Posted by: tatushka55 | აგვისტო 19, 2009

გარუჯვომანია ანუ რამდენიმე სასარგებლო რჩევა

მოგეხსენებათ რომ სიონში წავედი იმედით რომ ჩამოვიდოდი მინიმუმ კარგი ზაგრით და მაქსიმუმ მულატკობაზე პრეტენზიით 😀
მაგრამ კაცი ბჭობს და ღმერთი იცინისო და 10 დღიდან რაც მე იქ ვიყავი 8 დღე მინიმუმ 3 რამე მეცვა რომ გავმთბარიყავი ისე ციოდა
ხოდა მხოლოდ 2ჯერ ვიყავი პლაჟზე გასული, ნუ შევიზაგრე ოდნავ, მაგრამ …….. უკეთესი მინდოდა

წასვლამდე ვაპირებდი ამ პოსტის დაწერას მაგრამ მოუცლელობის გამო ვეღარ დავწერე, მაგრამ ეხლა უფრო მეტი ხალისით ვწერ
რატომ?
იმიტომ რომ იმ 2მა დღემ რაც მე პლაჟზე გავატარე სტიმული მომცა სერიოზული
აღმოვაჩინე რომ ზაგრის მირების სურვილი უკვე 3 ან 4ჯერ მეტ მამრს აქვს ვიდრე ეს წინა წლებში იგრძნობოდა ხოლმე
და საკმაოდ ბევრ მამრს ვხედავდი იმენნა საზაგრაოდ გაშხლართულს
ერთ ერთი მათგანის ტექსტიც კი გავიგე რომ უნდოდა მაგრად დაზაგრულიყო და რომ ჩალიჩობდა ამაზე
ასე რომ ეს პოსტი გამოადგება ორივე სქესის წარმომადგენლებს ვისაც უყვარს გარუჯვა 🙂

tanned-bikini-body 

 

         ამჯერად მინდა დავწერო ჩემი პატარა გამოკვლევის შედეგებზე …
კონკრეტულად კი: როგორ შევინარჩუნოთ რუჯი, რაც დამეთანხმებით ძალიან რთული და მტკივნეული ტემაა
15 დღე მზეზე ვიხრუკებით ხოლმე რომ კარგად გავირუჯოთ და მერე ძალიან მალე გადადის ეს რუჯი

 
ამიტომ რამდენიმე რჩევა მაქვს :
1. ვიტამინი A, გარუჯვისას კანი შრება და ხდება უფრო მყიფე, ამიტომ ძალიან სასურველია ვიხმაროთ კრემები და ლოსიონები რომლებიც შეიცავს ვიტამინ A_ს, ან მივიღოთ საკვები და ვიტამინების კომპლექსი რომლებიც შეიცავს ამ ვიტამინს
2. შევიცვალოთ რაციონი და გავამდიდროთ იგი ყვითელი და წითელი ხილით და ბოსტნეულით, ასევე მივიღოთ ძროხის ღვიძლი (მეზიზღება), ისპანახი, სტაფილო, რძე და კვერცხი
3. აუცილებლად წავისვათ ხოლმე გარუჯვის შემდეგ სხეულზე დამატენიანებელი კრემი ტანისთვის.
4. დაზაგრულებმა არ იაროთ საუნაში და არ იჭყუმპლაოთ ცხელი წყლით, ეს აუცილებლად გააფერმკრთალებს რუჯს.
5. კარგია თუ აბაზანის მიღებისას წყალში შეურევთ ცოტა ყავას ან ჩაის. შეიძლება ასევე გაყინული ჩაიანი ან ყავიანი წყლის კუბიკების წასმა კანზე, ესეც ეფექტურია
 
ზაფხულის დადგომისთანავე კიარადა, ქართველები გაზაფხულის შუისკენ უკვე ვფიქრობთ როგორ და როდის მივიღოთ ზაგარი.
ეს ჩისტა ქართული მანიაა, სხვები ამაზე მხოლოდ ზაფხულში ფიქრობენ დამიჯერეთ, უბრალოდ საქართველოში ზაგარია მოდაში, თან გოგოებს შორის,
რაც უფრო მაგარი ზაგარი გაქვს მით უფრო მაგარი ტიპშა ხარ
თუმცა უნდა აღვნიშნო რომ ბევრ მამაკაცს სულაც არ მოსწონს ჩვენი გარუჯული ტალახისფერი სხეულები, აი ზააააალიან ბევრ მამაკაცს
ჩვენ რომ არც კი გვგონია ისე ბევრს
თუმცა ეს არაფერს წყვიტავს ალბთ, მე მაგალითად ჩემი თავი გარუჯული უფრო მომწონს ვიდრე ნატურალური თეთრი, როგორიც ვარ 🙂
დღესდღეისობით საკმაოდ დიდი დავა არის ატეხილი მზის სხივების ზემოქმედების სესახებ ადამიანის კანზე, თუნდაც ის რომ კანის კიბოს აცენსო, თუნდაც ის რო ბრაზილიელებივით აჭრელებული ივლითო, თუმცა ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს მზის მაცოცხლებელი ძალა და ენერგია და D ვიტამინი რომლებიც მის სხივებს მოჰყვება ჩვენამდე 🙂
ყოველივე ამის გარდა მზის სხივს აქვს კიდევ დადებითი მხარეებიც, ის ამაღლებს ფერმენტების აქტიურობას და იმუნიტეტს. ხოლო ვიტამინი D არის სასიცოცხლო მნიშვნელობის კუნტებისა და ძვლებისათვის და ასევე გვეხმარება დეპრესიასთან ბრძოლაში და ქმნის კარგ განწყობას 🙂
ეს ყველაფერი კარგი მაგრამ საშიშროება მართლაც არსებობს, ესენია: მელანომა, მკერდის კიბო, კანის დაბერება, მზისა თუ სითბური დარტყმები.
ამიტომ სასურველია რომ ზაგარი მივიღოთ გონივრულად 🙂 (მე ვის რას ვეუბნები)
ამიტომ არავიტარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ გარუჯვის წინ, განსაკუთრებით პირველ დღეებში წაისვათ სახეზე და ტანზე მაღალი SPF იანი კრემები ან ზეთები.
მე ასე მოვიქეცი სიონში, წავისვი 20SPFიანი კრემი და ვიწექი შუადღის მზის ქვეშ, არანაირი დამწვრობა 🙂
 
ჩემი უსაყვარლესი ბრენდები
 
clinicue        estee
 
 
 
 P.S.  დღეს საბავშვო ანაბარი გავუხსენი ვიკის პროკრედიტში 🙂

 

 

 

 

 

Advertisements

Responses

  1. ამ წუთას ისეთი მაგარი ზაგარი მაქვს, საკუთარი ტავის მეამაყება 😀

  2. mzis damcavebshi Lancasteri aris yvelaze dzlieri.

    garujuli sxeuli kidev modidan gadavida, gansakutrebit agurisferi ruji.odnav aristokratuli namzeuria lamazi.

  3. pipa

    garujuli sxeuli kidev modidan gadavida

    საქართველოში გარუჯული სხეული მოდიდან არ გადადის 🙂
    ჯერ ყოველი შემთხვევისთვის

  4. saqarTvelosac gaachnia

  5. NIKOPSIIDAN DARUBANDAMDE SAQARTVELOSHI

  6. ert kvirashi zgvaze waval da gamomadgeba ashkarad, thanks a lot 😀

  7. ლოლ
    აქ გარუჯვომანია კი არა, “შემწვარ გოჭს მინდა ვგავდე”-მანია ჰქვია :ბლახ: ვერ ვიტან ძალით ზაგარს და განსაკუთრებით, ავტოზაგრიან გოგოებს, ყელი რომ თეთრად უჩანთ და სახე კიდევ აგურისფერი აქვთ – not cool at all!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: