Posted by: tatushka55 | July 11, 2009

Taa & Ninja Love Story (part 2)

ვაგრძელებ ლავ სტორის 🙂
ამის შემდეგ დიმა კიდევ კარგა ხანი არ მინახავს, მხოლოდ მესინჯერში ვკონტაქტობდით ხოლმე და ღამე გვიანამდე ბილიარდს ვთამაშობდით ხოლმე ონლაინ.
მე ვემარიაჟებოდი რო მაგრად ვთამაშობ მეთქი. მერე საუბარს მოყვა და დაგავწყვიტეთ რომ ერთმანეთის სწავლებას დავიწყებდით, მე უნდა მესწავლებინა ბილიარდის თამაში და დიმას მანქანის ტარება.
არ მახსოვს 2 თუ 3 კვირის მერე შევხვდით და წავედით რუსთავში. ეს იყო მეორე ნახვა დიმასი, მანქანაზე დრაკონები უკვე აღარ ქონდა 🙂 არ მევასებოდა ის დრაკონები მაგრად 😀
ჩავედით რუსთავში, მიხსნიდა რაღაცეებს, დავდიოდი, დავდიოდი, ხან უაზროდ ვუხვევდი, ხან ნორმალურად, ხან საფრთხეს ვქმნიდი, მაგრამ ეს იჯდა ისე მშვიდად თითქოს ტელევიზორში იყურებს ამ ყველაფერსო. გამიკვირდა და ვუთხარი კიდეც, სხვები სულ მეჩხუბებოდნენ ხოლმე რაღაცეებზე და შენ რა მშვიდი ყოფილხარ მეთქი.
მერე თვითონ დაჯდა მანქანაზე და კარტინგის წრეზე დაქროდა, ძალიან მაგარი გრძნობა იყო მოსახვევებში შესვლა.
მერე ღამდებოდა და წამოვედით სახლისაკენ.
ამის მერე რაღაც პერიოდით ისევ მესინჯერში გადავინაცვლეთ.
1 -2  კვირის მერე რუსთავში ისევ რაღაც ივენტი იყო დანიშნული, ხოდა ლევანიკო ვერ მოდიოდა თავისი მანქანით და ფორუმზე დავწერე ვინმემ წამიყვანეთ მეთქი. დიმამ მე წაგიყვანო, თან ჩემი სახლი უკვე იცოდა, ხო მომიყვანა იმ დღეს და მომაკითხა კვირას დილით და წავედით. საღამოს რუსთავის მერე ეისიდში შევედით ოპერასთან ვჭამეთ, მაგრად გვშიოდა და მაგარი დაღლილები ვიყავით, ცოტა დავისვენეთ, ვსაუბრობდით და მერე წავედით საბილიარდოში, მანდვე კლაპშტოსში.
ნორმალურად თამაშობდა, მაგრამ მე მაინც ვუგებდი, მერე რაღაცეები ვიუმნიცე და ვასწავლე 😀
მოკლედ კაი დღე იყო და რაღაცნაირად ძალიან დავახლოვდით, დილის 10დან რო ღამის 9-10 საათამდე მთელ დღეს ერთ ადამიანთან ერთად გაატარებ, უკვე ბევრს იგებ მის შესახებ და ეცნობი კიდეც მის პიროვნებას.
მაგრამ მაშინ რამე გრძნობაზე არც კი მიფიქრია, ვერთობოდი და ყველაფერი კარგად იყო. არავინ არაფერს არ მთხოვდა, არავინ ბეჭედს არ მაცმევდა ძალით თითზე, და ყველაფერი ძალიან მარტივად იყო.
არ ვიყავი არანაირად მაგ დროს მზად არანაირი სერიოზული ურთიერთობებისათვის, მარტო ცოლქმრობაზე კი არა შეყვარებულობანაზეც კი. ძალიან მაღიზიანებდა ვალდებულებები ადამიანების წინაშე. და საერთოდ გათხოვებაზე თუ ვფიქრობდი, ვიცოდი რომ ეს 40 წლის ასაკისკენ მოხდებოდა, იმიტო რო “ნუ მაინც მარტო რო არ დარჩე ცხოვრებაში” – პონტში.
მაშინდელი დიმა თავისი მანქანით

9NDBS5CAM2P89ICAQHQ9GFCAXKQYO6CAMULNSFCASJIZM9CA8VCWZOCAQJJF98CARO7XDECA0HEWSFCAOIM66UCAAFNH7ZCABVQL34CAWIGPJXCAVDOBOFCA5RRBDSCAWQUW5FCARUBDGNCA3PITC2CAKXXPGL                 

ამის მერე უკვე სულ დიმას დავყავდი ხოლმე რუსთავში, საღამოობით ბილიარდს ვთამაშობდით ხოლმე, მერე დავიწყეთ სონეტომანიობა, ვაკე-საბურთალოზე რო “სონეტი” იყო მანდ დავიწყეთ სიარული ყველა პარასკევს და შაბათს და კოსმოშიც.
მაგ პერიოდში გავიცანი Fრანცუზა, ნიკა, საშა, და სხვა დიმას ძმაკაცები.

და დავდიოდით ბევრნი ერთად ყველგან, მე თაკო, ქეთო, ეკა, ხატია, დიმა და ბიჭები. ზალიან კარგი პერიოდი იყო, ძალიან ბევრი ლამაზი და მხიარული დღით სავსე, მერე ნელ-ნელა გაჩნდა სიმპატიები, გრძნობები, უკვე სხვა დატვირთვა ქონდა ხოლმე ჩვენს შეხვედრებს, უფრო თბილი და სხვანაირი იყო, უკვე ნელ-ნელა ბანდებით სიარული აღარ გვსიამოვნებდა და მარტო გვინდოდა ხოლმე ყოფნა. თიტქმის ყოველდღე ერთად ვიყავით, დავქროდით მანქანებით, ვგიჟობდით, სუარამეზე აეროპორტის ტრასაზე მივდიოდით ხოლმე და ვეგონკავებოდით ვიღაცეებს, ამ დროს უკვე მანქანა გამოცვალა დიმამ და ლანჩა ყავდა 2.0 ტურბო და ზაან მაგრად დადიოსია.
რუსთავში უმეტესობას უსწრებდა ხოლმე, განსაკუთრებით ერთი დღე მამახსოვრდება, ერთად ვიყავით წასულები და ქვედა პრიამიჩოკზე ძაან ბევრ მანქანას დაუდგა და ყველას გაასწრო, იფფ ისეთი კმაყოფილი სახით ვიჯექი გვერდით ვერ აგიღწერთ.
 ამასობაში ზამთარიც მოვიდა25 დეკემბერს ხატიას დაბადების დღეზე წავედით მცხეთასი ქეთოს მანქანით, ძააააან “ზე” დრო ვატარეთ, მააგარი დავლიეთ ყველამ, რარაც რესტორანი ქონდა დახურული ხატიას და მარტო ჩვენ ვიყავით ძაან დიდი სასტავი. ნახევარზე მეტი აქედან მოცეკვავეები იყვნენ და მაგრად გავერთეთ ერთი სიტყვით. მანდვე მოხდა ერთი ღირსშესანიშნავი ფაქტი: მე და დიმას პირველი კოცნა, მაგრამ ისეთი მთვრალები ვიყავით რო მხოლოდ ფაქტი მახსოვს, კოცნა როგორი იყო არ მახსოვს 😀
 ამიტომ ჩვენს პირველ კოცნად ყოველთვის სხვა კოცნას ვთვლი ხოლმე, მაგაზე მოგვიანებით.
 ხოდა ასე ნელ-ნელა აღმოვჩნდი სასიყვარულო ინტრიგაში გახვეული, მერე 30ში დიმას დაბადების დღე იყო, კოსმოში გადაიხადა, კარგი დრო ვატარეთ.
ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ ვმუშაობდი, ცემი სამსახური დროებით იყო დახურული ფინანსური პოლიციის მიერ, რამდენიმე თვის მერე გახსნეს, და სახლშიც საერთოდ ვერ ვჩერდებოდი, რაც დედაჩემში საკმაოდ ნერვიულობას და გაღიზიანებას იწვევდა და ამას მერე ყოველდღიური ჩხუბები მოყვებოდა ხოლმე. სახლში მოსვლა საერთოდ არ მინდოდა ხოლმე, სულ ვჩხუბობდით მე და დედაჩემი. არ მოსწონდა ასე არმა-დაღმა რო დავქროდი თურმე 🙂
დეკემბრის ბოლოს რაღაცა მოხდა, რარაცა შეიცვალა ჩემსი, ალბათ ისევ ის თავისუფლების გრძნობა, უცებ მივხვდი რომ ისევ რაღაც ინტრიგაში ვიყავი გახვეული, თან ძალიან ძალიან მაგარ და ღირსეულ ადამიანთან, იმდენად კარგ ადამიანთან რომ იმის გაფიქრებაც კი მაგიჟებდა რომ ჩემი ხასიათი თუ გაიღვიზებდა – მე ამ ბიჭს გულს ვატკენდი .
ირონია სუდბი_ო ამბობენ და ეს ტკენა მართლაც ძალიან მალე მოვიდა.
კაკ ნა ზლო, ზუსტად ამ დროს გამოჩნდა ჩემი ყოფილი, რომელთანაც საბოლოოდ არ მქონდა ანგარიში გასწორებული და 2:1 მის სასარგებლოდ იყო, მე კიდე ესე არ შემეძლო. თან რაღაცნაირად კიდე მაკავშირებდა რარღცა იმ ბიჭთან.
ხოდა პარალელურად ერთი-ორჯერ დათოს სევხვდი, შევხვდი და მივხვდი რომ დიმასტან სასწრაფოდ უნდა გამეწყვიტა კავშირი ვიდრე რამეს ტვითონ გაიგებდა და ზალიან გვიანი იქნებოდა. იმიტო რო უსინდისობა იყო ცემის მხრიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა ვერ გავბედე რამე მეთქვა.
ამ პერიოდში ხან რას ვიმიზეზებდი, ხან რას და დიმას ზალიან იშვიათად ვხვდებოდი ხოლმე, არ ვიცოდი როგორ მეთქვა. ან რა მეთქვა…

 

To Be Continued …

Advertisements

Responses

  1. აუ თათ, მეც მომინდა ჩვენი ლავს სთორის დაწერა შენსას რო ვკითხულობ, მაგრამ შენ რაღაც კარგად წერ 🙂

    ჰო, დრაკონებზე კიდე , ჩემ ეზოში ვიღაცას ყავს დრაკონებიანი პაჯერო DRA 001 😀

  2. moutmenlad velodebi gagrdzelebas

  3. drakonebiani ras svheboda ar maxsovs, magram ninjas del soli rom iyo egeti brrrrrrrrr manqana mashin ar dadioda.. ababanebda mtel saburtalos 😀 :turbosmile:

  4. ეე რა მაგარი ლავ სტორია

    გაგრძელებას ველი

    მეც დავწერ მერე ოდესმე :))))


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: