Posted by: tatushka55 | სექტემბერი 7, 2009

უსამართლობა

  ეს პოსტი ეხება სოციალურად დაუცველ ადამიანებს საქართველოში, რომლებსაც დღევანდელი ცხოვრება დაუნდობლად ჩაგრავთ და ანადგურებს. ვწერ დედაჩემის კონკრეტულ მაგალითზე.

56დედაჩემი – უსათნოესი და უკეთილშობილესი ადამიანი, რომელიც როგორც ამბობენ ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს. საოცრად ემოციური და გულუბრყვილო დღემდე. საოცრად ჩუმი და უთბილესი ადამიანი, რომელსაც ყველა უყვარს და ყველაზე ზრუნავს ვინც მის გარშემოა. არ შეუძლია რომ ვინმეს აწყენინოს და თუ მას აწყენინებს ვინმე, ხმის ამოღებაც არ შეუძლია და თუ ძალიან ეტკინა გული ტირის ხოლმე. წარმოიდგინეთ რომ ესეთი ადამიანები არიან ათასობით და რა ადვილად შეიძლება მათი წყენინება, დაჩაგვრა და მათით მანიპულირება.

 

მუშაობდა სასტუმრო “მორკინალში” ბუღალტრად, ვიდრე უფროსობამ არ გადაიყვანა, მანდვე გახსნილ “ლაღიძის წყლებში” მოლარედ.
 თავიდან ძალიან გახარებული იყო, რადგან უფროსმა აღნიშნა რომ გადაყავდა როგორც ერთ ერთი უსანდოესი თანამშრომელი. მუშაობდა დილის 10დან საღამოს 10 საათამდე (უჟას) და დღეში უხდიდნენ 15 ლარს. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, თვითონაც უძლებდა ამ კაბალურ გრაფიკს რადგან დაპირდნენ 1 კვირა იმუშავებთ და 1 კვირა დაისვენებთო და თან სექტემბრიდან ხალხიც მოიმატებს თბილისში და შესაბამისად ხელფასებსაც გაგიზრდითო.


 ნუ დაპირება რომ დაპირებად დარჩა ეს ცხადია, თუ არადა ეს პოსტი არ იარსებებდა. სულ რაღაც 1 კვირაში სამუშაო ვადა 11 საათამდე გაუზარდეს, ისე რომ არც მათ ტრანსპორტირებაზე ფიქრობდა ვინმე, და შუაღამისას მოდიოდნენ სახლში, თან დედაჩემს მეტრო არ აწყობდა და მარტო გადადიოდა ხოლმე პეკინზე და ალბათ ბოლო მარშუტკას მოყვებოდა.
  მერე რაღაცა აირია შიდა სამზარეულოში და რაღაც დანაკლისები გაჩნდა, რაც აშკარად ხელოვნურად იყო მოწყობილი, რადგან დედაჩემი საკმაოდ სტაჟიანი და გამოცდილია ფინანსურ სფეროში. იყო ძალიან უსიამოვნო საუბრები ხოლმე საღამოს სალაროს დახურვისას და დედაჩემი ყოველთვის ამტკიცებდა ხოლმე თავის სიმართლეს და იტანდა ამ ყველაფერს, სამსახურის დაკარგვის შიშით.     
        წარმოიდგინეთ რა რთულია 50 წლის ასაკში ახალი სამსახურის ნახვა დღევანდელ დღეს 😦
       მაშინ როდესაც მე და ბავშვი სიონში ვიყავით, დედჩემმა სამსახურიდან გამოსვლისას მოიტეხა ფეხი, მანდვე გამოსასვლელთან, ცუდად დაგებული მეტლახის გამო. ჩემმა დამ და სიძემ წაიყვანეს ტრავმატოლოგიურში და ჩაუსვეს თაბაშირში, შემდეგ კიდევ რამდენიმე ვიზიტი დაჭირდა იმავე ექიმთან და წამლები, რაც ყველაფერი საერთო ჯამში სადღაც 200 ლარამდე დაჯდა. და მის უფროსობას, იმის ნაცვლად რომ ეს თანხა აენაზღაურებინათ, ნაწილობრივ მაინც, ხო მათი ტერიტორიაა, ხო მათი დაუდევრობის გამო არის ის მეტლახი ასე ცუდად დაგებული (სადაც არაერთმა წამოკრა ფეხი სხვათაშორის), საერთოდ არც კი დაურეკავთ და არ მოუკითხავთ როგორ იყო. 😦

 5 დღის წინ დაბრუნდა ისევ სამსახურში და ორჯერ უფრო ცუდი სიტუაცია დახვდა, კადრები შეცვლილი, ვინც ვერ გაუძლო ამ დაძაბულ გარემოს და წავიდნენ. მენეჯერი, რომელიც ქალბატონი ბრძანდება საერთოდ თავს გასულა და რასაც ქვია ჩირად არ მიაჩნდა არც ერთი თანამშრომელი, რამე თუ არ მოეწონებოდა, თვით საკვებ დარბაზში გამოვარდებოდა ხოლმე და ბაზრის ქალივით ყვიროდა. ერთხელ რაღაცაზე დედაჩემსაც გადასწვდა, ჩეკებს რატომ ალაგებ სხვანაირად, მე რო მინდა ისე დაალაგეო. თან ეს სცენაც იქვე დარბაზში მოაწყო კლიენტების თვალწინ. ნუ დედაჩემმა ეს ვერ აიტანა და რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის არც აყვა იმ ნევრასტენიჩკას და გავიდა და უკანა ოთახში თან ტიროდა თან მე მირეკავდა ესეთი სიტუაციიაო და არ შემიძლია აქ ყოფნაო და უნდა წამოვიდე სამსახურიდანო. მე მივაკითხე საღამოს, ბავშვით ვიყავი, ესენი დღიურ შემოსვალს თუ რაღაცა ანგარიშს აბარებდა მოკლედ, და იმ ქალმა გაწელა და გაწელა, დედაჩემი ეუბნება თუ შეიძლება მალე მოვრჩეთო, შვილიშვილი მელოდება გარეთ პატარა და ეძინებაო, ეხლა ამაზე აუტეხია იმ ქალს ყვირილი, მერე მე რა ვქნაო…, მე საერთოდ ვერ ვნახულობ ჩემს შვილიშვილსო.
  ნუ ვერ ნახულობს თუ არ ნახულობს ეგეთი ადამიანი ეგ კიდევ საკითხავია. ეგეთებს შვილიშვილის სიყვარული კი არა საერთოდ გრძნობა არ გააჩნიათ.
 გამოვიდა დედაჩემი განერვიულებული, ისევ ცრემლებით, ეხლა აქედან მე ვეჩხუბე ძალიან მაგრად, მეთქი რა გატირებს, რატომ უნდა აშლევინო ვიღაც უზრდელ დეგენერატებს ნერვები? წამოდი და აღარ მიხვიდე საერთოდ მანდ, რაღაცა სამსახურს ყოველთვის იშოვი მცირე ხელფასიანს და ცოტა ნორმალური სიტუაციით და ჩვენც დაგეხმარებით მე და ხატია მეთქი.

 ნუ მეორე დღეს მაინც წავიდა სამსახურში, უკეთესის იმედით, ამ დღემ ნორმალურად ჩაიარა.
 გუშინწინ იყო ბოლო დღე დასვენებამდე, მერე უნდა დაესვენა, და იმ ქალმა ისევ რაღაცაზე გაჭედა, ისევ დაუწყია ჩხუბი ისევ რაღაც პრეტენზიები, მერე მივარდნილა უფროსთან და აქ რაღაც ხდებაო, ამათმა მუშაობა არ იციანო. დედაჩემმა რომ მომიყვა მაშინვე ვიფიქრე რომ ეგ ქალი გიჩალიჩებს მეთქი, უეჭველი უნდა რო ვიღაცა მოიყვანოს შენს ადგილზე მეთქი.
  ხოდა მერე იმ უფროსსაც დაუჯერებია სამწუხაროდ ამ ქალისთვის და მასაც რაღაც ძაან გაკვრით საყვედური უთქვამს და მაგასაც უხსენებია მუშაობა არ იცითო თუ რაღაც მსგავსი სისულელე. ანუ სასტავს მონები უნდათ, და აკეთებენ თუ არ აკეთებენ მაინც არ უნდა ჩანდეს რო არაფრის გამკეთებლები არიან, ამ ქალს უნდა რო სულ ჩხუბობდეს და თავზე უშვებოდეს ყველას და ხმას ვერავინ იღებდეს.
 ეს რო მოყვა დედაჩემს სასტიკად ავუკრძალე მეორე დღეს სამსახურში წასვლა და დამიჯერა კიდეც. წამოვიდა აი ესე არაფრის გულისთვის, ვიღაც უზნეო ქალის გამო. და არც არავინ გამოჰკიდებია, არაფერიც არ უკითხავთ, ელემენტარული ზრდილობის ამბავია ეკითხათ რა გაწყენინეთო. მაგრამ სამწუხაროდ ესეთ საცოდავ სახელმწიფოში ვცხოვრობთ სადაც ადამიანის ბედი არავის არ აინტერესებს. და ესეთი უგულო უფროსები და უზრდელი კლიმაქსიანი ქალები პარპაშებენ, რომლებიც ყველაფერზე წავლენ ფულის გამო.
 
    ძალიან გული მტკივა დედაჩემის გამო და იმიტომ დავწერე ეს პოსტი. მეცოდებიან ესეთი ადამიანები, რომლებიც იქეთ ვერ შეეპასუხებიან და ცრემლები უნდა ღვარონ და ჩუმად აიტანონ ეგეთი შეურაცხყოფა.
  მე მაგის ადგილას ალბათ უახლოეს თეფშს გადავამტვრევდი იმ ქალს თავზე 😦
 ეხლა ვხვდები როგორ გამიმართლა თანამშრომლებში………….

Advertisements

Responses

  1. ra saSinelebaa :((( aseT xalxs grZnobebi ar gaaCnia, gaqvavebulebi arian saerTod. elementarulad tvinis raime nawils Tu amuSaveben dRis ganmavlobaSi? kai, erTxel-orjer SeiZleba nervebma yvelas umtyunos da gamovardes da ayvirdes (Tumca, egec dauSvebelia, roca civilizebulobaze gavs pretenzia), mara mere xom unda dafiqrde da bodiSi moixado. elementarulad ar mesmis ra… Cems Zalian bevr axlobelsac hqonda (da aqvs) analogiuri situacia samsaxurebSi, ramdenjer ramdeni wamovida autaneli situaciis gamo. Seni ar iyos, verc me moviTmendi da erTi-orjer mkacrad gavafrTxilebdi, da Semdeg vuCivlebdi. mara mand sasamarTlosac rom ver endoba kaci, egaa problema… :((( mere egeTi xalxi kidev davas iwyebs, da Civis, ratom wul ukan-ukan midis Cveni qveyanao. aba ras izams, magaTnairebis xelSi?

    Sen ki gaamxneve dedaSeni da gverdSi amoudeqi, eg klimaxiani qalebi da viTom kacebi ar Riran magisi cremlebis da nervebis fasad. jandabaSic wasulan!

  2. sashinelebaa..
    magrad metkina guli da gavbrazdi…

    me mainc mgonia, rom tavi aravis ar unda dauxaro, torem ertxel rom ragacas gadaylapav, meored is sazizgari da uvici uaress izams..

  3. ra cudi ambavia. ise, mec vuchichineb dedachems samsaxuridan camosvlaze da jerjerobit ar gamomdis :/

  4. საქართველოში ხომ გამუდმებით სუსტს ცაგრავენდ ა ეს ნათელი მაგალითია კიდევ ამისი 🙂 წარმატებებს ვუსურვებ დედაშენს ახალი სამუშაის პოვნაში

  5. 😦 ძალიან სამწუხაროა 😦
    ერთს ვიტყვი, ბუღალტრობიდან მოლარედ გადაყვანა დაწინაურება არაა, მაგ მომენტში უკვე რაღაც იწყებოდა შენი დედის წინაამღდეგ 😦

    ძალიან ვწუხვარ ამბობ რომ გამოცდილი ბუღალტერიაო, იმედი მაქვს რომ სამსახურს იშოვის, უფრო ღირესულ ადგილას სადაც იმსახურებენ მისნაირ სპეციალისტსა და ადამიანს.

  6. რაღაცნაირად გული მომიკვდა, თავიდანვე ფოტო რომ ვნახე თან დედის, ლამაზია ძალიან და რომ აღწერე როგორია. ასეთი ადამიანი ყოველთვის დაიჩაგრება საქართველოში, ყოველთვის!

  7. Katten Försvann

    ბუღალტრობიდან მოლარედ გადაყვანა დაწინაურება არაა
    იმედი მაქვს რომ სამსახურს იშოვის, უფრო ღირესულ ადგილას სადაც იმსახურებენ მისნაირ სპეციალისტსა და ადამიანს.

    ხოო, გეთანხმები ტომუშკა, არადა გუშინ თურმე უკვე ვიღაც იჯდა დედაჩემის ადგილას, თავისი შემცვლელიც არა, ახალი ვიღაცა
    და ამით კიდევ უფრო დავრწმუნდი რო გაუჩალიჩეს

    არადა შარშან კომპიუტერის კურსებზე გავუშვი, ვასწავლე რაც ჭირდებოდა ყველაფერი, მეთქი თუ დაგიდგან კომპები, რო პრობლემა არ გქონდეს მეთქი
    და რა კომპები, მანდ ჯერ კიდევ პირველყოფილი თემური წყობილებაა, ხელით წერენ ფურცელზე შეკვეთებს 😀
    რამდენ მომხმარებელს უთქვამს თურმე დედაჩემისთვის “რა იყო რომელ საუკუნეშია თქვენი უფროსობაო”
    ეგ კიარადა ელემენტარულად ტერმინალებიც არ გააჩნიათ რომ ადამიანმა ბარათით გადაიხადოს 😦

  8. ნაბოზვარა მქვიაო მქვიაო….

    სხვა რა უნდა ვთქვა ეგეთ დამპალ ხალხზე ღირსეულ სტაFს რომ ვერ აფასებენ & თავისი გოენბაშეზღუდული ოფიციალურად შრომის უუნარო მენტალური დაავადებებით აღსავსე
    ახლობლებით რომ ჟღინთავენ ყვეალფერს, სადაც ხელი მიუწვდებათ..

    მსგავს შემთხვევებზე საოცრად მეშლება ნერვები.

    ამიტომ მინდა გამოვიდე კარგი HR ფსიქოლოგი/მენეჯერი რომ ყველგან დედა ვუტირო უღირს არაპროფესიონალებს ))

    თაათ დედი ძაან ლამაზია *

  9. ძნელია ასეთ უსამართლო ქვეყანაში ცხოვრება, ბაბუაჩემის ისტორია გამახსენდა ,
    მოსკოვში ქონდა დისერტაცია დაცული, მეტალურგი იყო და გეპეიში კითხულობდა ლექციებს მთელი თავისი ცხოვრება,
    ხოდა ამ სიბერეში, როცა ეგ ფაკულტეტი ყველამ მიივიწყა და მხოლოდ და მხოლოდ ჯარიდან თავის დაღწევის მიზნით აბარებდნენ, შემოაკლდა სტუდენტობა, ანაზღაურება და ა.შ, თუმცა ბოლომდე ერთგულად დადიოდა და არც ერთი ლექცია არ გაუცდენია, (ხშირად ცარიელ აუდიტორიაშიც კი)
    ერთხელაც, სალაროსთან რომ მივიდა ხელფასის ასაღებად, შემთხვევით შეიტყო, რომ მის სახელზე არ იყო თანხა დარიცხული, და მიზეზი გაინტერესებთ? თურმე 1 თვის გათავისუფლებული იყო!!!!!!!!!!!
    და წარმოიდგინეთ, გაშვებაზე აღარაა საუბარი, უშვებ უშვებ, მაგრამ მოხუც ადამიანს იმის ღირსადაც რომ არ ჩათვლი, რომ უბრალოდ უთხრა, აღარ იაროს, ეგეც რამეა?
    ძალიან შეურაცხყოფილი იყო და იმდენი ინერვიულა, წნევამ დაარტყა და დღეს ცოცხალი აღარაა 😦

  10. ra cudi ambavia, me ki viyavi lagidzeshi, neta xo ar vnaxe? ver vicseneb :))

  11. Ты как обычно радуешь нас своими лучшими фразами спасибо, беру!

  12. მართლა რა საშინელებაა : (


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: