Posted by: tatushka55 | July 26, 2009

დავივიწყე ჩემი ბლოგი :(

დავივიწყე ჩემი ბლოგი 😦

კი არ დავივიწყე უფრო სწორად სულ მახსოვს, უბრალოდ დრო არ მაქვს იმდენი რომ მოვიკრიბო მუზები, დავჯდე და დავწერო
ეხლა ბავშვი დავაძინე აივანზე კალიასკაში, დიმა გონკებს თამაშობს, ყველა ნაჭამია… და ცოტა დრო მაქვს რომ რაღაცა დავწერო
მაგრამ იმდენად ცოტა რომ ვერც ლავ სტორის გავაგრძელებ და ვერც რამე საინტერესოს დავწერ.

ეს დღეები სულ ჩემი ბავშვით ვიყავი დაკავებული რადგან 9ის ნახევრამდე სულ მარტოები ვართ ხოლმე
ვიკი ხელში ყოფნას მიმიჩვიეს და ეხლა თუ არ ძინავს მაშინ სულ დედიკოს ხელებშია და თუ რამე მაქვს გასაკეთებელი ცალი ხელით ვაკეთებ ხოლმე.
ამ დღეების მანძილზე ბავშვი როგორც კი იძინებდა მაშინვე მამა.რუ_ზე ან სადმე უცხოურ საიტებზე დავძრომიალობდი ხოლმე და ძალიან ბევრი ეფექტური ინფორმაცია ვიპოვე ბავშვების შესახებ. მეც ნელნელა ვიყენებ ყველაფერ ამას პრაქტიკაში.
ეს დღეები ბავშვის გარდა რემონტის საქმეებითაც ვართ დაკავებული მე და დიმა. ჯერ სახურავის ხელოსანს ვეძებდით მთელი ერთი კვირა, დიმა მოვიდოდა მერე ისევ წასასვლელი იყო რო მორიგი ხელოსნისთვის ეჩვენებინა სახურავი. დაზიანებულია და მაგარი წვიმისას წყალი ჟონავს ხოლმე. ნუ ძლივს ვიპოვეთ შედარებით გამოცდილი რომელმაც დამაჯერებლად გველაპარაკა და გაგიკეთებთო გვითხრა, სადღაც 1700-1800 ლარი ჯდება 😦
ხვალ უნდა დაველაპარაკოთ როდიდან დაიწყებს.
მერე შიდა რემონტს დავიწყებთ, ვერაფრით ვერ მოვიფიქრე დიდი ოთახის კედლები რა ფერი უნდა იყოს, პირველად ცხოვრებაში ფანტაზია მღალატობს. იქნებ დამეხმაროთ. განათებები (ჭაღი, ტორშერი, ნაჩნიკი) და ავეჯიო გვაქვს ხისფერი, დივან კრესლოები მინდა ვიყიდო სალათისფერი, ან ლურჯი (უფრო სალათისფერი), თავიდან კედლებიც მინდოდა სალათისფერი, ეხლა კიდე ვერ აღვიქვავ როგორი უნდა იყოს. გუშინ ელიავაზე ვიბოდიალეთ ვარცევდით რაღაცეებს. კარებებიც ვნახეთ. მოკლედ ერთ ორომტრიალში ვართ.
გუშინ ვიკის მანქანის სავარძელი ვუყიდეთ DSC03665

და მერე ზოოპარკში წავიყვანეთ მე და დიმამ. მაგრად გრილოდა გაგვისწორდა მაგრად, ბლითებიც მივირთვით იქვე გამომცხვარი და ძაან კმაყოფილები წამოვედით.

 

 

 

 

 

 

 

ვიკის ისე სასაცილოდ ეძინა მამიკოს ხელებში რო მთელი ზოოპარკი ჩვენ გვიყურებდა.

DSC03674
შაბათ-კვირა განსაკუთრებით მიყვარს დიმა რომ არის სახლში, უფრო საინტერესოდ და ხალისიანად გადის დრო.
ეხლა რადგან უკვე სავარძელი გვაქვს ეხლა შემეძლება მარტოც ვატარო ბაია, თუმცა აგვისტოში მგონი მაინც არსად მექნება წასასვლელი 😀 ყველა დასასვენებლად წავა.

Advertisements

Responses

  1. ჩემთან ამოდით ხოლმე, ნუცუბიძეზე, თუ სადმე გასვლა მოგინდებათ 🙂
    და თან თუ გინდა სახლის და ოთახის ფერებზეც ვიჭორაოთ 🙂

    7 მდე აქ ვარ, მერეც 17 იდან :)~

    ვიკი ულამაზესია და მანქანის სავარძელი ხო ვაფშე სუპერ 🙂

  2. salatispers gavaketebdi kedlebs me 🙂 sayvareli iqneboda da sada 🙂 viki usayvarlesia 🙂

  3. მე ყვითელ კედლებზე ვოცნებობ :ლავ:

  4. ვაი გენატალე რა საყვალად ძინავს ბოლო სურათში! აი ლავ ჰერ!

  5. მე ვიკის თმის გარდა ვერაფერს ვხედავ, წარმომიდგენია, რა ლამაზი გოგო გაიზრდება.

    მე არ მიყვარს ფერადი კედლები, უფრო კრემისფერი თუ შამპანიურისფერი მომწონს, ჩემი ოთახი ასეთი ფერისაა. ნუ, ყველას თავისი გემოვნება აქვს, ხომ იცი, თან შენს ავეჯს უნდა შეესაბამებოდეს. Good luck!

  6. ბავშვის თითები ძალიან მაგარი საყურებელია – ბუნების შედევრი!

  7. რა საყვარელია ვიკი
    რამდელა გაზრდილა )))

  8. kedlebi vardisprad shegebe, lamazi iqneba, cisprad an salatisprad rom shegebo ertperovani iqneba, tan sony vaio-s rom iyidi vardispers, mouxdeba otaxs 🙂 😀 🙂 :*

  9. adeqi da googleshi chawere da anxe :), warmodgena shegeqmneba metnaklebad,
    mwvane da tetri lamazi iqneba

    ai es naxeee

  10. Gaixaret kvelam, udidesi madlobabi :kiss:


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: