Posted by: tatushka55 | სექტემბერი 1, 2009

Back to work

ოხხ, რაღაცნაირად ვარ რააააააა
დავბრუნდიიიი ……
დავბრუნდი სამსახურში და მთელი დღეა ვზივარ “მისს ღიმილივით”
დილიდანვე მე, შოთი, იკა და თამუნა დაგვიბარა ჩემმა უფროსმა, უუუამრავი დავალება მოგვცა და ეხლა ვზივარ და ყურებამდე ჩავეფალი საქმეში.
ყველაზე გემრიელი ლუკმები მე მერგო:

1.ავსტრიულ კომპანიში “KOLARZ”_ში შეკვეთის გაკეთება, აუ იცით რა სიამოვნებაა, წარმოიდგინეთ მეფეების დროინდელი ოქროთი მოვარაყებული აბსოლუტურად ადამიანის ხელით აწყობილი ჭაღები და მათი გათანამედროვებული ვარიანტები. დამატებული სვაროვსკის ბროლები. ხოდა მოკლედ ძაან დიდი სიამოვნებაა ამ შეკვეთის გაკეთება.

 2. ჩვენი საიტის განახლება, ახალი ინფორმაციის და გვერდების ჩამატება.


 3.   18 ოქტომბერს ახალი  ნათება 10 წლის ხდება და ვაკეთებთ 2 დღიან ღონისძიებას ქართველი და უცხოელი სტუმრებისათვის. ეს კიდე უფრო გემრიელია.
    დაგეგმვა, დაჯავშნა. აი თავზე რო გაყრია საქმე, ერთ ხელში რომ ტელეფონი გიჭირავს და მეორეთი კლავიატურაზე რო აწკაპუნებ, და თავში ინფორმაცია საშინელი სისწრაფით რომ მონაცვლეობს.
   დღეს ვიწყებ სტუმრების სიებით და ამ ორდღიანი ღონისძიების გეგმის მზადებით. პირველი დღე სიღნაღში ექსკურსია, იქვე სადმე დერსკ რესტორანში სადილი ქართული ფოლკლორული ანსამბლის თანხლებით, მერე ექსკურსიის გაგრძელება რომელიმე ცნობილი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე და მარანში, ღვინოების დეგუსტაციით. იფფ რამდენნაირ შავ ღვინოს გავსინჯააააააააავ. გადავთვრები და წამოვალ.

მეორე დღეს პრეზენტაცია გვექნება ჩვენს შოურუმში უამრავი სტუმრით. მოსამზადებელია სტუმრების სია, მოსაწვევები, პროგრამა, ფურშეტი და მთელი ამბები. პროგრამაში შედის გათამაშებაც, აი გათამაშებაზე მექნება თავი საჭყლეტი რა სახის და რანაირი გავაკეთოთ რომ ბანალური არ იყოს. რამე ორიგინალური და ხალისიანი მინდა, თუ ვინმეს რამე იდეა გექნებათ მომწერეთ. მერე საღამოს უკვე რესტორანსი იქნება ვახშამი, რაც მე უზომო მეზარება. ვერ ვიტან ქართულ რესტორნებს და დამხვიტეთ თუ გინდათ. ვერც ერთ რსტორანში ვერ ვგრძნობ თავს ნორმალურად თუ არ დავტვერი. აი ბიჭები რო თვრებიან რო ღამის კლუბებში თავი კომფოტულად იგრძნონ ეგრე ვარ რესტორანზე. საშინლად არ მიყვარს.
     დღეს დილით 7 საათზე გავიღვიძე, თავი მოვიწესრიგე ძაან დეტალურად, აი 2 საათი ზუსტად სარკესთან ვიტრიალე, მაინც 3 თვიანი განშორების მერე ხო უნდა მომეხიბლა თანამშრომლები, ხოდა გამომივიდა კიეც. 9ზე ბავშვს ვაჭამე, ძაან მაგრად ჩავეხუტე, ჩავკოცნე, ჩავიცვი, ვიკი ძიძას გადავაბარე და ჩემი გარეცხილი დაბუდათი მოვქროლდი სამსახურში. ხოდა გადმოვწკაპუნდი მარალი ქუსლებით, რაც ძაან მენატრებოდა. 😀
  გუშინ კარგი დღე მქონდა, ვიკის ზიზა რომ მოვიდა მე სალონებში გავქანდი, მანქანა ავტოვე გასარეცხად, ერთი ტოჩკა ვიცი ჩემს სალონთან, იქ ნაცნობები მყავს უკვე და სანამ მე სალონში ვარ უპრობლემოდ ვუტოვებ ხოლმე. აუ ჩემს საწყალ მანქანას ბენდექსი აქვს გაფუჭებული და სამწუხაროდ დიმამ ვერ მოიცალა ჩემთვის რომ გამიკეთოს 😦 დავდივარ ესე უპატრონო მოუვლელი ადამიანივით, გასაღებს სამჯერ ვატრიალებ რო დაიქოქოს :(.
      ხოდა გუშინ გავიკეთე პედიკურები ჩემს უსაყვარლეს სალონში, ჩავხტი ჩემს მასაჟორიან კრესლოში და 2ჯერ უფრო ხანგრძლივად და 2ჯერ უფრო ინტენსიური დვიჟენიებით ცავართვევინე მასაჟორი და მთელი 1 საათი მაგარ კაიფში ვიყავი. მერე მანიკურზე გადავჯექი, იქედან მერე თმებზე გადავსკუპდი, შევიჭერი და დავივარცხნე.
      მერე წამოვედი სახლში, ძიძა გავუშვი და მტელი საღამო ვიკისთან ჩახუტებულმა გავატარე. ზალიან მენატრება ამ წუთასაც და არ ვიცი 7მდე რო გამოალ სამუშაოდ მაშინ როგორ გავძლებ. გუშინ ისეთი მაგარი დღე გვქონდა, იმდენი ვიცინეთ, ვიტლიკინეთ და ვისეირნეთ ერთად რო მეგონა ჩვენს მეტი დედამიწაზე აღარავინ აღარ დადის მეთქი. 11სკენ დედაჩემს მივალითხე სამსახურში ვიკისთან ერთად და სახლში წამოვიყვანე,
     გუშინ ჩემი სიძის დაბადების დღე იყო და არ მახსოვდა ხატიამ გამახსენა, დავურეკე მივულოცე, რესტორანში იხდიდა და ორივემ ამაფეთქეს წამოდი, წამოდიო. მაგრამ ბავშვის დამტოვებელი არ მყავდა და ვიკი კიდე შემეცოდა დახუთულ რესტორანსი რო წამეყვანა, რაც არ უნდა იყოს 2 თვისაა ჯერ. ხოდა მოგვიწია მტელი სარამო ცოტა გულდაწყვეტილებს ყოფნა სახლში, დიმა რა თქმა უნდა წავიდა, ამ ბოლო დროს რაღაც ძაან შეუყვარდა ქეიფები და დალევები და ჩვენთან უფრო ნაკლებ დროს ატარებს. იმედია ღიპიან ქართველ ბიჭებს არ დაემსგავსება, სულ დალევაზე და ჭამაზე რო ფიქრობენ, თორე ძალიან გამიჭირდება მერე მაგასთან ურთიერთობა. ყველაზე ნაკლებ პატივს ვცემ ადამიანს რომელსაც ალკოჰოლის სუნი ასდის. რა ვქნა ეგეთი ვარ პატარაობიდან, მთვრალს მამაჩემსაც კი ვერ ვიტანდი ხოლმე. მაშინ როდესაც მამაჩემზე დიდი ავტორიტეტი ჩემს ცხოვრებაში არ არსებობდა.
 ხოდა ეგრე, ეხლა ცოტა ხანი მაქვს თავისუფალი დრო, სანამ რაღაც წერილზე მივიღებ პასუხს და ვწერ ამ პოსტს. უზომოდ მენატრება ჩემი ცისფერთვალება, კურნოსიკა, რიჟიკა ბაია. ჩემი მოცუცქლული მარცვალი, თავისი გაზმორებებით და გამოყოფილი ენებით, მთელი პირით რომ იცინის ხოლმე. ეხლა თავში ვგეგმავ სად წავიყვანო დღეს სასეირნოდ, მინდა რომ ვასიამოვნო თუნდაც სუფთა ჰაერით, ძალიან უყვარს გარეთ ჰაერზე ყოფნა. მეტი აბა მაგას ვერაფრით ვასიამოვნებ, ჯერ სულ ერთი ციდაა.
        აი გუშინ მთელი საღამო  ჩემს მკერდზე მიკრული მყავდა, ვერ ველეოდი, რო ვიცოდი რო დღეიდან ნახევარი დღით მეზღუდებოდა მისი ნახვა. ხოდა რაღაცნაირი სიყვარულის შემოტევები მქონდა. რომ დავფიქრდი მივხვდი რომ ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს დედამიწაზე, რაღაც გაუზომვადი და უსასრულოა. მარტო მისი ერთი შემოხედვა და გაღიმება ჭკუას მაკარგვინებს. ვაფანატებ მის გაზმორებებზე, ხელებს რო ზევით აიშვერს ხოლმე და მახევარი ტანით იჭიმება. ვაიმეეეეე, ზალიან ძალიან მაგარი რამეა შვილი. ვერასოდეს ვერ წარმოვიგენდი. იმენნა საოცრებაა, მსოფლიოს პირველი და განუმეორებელი და ერტადერთი საოცრება რომლის მსგავსი არაფერი არ არსებობს. ყელში მაქვს ეხლა სიყვარულის ბუშტი და მახრჩობს და მეტირება იმხელა გრძნობაა. ხანდახან დავფიქრდები ხოლმე რო მეც ესეთი პატარა ვიყავი და ესეთი საყვარელი, და დედაჩემსაც ესე ვუყვარვარ და რო ესე ხელით დამატარებდა მკერდზე მიკრულს და ზალიან მცხვენია ხოლმე დღეს რო მე ესე ვეუხეშები ხანდახან და ვაბარაზებდი და ვანერვიულებდი ხოლმე. მაგრამ ალბათ ოდესმე მეც ეგ ბედი მელის. ალბათ ყველა შვილი მანიპულირებს მშობლით რაღაც დონეზე 🙂


     გამარჯობა პირველი სექტემბერო, მინდა რომ წარმატებუილი სამუშაო პერიოდის დასაწყისი იყოს ეს დღე ჩემთვის.
      თაა, წარმატებულ სამუშაო წლბს გისურვებ შემდეგ დეკრეტამდე.  😛

Advertisements

Responses

  1. შენს პოსტებს რომ ვკითხულობ ბავშვის ამბებთან დაკავშირებით მეც მინდება ხოლმე საკუთარი შვილი. 🙂

  2. მე ეგ სიამოვნება 1 თვით გადავდე, თუმცა ვნახოთ, თუმცა სამსახური სამსახურია და ახლა, როცა ბავშვი გვყვავს, უფრო საჭირო რამაა ეს ფული:))
    წარმომიდგენია შენი ემოციები, მგონი მეც იგივე მელის 😛 ბავშვის ნოსტალგიები და ალბათ დანაშაულის შეგრძნება ბავშვის წინაშე. თუმცა მთავარია კარგად გაართვა თავი და ეს ბავშვმა არ იგრძნოს, თორე როგორც შენ ამბობ, ამით იმანიპულირებს და მერე ოოოოო…
    წარმატებებს გისურვებ!

  3. kargia gilocav, ici magasac tavisi mugami aqvs modixar daglilis amushaodan da shemdeg exutebi eferebi shens baos,x elidan rom veravin gaclis, egre ufro met siyvaruls grdznob da monatrebas , warmatebebi tat rogorc cxovrebahsi ise pirad karierashi

  4. დამტკიცებულია, რომ დედა რომელიც მუშაობს, უფრო მზრუნველი და მოსიყვარულეა, ვიდრე, ის რომელიც 25 საათი სახლშია!!!
    წარმატებებს გისურვებ მეც ძალიან გამიჭირდა, 4 თვის დავტოვე პატარა სახლში, შენ უფრო გაგიჭირდება 2 თვისაა ჯერ.. მაგრამ ძალიან კარგი, მინდომებული ადამინი ჩანხარ, და ყველაფერს შეუთავსებ ერთმანეთს!!!
    წარმატებები, კიდებ ერთხელ!!!!

  5. dila m7obis 🙂

    gatamasheba ra sahisaa? stumrebzea gatvlili, klientebze tu nebismier msurvelze?

    bevri sanatebi dadgit, daacalet naturebi & ariet, hoda vinc yvelaze swrafad moargebs sanatebs tavis naturebs & gaanatebs yvela sanats (tan ise rom deni ar daartyams ) is gaimarjvebs 😀 😀 😀

  6. პრეზენტაციაზე შეგიძლიათ მოყვეთ რომ
    ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელების დროს, ალექსანდრიის შუქურა ჩვენ დაგვიზაკაზესთქო 😀 მერე იტყვით რომ თქვენი ცენტრალური ოფისი სახელად new სხვაგან არის & თქვენ ეგ უნდა ნახოთ რა მაგარია, ჩვენ ხო light ვერსია ვართ იმისითქო. თბილისი სინათლის ქალაქი ჩვენი წყალობით გახდათქო . მერე მე გამოვალ & ჩემს მიერ დაწერილ პირველ ლექსს მოვყვები ნათურაზე & ელექტრიკის სკამიდან ჩამოვარდნაზე 😀
    კიდე გამოცანა ვიცი ნათურაზე 😀

    დაგეგმილ )

  7. ალექსანდრიის შუქურა ჩვენ დაგვიზაკაზესთქო

    xaxaxaxaaaaaaaaaa, gijqala xar
    magari vikaife
    gogo ratoa sheni blogi isev charazuli? gaxseni galavani vaaaaa

  8. ყველას უდიდსესი მადლობები სურვილებისათვის 🙂

  9. shentvis gahsnilia. ver shedihar?
    ar minda ramdneime adamiani chems daily-life-shi chavahedo & chavraze )

  10. taa დათაგული ხარ 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: