Posted by: tatushka55 | July 22, 2009

Taa & Ninja Love Story (part 5)

2006 – 2007 წლის დეკემბერი – იანვარი გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენს ურთიერთობებში.
უფრო სწორად მე მივხვდი რომ შემიყვარდა ადამიანი, რომლის შეყვარებასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი.
მთელი დეკემბრის ბოლო და იანვარი SRG (Street Racing Georgia) სულ ერთად გავატარეთ, ასეთი ერთსულოვანი ეს კლუბი არასოდეს ყოფილა, ყოველ დღე, ტოველ სარამოს, ყოველ ვიქენდზე, ხან ერთმანეთის სახლებში, ხან ერთმანეთის დაჩებზე, ხან ბირჟაზე, სულ, სულ ერთად ვიყავით.
მაქსიმალურად ვცდილობდით ყველაფერში დავხმარებოდით ერთმანეთს და არაერთხელ გამოგვივიდა კიდეც. ძალიან მაგარი დღეები იყო და ძალიან მაგარი მოგონებები მაქვს.
თავიდან დიმასთან იგივენაირად ვკონტაქტობდი როგორც კლუბის სხვა წევრებთან, მერე არ ვიცი რატომღაც ვიგრძენი რომ ერიდებოდა ცემთან ახლო კონტაქტს და ამან უფრო დამაინტრიგა. ნელ-ნელა, ნელ-ნელა აღმოვაჩინე რომ გაცილებით მეტს ვფიქრობდი ამ ადამიანზე ვიდრე სხვებზე, მერე დავფიქრდი, მივხვდი რო 1 დღეც თუ არ ვნახავდი რაღაცნაირად მენატრებოდა, რა საბაბს არ ვპოულობდი ხოლმე რო დამერეკა, მაშინ მე მანქანა არ მყავდა და თუ სადმე მივდიოდით ყველანი დიმას მანქანაში ეგრევე ჩემი ჩანთა იდო ხოლმე, მერე ნელ ნელა შეეჩვია ყველა რო იქ მე ვიჯექი და აღარ მეცილებოდნენ 😀
უზომოდ შემიყვარდა PiterFM_ის საუნდტრეკი Город 312 – Вне зоны доступа , რაც დიმას მობილურზე ეყენა ზუმერად.


იანვრის ბოლოს უკვე ზუსტად ვიცოდი რო ეს ადამიანი ძალიან ძალიან მიყვარდა და ყოველ დღე უფრო ვრწმუნდებოდი ამაში. ეხლა უნდა გამერკვია მისი გრძნობები.
მაგ პერიოდში გურიჩას მანქანა ჩამოუვიდა და დიმა და გურიჩა წავიდნენ 2 დღით ფოთში
………….. არ მახსოვს ის 2 დღე როგორ გავძელი რო დიმას  არ ვნახულობდი, სამსახურსი იმენნა ვერ ვმუშაობდი, სულ მაგათ ვურეკავდი, ხან ვითომ როგორ მგზავრობდნენ, ხან ვითომ როგორ ჩავიდნენ, ხან საბაჟოზე პრობლემები ხომ არ შეექმნათ, მერე მანქანა როგორ მოეწონათ და ა.შ. მიზეზს რა დალევს ადამიანს თუ ფანტაზია გაქვს 😀
 ნუ ბოლო-ბოლო ჩამოვიდნენ და რესპუბლიკის მოედანზე მოვიდნენ ბირჟაზე, იასნია ერთი ფეხით რო სამსახურიდან გამოვედი, მეორე ფეხით უკვე რესპუბლიკის მოედანზე ვიყავი. შოთის ვთხოვე ჩემს თანამშრომელს და თავისი ბაიკით წამებში მიმაქროლა.
დიმა რაღაც ძალიან ჩვეულებრივად, სხვათაშორის შემხვდა, იდგა იქ სიგარეტს ეწეოდა და რარაცეებს უყვებოდა ბიჭებს…
ძაააააან გავბრაზდი, გავბრაზდი კი არა გავმწარდი, მეთი მე შენ გასწავლი ჭკუას მეთქი …
მე ხომ მსოფლიო ეგოიზმის შემოტევები ხშირად მემართება და ასეთ იგნორს როგორ ავიტანდი ?????

ნუ ამის მერე ხო საერთოდ თავს არ დავანებებდი 🙂 მოკლედ ყველანაირად ვცდილობდი რომ ეს ბიჭი დამებრუნებინა ჩემი თავისთვის 😀
სადღაც თებერვლის დასაწყისში ჩავატარეთ SRG_ს ტურნირი ბილიარდში საბილიარდო RIO_ში
ძააან მაგარი დრო ვატარეთ ძაან გავერთეთ. ფინალში მე და ერთი ბავშვი გავედით და ფინალი მომიგო.
მერე ნელ ნელა დანარცენებიც დაიშალნენ სახლებში, დავრჩით მხოლოდ მე დიმა, ფრანცუზა და გურიჩა.
მე დიმას ვეთამასებოდი მაზიანებზე, ტავისი სურვილი იყო რო სურვილებზე ვითამაშოთო, დღემდე არ ვიცი რას ისურვებდა 🙂
მე მოვუგე ხოდა ეხლა უკვე სურვილები მქონდა 🙂 ჰა-ჰა-ჰა :ბოროტისმაილი:
აი როდის და როგორ გამოვიყენე ეგ სურვილი —————— წაიკითხეთ შემდეგ ნაწილში 😀 😀 😀 😛 😛 😛

Advertisements

Responses

  1. ra sayvareli xar :d

  2. moutmenlad velodebi meeqvse nacils 😀

  3. რა ცუდი ხააარ მოგვიყევიიიიი

  4. Nice blog you have 🙂

    Too bad I can’t read in Georgian ;(


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: