Posted by: tatushka55 | ივლისი 18, 2009

Taa & Ninja Love Story (part 4)

2006 წელი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ძალიან ბევრი ცვლილება მოიტანა.
მარტში ისევ გახსნეს ცემი სამსახური და დავბრუნდი, ბევრად უფრო გაბანძებული სიტუაცია და დაკლებული ხელფასი დამხვდა, ძლივს გავძელი აგვისტომდე. აგვისტოში მე და ნატა ჩემი თანამშრომელი ბათუმში წავედით, 2 უუუმაგრესი კვირა გავატარე, ყოველ ღამე პროზაკში გათენებამმდე, მერე დღისით ხან სარფში, ხან გონიოში, მერე რალიც ჩატარდა ბათუმში. მოკლედ ყველა მხრივ მრავალფეროვანი იყო ეს 2 კვირა.
აგვისტოში ცამოვედი თბილისში, წამოვედი სამსახურიდან და ისევ ბათუმში დავბრუნდი ამჯერად უკვე მარტო და 3-4 დღე გავჩერდი, ხან ჩემს მამიდაშვილთან ვრჩებოდი ხან მეგობრებთან მაგრამ დაუვიწყარი 4 დღე იყო, ესეც იმიტომ ჩავედი რომ რომელიღაცა სუპერ-დუპერ DJ ჩამოდიოდა რომლის გამაზვაც არ მინდოდა. აი ეს 4 დღე იყო რაღაც ძაან ბოჰემური, მხოლოდ 1 ჩანთა ტანსაცმელები, დაუგეგმავი ღამეები, მთავარია დღისით მთელი დღე პლიაჟზე ხარ და ღამე მთელი რამე პროზაკში, დალშე ეს ჩანთა ხან სად რცებოდა და ხან სად. ძირითადად თეოსტან ცემს მამიდაშვილთან ეგდო, მივდიოდი ვიბანავცებდი და მერე პლაჟზე ერთად ვგაზავდით ხოლმე მე და თეო. ტეოც ავიყოლიე კლუბურ ცხოვრებაში და ჩემთან ერთად დამყავდა ხოლმე. ბავშვს მამიდაჩემს ვუტოვებდით.

Taa, DJ All Star, Dobo and the boy  (სახელი არ მახსოვს) 

Picture 186

ბათუმიდან რომ დავბრუნდი, გადავწყვიტე რომ ვიწყებდი ახალ ცხოვრებას, ავედი ბაზრობაზე ვიყიდე ახალი ტანსაცმელები, დავაგზავნე CV_ები ყველგან სადაც მომეწონა, ახალ სამსახურს ვეძებდი, შევიცვალე ვარცხნილობა და იმიჯი და წავედი 1 კვირით სიონში ხატია და დათოსთან ერთად.
ჩემს ისედაც უსაშველო ზაგარს, სიონში კიდევ მივუმატე, ძაან მაგარი დღეები იყო, სიონში უკვე დამსვენებლები აღარ იყვნენ და რამე სასტიკად ციოდა ხოლმე, შუადღეზე კიდე ტბაზე დავდიოდით, მიუხედავად ხატიას ორსულობისა.
ამასობაში დაიწყეს რეკვები ჩემთან სამსახურის თაობაზე, ერთ 8-9 ადგილას ვიყავი მგონი გასაუბრებაზე, ამის შესახებ მთელი პოსტი მაქვს დაწერილი:

https://tatushka55.wordpress.com/2009/05/02/jobs-in-tbilisi/

ხოდა ბოლოს არჩევანი შევაჩერე ახალ ნათებაზე, სადაც დღემდე ვმოღვაწეობ.
ამ პერიოდში ვნახე დიმა უკვე 8 თვის უნახავი, ზალიან შემთხვევით.
სტრიტრეისინგის ბირჟა ამ დროს უკვე მე9 საავადმყოფოსთან იყო გადასული და ძირითადად ბირჟაობით შემოიფარგლებოდნენ, სერიოზული დვიჟენიები არ ხდებოდა, გარდა დიმას პროექტისა.

133121

დიმას მაგ პერიოდში ახალი მანქანა უყიდია HONDA DEL SOL, რომელიც დაატურბინა და გახდა NINJA
ჩემი უსაყვარლესი მანქანა მომავალში 🙂
NINJA კიდე იმიტომ გახდა რო დიმას ნიკი იყო სტრიტრეისინგში.

ხოდა ერთ საღამოს მე, ჩემი დაქალი და თავისი პაკლო მაგ ტერიტორიაზე მივდიოდით რო დავინახე ყველანი ბიჭები იდგნენ და პატრულის მანქანები ბევრი. ეგრევე გავაჩერებინე ამ ტიპს მანქანა, მეთქი მე აქ ვრჩები თქვენ წადით უჩემოდ.
გადმოვედი, ვნახე ბიჭები, თურმე ეს პატრულები დიმას ეზებდნენ თავისი მანქანითურთ, ტურბინიანი მანქანით ისე სწრაფად უვლია ქუცებში რო ბევრი პატრული აეკიდა და ყველას გაექცა და იმენნა ძებნა გამოაცხადეს.
ხოდა დიმას მოუსწრია, მიუყენებია მანქანა მე9_სთან სანამ პატრულები გაიჩითებოდნენ და გადმოსულა, ჩაუკეტია.
მოვიდნენ პატრულები გაჩითეს ეს მანქანა, მაგრამ ყველამ თქვეს რო არ იცოდნენ ვისი იყო, და რო მძღოლი იქ არ იყო, არადა დიმაც იქ იდგა და იმენნა ბაზარი გაუბეს პატრულებს.
ამასობაში მეც მივედი და მეც ჩავერთე, მაგრად გავერთეთ მახსოვს, რარაცეებს ებაზრებოდნენ ბიჭები და ეკაიფებოდნენ იმ პატრულებს, ისინი გაგიჟებული იყვნენ ვერცერთი მანქანა ვერ დაეწიაო რა აქვს ასეთი ამ პატარა მანქანასო.

მაგ დღეს რაღაცნაირად დიმასთანაც საკაიფოდ ვიკონტაქტე, დაინტერესდა რას შვებიო, რარაცეები, მერე მაგის მერე ერთიორჯერ მესინჯერშიც მელაპარაკა, მერე მე რო სტუარდესობაზე ბოლო ტურსი აგვედი მაგ დღეს ვნახე, დიმა სპარკო და პეპე და მაგანაც მითხრა მაშინ რო მოვუყევი ესე-ესე მეთქი, რო რა გინდაო საქართველოს თვითმფრინავებში იმენნა არ ღირს სტუარდესობაო.
ამ პერიოდში მე BMW CLUB GEORGIA_ს წევრი გავხდი, პირველად დავარეგისტრირე ჩემი ნიკი თაა, რომელიც იმის მერე სულ თან დამაქვს 😀
მაგ წელს ბათუმში მეძახდნენ კლუბერები თაას, თათას ნაცვლად, უფრო მოკლედ და მარტივად ჟღერსო და მეც დამევასა თაა და დავიპატენტე ყველგან ნიკებად 🙂
 სადღაც ოქტომბერ – ნოემბერში, მაშინ როდესაც სტრიტრეისერების ჩამიჩუმი არ ისმოდა ქალაქში, BMW CLUB GEORGIA საკმაოდ მოძლიერდა და ზალიან პოპულარული გახდა, ხალხი აქტიურად დადიოდა ჩვენს ტუსოვკებზე, ბირჟებზე, ერთხელ ღამის რუსთავიც მოვაწყვეთ, ერთხელ მინი დრაგი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ, რომელიც კინაღამ ძაან ცუდად დაგვიმთავრდა. მაგ პერიოდში სტრიტრეისერებსაც საკმაოდ ხშირად ვპატიჟებდით და ისინიც მოდიოდნენ.
 მერე ნელ ნელა სტრიტერებიც გააქტიურდნენ, კონკურენტმა კლუბმა ცოტა გამოაფხიზლა, მე უკვე რაღაცნაირად ორ წყალს შუა ვიყავი, სტრიტერებთან მანანდე ტელი 1 წლის ურთიერთობს და მეგობრობის ისტორია მქონდა და ისევ მათკენ მიწევდა გული. თვითონაც სულ ცდილობდნენ რომ ყველა მათ შეკრებაზე ვყოფილიყავი და 
რო გადავსულიყავი მათთან.
ზუსტად დეკემბერში, საბოლოოდ გადავწყვიტე ისევ სტრიტერებთან ყოფნა, თავიდან ძალიან მიჭირდა ბეემვეშნიკების დატოვება ბევრი კარგი ადამიანი და მეგობარი მყავდა მანდ, მაგრამ მერე ერთმა პატარა სულელურმა ინციდენტმა ეს ყველაფერი იოლად გადამაწყვეტინა.
 მე წამოვედი BMW CLUB GEORGIA_დან და დავუბრუნდი STREET RACING GEORGIA_ს
 ზუსტად 24 თუ 26 დეკემბერს ჩავატარეთ უუუსერიოზულესი დრაგ რეისინგი პირველად საქართველოში

flyer_test
პირველად ღამე რუსტავის ავტოდრომზე, განატებებით და ხელნაკეთი შუქნიშნით, რადიო ბიტ FMის მხარდაჭერით, ზაალიან მაგარი ივენთი გავაკეთეთ.
ყველაფერი დრაგისთვის იყო ჩვენი ხელებით გაკეთებული, გვიან ღამემდე გურიჩას გარაჟში ბიჭების ნაწილი და ხანდახან მეც ვაწყობდით ამ ყველაფერს, ვგეგმავდით, ტექსტებს ვწერდით, ფლაერების და პოსტერების დიზაინს ვათანხმებდით, რადიო რეკლამის ტექსტი დავწერე და ძაალიან მაგარი გამოვიდა.
ძააან მაგარი ივენტი იყო, ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა, უამრავი ხალხი იყო, ერთადერთი ცუდი იდ იყო რო ზალიან ციოდა, უზომოდ და უგონოდ ციოდა. დრაგი მე მიმყავდა საკმაოდ მთვრალ მდგომარეობაში. სხვანაირად ვერ შევძლებდი, ვერ გავძლებდი იმ სიცივეში…

To Be Continued …

Advertisements

Responses

  1. eex es reebs maxseneb xolmee raa Taa 😀 mTeli Drag racing gamaxsendaa 😀 da vabshe ragac ragaceebi carsuli cxovrebidan da martali gitxraa didi nostalgiebi momacvaa 😀

  2. ხოოოო, ძალიან მაგარი დრო იყო
    სუპერ დუპერ დვიჟენიები, მენატრება ხოლმე

    გახსოვს როგორ გაგიცანიიიიიი 😀

  3. შენს რომელიმე დაქალს შემთხვევით თეონა ხო არ ქვია.. გვარი არ მახსოვს, მარა ქმრის გვარი ვიცი:მაისურაძე და დედის:მორჩილაძე 😀

  4. qristine

    Daqali ara, eg teo chemi mamidashvilia

  5. უიჰ.. და შენ ის.. თეო ჩემი მასწავლებელია, უფრო სოწრად ინგლისურის რეპეტიტორი 😀 ხანდახან გვიყვებოდა ხოლმე თქვენზე, როგორ აღნიშნეთ თეოს დაბადების დღე.. ვახ, რა პატარაა ეს თბილისი მართლა 😀

  6. ohoooooo, ki teos kavs moscavleebi
    Magram gavocdi exla, ras gikvebodat asets ro uceb mixvdi vinc vikavit 🙂
    dzaan gamaoce 🙂
    ranairad mixvdi?

  7. ვახ, აი არ ვიცი, მარა მივხვდი.. რაღაც საკვანძო სიტყვები გამოიეყენე და 😀 (აი მაგალითად, სიონი) გადაირევა რო ვეტყვი თათიას ვიცნობ-მეთქი.. 😀 აუ უფრო გადაირევ იმას თუ მოვუყვები, რა ქვია, შენს love story-ს..
    აუ რანაირად მივხვდი ეე! :mrgreen:

  8. მოიცა, თეონა თუ შენი მამიდაშვილია, მორჩილაძე ხო გამოდიხარ, ბოშო შენ? გამარჯობა შენი, მორჩილაძე ვარ მეც! რავა გეგონა აპა! 😀

  9. qristine

    Kii mec morchiladze var 🙂

  10. მაგარიაააააააააააა

    შემდეგ ნაწილს ველიი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: