Posted by: tatushka55 | August 24, 2009

Sioni again

ჩამოვედით
უკვე მეორედ ვწერ ჩამოვედით მეთქი
პარასკევს რომ ჩავედით სიონში საღამო იყო უკვე და საკმაოდ ციოდა
ბავშვები გამოვკვებეთ მე და თეომ (ვიკი & მარიამი) დავაძინეთ და მერე მე დიმა და თეო ჩაისთან ერთად ძაან გვიანამდე ვსაუბრობდით.
გაასწორა მაგრად, ზაან მენატრება ხოლმე რაღაც სხვა ტემებზე საუბარი, მომავლის დაგეგმვა (ფანტაზიორობა)
მოსაბეზრებელია მარტო პამპერსებზე და გაზგამყვანებზე საუბარი, ხოდა მაგრად განვიტვირთე და ძაან გემრიელად დავიძინეთ.

VIKI & MARIAM

DSC04007

დილით ავდექით, ბავშვი ღამე რამდენჯერმე იღვიძებს, დილით 9ისკენ ვაჭამე
ტიროდა, რაღაც ისევ ჭიჭყინა გახდა ამ ბოლო დროს და ძაან მწყდება გული, მეგონა დაჭკვიანდა – გაიზარდა და ყველგან წავიყვან მეთქი, მაგრამ არაააა
ისევ ტირის ხოლმე ყველაფერზე 😦
ხოდა რო ვაჭამე ჩავიცვი და ჩავიყვანე ეზოში, ბალახი ჯერ კიდევ ცვრიანი იყო, მზეს ჯერ ძალა არ ქონდა, საკმაო სუსხი იყო, კარგად შევფუთე ვიკი და ჰამაკში ჩავჯექით
დიმა ამასობაში სათევზაოდ იყო, სადღაც 7 საათზე ვიკის რო ვაჭმევდი გააღვიზა ბავშვის ტირილმა და გადაწყვიტა სათევზაოდ წასვლა
DSC03928ვიკი ჰამაკში ჩავაძინე და ავიყვანე ჩავაწვინე ჩემს ლოგინში კარგად ჩავფუთნე
სადღაც 1 საათი მეც ვეწექი გვერდით და ვეფერებოდი და ვტკბებოდი მისი თვალიერებით
მერე ნელ-ნელა მზე გამოვიდა და მეც ავდექი
მოვწესრიგდი, პირი დავიბანე, იცით რა ცივი წყალი მოდიიიიიიის, გაყინული, აი უგაყინულესი
მერე საუზმე გავამზადე ჩემთვის, თეოსთვის, მარიამისთვის, ამასობაში დიმაც მოვიდა და იმ მცხობელ ქალთან წავიდა რულეტებს რომ აცხობს ნიგვზიანს და ჯემებიანს
ვინც სიონში ისვენებთ ხოლმე გეცოდინებათ გეცოდინებათ
ხოდა მეც დავასხი ვისთვის ყავა ვისთვის ჩაი და ვისაუზმეთ, მერე ცოტა დავალაგეთ ჩვენი ოთახი, 12სკენ ბავშვს ვაჭამე და მე და თეო წავედით ტბაზე
მიუხედავად სიცივისა პლაჟი სავსე იყო დამსვენებლებით, მზეს ღრუბელი როგორც კი მიეფარებოდა ეგრევე ვიყინებოდით და მაიკას ვიმევდი მომენტალურად იმიტო რო მართლა სერიოზული სიცივე იყო
მერე ნელ ნელა გავმრავლდით პლაჟზე, რუსკა ჩამოვიდა, მერე ხათო, მერე მაია, ირაკლი, ირინკა და ბავშვები
დიმას დავუმესიჯე ბავშვს თუ აჭამე მეთქი, ფორუმზე მომწერეს რო ხელოვნურს შენ ვერ აჭმევ ბავშვსო რადგან რძის სუნი აგდისო
ამიტომ დიმას გადავაბარე ჰიპის ჭმევა ბავშვისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ვერც დიმამ ვერ აწამა და ვართ ასე ჰაერში, არ ვიცით რა ვიღონოთ
მაგრამ არც ტირისო ეხლა დაიძინაო და იყავიო მომწერა ხოდა 4 საათამდე ვიწექი, ბავშვს სულ ეძინა
მაგრამ მერე მე თვითონ გულმა აღარ გამიძლო 4 საათი იყო უჭმელი ვიკი და წამოვედი სახლში
მიუხედავად ასეთი ამინდისა ისეთი დავიხრუკე რო სახე ეხლაც კი წითელი მაქვს 🙂
სახლში რო მოვედით თაზოც ჩამოვიდა მალე, ვაჭამეთ მამრებს მე და რუსკამ და წავიდნენ სათევზაოდ, მე გადავივლე, გამოვიცვალე და კენგურუში ჩასმული ვიკითურთ წავედი სასეირნოდ.
 კოტეჯებში ავიარეთ ნატა და ლალი ვინახულეთ, მერე ვიბოდიალეთ კიდე და ამასობაში მაგრად აცივდა გამოვქანდი სახლისაკენ. ბავშვს ვაჭამე და დავაძინე, მე წიგნს ვკითხულობდი.  სათევზაოდ წასულების ნაწილი უკან მოვიდა ვერ გაძლეს, მზე რო გადადიოდა ნელ ნელა სასინელი სიცივე იწყებოდა, ისეთი სიცივე რო ეტყობოდა ღამე გავიყინებოდით. დიმა და ვატო დარჩნენ და საკმაოდ გვიან ამოვიდნენ გაყინულები, მაგრამ 20მდე შამაია მოიყვანეს.
 რუსამ და თაზომ შეწვეს ეს  თევზები და ღამე ბალკონზე დასხდნენ, ბიჭებმა არაყი იყიდეს და ჩაუჯდნენ. მალე ისეთი გამყინვარება დაიწყო რო ვერ ვთბებოდი ვერაფრით. 2 სვიტრი მეცვა და ძაან თბილი სპორტული კურტკა ზევიდან მაგრამ ვიყინებოდი, ოთახიდან ცხვირს ვერ ვყოფდი გარეთ. ბავშვს რო ვაჭმევდი მვეყინეთ ლამის ერთმანეთს. ზალიან თბილად შევახვიე და ვაძინებდი მაგრამ ბერ დავაძინე, არ ეძინებოდა, არადა მე უკვე თვალებს ვერ ვახელდი ისე ვიყავი დაღლილი, დამწვარი და გაყინული. თეომ გამომართვა ვიკი მე დავაძინებო, ერთი ისღა მახსოვს თბილად დააფარე მეთქი ვუთხარი და გავიგუდე ძილში. ისე მეძინა როგორ სემოვიდა დიმა და დაწვა არ გამიგია. ისე ყინავდა რო დიმაც ჩემს ლოგინში იწვა და მაინც ძლისვ ვთბებოდით, ცხვირები გვეყინებოდა. ღამე ვიკიმ რო გაიღვიზა საბანში გახვეულს ვაჭამე, რაც ძაან დისკომფორტი იყო, მაგრამ რა გვექნა.
  მე და თეო ვაპირებდით 27 აგვისტომდე დარჩენას, დიმა კიდე სამსახურის გამო კვირას სარამოს მოდიოდა თბილისში. მაგრამ კვირა დღეც ისეთი გათენდა რო მაგრად ციოდა და ყველამ გადავწყვიტეთ წასვლა. დიმა სათევზაოდ იყო ისევ წასული ვიტოსთან ერთად, მე თეო და რუსკა ბალკონზე მზეს ვეფიცხებოდით და ვჭორაობდით.
ამასობაში თეოს მამამთილი ჩამოვიდა, თეომ მთელი ბარგი ჩაალაგა და გაატანა, მარიამიც ბაბუას გაყვა.
 ჩვენ დავალაგეთ ოთახი, ვისადილეთ ყველამ ერთად ბალკონზე, დიმა და ვატომ ძაააან ბევრი თევზი მოიტანეს, მეც კი ვჭამე თევზი და დამევასა რატომღაც. მერე ჩავდეთ ბავშვის ეტლი და რაღაცეები ჩემს მანქანაში და დავემშვიდობეთ ჩვენს მეზობლებს.რაღაც ძაან გულისამაჩუყებელი დამშვიდობება იყო, ალბათ შემდეგ წლამდე ვერც ვნახავთ. ეგენი ყოველ წელს მაგ სახლში ისვენებენ და ზაფხულობით როგორც ერთი ოჯახი ისე ცხოვრობენ ხოლმე.
მერე ზევით ავიარეთ მაიასთან, მაგათაც დავემშვიდობეთ და გამოვგაზეთ თბილისისკენ.
  ამით დასრულდა 2009 წლის საკურორტო სეზონი მე და ვიკისთვის
სიმართლე გითხრათ ამასაც თუ მოვახერხებდით არ მეგონა 🙂

Advertisements

Responses

  1. კაია კარგი დასვენება, განსაკუთრებით ისაა კარგი, ინტეგრირებული რომ ხარ ბევრ არამოსაწყენ ხალხთან და ამას ბავშვით ახერხებ 🙂

  2. ra lamazebi arian 🙂 marikuza momenatra ..

  3. gazrdila viki 🙂
    sakvarelia dzalian

  4. tatushki privet rogor xar, me cxvarichamiashi viyavi erti kvira wuxelis davbrundi, magari iyo dzn ubralod dzn cioda 😀 magram magrad davizagre 😀

  5. ხო ტბა არ არის, ბასეინია ერთი და ისიც წელს არ იყო მოვლილი . ბალახეი იყო ამოსული. თუმცა კაი დიდი კია. რომც ყოფილიყო ავსეული მაინც ვერ ვიბანავებდი შეიძლება ლოლოები ჩამოგკიდებოდა. ზაგარ უცნაურად მივიღე. მთლიანად ტანზევერა. სამი რაღაც მეცვა და ისე დავდიოდი ხოლმე 😀 ხელები სახე ფეხები. მუცელი ვერა 😦 მუცელზე სქელია დიელები მქონდა ხოლმე შემოხვეული 😀 მზე მხოლოდ 2 ჯერ იყო და მაინც დამიტოვა კვალი 😀
    ჩემი დეიდაშვილი ისე დაიწვა მთელი კვირა წწუნებდა მტკივაო 😀
    შენ როგორი დრო გაატარე სიონში? ამოსვლა გვინდოდა სიონში მაგრამ ციოდა და აზრი არ ქონდა


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: