Posted by: tatushka55 | August 30, 2009

Me & Vicky

                    აუუუუუუუუუუ, დღეს ღიპები, ყოფილი ღიპები და მომავალი ღიპები იკრიბებოდნენ ავლაბარში რარაც კაფეში ვერანდაზე. სულით და გულით მინდოდა წასვლა მაგრამ რადგან ბავშვის დამტოვებელი არ მყავდა ვერ გავრისკე ვიკისთან ერთად წასვლა
        მეთქი იქ ტირილი არ დაიწყოს მეთქი, მაინც დისკომფორტია ბავშვი რომ ტირის თან კაფეში, სადაც ხალხი ძირითადად დასასვენებლად და განტვირთვისათვის მიდის.
               ხოდა ამიტომ უარი ვთქვი წასვლაზე და გულდაწყვეტილი ვიჯექი სახლში. შუადღეზე ჩამოვიკიდე კენგურუ, გავიკეთე ნაუშნიკები და მე და ვიკი წავედით კიკვიძეში სასეირნოდ, ბევრი ვიბოდიალეთ, დავიღალეთ და მოვედით სახლში.
            მერე ხატიამ დაგვირეკა ზოოპარკში მივდივართ მე და ტეო ბავშვებითო და წამოდით შენ და ვიკიცო
ხოდა გაიღვიძა თუ არა ვიკიმ, ვაჭამე, ჩავაცვი და გავგაზეთ ზოოპარკში.
             აუ, იმდენი ხალხი იყო მანქანა ლამის ვარაზისხევზე გავაჩერე. შევედით, ხატია, თეო და თამთა დამხვდნენ ბავშვებთან ერთად, ბავსვები კატაობდნენ ესენი ბლიტებზ მიირთმევდნენ. ძალიან გემრიელი ბლიტები იყიდება ზოოპარკში. სულ მინდება ჭამა ხოლმე, ბავშვობაში ერთი ზღაპარი მაქვს წაკითხული, გოგონას რომ შვიდფერა ყვავილი აქვს და ყველა ფურცელი რო სურვილებს უსრულებს. ხოდა ეგ ყვავილოი როგორც მახსოვს გზაზე იპოვა როცა ბლითების საყიდლად მიდიოდა.
ხოდა ამ ზღაპრის მერე მაგრად მიყვარს ბლითები, თან ბავშვობას მახსენებს.
              ზოოპარკში ბევრი ვისეირნეთ მე და ვიკიმ გოგოებთან ერთად, მერე სურათები გადავურეთ ბავშვებს ერთად, მერე ვიკი ჩემს დას დავუტოვე და მე ბავშვებთან ერთად ვკატაობდი კარუსელებზე. ვაფანატებ ყველანაირ საქანელაზე და კარუსელზე.  ხოდა გადავწყვიტეთ გოგოებმა სანამ აცივდება, შემდეგ კვირას ბომბორას პარკში ავიდეთ და ბევრი ვიკატაოთ ბავშვებთან ერთად. ტან ცემმა დამ ახალი მანქანა იყიდა HONDA CR-V  და ყველანი ვეტევით უკვე 🙂
               მერე ბავშვები ატყდნენ მაკდონალდში წაგვიყვანეთო, ნუ დაითანხმეს მშობლები, მე სახლში ვაპირებდი წასვლას ვიკის პონტში, მაგრამ გოგოებმა არ წახვიდეო არ გამიშვეს, როგორღაც გავართობთ მაგ ბავშვს არ ვატირებთო. ჩემი მანქანა დავტოვეთ სადაც იდგა და ხატიას ახალი მანქანით წავედით ყველანი, სულ მესამედ იჯდა მაგრამ ამუღამებს ნელ ნელა, ტან იოლია ეს ავტომატიკაა, მაგრამ ჯიპი როა მაინც ცოტა გაბარიტებში ვერ ზომავს ხოლმე 😀

                მივედით საბურთალოზე მაკდონალდში, დავსხედით გარეთ და სადღაც 1 საათზე მეტი ვიყავიტ და სულ 2 ჯერ თუ წამოიტირა პატარამ. ძაან გული დამწყდა რომ გოგოებთან არ წავედი ფორუმელებთან, ესე თუ მოიქცეოდა ვიკი ხო იქაც ვიქნებოდი გემრიელად. მართალია ეხლა ხან თამთას ეჭირა ვიკი, ხან ხატიას და ხან თეოს მაგრამ ესე თუ იქნებოდა იქაც დავაწყნარებდი. ნუ ესეც გამოცდილებაა და ამის მერე მეცოდინება რომ სემიძლია ვერანდული ტიპის და გარე კაფეებში ვიკისთან ერტად სიარული. დახურულ სივრცეებში მეეჭვება ჩუმად გაჩერდეს, უფრო გარეთ არის ხოლმე ჩუმად 🙂
                DSC04106მერე მე მიმიყვანეს ჩემს მანქანასთან, გადავჯექით, ვიკი ჩავსვი თავის სავარძელში და წამოვედით სახლისაკენ, წერეთელზე უკვე საშინლად ატირდა ბავშვი, უკვე შიოდა და აღარ ჩუმდებოდა, ხოდა შემეცოდა და გავაჩერე მანქანა, გადავსკუპდი უკანა სავარძელზე და ვაჭამე იქვე. ამასობაში ტუალეტშიც მოუნდა და პამპერსებიც გაგვივსო. პამპერსიც იქვე მანქანაში გამოვუცვალე უკანა სიდენიაზე და ყველაფერი ამის შემდეგ გაღიმებული რომ ჩავსვი თავის სავარძელში, თავი გმირი დედა მეგონა 😀 და ამაყად გადმოვსკუპდი წინ და წამოვედით სახლისაკენ. 


                    გუშინ კიდევ კუს ტბაზე მყავდა საღამოს, 2 კრუგი ისე დავარტყით ერთი კენგურუთი და მეორე ჩემს ხელებში რომ ერთხელ წამოიტირა ოდნავ. მოკლედ აშკარად დედას ემსგავსება, სულ გარეთ უნდა ბავშვს 🙂 სახლი არ უყვარს 😀
                               გუშინ თან ძიძა გვყავდა პირველად, დედაჩემი და დედამთილიც აქ იყვნენ გავაცანი ორივეს და რავი კმაყოფილები დარჩნენ, მე წასული ვიყავი და ეგენი უყურებდნენ როგორ უვლიდა, გემრიელად დააწყნარა, დააძინა. დაჟე ხელოვნური კვებაც კი ვერავინ რომ ვერ ვაჭამეთ ალიონამ აჭამა. ხოდა რავი ნელ ნელა ვნახავთ გამოჩნდება ყველაფერი. მე ამასობაში თბილი ზმანუშკჯები ვუყიდე ვიკის და დიდი გასეირნება მოვიწყვე გუშინ, აქამდე ხო ჭამის გამო 2 საათზე მეტი ხნით ვერ გავდიოდი.                     

               ხვალი ისევ მოვა ძიძა და ისევ დიდ გასეირნებას ვაკეთებ, სალონში მივდივარ მანიკურ-პედიკურზე და მერე თმა უნდა შევისწორო და დავივარცხნო. მერე მოვალ და მერე ისევ უნდა წავიდე თარხნიშვილზე ჩექმების შეკვეთა უნდა მივცე. მერე რიგებია ხოლმე და აგვიანებენ ხოლმე და ეხლა ჯერ ჩექმები არ ექნებათ ბევრი და მალე შემიკერავენ.
                                                  ზეგ სამსახურში გავდივარ …

Advertisements

Responses

  1. კარგია სამსახურშ რო გადიხარ 🙂 გმირი დედა კიდე, გგონია კიარადა ნამდვილად ხარ 🙂

  2. ძალიან საყვარელი პატარა გყავს, გაგიზარდოს ღმერთმა… :)))

  3. ra sayvareliaaa 🙂

  4. viki magari qalia

  5. gadamgdebi deda hyavs vikis 😛
    mteli sagamo trenirovkas gavdiodi rogor gavartobdi bavshvs ))))

    dzidzashi gamcvales & damagdes eulad 😀

  6. მეც მინდოდა წასვლა, მაგრამ რაღაც ვერ მოვაბით თავი. აი სადმე ბავშვებს თუ გამოასეირნებს ყველა, ჩვენც წამოვალთ.
    კაია, რომ ასე მხიარულად ასეირნებ. ჩემ გარშემო არავის არ ყავს პატარა ბავშვი, რომ ერთად ვასეირნოთ და ვზივარ ასე მარტო… 😦
    რაც შეეხება ძიძას, კაია თუ სანდო ადამიანია. მეც ძალიან კმაყოფილი ვარ კესოს ძიძIს 🙂

  7. Dzalian saintereso temebia,axladgamomcxvari dedikoebistvis gansakutrebit!
    Kidev imattvis, visac cota perfeqcionizmi acuxebs(magalitad me 🙂 ) da unda koveltvis kvelafershi da kvelgan idealuri situacia ikos!…

    WILL JOIN YOU WITH GREAT PLEASURE:)
    good luck!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: