Posted by: tatushka55 | July 15, 2009

Not allowed for Pregnants and Future Moms

გუშინ კიდევ ერთი რთული დღე მქონდა დედობის
კომპში ფაილი მაქვს სადაც ვიკის რეჟიმს ვწერ ხოლმე, როდის ჭამა, როდის დაიძინა, ეს მეხმარება რო გავიგო ხოლმე შუალედები. მაგრამ ამ ფაილის გუშინდელი დღე მთელ მოთხრობად გადაიქცა:

სამშაბათი 14 ივლისი

06:46 გაიღვიძა, ვაჭამე, ხელში დამყავდა, გამოვუცვალე

07:20 ჩავედით კიკვიძეში სასეირნოდ

08:15 ამოვედით დაიძინა

08:40 გაიღვიძა იტირა, ვაჭამე, ვატარეთ აქეთ იქეთ, დავბანეთ, გამოვუცვალეთ

09:48 დაიძინა

10:05 იტირა, გამოვუცვალე, ვაჭამე მაგრად ჭიჭყინებს მთელი დილაა

10:47 ძლივს დავაწყნარე, გადამიყვანა ჭკუიდან, მეც ვბღაოდი უკვე მაგასთან ერთად, ჩავაძინე ტირილ ტირილში, მუცელზე დავაწვინე

11: 40 გაიღვიძა ისევ ტირილით, ვერაფრით ვერ ვაწყნარებ, რა არ გავუკეთე, ვიბუქნავე, აქეთ იქეთ ვაქნიე, ვიმღერეთ არ მშვიდდება, პირიქით უფრო ხმამაღლა ყვირის. სოსკას არ იკარებს, ჩაის არ სვამს, მეც მშიააა

12:10 ვაჭამე, ცოტა დაწყნარდა 5 წუთით და ისევ დაიწყო, არ ვიცი რა ჭირს, მუცელზეც მიწევს და ვეფერები მაგრამ მაინც ტირის

12:20 ისევ გამოვუცვალე პამპერსი და კლიზმა შევურჭე მეთქი გამოვიღო რაც აწუხებს, რაღაც სითხეები კი გამოვიდა, მაგრამ ისევ მწარედ ატირდა, წავედი დავბანე, მაგრამ არ ჩერდება.

DSC0359112:35 ცალი ხელით შევიტანე ტაშტი ვანაში, ავავსე თბილი წყლით და ჩავაწვინე, თავიდან ისევ ღრიალებდა, მერე ესიამოვნასავით და გაჩუმდა, კაი ხანს მყავდა ასე და მუცლუკაზე ვასხამდი წყლებს, მერე ამოვიყვანე, ვამშრალებდი და ისევ მორთო ტირილი, უკვე აღარ ვიცი რა გავუკეთო ფანტაზია აღარ მყოფნის. თან ძნელია სახლში მარტო რო ხარ იგრუზები ადამიანი.

 

12:40 ჩავაცვი პამპერსი და მშრალი ბოდე, მაინც ტირის, დამყავს აქეთ იქეთ და ვაბუქანავებ თან ვეფერები და ვეკონტაქტები, ვატყობ იღლება და ითიშება, ჩუმად ჩავაწვეთე დამამშვიდებელი ერთ ერთი ტირილის დროს, უკვე ისე დამცხა გავგიჟდი და ძალაც აღარ მყოფნის, მგონია თაბრუ დამეხვევა და ხელიდან გამივარდება მეთქი. არ ვიცი რაღა ვუყო, უკვე ისე ვაქნევ აქეთ იქეთ და ვმღერივარ ბოლო ხმაზე რო შეიძლება მეზობლები შემოვარდნენ რა ხდებაო.
 
12:55 გაითიშა, ჩავაწვინე თავის ლოგინში, მუცელზე მინდოდა მაგრამ თვალები გაახილა და მეთქი ეხლა თავიდან არ დაიწყოს ეგრევე დავაწვინე. დაიძინა, ვნახოთ რამდენი ხანი ეძინება

14:50 გაიღვიძა, კამის ჩაი დლია , ჭამა-გასკდა.

15:40 იძინებს ….

15:56 ისევ იტირა, ისევ მაგრად გაჭედა, გამოვუცვალე, დავბანე, ხელში ვაქნიე, აღარ შემიძლია, ნერვი აღარ მაქვს. ვერაფერს ვეღარ ვშველი რაც არ უნდა გავუკეთო მაინც ტირის, მერე მეც მეცლება ენერგია და მეც ტირილს ვიწყებ, ეს ცალკე ღრიალებს, მე ცალკე, სოსკა ვერ ჩავუდე ცოცხალი თავით. მერე ვეღარ გავუძელი და აქეთ ოთახში გამოვედი და მე აქეთ ვტიროდი ის იქეთ. ისევ მივედი გულმა ვერ გამიძლო, ხელში ავიყვანე და ორივე ცრემლების ღვრით დავრბოდით ოთახებში, ხან ვბუქნაობდით ხან თვითმფრინავებს ვაკეთებდით. რატო მოუვიდა ასე დღეს ვერ ვხვდები.
მე უკვე მაგრად ვჭედავ, ვერ ვუმკლავდები საერთოდ, ვერ ვუძლებ მაგის ტირილს, ყველანაირად ყველაფერს ვცდილობ მაგრამ რო გაჭედავს და ნახევარ საათზე მეტხანს გრძელდება მერე მეც ვგიჟდები და საერთოდ აღარ მინდა ხოლმე შვილი. წეღან ეგ რო ბღაოდა მეც იმხელაზე ვიყვირე რა გავაკეთო რო დაწყნარდე მეთქი რო მერე ჩემი ხმის შემეშინდა.
  აუ ძალიან ბანძი დღეა, ვზივარ ქინძივით ძლივს დავაწვინე და ცრემლები ჩამომდის. არ მინდა ასეთი შვილი, როცა მშვიდია ან ცოტას ტირის ისეთი მინდა. ასე უაზროდ რო მაგიჟებს ხოლმე საათობით მერე უკვე საერთოდ მიქრება დედობრივი გრძნობები. დეპრესიაში ვარ, არადა ამ ერთი ციდას თუ ესე გადაყვა ჩემი ნერვები, მერე რანაირად უნდა მოვუარო “პსიხაპატკა” თუ გავხდი ამის საქციელებით.
   რა მშვიდი და ბედნიერი ვიყავი ორსულობისას, არც ვნერვიულობდი არც ვტიროდი, ბედნიერად ველოდებოდი ამ პატარა მონსტრიკის გაჩენას. დედა მიტირა იმენნა …
  არადა დღეს ვკითხულობდი სტატიას რო დედებმა რომლებიც ძუძუს აჭმევენ საერთოდ არ უნდა ინერვიულონ და მაქსიმალურად მშვიდები და გამოძინებულები უნდა იყვნენო. თურმე ერთ პატარა ნერვიულობასაც კი შეუძლია ძუძუს გაშრობა და რძე აღარ მოვა, მე კიდე დღეს საკმაოდ სერიოზული სტრესი გადავიტანე. იმედია არ იმოქმედებს ჩემს ძუძუზე თორე მერე უფრო დამერხევა ….

17:00 ისევ გაიღვიძა, ისევ ტირილით, ისევ სირბილი, ისევ დაწყნარება, პამპერსი სუფთაა, კამის ჩაის არ სვამს, გაჰკივის ბოლო ხმაზე, ვეფერები, ძუძუ ვაჭამე, მაინც გაჰკივის ბოლო ხმაზე, ავიყვანე გავატარ- გამოვატარე, ვაკაჩავებდი ხელში, ვეფერებოდი, ისევ გავაგრძლე ძუძუს ჭმევა, მერე წამალი დავალევინე, ისევ ხელში ავიყვანე, დავდივართ ოთახებში და ვუმღერივარ და ვაქნევ აქეთ იქეთ. ეხლა ისე ვარ ერთ პაჩკა სიგარეტს მოვწევდი, მერე რამე ნარკოტიკულ ნივთიერებას მივიღებდი, და გავითიშებოდი სამყაროდან ერთი რამდენიმე საათით.
     რისგან დაემართა ასეთი შეტევები მაინცდამაინც დღეს როცა მარტო ვარ სახლში არ მესმის რაა. შაბათ-კვირას როცა დიმა სახლშია და ორნი უფრო მხნედ ვიქნებით და უფრო დავაწყნარებთ თითქმის არ ტირის ხოლმე. მე მარტო რო ვარ მაშინ უნდება სამყაროს გადადგმა.

17:51 კალიასკაში ჩავაწვინე, თვალები ეხუჭებოდა და მეც ხელებში ძალა აღარ მქონდა, იმედია დაიძინებს.

18:00 არა, არ დაიძინა, მაგრამ ბოლო ხმაზეც არ გაჰკივის, ხელში მყავს და ჩუმად კრუსუნებს, ღმერთო რა საცოდავია, ვერაფერს მეუბნება რითი ვუშველო. დიმა მწერს როგორ არისო, მივწერე როგორც არის 😦  ნეტა მალე მოვიდოდეს დედაჩემი

18:40 მოვიდა დედაჩემი როგორც იქნა, ბაია ისევ ტიროდა და ვაჭმევდი, ზუსთად მაგ დროს მოვიდა. მამიდაჩემთან გვინდა გადასვლა, მე ძალა არ მაქვს და სახეზე ადამიანს არარ ვგავარ – ალბათ რაღაც ბაბაიაგას …
არადა მინდა თათულისთან, ჯერ ერთი თვითონაც მაგარი ყოჩაღია, მერე თურმე ხატიაც იქ ყოფილა, ბებიაც იქ არის და რაღაცნაირად მოვუვლით ამ ბაიას. არადა ცალკე ეს კვდება ტირილით, ცალკე მე საფრთხობელას ვგავარ, სად გინდა წახვიდე.
დიმა მოვიდა, შეეშინდა ალბათ ცოლი არ გამიგიჟდესო, 😀  დიმა რო მოვიდა ბაია უკვე დედაჩემს ყავდა აწყნარებდა, საჭმელიც კი არ მიჭამია, ენერგია საერთოდ არარ მაქვს. მაინც გადავწყვიტე წასვლა, იქ უფრო განვიტვირთები. ბავშვი გადავაბარე დიმას და დედაჩემს და წავედი მოვემზადე, მოვწესრიგდი.

19:30 ჩავედი დავქოქე მანქანა, დიმას დაეზარა წამოსვლა სახლში დარცა, აუ ცემს მანქანაში კონდიციონერი არ არის და მაგრად ტეხავს, ძალიან ცხელოდა. წავედით თათულისთან, ბაიას საყვარელი ნაცრისფერი თეთრში ბოდე და ჯინსის იუბოჩკა ჩავაცვი, უნდა იმარიაჟოს დიდ ბებოებთან.

21:27 წამოვედით თათულისგან, იქ ხან ტიროდა ხან ეძინა, ტირილისგან უკვე ხმა ჩაეხლიჩა ჩემს მოცუცქნულს და ისეთ საცოდავ ხმაზზე ტირის და წკმუტუნებს გული გეტკინება ადამიანს, თათულიმ გაზგამყვანი გაუკეთა და ცოტა კი განთავისუფლდა ბაია მაგრამ მაინც ტიროდა და ისევ აწუხებდა რაღაცეები. მე განსხვავებული მარტო ვაშლი ვჭამე, მეტი არაფერი, ალბათ ახალმა ვაშლმა უქნაა? დაბლა რო ჩამოვედით, ვიღაც კრეტინს ისე გაუჩერებია მანქანა რო მე ცამიკეტა, არადა ბაიაც ტიროდა, ვერსად ვერ ვიპოვეთ ვისი იყო ეს მანქანა, ბოლოს სანტიმეტრებით და მილიმეტრებით, მტელი უბანი მეხმარებოდა და გამოვიყვანე, თან მაგარი ვაგინე იმ გოლფის პატრონს გულში, რა ხალხია მარტო თავის თავზე რო ფიქრობენ.

22:00 მე აფთიაქში ჩავედი ინფაკოლის საყიდლად, ხატია დათო და დეაკო მოვიდნენ, ბაია ისევ ტიროდა ხატიას ყავდა ხელში.მერე ისევ ძალიან ბევრი იტირა, მე და ხატიან ისევ გავუკეთეთ გაზგამყვანი, ისევ ბევრი სითხეები და ჰაერები გამოიტანა, თბილ წყალში ჩავსვით და ვაბანავეთ, მერე ხატიამ ხელში ატარა, ვაჭამეთ და დაიძინა


22:50 ისევ გაიღვიძა…….
და დაიწყო დაუვიწყარი ღამე  სადღაც 2 საათამდე არ გვიძინია, ბაია ბოლო ხმაზე ტიროდა, ხან მე ვეფერე, ხან დიმამ, ხან დედაცემს ყავდა, ისევ თბილ ვედროში ჩავსვით, ნაჭრები დავაუთოვეთ და თბილები მუცელზე დავადეთ, ჩაიძინებდა ხოლმე დაღლილი – დავაწვენდი და 5-7 წუთში ისევ იღვიზებდა, მეც უძილო ვიყავი და საერთოდ ენერგია არ მქონდა. ცალკე დედაცემი ტვინს ბურღავდა სასწრაფოს გამოვუძახოთო. ვერ ვიტან სასწრაფოებს. მერე ისევ მე და დიმამ ვიმარჯვეთ, დავაწვინეთ მიუხედავად ტირილისა და კლიზმა გავუკეთეთ. ისევ უამრავი რაღაცა გამოიტანა, საწყალი ბაია- რეები უგროვდება, მაგრამ მაინც არ წყნარდებოდა. ბოლოს ისევ მე ავიყვანე, ვატარე აქეთ იქეთ, ტაკოები სულ დაეწვა და ეხლა ალბათ ეგეც ტკივა. ვაფრიალე, ვაქნიე , ვაბზრიალე, წამალი ისევ ჩავაწვეთე, დამამშვიდებელიც მივეცით, ძლივს ჩაეძინა, მაგრად წუხს ძილში, ისეთი გადაღლილია ხელებსაც ვერ იქნევს – დაწოლისას რო იცოდა ხოლმე 😦

 

DSC03601
ცოტა ხანი დაველოდეთ მაგრამ არ გაუღვიძია, მე და დიმაც დავწექით და სანამ დაგვეძინებოდა გათიშული თვალებით ვუყურებდით ერთმანეთს…
ძნელი ყოფილა ბაიას მოვლა, იმედია ეს მუცლის პრობლემები მალე დაუმთავრდება, თორე ამდენ ტირილში და ტკივილში ბაიას სეიძლება ნერვიული სისტემაც დაუზიანდეს 😦

Advertisements

Responses

  1. ვაიმე, თათ, გულშეკუმშული ვკითხულობდი. ვილი ერთი დღე იყო უხასიათოდ, 2 დღის წინ – პირში რძიანა რომ ჰქონდა და აწუხებდა, ცოტა ჭუჭყუნებდა შიგადაშიგ და შედარებით ძნელად დაიძინა, ისე მიკვდებოდა გული და ცუდ ხასიათზე ვიყავი მეც, მაგრამ ის დღეც კი ამის მეოთხედიც არ იყო, რაც აქ გიწერია.

    როგორ უძლებ ვაბშე? :/

    ისე ეს დროების ჩაწერა კარგი იდეაა, სულ მაინტერესებს მეც, მაგალითად, რამდენ პამპერსს იცვლის დღეში და ა.შ. და ვერ დავითვალე, ერთ დღეს ასე ჩავიწერ მეც.

  2. ჩემი ლიზი მახსენდება…
    აი ასეთი ისტერიკა ქონდა გადაბმულად ტიროდა… აბაზანიდან გამოყვანაზე ისეთ ისტერიკას იმართებდა ვერ გეტყვი, 11 თცის იყო პირველად უტირლად რომ ჩავაცვით, და ისე მიხაროდა…
    ძალიან ძნელია თან მარტო, ლიზის დისბაქტერიოზი დაერთო, ერთს გეტყვი, იცი ბევრმა გაზებმა იცის ნერვული მოშლილობა, და საბოოდ დისბაქტერიოზი, პატარა გოგოსთან გაზგამყვანს ვხმარობდი ვინაიდან 7 დასახელების წამალს ვაძლევდი გაზებისთვის და მაინც წუხდა, შემდეგ ჩემს მუცელზე ეძინა 4 თვემდე არანაირი თავისი ლოგინი!!! ლიზიზე შეჭმულმა ნერვებმა ვერ მაგრძნობინა შვილის სიყვარული. ეხლა პატარაზე ვიგძენი რა არის შვილი, და ისეთი ისტერიული შეტევები მქონდა ხოლმე.. თან დედამთილი მეხმარებოდა საშინლად, მარა მაინც საშინლად ვიყავი. ერთადერთი გარეთ გასვლა შველოდა, სულ გარეთ ვიყავით, რამდენჯერ გარეთ მიჭმევია ძუძუ.. საღამოს რომ ამოვდიოდით, თუ ისტერიკას მოაწყობდა შველოდა აბაზანაში შესვლა და წყლის მოშვება, უბრალოდ წყლის ხმაურზე ყუჩდებოდა, შხაპსაც ურთავდი და უყურებდით… თუ ძალიან ჭედავდა უნიტაზს ჩავრეცხავდით.. აი ასეთი სასაცილოები ვიყავით, ეხლა კი მშვენიერი გოგონა გაიზარდა 🙂 ცოტაც გაუძელი ურთულესი პერიოდი გაქვს ცხოვრებაში.. 40 დღის მერე შეიცვლება, 3 თვის მერე შეიცვლება.. რომ დასვავ მაშინაც შეიცვლება თამაშს ისწავლის… პატარაა ვერ გაგებინებს… მწვანე ვალერიანი დალიე ბაიასაც მიუვა.. ასე ციდა ასე საყვარელი 🙂

  3. თატ იქნებ ყური ტკივა?გაასინჯე პედიატრს,არა გაზებიც აწუხებს ფაქტია,მაგრამ შეიძლება ყურის ტკივილიც ერთვის?ძალიან საყვარელი რიჟა ბაიაა 🙂 მალე გაივლის ეს ყველაფერი და შენც დამშვიდდები,ჩემი ლიზიც ღამით რომ ტიროდა და მე რომ მეძინებოდა მაგიჟებდა,მაგრამ მერე დაირეგულირა ძილი, ეს მხოლოდ გუშინ მოხდა თუ მანამდეც მასე ტირის ხოლმე?სიცხეც აწუხებს შეიძლება და აბაზანაში იმიტომ ჩუმდება..

    პედიატრს მაინც კითხე

  4. პედიატრს როგორც იქნა დავუკავშირდი, გუსინაც ვურეკავდი და არ პასუხობდა.
    დღეს მთელს ტანზე წინწკლები აქვს დაყრილი ბაიას, ხოდა მკითხა რა წამე განსხვავებულიო
    ვაშლი მეთქი, არადა თვითონ მითხრა ვაშლი ჭამეო, მაგრამ არ ელოდა ასეთ შედეგს.
    მოკლედ მაგის ბრალი იქნებაო, და თბილი წყლის ოყნა გაუკეთეო, აბაზანები გაუკეთე დღეში რამდენიმეჯერ და სხეულზე სპირტი წაუსვი 70%იანიო
    თუ 2-3 დღეში წერტილები არ გაქრა მოიყვანეო, და კუჭი კიდე დრესვე დაუმშვიდდებაო
    იმიტორო დღესაც ტიროდა, ეხლა ველოდები ჩემების მოსვლას რო კლიზმა გავუკეთოთ

  5. შენი თქმის არ იყოს, მართლა მძიმე გხვდება ყველაფერი, მაგრამ გაუძლებ. რა ლამაზია ისე შენი ვიკულა, რა ლამაზი ფერის თმა აქვს.

  6. რა საყვარელი ბაიაა.
    ძმა მყავს პატარა, რომელიც ასევე ძალიან ჭირვეული იყო და ტიროდა. მე ცუდად ვხდებოდი იმდენს ტიროდა, მაგრამ დედაჩემისთვის მესამე შვილი იყო და მიჩვეული ყოფილა.

    მთავარია შენ არ ინერვიულო და ბავშვზეც იმოქმედებს. ვგიჟდებოდი გივიკო ბევრს რომ ტიროდა და დედაჩემ თავი მხნედ ეჭირა.

    არ დაიძაბო. ბევრი პატარაა ესე. ეს თავიდანაა ძნელი, ცოტა რომ გაიზრდება დაწყნარდება. თან მიხვდები როგორი ტირილის დროს რა უნდა. რამე თუ სტკივა და ა.შ.

  7. დაწერე ოყნის მერე როგორ იქნება, კარგია რომ შეეხმიანე პედიატრს,ე.ი უმიზეზოდ არ ჭირვეულობდა,წინწკლები რახან აქვს ტანზე.. ჯანმრთელობას ვუსურვებ შენს პატარას

  8. გილოცავ ბაიას. საყვარელია. მეც ასეთი მტირალა ვყოფილვარ და ძალიან მრცხვენია მშობლების :))

  9. დღეს შენი ოჯახითურთ დაგინახე ბეჟანიშვილის კუთხეში : )) კიკვიძიდან გადმოდიოდით
    ისე გამიხარდა : ))
    მშვენივრად გამოიყურებოდი : )
    შენი მეუღლე მოაგორებდა ეტლს კიკვიძიდან, გადმოვყავი თავი მეთქი იქნებ ვიკი დავინახო, მაგრამ ვეღარ მოვასწარი : ((

  10. არა, ჩემი ბიჭი ცხოვრობს ბეჟანიშვილზე და იქიდან : )))

  11. რა ლამაზი ფერის თმა აქვს შენ შვილს, მიყვარს : ))))
    პროფეიონალი ფოტოგრაფი რომ ვიყო გადავუღებდი ბევრს-ბევრს.

    მმმმ, ნუ ალბათ არ დაგამშვიდებს, მაგრამ ჩემი მეგობარი, რომელიც გაწონასწორებული, ზემშვიდი ადამიანია, ისეთი მტირალა იყო ბავშვობაში, მამამისი ფანჯრიდან აგდებდა, ამოვიდა ყელში ამისი ტირილიო: )))
    საერთოდ არ ჩერდეოდა თურმე, ან ტიროდა ან ეძინა : )))

  12. პერწკლი

    რა ლამაზი ფერის თმა აქვს შენ შვილს, მიყვარს : ))))
    პროფეიონალი ფოტოგრაფი რომ ვიყო გადავუღებდი ბევრს-ბევრს.

    Madloba 🙂
    mec zalian momwons, ar velodi aseTi feri Tu eqneboda, mec da dimac qerebi viyavit bavshvobashi 🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: