Posted by: tatushka55 | July 20, 2009

Home Alone

დაიძრა…  ყინული რომელიც სახლში მაკავებდა
2 დღეა ჩვეულებრივი ადამიანივით ვცხოვრობ, აღარ ვგრძნობ თავს რძის კომბინატად და ნიანკად
ძალიან საყვარელი ბაიას დედიკო ვარ, უსაყვარლესი ადამიანის მეუღლე და გვაქვს ბევრი საქმე მოსაგვარებელი

შაბათი

დილიდანვე გავიღვიძეთ თუ არა სახლში ფუსფუსი ატყდა
მე და დიმა კანდელაკზე მივდიოდით, ბაიას ვაცმევდით, ცანთას ვულაგებდით რომ რამე არ დაგვრჩეს
დედაჩემი 12 საათზე სიონში მიდიოდა 2 დღით ჩემს დასთან დაჩაზე და სარეცხებს მირეცხავდა ბაიასთვის.

მივედით კანდელაკზე სადაც გვყავდა რემონტის ხელოსანი დაბარებული, დიმასთან სახლში ზაან ძველი რემონტია ხოდა სანამ გადავალთ უნდა დავაწუნინგოთ სახლი და მერე ვიცხოვროდ მშვიდად და კომფორტულად.  მშობლებმა 2 ოთახი გამოგვიყვეს, ერთი დიდი ოთახი ცალკე კარებით, რომელიც იქნება ჩვენთვის მისაღები ოთახიც და სამუშაო ოთახიც და მეორე მე და დიმას საძინებელი, რომელშიც ამ დიდი ოთახიდან შედიხარ, გვაქვს ჩვენი აივანი და მოკლედ ცალკე კუნძული ამხელა სახლში.
გაასწორებს მაგრად, ეხლა მთავარია ფინანსები, სახურავის შეკეთება(რისთვისაც ვეძებთ ხელოსანს და ვერ გვიპოვია) და რემონტის დაწყება.
მე საბოლოოდ გადავწყვიტე რომ სექტემბერში ვუბრუნდები სამსახურს, თავიდან ნახევარ განაკვეთზე.
მოკლედ მოვიდა ხელოსანი, გარიკა, ძალიან საყვარელი კაცი, ყველაფერი ვაჩვენეთ, გავზომეთ დავთვალეთ და საერთო მონახაზი რა გვინდა და რა გვიჯდება უკვე გვაქვს. ეხლა მთავარია სახურავი დასრულდეს რომ დაიწყოს რემონტი.
ამ ყველაფრის შეთანხმების მერე ბაია დავუტოვეთ ლარისა დეიდას(დედამთილს) და წავედით ოქროს ბირჟაზე და მერე ბაზრობაზე რარაცეები გვქონდა საყიდელი. მოვედით ვისადილეთ, ბაიასთან ვიყავით. მერე საღამოს დავბრუნდით ჩვენთან სახლში, კმაყოფილები და ბედნიერები.
ასწორებს სახლში მარტო ყოფნა, დედაცემი რას მიშლის მაგრამ მაინც მარტოობა ზალიან მაგარია, უფრო გემრიელად ვიგრზენით თავი, დიმას ბაია თავისთან ყავდა კალიასკით და XBOXს ტამაშობდა თან ბაიას ართობდა, მე ვიჯექი კომპტან რაღაცეებს ვაკეთებდი, მერე ვაჭამეთ ბაიას, ვეფერეთ, გამოვუცვალეთ და დავაძინეთ.
ჩვენც დავწექით და გემრიელად ვლაპარაკობდით რაღაცეებზე, მომავალზე, გვიან დავიძინეთ

კვირა

ამ დღესაც მარტოები ვიყავით მთელი დღე, დედაჩემი ორშაბათს დილით ჩამოვიდა,.
გვიანამდე გვეძინა, მერე ბაიას ვუვლიდით, კომპებს ვეჯექიტ, დიმა თამასობდა, მერე ბაია ვაბანავეთ და დავაძინეთ დიდი ხნით
საღამოს სტუმრად მივდიოდით გიო და ხატიასთან თომას გასაცნობად

p1010781
ტომაზიტო ძაან საყვარელი ღორმუცელა ბაია აღმოჩნდა, გემრიელი ჩასაყლაპი, რაც იქ ვიყავით სულ საწმელს ითხოვდა პატარა მსუნაგი
ძლივს დააძინა ბებიამ, კარგი იყო სტუმრად, ვიკის სულ ეძინა თითქმის, მოგვცა გემრიელად ჭორაობის საშუალება
მერე 10სკენ წამოვედით ბავშვი უნდა გაგვესეირნებინა კიკვიძეში, მაგრამ მაგარი ქარი იყო და ვერ ჩავედით – ამოვედით სახლში.
კიდე ერთი გემრიელი საღამო გავატარეთ მარტოებმა ჩვენს ბაიასთან ერთად.
იმდენად კარგი იყო რო იმენნა მომინდა მარტო ცხოვრება 😦 მაგრამ მაშინ არც მე და არც დიმა არ უნდა ვმუშაობდეთ და სახლში ერთად ვზრდიდეთ ბაიას 🙂
ასე რომ ხვალ ორშაბათია, დიმა წავა სამსახურში, დედაცემიც ჩამოვა
და ეს ჯადოსნური შაბათ – კვირა უცებ გაქრა /// არადა კარგი იყო ნამდვილად

Advertisements

Responses

  1. თათ,, ჩვენ ხო ერთად ვცხოვრობთ მარტო, და აი (დუდი შაბათსაც მუშაობს) და მიფიქრია ხოლმე კვირა დღის ბოლოს, რო აი ნეტა სულ ასე ვიყოთ შუადღმდე რო გძინავს, მერე რო დაბორიალობ, რაღაცეებს იგონებ რომ გაერთოთ, საღამოს სადღაც გადიხარ მეგობრებთან ერთად ….

    მერე ვფიქრობ რომ, მასე არსეცრთი არ უნდა ვმუშაობდეთ არ უნდა ვსწავლობდეთ და მერე ასეთ დღეებს ის ფასი დაეკარგება, დამიჯერე 🙂
    მარა ახლა ჯერ კიდევ სამსახურშია, მე უსაქმურად სახლში ვაგდივარ და გუშინ კოჯრის მასპინძელოში რო ვიყავით ჩაყუჟულები ჰამაკში ისე მენატრებაააააააააააა

  2. Candy

    “””მასე არსეცრთი არ უნდა ვმუშაობდეთ არ უნდა ვსწავლობდეთ და მერე ასეთ დღეებს ის ფასი დაეკარგება, დამიჯერე “””

    ეგ თავისთავად, ეგრე ცხოვრება სისულელეა, ხო უნდა გენატრებოდეს ბოლო ბოლო
    დღედაღამე თუ უყურე იმენნა მოგბეზრდება და ეგაა 🙂
    უბრალოდ იმიტომ მომეწონა ეს შაბათ-კვირა რომ ამ ბოლო 1 თვის მანძილზე რო არაფერი ხდებოდა საინტერესო
    გარდა ბავშვის მოვლისა, რაც ჯერ იმდენად საინტერესო არაა
    საინტერესო მერეა ახალ რაღაცეებს რო სწავლობს, თორე ჯერ სუ ტირის, ჭამს და ძინავს 🙂

  3. ოჯახური იდილია :))
    პაწაწო როგორ არის დამშვიდდა? დედიკოს აღრ ატირებს? 😀

  4. Kii shedarebit damshvidda da 1 tvisac gaxda ukve


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: