძინა ვიკი, შემოიყვანა და ჩააწვინა.
   შუაღამეზე ჩემი და მაღვიძებს, გოგო, დროზე ადე ჩაიცვი ეზოში ჩავიდეთო, მეთქი ხო არ აკლია ამ გოგოს ან რამე გალუცინატორი ხო არ დალია მეთქი :D, ამასობაში დედაჩემიც შემორბის ჩაცმული და ხელში შეფუთული დეაკო უჭირავს, ეხლა ვაფშე გავგიჟდი, მეთქი რა ხდება ხალხო ხანძარია?
        მიწისძვრა არ გაგიგიააა? გიჟივით ყვიროდა ხატია, რა მიწისძვრა ისე გემრიელად მეძინა გავბრაზდი კიდეც რო გამაღვიძეს. ხატია დედაჩემს გავს, ძალიან ემოციურია და მიწისძვრაზე ხო საერთოდ ფეთება ემართება. მოკლედ უარი ვუთხარით მე და დიმამ ეზოში ჩასვლაზე, მაგრად მკიდია მიწისძვრა და არც მეშინია. მაშინ ბავშვს წავიყვანთო, ეეე, მეთქი სად მიგყავთ დაძინებული ბავშვი ამ შუაღამეზე ამ სიცივეში, ვერ დაგვითანხმეს ვერანაირად და წავიდნენ თვითონ.
  არადა დედაჩემი ხო ვიცი იდგა დაბლა და ჩვენზე ნერვიულობდა და ბრაზობდა ალბათ რა დაუჯერებელი შვილი და სიძე ყავს :D, მოკლედ დაბლა იმდენი ხალხი ჩავიდა რო მარტო მათი ლაპარაკით აღარ დამეზინა კარგა ხანს, მერე ნელ ნელა აიკრიფნენ სახლებში და ჩავიძინე. სადღაც 1 საათში კარებზე ფრთხილმა კაკუნმა გამაღვიზა, თურმე დაბრუნდნენ ჩემი ბოშები მოგზაურობიდან 😀 მანქანასი ვიჯექით და ვსეირნობდითო ხატიამ, მაგარი დავცინე დაგეძინა მეთქი 😀
 მოკლედ ძალიან საინტერესო ღამე მქონდა 😀

 

კვირას მაკში ვიყავით ფორუმელი გოგოები, კარგი იყო მესიამოვნა, მართალია ცოტა ხნი ვიჯექი, ძირითადად ვიკის ვაწყნარებდი, იტირა, მაგრამ მაინც ძალიან ვისიმოვნე.
ვილი დავითრიე და ვეფერე დიდხან, ძალიან საყვარელი მონსტრიკია, საერთოდ არ ტირის, გიჭირავს ხელში კოპებშეკრული, არის თავისთვის წყნარად და ათვალიერებს გარემოს 🙂

DSC01254_DSC01262_

Advertisements

Responses

  1. შემიყვარდა ვიკი 🙂 ბევრს კი ტირის მაგრამ გოგოს უხდება ცოტა ჭირვეულობა 😛

  2. orive baia ra siyvarulis da sixarulis gansaxirebeaa 😀

  3. ბავშვს თავისი საწოვარა (aka ”სოსკა”) ასე უხდებოდეს, მგონი პირველად ვნახე 🙂

  4. me saertot ver gavige


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: