Posted by: tatushka55 | აგვისტო 18, 2009

Once upon a time in childhood

დღეს გარუჯვაზე ვაპირებდი პოსტის გამოცხობას, მაგრამ ლეონარდომ IMEME _ში გამომიწვია ასე რომ ვიღებ გამოწვევას
http://faukclub.wordpress.com/2009/08/18/ugly-thoug/
ცნობისათვის ეს ტალღა დოდკამ ააგორა http://dodka.ge/2009/08/17/meme1/

მაშ ასე რა მეგონა ბავშვობაში:

1. მეგონა რომ გემის ექიმი უნდა გავმხდარიყავი და მეზღვაურებისათვის ნემსები უნდა გამეკეთებინა ხოლმე, ძალიან ვოცნებობდი და სულ მაგაზე ვლაპარაკობდი
2. მეგონა რო მამიკო ყურებზე ხელებს თუ მომკიდებდა და ზევით ამწევდა მოსკოვს დავინახავდი, მაგრამ სამწუხაროდ არასოდეს არ დამინახავს 😦
3. მეგონა რომ ბიჭები სიყვარულს ცემით გამოხატავდნენ და ბაღში ერთხელ ერთმა ბიჭმა კუბიკი მესროლა და მასწავლებელთან გავქანდი ტირილით, მასწავლებელო ალეკოს ვუყვარვარ მეთქი 😀
4. მეგონა რომ ტელევიზიის დიქტორები ტელევისორის უკან იჯდნენ და პატარა რომ ვიყავი იმიტომ ვერ ვხედავდი, რო გავიზრდებოდი დავინახავდი.
5. მეგონა რომ კარლსონი მართლა არსებობდა და სულ ველოდი მის გამოჩენას ჩემს ფანჯრებთან
6. ერთხელ ლიკანში ვისვენებდი ბავშვობისას და ერთმა ბიჭმა ძალით მაკოცა, მეგონა რო ის კოცნა მეტყობოდა სახეზე და მთელი დღე ხელაფარებული დავდიოდი და სარკეში ვამოწმებდი მეტყობა თუ გაქრა მეთქი 🙂
7. მეგონა რომ ინგლისურად ლაპარაკს თუ ვისწავლიდი მერი პოპინსი ჩემთანაც მოფრინდებოდა და მთელი სიბეჯითით ვიჯექი და ვსწავლობდი I AM, YOU ARE, HE IS …. რამეებს 🙂


 
ეჰჰ, რო გავაგრძელო ძალიან შორს წავალ, ამიტომ აქ ვწყვეტ და ასპარეზს ვუთმობ:

მაგდუს http://antimelancholy.wordpress.com/
ქრისტის http://qristine.wordpress.com/ 

და ანუკის http://candysayss.blogspot.com/

Advertisements

Responses

  1. ცემით სიყვარულის გამოხატვა როგორი ქართული და მამაკაცურია. : ))))
    დიქტორებზე მეგონა, რომ დაზეპირებული ჰქონდათ მთელი ტექსტი. :უსერ:

    ლეონარდოს ნუ დამიძახებ ხოლმე რარაც იტალურად ჟღერს, უბრალოდ ლეონარდი ვარ : )

  2. ეჰ, კარლსონი.. ისე მინდოდა ჩემტანაც მოფრენილიყო, სიზმარში ვხედავდი.. ღამე გამეღვიძებოდა და ფანჯარას ვაღებდი და ვიყურებოდი:-)

  3. უბრალოდ ლეონარდ შელბი მომწონს სახელი და გვარი. ზუსტად ვიცი რატომაც დავირქი და გადაკეთებაზე თითქოს ირღვევა ყველაფერი 😀

    მე მოსკოვის მაგივრად ნიუ-იორკის ჩვენებას მპირდებოდნენ, მაგრამ ამრტო ყურებს მტკენდნენ :დ

    პ.ს შენ იმიტომ დაგთაგე, რომ შენი ბლოგი ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია : )

  4. ჰეჰ
    დიქტორებზე მეც ეგრე მეგონა 😉 აი, მოსკოვის დანახვაზე, რამდენიმე ჩემს მეგობარს სჯეროდა და გულში მიხაროდა, რომ მე ვიცოდი, მოსკოვი “ყურებს ზემოთ” კი არა, უფრო შორს იყო 😀

  5. ჰაჰააა.
    მერე რა ქენი???
    მოიშორე ნაკოცნის კვალი??? 😀 😀 😀

  6. Kate
    მოიშორე ნაკოცნის კვალი???
    ara, mere is biWi Semiyvarda 😀 arada mesame dRes wavida, gauTavda “pitiovka” 😀

    Leonard Shelby

    პ.ს შენ იმიტომ დაგთაგე, რომ შენი ბლოგი ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია : )

    didi madlobaaaaaaaaaa

  7. მესამე პუნქტმა დამაფიქრა ძალიან. რატომ გეგონა ასე? ანუ ბავშვის ყველა მეგონას რაღაც საფუძველი აქვს, და ამის საფუძველი რა იყო?


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: