Posted by: tatushka55 | August 21, 2009

მე ისინი მყავდნენ

დროებით ისევ მომიწევს ბლოგთან დამშვიდობება, ან მხოლოდ week-end_ზე ან კიდევ რამდენიმე დღით
ხვალ მე დიმა და ვიკი ისევ სიონში მივემგზავრებით
ძალიან მოუხდა ჩემს სიხარულს სიონი და გვინდა მაქსიმალურად ისუნთქოს იქაური ჰაერი, ასე რომ რამდენიმე დღით მოიწყინეთ უჩემოდ 😀 😛

რაც შეეხება ამ პოსტს, ის ეძღვნება რამდენიმე ჩემს მეგობარს, რომლებთანაც 6 უბედნიერესი და ულამაზესი წელი მაკავშირებდა და სამწუხაროდ დღეს იშვიათად ვხედავ მათ.

ყველა ამბობს რომ FACEBOOK ძალიან მაგარია და ვეთანხმები მათ, მაგრამ უმეტესობა ამბობს რომ odnoklassniki.ru სიბანზეა და მეც ვერ ვიტანდი პირველად რო დავრეგისტრირდი და ტვინი რო წამიღეს ვიღაც დეგენერატებმა. ხოდა ავდექი და წავშალე. მაგრამ დღეს არარ ვფიქრობ რომ ეს სიბანძეა რადგან odnoklassnik_ებში უამრავი ადამიანი გავაცოცხლე, რომლებთანაც საერთოდ არ მქონდა კონტაქტი, ესენი ჩემი კლასელები და ჯგუფელები არიან და ასევე ადამიანები რომლებთანაც ოდესმე ვმეგობრობდი და ისინი საზღვარგარეთ წავიდნენ. მე ისინი სწრედ კლასნიკების მეშვეობით ვიპოვე და როდესაც პროფილი წავშალე, 2-3 კვირაში მივხვდი რომ უკვე მენატრებოდა მათთან ურთიერთობა და სადღაც 3 კვირის წინ ისევ აღვადგინე (Taa თაა).
 ხოდა რა შუაშია ეს საიტები …
 რამდენიმე დღეა საოცარი ნოსტალგია მაწუხებს, ნოსტალგია კი არადა მონატრება
საშინელი, ძლიერი მონატრება. მე ისინი მენატრებიან, მენატრებიან ყველანი ერთად და ისეთივე ხალისიანები და უდარდელები როგორებიც მაშინ ვიყავით.

ხოდა ბარემ საქმეზე, პოსტი ეძღვნება ჯულის, მაკოს, ლადოს, გოგიტას და შორეს…
ჩემს ჯგუფელებს და მეგობრებს

good_friends-8167
ერთ მშვენიერ დღეს ჩერეზ, ჩერეზ ჯგუფელები კლასნიკებზე ჩემს პროფაილს დაემატნენ შორეს და მაკოს გაღიმებული სახეები, უბედნიერესი ვიყავი, შორესთან ყოველთვის ზალიან ახლო ურთიერთობას ვინარცუნებდი და ისედაც ვიცოდი ყველაფერი. აი მაკოს სახის დანახვა კი მართლა უდიდესი სიხარული იყო ჩემთვის.
 შემდეგ Fეისბუქი, იქ ჯული და ლადო ვიპოვე და წრეც შეიკრა …
 ერთ მშვენიერ დღეს (რამდენიმე დღის წინ) ჯულიმ ფეისბუქზე რარაც დაასტატუსა, მერე ლადონ გასცა პასუხი, ვიჯექი კომპთან და ვკითხულობდი, ჯული… ლადო… ძალიან საყვარელი და მოგონებებით სავსე სახელები და უცებ გაგრძელებაც გამახსენდა
ლადო…
ლადო  და გოგიტა
ლადო & გოგიტა
ორი განუყრელი სახელი ჩვენი სტუდენტობის ბოლო წლებში, აი როგორი განუყრელები იცით, წარმოგიდგენიათ შერლოკ ჰოლმსი ვატსონის გარეშე?, მერი პოპინსი ქოლგის გარეშე? კარლსონი პროპელერის გარეშე?
აი ეგრე იყო ხოლმე ლადო და გოგიტა… გოგიტა და ლადო
ხოდა ზუსტად გოგიტა მენატრება
ძალიან, ძალიან მენატრება

აი ზუსტად Fეისბუქზე ჯულის და ლადოს და ჩემი პოსტების შემდეგ მომაწვა ეს მონატრება.
ყველანი მენატრებიან, ყველანი ვინც ჩამოვთვალე და სულ მაკლია ხოლმე ის დრო, მაგრამ გოგიტა ან წუთას ყველაზე ძალიან მენატრება…
არა, კი არ მომკვდარა, ცოცხალია 🙂 არც საზღვარგარეთაა, უბრალოდ რარაც დროით მისი ნახვის შანსი არ მაქვს და ამიტომ უფრო და უფრო მაგრად მენატრება

ბაკალავრიატის მეოთხე და მაგისტრატურის ორივე წელი სულ ერთად გავატარეთ ამ ადამიანებმა, განსაკუთრებით მე ჯული გოგიტა და ლადო ვიყავით უფრო ერტად ხოლმე
სად არ დავწანწალებდით, რაღაც პროექტებში ვიღებდით მონაწილეობებს და რავი ძალიან მაგარი იყო
ერთად ვმეცადინეობდით გამოცდებისთვის, ერთად ვუძლებდით გოგიტას აუტანელ დაცინვებს და ლადოს სვანობებს, ალბათ ჩემს რარაცეებსაც ეგრე იტანდნენ მაგრამ არ ვიცი რას 🙂

ხოდა მინდა ჯულიზე, ლადოზე და გოგიტაზე გავამახვილო ყურადღება …

მათგან ყველაზე ადრე ლადო გავიცანი, მოსამზადებელზე ვსწავლობდით მეც ლადოც და მაკოც, მე და მაკო ერთ ჯგუფში ვიყავით, ლადო სხვაგან, მაგრამ გვიწევდა ხოლმე შეხვედრა და დავიცანი. მე და ტაკო, ჩემი დაქალი ლადოს ზურა ყიფშიზეს ვამსგავსებდით და ორივეს სასინლად მოგვწონდა ხოლმე.
პირველ კურსზე ძაან სხვათაშორის ვკონტაქტობდით და მერე და მერე ძაან დავახლოვდით.
 გოგიტა საერთოდ არ მახსოვს როგორ გავიცანი, ერტი სიმპატიური ბუთხუზა ბიჭი იყო ხოლმე თავისი გესლიანი დაცინვებით და ირონიული ხუმრობებით, მაგრამ ნელ ნელა ეგეც ჩემიანი გახდა 😀
აი ჯულის გაცნობა (გაცნობა კი არა პირველად მისი არსებობის შეტყობა) იყო ყველაზე პრიკოლი. პირველი კურსის, პირველი კვირაა და პირველი ლექციები, ერთ ერთმა ლექტორმა ამოიკითხა:
გიორგაძე ჯულეტა
ხოოოოოოდა, ეს ჩემი ჯული წამოხტა გაცეხლებული და მე ჯულეტა კი არა ჯულიეტა ვარო, დაახურა თავზე ლექტორს.
მახსოვს როგორ გამიფართოვდა თვალები, აიიიიიი ეს იქნება რაც იქნება მეთი გავიფიქრე, სტერვა დალშე ნეკუდა ტქო
მაგრამ რა სწერვა თურმე უსაყვარლესი და უთბილესი ადამიანია.
  კარგად არ მახსოვს როდის და რატომდ დავახლოვდით ეს სასტავი ასე ძაან, ვფიქრობ ალბათ იმიტომ რომ ყველანი კარგად ვსწავლობდით, ყოველთვის მოწინავე სტუდენტები ვიყავით, დეკანატთან რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობები გვქონდა და ყოველივე ამან რაღაცნაირად დაგვაახლოვა. მერე ერთად მეცადინეობები, მერე ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი, სადაც ჯული, გოგიტა და ლადო გავიდნენ, მე ვერ გავედი ხმა დამაკლდა :(, ქეთი დოლიძემ არ მომცა თავისი ხმა, როგორ მახსოვს ცუდად 😦
მერე რაღაც პროექტები, მე ლადო და გოგიტა წავედით კიევი – ოდესა ტრიპში, ოდესასი კონფერენციაზე ვმონაწილეობდით. ძაააალიან მაგარი დღეები იყო. კიევში ნაქირავებ სახლში ვცხოვრობდით და მე და ლადო გამუდმებით გოგიტას ვეკაიფებოდით ყველაფერი რო ეზიზღებოდა და ვერაფერს ვერ კიდებდა ხელს. სახლში ტუალეტის კარებს ლამის სალფეტკით აღებდა 😀 არადა საკმაოდ სუფთა სახლი იყო სადაც ვცხოვრობდით.
  მერე ოდესაში ჩავედით, გავიცანით კონფერენციის მონაწილეები, წაგვიყვანეს სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. მე ვიღაც ავსტრიელ გოგოსტან ერთად მომიწია და საკმაო სისუფთავე დამხვდა, გოგიტა მეხვეწებოდა მეც აქ გადმოვალო, ბიჭებს კიდე არაბებთან მოუწიათ ცხოვრება. მე პირველივე დღესვე სალონები დავთირე, იმ ღამეს ოდესელ სტუდენტებთან ერტად გაცნობის საღამო გვქონდა სადღაც ბარში. მეორე დღეს ეგრევე დილიდანვ გავქანდი სალონში, ვარცხნილობის დასაყენებლად …
რა მიქნეს იციიიიიიიით, დამამახინჯეს, რაღაც ბანძი ხახოლური პრინჩო გამიკეთეს და ეგრე ვიჯექი კონფერენციაზე. ნუ რაც შევძელი ნევეძიმკებით შევილამაზე.
ძალიან მაგარი დღეები იყო, მერე ოდესელი სტუდენტები თბილისში ჩამოვიდნენ, აქ გვაკეტეთ კონფერენციის გაგრძელება, აქაც ზაან მაგარი დროები ვატარეთ მათტან ერთად, მაგ დღეებში დაჟე ლადო და გოგიტას ძმაკაცენთან :ნოდო, სოსოია და ოთოსთანაც მაგრად დავძმაკაცდი. დავდიოდით აღმა დაღმა რასაც ქვია, ხან კუს ტბაო (ბუნგალო ახალ გახსნილი იყო) ხან ჯოიო და რავი ხან სად ხან სად.
  მერე მაგისტრატურაში ჩავაბარეთ ყველამ,  მე მაკო, შორე, ჟული , გოგიტა & ლადო
ისევ ერთად ვიყავით, ისევ ერთად დავდიოდით აღმა დაღმა
ამ პერიოდში უკვე ჩვენმა კონფლიქტოლოგიის ლექტორმა შემოგვთავაზა CEP (CENTRAL EUROPEAN UNIVERCITY) რარაც პროექტში მიგვეღო მონაწილეობა, მე გოგიტა და ჯული დავთანხმდით, მაკოს ბავშვი ყავდა მაგ დროე მეორე პატარა, შორე მგონი ეგვიპტეში იყო, ლადო უკვე მუშაობდა ძაან სერიოზულად და დრო არ ქონდა.
ხოდა მე ჯული & გოგიტა სხვა ჯგუფელებთან ერთად დავწანწალებდით კვლევებზე ბათუმში, ლაგოდეხში, ახალციხეში და ძააააან მაგარ დროებს ვატარებდით.
 მერე უკვე ჯულიმაც დაიწყო მუშაობა და ისიც ნელ ნელა ძაან busy გახდა და იმდენად ვეღარ ვხედავდით, მერე მე და გოგიტა დავწანწალებდით, ხან მე ვიყავი გოგიტასთან, ხან ბელასთან ავდიოდით ხან ბაძგუსთან და რავი კიდე სად არა.
მერე დაიწყო night clubomania, მანდაც ძირითადად სულ ლადო და გოგიტასთან ერთად დავდიოდი ხოლმე, AJARA MUSIC HALL_ში, თუ მათთან ერთად არა ისე მაინც ვხვდებოდი ხოლმე იქ, იმიტო რო ეგენი სულ მანდ იყვნენ. პირველად მათთან ერთად დავლე ექსტაზი და მახსოვს ტირილით რო ვეხვეწებოდი სახლში არ წავიდეთ ჯერ მეთქი 😀 ეგ დღე არასოდეს დამავიწყდება. ძაააააალიან ძალიან მიყვარს ორივე. რაც უფრო მეტს ვიხსენებ მით უფრო მენატრებიან.
 მერე ერთ ზამთარს ბაკურიანში წავედით, ახალ წლებზე, არ მახსოვს მგონი 2004 თუ 2005 წელი მოდიოდა. 31ში ავიბარგეთ დიდი მარშუტკით მთელი ნავაროტკებით და 3მდე ვიყავით ბაკურიანში სასტუმრო ალპინაში. მაშინ ის ახალი აშენებული იყო, ჩვენ პირველი სტუმრები ვიყავით და ასწორებდა ყველაფერი ახალი და სუფთა იყო.
მთელს სასტუმროში ჩვენ ვიყავით 1 ნომრის გარდა, ლადოს უკვე შეყვარებული ყავდა და მასთან ერთად ცალკე ოთახში იყო, მე და გოგიტა და კიდე ერთი ცვენი მეგობარი როგორც სინგლები ერთ 3 ადგილიან ოთახში ვცხოვრობდით, მაგრამ ზატო ისეთი გემრიელი და თბილი ოთახი გვქონდა რო ყველა გაიღვიზებდნენ თუ არა ჩვენთან მორბოდნენ. უმაგრესი ახალი წელი გავატარეთ ერთად, სასტუმროს საბილიარდოც ქიონდა, საუნაც აუხიც და დაჟე ბურანიც გვათხოვა მეპატრონემ, საიდანაც ერთხელ გოგიტას გადმოვუვარდი 😀 და ლამის შუა თოვლში დამტოვა 😀
  ძაან მაგარი დღეები იყო, ერთად ვათენებდით ღამეებს, რაღაც 7-8 კაცი ვიყავით ღამურები, ერთად ვსვამდით უზომოდ, ერთად ვეწეოდით სიგარეტს და ოლანს, ერთად ვსვამდით  აბსენტებს და ვთამაშობდით მაზიანებზე ბილიარდს.
   უნივერსიტეტი რო დავამთავრეთ, მერე უკვე მოშნად დაიკო ჩვენი შეხვედრების სიხშირემ, მერე ჯული ირანში წავიდა, მერე შორე გათხოვდა, მერე ლადომ მოიყვანა ცოლი, მერე ჯული ჩამოვიდა და მალე ისიც გათხოვდა. დავრჩით მე და გოგიტა. მერე გოგიტა სხვაგან გადავიდა სახცოვრებლად და დოლიძეზე თუ ხშირად ავდიოდი ხოლმე, იქ უკვე რაღაც საერთოდ ვერ ავედი, მერე საერთოდ დავიკარგეთ.
 ეხლა კიდე ლადო & ჯული ისევ ვიპოვე და ფეისბუქიდან მაიც ვიცი ხოლმე მათ შესახებ რარაცეები, ლადო ვნახე კიდეც ორსულობისას. ჯულის ეხლა ველოდები, თუმცა ჯულისაც ვნახულობდი ხოლმე სამსახურში. მაკოს მესამე ბავშვი ყავს, შორეს მეორე უნდა უკვე და გეგმავს, მე და ლადოს ჯერ ერთი ბაიები გვყავს.
  REZUME : ძალიან მენატრებით ყველანი ერთად, ცალ-ცალკეც მენატრებით მაგრამ ერთად “სულ სხვაა”
  დ ა მ ი ბ რ უ ნ დ ი თ

 

Advertisements

Responses

  1. სიოონიი,
    მაგარია მომიკითხე სიონი 😀 მაგრად ეციება ემგონი იქ, კვირას მე ცხვარიჭამიაში მივდივარ ერთი კვირით , ალბათ იქაც ეციება,
    მომენატრა ისე თიანეთი, დამბალ ხაჭო და ჩემი ბებიკოს მიერ გამომვცხვარ უგემრიელესი ხაჭაპურები, ხო კიდევ ნაზუქებიც :S
    mokled ისღა დამრჩენია მაქსიმალურად კარგი დასვენებები გისურვო, ახალი შემართებით და ახალი ძალით დაგვიბრუნდი 🙂
    უი ჰო იქ ყოფნის დროს სოკოზე არ დადიოდი? 😀 მე მაგრად მიყვარს , რაღაცნაირად თევზაობის მსგავსია ოღონდ ერთ განსხვავებით თევზაობისას დგეხარ მხოლოდ, თუმცა სიაომოვნება სოკოს მოძებნის, მოკრეფისა და თევზის დაჭერის ერთია , 🙂
    უჰ რამდენი ვილაპარაკე , 😀

  2. tatusi

    მადლობა ჩემო კარგო,
    სად დადიოდი სოკოზე? მეც მინდა სოკოს დაკრეფა
    სიონში სად უნდა ვიარო იცი ადგილები?

  3. სიონში ტყე რომ არის მანდ შედი, წვიმიანი ამინდი რომ იქნება ეგრევე თავს დაესხი იაურობას 😀 ,
    თუმცა მემგონი ხის სოკოს პერიოდი გავიდა უკვე, მელაკუდა სჰეიდზლება იყოს, მელაკუდა მოყვიტალოა და მიწასჰი სჰეიდზლება არ გამოცჰნდეს ფოტლები ეფარებოდეს,
    http://i062.radikal.ru/0908/12/f8e99286a654.jpg აი ხის სოკო , შარშანდელი სურათია,

  4. Me vatkob male mec damackebinebt postebis ceras :)) Exla magari dagruzuli sxvadasxva saqmeebit facebook-shic ki saqmis gamo shevedi da… Is saqmec damavickda da kidev kargi rom lunchis dro axlovdeba, torem Azerbaijanis saelchostvis momzadebuli sabuti kinagam Somxetisas gavugzavne (carmomidgenia ra saxeebie eqnebodat roca miigebdnen:)). Ramdeni kargi ram gaixsene, Tat, da kidev ramdeni gvaqvs mosagonari … gaxsovs rogor gabrazebdit xolme, gansakutrebit Gogita? :)) Antoni gaxsovs? an Elefter Qsenafontovichi? :)))))) Bakuriani ki martla magari iko, albat sauketesoc sxva clebtan shedarebit. maxsovs gasaformeblad sachrio aqsesuarebi rogor vatrie Germaniidan, clubis burtic ki momqonda, ganatebaze da nazvis xis satamashoebze rom agaraferi vtqva:) mashin am kvelafris xalisi iko, torem exlac ramdenjer momdomebia ici rom kvelani shevkrebilikavit ertad da rame msgavsi mogvefiqrebina, sagamos programac ki mqonda carmodgenili rogori iqneboda; clebis gasvlis shemdeg xom uamravi ram irkveva xolme zvel periodze, tan iseti mashin rom verc ki gaifiqrebda vinme (ai tundac imis msgavsi, Zura Kipshidze rom vgavdi turme :))) zalian bevri vicine). Momdomebia da gavaketebdi kidec, magram Gogitas gareshe is xalisi ikargeba, romlis gareshec am kvelafris gaketeba carmoudgenelia…
    Gmadlob tat am postistvis… imistvis, rom cota xnit mainc damabrune carsulshi sakvarel adamianebtan ertad, albat ukve 3-jer cavikitxe da kidev bevrjer cavikitxav. Gkocni bevrs

  5. რა საყვარელი პოსტი იყო.. :((

    ცუდია, რომ ადამიანები ვიკარგებით ხოლმე, მაგრამ ასე ხდება..

    ყველას ტავისი საქმე გამოუჩნდება და… :უსერ:

  6. დაიწყე ლად დაიწყე
    მე რო შენი “დაკარგული თაობა” მაქვს წაკითხული, ვხვდები რომ წერა შეგიძლია და საინტერესო რამეებსაც დაწერ 🙂

    რაც შეეხება ჩვენს ოდესელ მეგობრებს ყველა მახსოვს, ყველა — თათიკოო -როგორ მეძახდა გახსოოვს
    ძაან საყვარლები იყვნენ, რესტორანიც მახსოვს, მესტნი პროკურორებთან ერთად რო გავიჩითეთ 😛
    შენ რო გეჩხუბებოდი რაღაცის დათრევა რო გინდოდა ისიც მახსოვს, მერე გაგებუტე და მატარებელში შეგირიგდი

    ხოდააააა, აი რო მაბრაზებდით მაგას რა დამავიწყევს
    განსაკუთრებით ბაძგუს ქორწილი თუ რაღაცა რო იყო, მანდ რო მაბრაზებდით ქალიშვილობაზეეეეეეე
    ძაან გიჟები მყავდით რა ვქნა 😛

  7. კარგი პოსტი იყო სამწუხაროდ მე დიდი კონტაქტურობით არ გამოვირჩევი შესაბამისად ბაკალავრიატის ჯგუფელებთან ალბათ არაფერი მექნება გასახსენებელი.
    ძალიან მინდოდა მეგობრები მყოლოდა უნიში მაგრამ სიმორცხვის თუ სხვა მიზეზის გამო მეგობრები ვერ შევიძინე.უეგობროდ კი სტუდენტობა ტანჯვაა. ზოგჯერ მინდა მოვკვდე ისე ცუდად ვგრძნობ თავს.მაგრამ რამდენი დროც დამრჩა უნივერსიტეტის დამთავრებამდე , იმედი მაქვს რომ ვინმე გამოჩნდება ჩემი გაგების ვისაც მოუნდება ჩემთან მეგობრობა და სწავლის დამთავრების ბოლო წელს მაინც ბედნიერი და გახარებული ვიქნები.

  8. და აი, გამოხდა სულ მცირე ხანი ამის დაწერიდან და… გოგიტას ლადოც შეუერთდა…:( ახლა ორივე განსაკუთრებულია.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: