Posted by: tatushka55 | ივლისი 31, 2009

Taa & Ninja Love Story (End)

მეექვსე ნაწილი უკვე დასასრულია მთელი ისტორიის
აი დასასრულების წერა კი ყოველთვის მიჭირს ხოლმე, სტანდარტი არსებობს რომ დასასრული უნდა იყოს ან კარი (ჭირი იქა ლხინი აქა ან HAPPY END) ან კიდევ ცუდი.
მაგრამ ჩვეულებრივი დასასრულები არავის არ უყვარს 🙂
თუმცა ჩვენი ისტორიის შემთხვევაში ცხოვრება გრძელდება, LOVE STORY გრძელდება ამიტომ დავწერ მხოლოდ დაქორწინებამდე და HAPPY END იქნება ქორწინება 🙂

24 თებერვალი, 2007 წელი

თაკოს (ჩემი დაქალი და მეჯვარე) დაბადების დღე იყო.
7 დაქალოჩკა გავიზმანეთ და წავედით რესტორან ბაბილოში. ვჭამეთ, დავლიეთ, ვიცეკვეთ ,დავიმხეთ. უუუუუუგონოდ მთვრალები ვიყავით. სმა ჯერ კიდევ მანამ დავიწყეთ სანამ საჭმელს მოგვიტანდნენ. იისე გადავთვერით ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი :D.
სადღაც ღამის 3 საათი იქნებოდა და ძააალიან, ძალიან მომინდა დიმას ნახვა. ნუ ეხლა სიმთვრალე და გრძნობები ყველამ იცით რო სამმაგდება და ათმაგდება.
დავუმესიჯე სად ხარ რას აკეთებ მეთქი. სახლში ვარო კომპთან ვზივარ რაღაცას ვჩალიჩობო.
– სურვილი რომ მაქვს მოგებული ხომ არ დაგავიწყდა მეთქი
– არაო
– ხოდა მეთქი ეხლა წამოხტი მაგ კომპიდან, დაქოქე შენი ნინჯა და მომაკითხე ბაბილოში ვართ მეთქი.
რა დაუნდობლობაა, ჯერ თებერვალი, ღამე, ყინვა და ისიც 3 საათზე გამოიყვანო ადამიანი თბილი სახლიდან.  👿

ხოდა რას იზამდა ეხლა, სურვილი სურვილია და უნდა აესრულებინა, ჯომოლუნგმა დალაშქრე მეთქი ხომ არ მითხოვია 😀
კანდელაკიდან დიღომში მოდი მეთქი და სახლში წამიყვანე მეთქი

სადღაც 40 წუთში მოვიდა, თაკო გავაფრთხილე მე წავედი მეთქი (თაკოსთან უნდა დავრჩენილიყავი იმ ღამეს, ხოდა მეთი სახლში წავალ მერე) და ჩავედი, კინოებში რო მთვრალებს ანსახიერებენ ხოლმე მსახიობები – აი ეგრე დავდიოდი ზუსტად 😀
დიმა სიცილით მოკვდა რო დამინახა, რაამდენი დალიეთო.
ნუ წავედით, ვიარეთ…  ვიარეთ…  ვიარეთ…  ვიარეთ…  ძაააალიან ბევრი
არ მახსოვს რამდენი საათი დავდიოდით, ხან ვჩერდებოდით, მტელი გზა ენა არ გამიჩერებია
ვქაქანებდი, ვქაქანებდი, ვქაქანებდი, რაღაცეებს ვებოდიალებოდი ტვინს ვუღუნავდი.
სადმე განათებულ ადგილას თუ გააჩერებდა ვჭედავდი, მანდ არ გაჩერდეეეე, ვიცოდი რო მტელი ალკოჰოლი სახეზე მეხატა და არ მინდოდა სინათლეში დგომა
მოკლედ რამდენი საათი ვუღუნე ტვინი ეხლაც არ ვიცი, დღემდე მეკაიფება ხოლმე, ერთადერთ I LOVE YOU HONEY  მეთქი არ მითქვამს პირდაპირ თორე დანარჩენი ყველაფერი. თან თვითონ არ ვალაპარაკებდი 😀 იმენნა არ ვაჩერებდი ენას რო რაღაც ისეთი არ ეთქვა რო მე არ მესიამოვნებოდა 😀
ბოლოს გავჩუმდი ………..
როგორც იქნა, ალბათ დიმას ყურებმაც დაისვენა. ხოდა ეხლა მაგის ჯერი იყო რო რამე ეთქვა…… მაგრამ ჩამეძინა 😀 😀 😀  😆
არ ვიცი სად ვიდექით, მაგრამ რო გავიღვიძე აშკარად დილა იყო და დიმასაც ეძინა 😀
ძაააააან პრიკოლი დილა იყო, თან კვირა დღე იყო, რუსთავში უნდა წავსულიყავით.

გავაღე მანქანა გადავედი, ძალიან მრცხვენოდა, მეთქი რა სისულელეა, დათრობა და ესეთი ტრუკების ჩატარება. თან ყველაფერი მტკიოდა, იმ ერთი ციდა მანქანაში ძილი ცოტა რთულია 🙂

ხოდა ნუ რამდენ ხანს ვიდგებოდი ეგრე, ჩავჯექი ისევ მანქანაში
დიმას უკვე ეღვიძა, ძაან საყვარლად გამიღიმა, უუფ ისე გამიხარდა – რაღაც უცებ კარგ ხასიათზე დავდექი
დავიწყეთ ფიქრი რა გვექნა, ცოტა უნდა გამოვფხიზლებულიყავით
წავედით მაკდონალდში, ჯერ ერთი საათი ტუალეტიდან არ გამოვდიოდით, სანამ დავიბანე სახე – ხელები მოვიწესრიგეთ თავი, თმა დავივარცხნე, მაკიაჟი მოვიშორე წინა ღამის და განვიახლე.
მაკდონალდში კაციშვილი არ იყო ჩვენს გარდა, კიდე კაი თორე მაგარი სასაცილოები ვიქნებოდით.
მერე ყავები დავლიეთ, ვჭამეთ და უკვე ძააააააან მაგარ ხასიათზე წავედით რუსთავში ტრეკზე.

ამის მერე ყველაფერი რაღაც უცნაურად და თავისთავად ხდებოდა. თუ სადმე მივდიოდით მივდიოდით ერთად, თუ რამე ხდებოდა ვიყავით ერთად და საერთოდაც ნელ ნელა ძაან ძაან ერთად ვიყავით.
  ერთად ვაკეთებდით ყველაფერს, ვეხმარებოდით ერთმანეთს ყველაფერში, ერთად ვატარებდით ყველა საღამოს.
ხოდა ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და დღემდე ძალიან გვიყვარს.
რაღაც კარგად ვერ ვწერ ამ დასასრულს, რაღაც ბანალური არ მინდა გამოვიდეს.
მოკლედ ესეთი იყო ჩვენი სიყვარულის ისტორია 2005 წლიდან დაწყებული 🙂


თუ მომავალში მუზები მომივა უკეთესად დასრულების დავაედიტებ :))

THE END …

 

Advertisements

Responses

  1. :jump:

    როგორ ველოდებოდი ბოლო ნაწილს!

    მაგრამ რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა ისე დასრულდა, იმედია დააედითებ კიდევ :))

  2. cota ganavrce 🙂 momewona ise 🙂

  3. xoooo, egrec mivxvdi
    ar mexerxeba raa dasasrulebis cera 😦

  4. sweet :))

  5. აუ დაგლიჯა, ძაან მაგარი ისტორიაა!!!
    🙂

    მაგრად ვიხალისე, თან რაღაც კეთილი ამბავია და კარგადაა მოყოლილი

    დაახლოებით გამახსენდა ჩემი ამბავი, შარშან, გაგანია ომის დროს, დილის 4 საათზე, გაღუნული მთვრალები წყნეთიდან სიღნაღში რომ წავედით, ვითომ ხელის მოსაწერად…
    :):):)

  6. Dv0rsky

    mere ra qenit? rogor dasrulda?
    Chvenc signagshi movaceret xeli 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: