Posted by: tatushka55 | ივლისი 8, 2009

Taa & Ninja Love Story (Intro)

ჩემი ბლოგის მკითხველები ჩემს ოჯახს უკვე საკმაოდ კარგად იცნობენ, ახალ მოცუცქნულ წევრსაც და საერთოდ ბევრს ვწერ ჩვენს შესახებ.
მიყვარს ჩემი პატარა ოჯახი, ჩემი ქმარი და ბაია. ვერ წარმომიდგენია ამათ გარეშე ცხოვრება …

მაგრამ ყველაფერი ყოველთვის ასე არ ყოფილა …

იყო დრო როდესაც მივეკუთვნებოდი ადამიანთა იმ კატეგორიას, რომლებიც “დღეს რა ვქნა, დღეს სად წავიდე, დღეს სად გავერთოს” გარდა არაფერზე არ ფიქრობენ
მართლა ეგეთი ვიყავი, ფეხზე მეკიდა ოჯახი, სამსახური, კარიერა,ნათესავები, რას იტყვიან მეზობლები 😀 (ნუ ეს ეხლაც მაგრად მკიდია)
და საერთოდ ყოველთვის ვაკეთებდი იმას რაც მე მინდოდა, ან ფარულად ან აშკარად, არასოდეს არ ვფიქრობდი შედეგებზე, არასოდეს არ ვნანობდი შეცდომებს, და არასოდეს ვტიროდი. არ გამაჩნდა მიზანი გარდა გართობისა, გულაობისა, დროსტარებისა.
არ მესმოდა დედაჩემის როცა ღამე გვიან მისულს უმეტესად მღვიძარი დამხვდებოდა ხოლმე და ყვირილზე გადავდიოდი როცა აგიტაციების ჩატარებას იწყებდა.
ბოლოს მოხდა ისე რომ ერთი ასეთი კონცერტის შემდეგ 3 დღით სახლიდან წავედი და ვიდრე თვითონ არ დარეკა და არ შეეგუა რო ეგეთი ვიყავი არც ვაპირებდი სახლში დაბრუნებას.
ვმუშაობდი რობოტივით, არ მიყვარდა ჩემი სამსახური, ვმუშაობდი მხოლოდ იმისთვის რომ მეყიდა კიდევ ერთი ახალი ზმანი, კიდევ ბევრი კოლოფი სიგარეტი და წავსულიყავით ყველგან სადაც კაი პონტი იყო 🙂
არ ვუყურებდი სერიოზულად არც ერთ ჩემს “პაკლონნიკს”, ვაფასებდით იმის მიხედვით ვინ უფრო მაგარი ტიპი იყო ზმანით, ქცევით და ღამის კლუბებში თუ დადიოდა და ბილიარდს თუ თამაშობდა საკაიფოდ.

340 გრადუსით შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ინტერესები, გრძნობები, მიზნები, მისწრაფებები, დარცა მხოლოდ 20 გრადუსი – მე და ჩემი თვისებები, რომლებიც მაშინაც მქონდა.
მიუხედავად ამხელა ცვლილებისა დღესაც კი არ ვნანობ არც ერთ დღეს ჩემს ცხოვრებაში, არც ერთ არასწორად გადადგმულ ნაბიჯს, არც ერთ ჩხუბს დედაჩემთან თუ სხვებთან გადატანილს, იმიტომ რომ ყველაფერმა ამან მომიყვანა აქამდე როგორიც ეხლა ვარ.
იმიტომ რომ ყველა ფაზას ლოგიკური დასასრული აქვს, და ყველა დასასრულის შემდეგ ახალი ფაზა იწყება ცხოვრებაში.

სწორედ ესეთი PATRY GIRL_ები ვიყავით მე და ჩემი დაქალები, როცა დიმა გავიცანი.
2005 წელი იყო, დროებით ჩემი სამსახური დაკეტეს და სანამ გახსნიდნენ აქტიურად ვიჯექი ფორუმებზე და ბირჟებზე.
ეს ხდებოდა ოქტომბერში, მანამდე აგვისტოში ქობულეთში გავიცანი სნიკერსა და ედო, და რადგან მანქანებზე და რეისინგზე მაშინ უკვე მაგარი გაჭედილი მქონდა, მათი გაცნობა ბედნიერებად ჩავთვალე.

TAA (50)
თბილისში რომ ჩამოვედი , აქტიურად ვკონტაქტობდი მათთან, ხან რესპუბლიკის მოედანზე, ხან კუს ტბაზე ხან ფორუმებში. მერე ლევანიკო და ანდროსთან ერთად რუსთავში დავიწყე სიარული გონკებზე, დავდიოდი ძალიან აქტიურად და საერთოდ ავტოსპორტმა გამიტაცა ძალიან ღრმად
მთელი დღეები მათთან ერთად ვბირჟაობდი 55 სკოლასთან, ან რუსთავში კვირაობით, ან ფორუმზე ავტომობილების განყოფილებაში.
ოქრტომბრის ერთ კვირა დღეს ფიგურკა იყო დანიშნული რუსთავში, მე ანდრო და ლევანიკოსთან ერთად წავედი, ძაააალიან მაგრად წვიმდა და ციოდა.
გავიყინე, ლევანიკოს კურტკაც მე  მეცვა მაგრამ მაინც
კიდე კაი კეპკა მქონდა წაღებული თორე საერთოდ დავლბებოდი, ხოდა ასე კეპკით და ფოტოაპარატით იმენნა სერიოზული ფოტორეპორტიორივით დავდიოდი მთელი ტრასის ტერიტორიაზე, ვიღებდი სურათებს, ვიდეოებს.
ძალიან მაგარი დღე იყო და ძალიან მაგარი სანახაობა.
სახლში მოვედი თუ არა, ეგრევე სურათები შევყარე კომპში და დავიწყე ფორუმზე ატვირთვა, და ვიდეოების დადება.
მაშინ 4 ადამიანის გარდა არავისნ არ იცოდა ვინ ვიყავი, არავინ არ მიცნობდა, გოგო რო ვიყავი ეგ საერთოდ არავინ არ იცოდა.
ეს ის პერიოდი იყო რუსტავის ტრეკზე ჯერ კიდევ 3-4 გოგო რო დავდიოდით ხოლმე.
საღამოს ფორუმზე მთელი სჯა-ბაასი და განხილვა მიმდინარეობდა იმდღევანდელი გონკების, მიდიოდა ფოტო და ვიდეომასალის გაცვლა-გამოცვლა
ვუგზავნიდი რეისერებს რომლებიც ვიცოდი მანქანების მიხედვით რომლები იყვნენ.
უკვე კაი გვიანი იყო (უმუშევრობის გამო რამის 4-5 საათამდე არ ვდგებოდი კომპიდან) რომ მომდის PM ვინმე gangsta_სგა, მთხოვდა ყველა ვიდეომასალა სადმე ერთად ამეტვირთა და მიმეცა მისთვის.
არ ვიცოდი ვინ იყო, არ აქტიურობდა იმ პერიოდში ძალიან და ამიტომ შენ ვინ ხარ მეთქი, დავუბრუნე კითხვა პმ_შივე, რასაც საკმაოდ უხეში რეაქცია მოყვა, ტიპა: რა ნმიშვნელობა აქვს ვინ ვარო თუ რაღაც მაგდაგვარი, დღევანდელი ვიდეოები მჭირდება და თუ გაქვს მომეციო.
ეეეე, მეთქი აი ეხლა ამას მივუჩენ თავის ადგილს, და ნუ დავიწყე ზრდილობის გაკვეთილებით, მერე გადავედი მანდილოსნებზე (:D სადღეგრძელოსავით) , ზაან გაუკვირდა ბიწი მეგონეო, ნუ დილის 4 საათამდე ვიპიემეთ, მერე ICQ_ები გავცვალეთ, უკვე ვიცოდი რომ სტრიტ რეისინგის წევრი იყო და წიტელი სივიკით გამოდიოდა იმდღევანდელ შეჯიბრზე, რომელზეც დიდი დრაკონი ეხატა, გამოვარდა იმიტომ რომ მოსახვევში მანქანა მოუცურდა, მერე ვუყურე კიდეც მაგის ვიდეოებს, მითხრა რო დიტო ქვია. ამაზე დავამთავრეთ და დავიშალეთ, ნუ ვიდეოები რა თქმა უნდა გავუგზავნე.
 მერე ხანდახან ვსაუბრობდით ხოლმე, მაგრამ არა ინტენსიურად, ბოლოს ერთხელ ცეკვაზე ვიყავი და ცუდ ხასიათზე წამოვედი, და ავედი ეგრევე 55სთან, რა თქმა უნდა ყველანი მანდ იყვნენ, თან იმენნა ყველანი, სნიკერსამ ყველა გამაცნო ვისაც არ ვიცნობდი და ხალხი შოკში ჩავარდა რო გაიგეს რო TT+ გოგო იყო, არავინ არ ელოდა 😀
მანდვე გავიცანი პირველად ვიზუალურად დიმა, თვის მანქანასთან იდგა, მოვიდა გავიცანი, გადაპარსვის შემდეგ ახალამოსული თმებით და გამოკვეთილი სლავიანური გარეგნობით. არადა ICQ_ში დიტო ბენდელიანი თუ რაღაც ეგეთი ეწერა. ცოტა ხანი ვიდექით ვსაუბრობდით, მაგრამ მერე მე ედოს გავყევი რისტაველზე დისკების წამოსაღებად და რო დავბრუნდით ეგენი უკვე არარ იყვნენ.
ასე შედგა ჩვენი გაცნობა …

To be Continued  . . .

Advertisements

Responses

  1. me maxsovs eg drakoniani witlai ))) chemi ubneli bichebi gijdebodnen .. yvelaze swrafi egonat mtel msoflioshi )))

    miuhedavad imisa, rom ase tu ise vici sheni love story-si moutmenlad veli gagrdzelebas & vikusias vtxov daacados dedikos dawera )))

  2. gagrdzelebac raa tataa

  3. აუცილებლად იქნება ჩემო კარგებო
    უბრალოდ ძალიან მძიმე დღეები მაქვს, მეორე დღეა ჩემი ბაია საერთოდ არ გვაძინებს
    დღეს ექიმთან მიგვყავს და თუ დამშვიდდა აუცილებლად გავაგრძელებ


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: