Posted by: tatushka55 | აგვისტო 27, 2009

Past Days

                                                        აუუ რამდენი რამე მაქვს დასაწერი და სამწუხაროდ დროის ნასახი არ მაქვს ხოლმე რომ დავწერო. ამ წუთასაც ვიკის ძინავს გაურკვეველი დროით, შეიძლება ამ პოსტის დაპაბლიშებაც ვერ მოვასწრო. ეს დღეები ისეთი გადატვირთული მაქვს რო საერთოდ ვერ მოვდივარ კომპთან. ბავშვი ძაან მაგრად იზრდება უკვე, ნელ ნელა რარაც ბგერებს გამოსცემს, თამაში უნდა, ღიმილებს არ იშურებს არავისთვის და ვერ ვცილდები ხოლმე გვერდიდან. ისეთი საყვარელია, ისეთი რო რო გაიზრდება ეს პერიოდი უზომოდ მომენატრება ხოლმე. ნელ ნელა ვარჯიშებს ვაკეთებინებ, აერობიკულ ვარჯიშებს, მინდა რო მოქნილი ბავშვი გაიზარდოს. დღითი დღე უსაყვარლესი ხდება და დღითი დღე უზომოდ მიყვარდება.
       ლოგინზე დავაწვენ ხოლმე და ძალიან ბევრს ვთამაშობთ, საათები, მაგრად ვერთობი ხოლმე ვიკისთან თამაშით, სათამაშოებიდან მარტო ერთი მოწონს, დანარჩენი ჯერ ნერვებს უშლის, მაგრამ ხელსი ჯერ არც ამას არ იღებს, მუსიკები აქვს კიდევ თავისი, რატომღაც ჩემი მობილურის მუსიკებიდან ეს 2 გამოარჩია Hotel Martinez – In your eyes  და Frank Sinatra – Girl from Ipanema, დანარჩენი არ ევასება და რო ვრთავ სხვებს ჭიჭყინებს ხოლმე. ნელ ნელა აქტიურად ვავარჯიშებ და ხელებს ჩავაკიდინებ ჩენს თითზე და ჰაერშიც ვწევ ხოლმე და დაფრინავს, ხანდახან თავდაყირა ვკიდებ ხოლმე და რო დავაწვენ მაგარს იცინის. ბანაობითაც ყოველდღე ვაბანავებ და ძალიან უყვარს, რო ამომყავს წყლიდან და პირსახოცს რო შემოვახვევ ხოლმე ტირის, კიდე წყალში უნდა :)რაღაცა რო არ მოეწონება შეკივლება ისწავლა და ისეთს შეჰკივლებს ხოლმე რო ვკვდები სიცილით.
            სამშაბათს, 1 სექტემბერს უკვე სამსახურში გავდივარ ნახევარ განაკვეთზე და უამრავი რამე მაქვს გასამზადებელი და მოსაწესრიგებელი მანამდე. 2 დღის წინ ბოლო თვეების ოცნება ავისრულე და საშოპინგოდ წავედით მე ხატია(ჩემი და) და ვიკი.
ჩემმა დამ პლეხანოვზე აღმოაჩინა ერთი მაღაზია სადაც საკმაოდ კარგი ტანსაცმელი და შიგადაშიგ ბრენდებიც იყიდება საკმაოდ მიმზიდველ ფასებში. მივედით, ვიკი ხატიას ეკავა მე კიდე მონატრებული ამ პროცესს ხამივით ლამის ყველაფერი ჩავიცვი რაც მომეწონა :). იქვე რამდენიმე ფეხსაცმელიც იყიდებოდა, ერთი ვარდისფერი ფეხსაცმელი ამოვიცვი მაღალ ქუსლებზე, რომელიც უნდა აღვნიშნო რომ ულამაზესი იყო და მხოლოდ 100 ლარი ღირდა, და დავიწყე იუბოჩკების მოზომება, რადგან ძირითადად იუბოჩკები მინდოდა. ვიყიდე 1 თეთრი, ერთი კრემისფერი ძაან ლამაზი საოფისე და ერთი GUESS-ის ნაცრისფერი იუბოჩკა, რომელიც ცოტა დიდი მაქვს მაგრამ ისე მომეწონა რომ მაინც ვიყიდე და უნდა გადავაკეთო.

მერე ამ იუბოჩკებს შევურჩიე საროჩკის მსგავსი მაიჩკა, კრემისფერ თეთრი-შავში “სტაიაში” საყელოთი და მკერდის ქვეშ ლამაზუნა  ლენტოჩკით რომელიც წინ ბაფთად იკვრება, მერე გადავიღებ სურათებს და დავდებ. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი გამოვედი  მაღაზიიდან.
  Kodak Theatre                                                                                                                                          ცხოვრებაში კიდევ ერთი გართულება მაქვს, გართულება კი არა მანია, ეს არის თეთრეულის, ე.წ. საცვლების “underwear”-ების ყიდვა. შეიძლება ქუჩაში ან მაღაზიაში დავინახო რამე ტანსაცმელი რომელიც უზომოდ მომეწონოს და ზაან მომინდეს რომ მქონდეს, მაგრამ აი ლამაზ ტრუსებზე და “ლიფჩიკებზე” (სიტყვა ბიუსტჰალტერს ვერ ვიტან :D) სუნთქვა მეკვრება ხოლმე.

  ერთხელ მახსოვს რაღაც ფილმში შარლიზ ტერონს ეჩვა ზალიამ მაგარი ტრუსები, აი მაგაზეც სუნთქვა შემეკრა, მეორე დღესვე გადავატრიალე მაღაზიები და ბაზრობაც და 10 ცალი ტრუსი ვიყიდე იმიტომ რომ რაღაცით მაინც გავდნენ იმას 🙂
 

 

ხოდა ხატიას ვუთხარი აჰა მანქანა მეთქი, ბავშვი ჩავსვი თავის სავარძელში და სახლში წადი და მალე მოვალ მეთქი და 20 წუთში უკვე ბაზრობაზე ვიყავი თეთრეულების რიგებში 🙂

   315473222_e3b272b420                                                                                                                                                                                                                    

              სამწუხაროდ ჯერ ჯერობით ლიფჩიკებს ვერ ვყიდულობ, რადგან არ ვიცი რა ზომაზე დარჩება ცემი მკერდი მას შემდეგ რაც ვიკა ძუძუს დაანებებს თავს, ხოდა ვდგევარ და ნერწყვები მომდის ხოლმე ლამაზ – ლამაზ ლიფჩიკებზე. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ეგ სურვილიც ავიხდინე ბაზრობაზე და ახალი თეთრეულიც შევიძინე.
 

ეხლა TO DO LIST_ ში მაქვს ასევე დახურული ფეხსაცმლის ყიდვა და ჩექმების შეკერვა.

ხოოოო, კიდევ ვარცხნილობა უნდა შევიცვალო.

კიდევ მანიკური – პედიკური სამსახურისთვის.
 მმმმმმმმმმმ, კიდე რა მინდა? ხო მანქანას აქვს რაღაცეები გასაკეთებელი და ეგენი უნდა გავაკეთო სამშაბათამდე, ბენდექსი აქვს გასაკეთებელი, რა ჯანდაბად უნდათ ამ BMW-ებს ეს ბენდექსი ნეტა გამაგებინა, სტარტერითაც ხო მშვენივრად იქოქებიან. აუ დაქოქვაზე გამახსენდა, სიონში ერთ დღეს ტბაზე მივდიოდით გოგოები,ჩავხტით მანქანაში, ხოდა მაცვია ჩუსტები, შლოპკები, ვაიმეე ეს რა უჟასი იყო, ძლივს გავატარე მანქანა. მაგრად ტეხავს შლოპკებით ტარება, ნუ მე მაგრად არ გამისწორდა.

 

supernanny_s ხო, გუშინ მქონდა კიდევ ძალიან საინტერესო დღე, კონკრეტულად კი ძიძების კასტინგი. მოკლედ ვიკის ხო ჭირდება ძიძა სანამ მე სამსახურში ვარ, ხოდა მივმართე ახლობელს რომელსაც აქვს თავისი ძიძების სააგენტო და ვუთხარი დროები, თანხა რაც მაწყობდა და ბავშვის ასაკი და მომიძებნა 2 მსურველი ძიძა. უმეტესობა რატომღაც უფრთხის თვეების ბავსვთან ურთიერთობას და 1 წლამდე ბავშვს არ უვლიან ხოლმე.
      ნუ მოვიდნენ ეს ორნი, ცალ ცალკე ყავდა მაკას დაბარებული. ჯერ ალიონა მოვიდა 34 წლის ფაშფაშა-პუტკუნა ქალი. ვიკი ორივეს ძაან მაგრად მოეწონა. ნუ ამ ალიონამ რაც ილაპარაკა მაგრად დამევასა ყველაფერი, ერთადერთი რაც არ მომეწონა იყო ოდნავ, ძაან ოდნავ დაკრავდა კილოსავით. ოჩამჩირიდან ვართო წარმოშობითო და ძირითადად რუსულენოვანი ვარო, ალბათ მოვთხოვ რომ რუსულად ეკონტაქტოს ბავშვს, დიმას დედამაც ხო არ იცის ქართული და მაინც მოუწევს ვიკის რუსულის სწავლა. ამ ალიონამ გამომართვა ბავშვი მოეფერა, ხელზე გადაიწვინა, მიუალერსა და ბავშვმა უცებ დაიძინა, ჩააწვინა გვერდზე გემრიელად. ეს მომეწონა.
  მერე მოვიდა მეორე ქალი ნუნუკა, იმან ენა არ გააჩერა იმდენი იბაზრა ასეთი ვარ ისეთი ვარო, ტერიტორიულად აქ რო ხართ მე მაწყობსო და კანდელაკზე რო გადახვალთ მერე გზის ფული დამიმატეთო. თან ამ ყველაფერს ისეთ სოფლურ კილოზე ბაზრობდა რო გული გამისკდა. ვიკი მასაც ძაან მოეწონა, გამომართვა ბავშვი ცოტას ეფერებოდა და უცებ ვიკიმ ტირილი დაიწყო, ამ ნუნუკამ კიდე ეგრევე უკან მომაწოდა ბავშვი. აი ეს უკვე მაგრად არ მომეწონა, თუ არ შეგიძლია ბავშვის დაწყნარება მაშინ რა ძიძა ხარ არაა.. ხოდა თან ეს კილო, თან ეს უკან ბავშვის მოწოდება, თან ეს უაზროდ ბევრი თვითრეკლამა და 350 ლარის გულისთვის რომ ვიმუშაო მეცოდება ჩემი თავიო, აი ამან გამაგიჟა და ეგრევე გადავხაზე ძიძების სიიდან. ხოდა ეხლა შაბათს დავიბარე ალიონა სამუშაოდ, შევხედავ და თუ მომეწონება ავიყვან, თუ არადა კიდევ ვინმე სხვა უნდა ვიპოვო.
      ეს კასტინგი ძაან დამღლელი იყო, მიუხედავად იმისა რომ სამსახურში მე მულტიფუნქციური კადრი ვარ და HR-საც ვითავსებ და ბევრი ახალი ტანამშრომლის გასაუბრებასაც დავსწრებივარ, ეს ყველაზე დამღლელი და საპასუხისმგებლო გასაუბრება იყო ჩემთვის, რადგან საქმე ეხება ჩემს მოცუცქნულს.
         ყველაფერი გამოვკითხე ამ ალიონას და რავი პირველი შთაბეჭდილებები ნორმალური იყო, თუმცა ეს სიტყვიერად და საქმით უკვე შაბათს ვნახავ. მითუმეტეს გავაფრთხილე რომ ვიკი არის ძალიან სათუთი და მტირალა ბავშვი და თან ეს დამატებაც რომ რაღაცნაირად უნდა აჭამოს, რადგან ჩვენ ვერ ვაწამეთ :(. მაგრამრავი გავუმკლავდები მაგ ყველაფერსო, თანაც წინა 2 ოჯახშიც სადაც მუშაობდა იქაც ასეთი პატარა ბავშვები ყოლია.
 ხოდა ეგეთ გაწამაწიებში ვარ სამსახურის დაწყების წინ.

Advertisements

Responses

  1. იმედია გაგიმართლებს ძიძაში, თორემ ფორუმზე ძიძების თემაში ისეთები მაქვს წაკითხული, თმა ყალყზე მიდგებოდა :დ

  2. მე ვიპოვე უკვე ძიძა და ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა 🙂
    აი შოპინგების სიამოვნება ჯერ წინ მაქვს 🙂

  3. va a TaT HRobasac tu gadawvdi ar vicodi))) rodis gaqvt kadrebis shemoyra? 😀 😀 rom geqneba 1 dge damaswari ra rogorc momavali HR fsiqologi 😀

    hoda kide k&elakze rodis gadmohvalt? 😀

  4. KANDELAKZE GADMOVALT ALBAT OQTOMBRIS BOLOS

  5. იმედია, ალიონა კარგი ძიძა აღმოჩნდება 🙂
    აუ, მე მყავდა ძიძა ბავშვობაში, რომელიც 2-დან 5 წლამდე ჩემთან იყო და ლამის დედაჩემივით მიყვარდა, ნუ დეიდებს ხომ საერთოდ, ეჭვიანობდნენ და არ მოსწონდათ, ასე რომ მიყვარდა ჩემი ძიძა =)) ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ მოუვლის და როგორ მოექცევა. ახლა არ ვიცი, როგორ ხდება, მაგრამ მთავარია, ენდო შენს ძიძას და დაანახო, რომ ისიც ადამიანია. ჩემს ერთ ნაცნობს ჰყავდა ძიძა და ქალს სახლში საჭმელსაც კი უმალავდა, პლუს ყველა საქმეს იმას ავალებდა 😦 ორმხრივი გაგებაა საჭირო, როგორც ყველა სხვა საქმეში, you know.

  6. Oi, ara
    Ras ambob soof, zed gadavkvebi da xelfassac movumateb rogorc ki me damistabilurdeba shemosavali
    da ravi kvelamairad dzaan kargi urtiertoba meqneba eg tu chems bavshvs kargad mouvlis.

  7. ჰო… შარლიზ ტერონს რომ ვხედავ მეც სუნთქვა მეკვრის ხოლმე 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: