Posted by: tatushka55 | ივლისი 7, 2009

Sometimes she makes me cry

აუ დღეს კონცერტი ჩამიტარა ჩემმა შვილმა
ზუსტად 50 წუთი ბოლო ხმაზე ღნაოდა, შეუსვენებლად
გული გამისკდა და კინაღამ მოვკვდი, ტან მარტოო ტან ვერაფერს ვშველი
იჭინტებოდა და ჭინტვებისგან მერე ტიროდა
ორჯერ გამოვუცვალე ამ ტირილებში პამპერსი, დამისვარა ყველაფერი რასაც ვახვევდი,
ტიროდა ბოლო ხმაზე, გახევამდე დაუნდობლად
რა აღარ ვქენი, ვეფერე, ვუცვალე, ვბანე, ძუძუს ვაძლევდი, ვკოცნე, ვიხუტე, ვაქნიე აქეთ იქეთ, დავრბოდით ოთახებში
მაგრამ სანამ არ გადაიღალა და არ გადაიქანცა არ გაჩუმდა, არადა ბოლოს რო ვნახე არ წყნარდებოდა ძალიან შემეშინდა
მეტქი რამე სხვა ხომ არ ჭირს მეთქი და მერე მე დავიწყე ტირილი, და ხელსი აყვანილი ორივე ვბრაოდით და თან დავრბოდით ოთახებში
რა მეშველება ესეთები ხშირად რო ჩამიტაროს ხოლმე არ ვიცი sad.gif
ან რატო ტიროდა ასე გამეტებით ვერ გავიგე? sad.gif
ეხლა კიდე ანგელოზივით ძინავს, ორივე ხელი ზევით აქვს აწეული ჩემპიონივით და სუ კიდია დედიკო რო ჭკუიდან კინაღამ გადაიყვანა
DSC03522
 
თან შუქი არ იყო, ვერც ინტერნეტში შემოვედი
ვერავის ვერ გავუზიარე
ტელეფონი კიდე ჭირივით მეზიზღება, ხოდა იმენნა დასტრესული ბალკონზე ვიჯექი და სივრცეს ვუყურებდი
ეხლა შუქი მოვიდა და ფორუმზეც დავწერ და აქაც, და ვიცი რომ ცემნაირები ბევრი არიან და გამომეხმაურებიან და YOU ARE NOT ALONE_ო მეტყვიან 😀
მიყვარს 21 საუკუნე მთელი თავისი ტექნოლოგიებით და საოცრებებით, განსაკუთრებით ინტერნეტისთვის მიყვარს

ნეტა რას შვებოდნენ ხოლმე ჩვენი წინა თაობის დედები მაშინ როცა ბავშვი იძინებდა და თვითონ გადაღლილები განტვირთვას ცდილობდნენ?
ალბათ ისინიც იძინებდნენ, ან სამზარეულოში მიდიოდნენ ჭურჭლის სარეცხად რომ ჭირვეული დედამთილებისათვის თავი მოეწონებინათ

Advertisements

Responses

  1. ჩემმი ბიძაშვილის შვილმა თავისი ცოლი თბილისში ამშობიარა(ისე აქ არ ცხოვრობს), ხოდა ჩემთან იყვნენ ჩვილთან ერთად ორი თვე მემგონი. ჭკუიდან მშლიდა ბავშვის ტირილი, გაუჩერებლად ტიროდა დედამისის ხელში, 3-4 კაცი დასტრიალებდა თავს და ვერავინ იგებდა რა უნდოდა. მერე დედაჩემი მოდიოდა და სასწაულებრივ ჩერდებოდა ბავშვიც : D.
    ჯობია ვინმე დაიხმარო პირველი რამდენიმე თვე მაინც. გამოცდილი ადამიანი დედა ან დედამთლი ან რავიცი რა ვარიანტებია კიდევ.

  2. თა, ნუ გეშჳნია, მასე თჲ იზავს კიდე აღრ იტირო :)) მაგ პერიოდშჳ უყალიბდებათ პატარებს მონელების სისტემა და ხშჳრად ექნება გაზიკები. ამის გამო შეწუხდება. ცოდოა პატარა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ჰოდა ნელ ნელა გადაუვლის. მერე ექიმს კითხე და რამე წამალს დაუნიშნავს გზიკების მოსაშჴრებლად. ოღონდ ბოლომდე თვითჴნ ასნამ არ გაუვლის მიანც არაფეირა. წამალი პატარა შვებას მისცემს . არ იდარდო, არაფერი მოუვა ბავშვს. მეც მასე პანიკაშჳ ვიყავი რომ ვერ ვხვდებოდი რა ჭჳრდა. მერე რამდენიმე ჩვილის ერთად ყურება მომიწია ერთდროულად და ერთჳდაიგივე სიმპტომები ქონდათ ერთიდაიგივე პერიოდში :)) საყვარლები ❤ მოკლედ შენ არ შეშინდე რაც მთავარია. ახალშჴბილებზე ბევრი რამეები ვიცი პრაქტიკული გამოცდილებიდან და მოგწერ ხოლმე. შენ ბლოგს ხშჳრად ვკითხულობ. გუდ ლაქ ახალბედა დედიკო 🙂

  3. წუხელ შენს ბლოგს გვიანობამდე ვკითხულობდი :ლოლ: და ღამე დამესიზმრა, ვითომ ბავშვი გავაჩინე და შენი ვიკივით ტიროდა, ხან სადღაც მრჩებოდა და მავიწყდებოდა =)) რამხელა გავლენა მოახდინა შენმა პოსტებმა, იკაიფე.
    დღეს კიდევ ჩემს დეიდაშვილს ვუყვებოდი, ვითომ ადვილია ბავშვი, საყვარელი, ანგელოზი და ტირილს რომ მორთავს და არ იცი რა ქნა, ალბათ საშინელებაა-მეთქი.
    წინა კომენტარი ნამდვილად მართალი იყო, გაიზრდება ნელ-ნელა და გაუვლის. შენც მიეჩვევი და უფრო გაძლიერდები, მართლა ადვილი ხომ არ არის, როცა ადამიანის ცხოვრებაში სრულიად ახალი მტირალა ადამიანიკო შემოდის, რომელიც ვერ გელაპარაკება და შენც ვერაფერს აგებინებ 🙂 You’ll handle it for sure :hugz:

  4. ეტყობა რამე აქუხებდა, ხო იცი პატარებს ხშირად გაზების პრობლემა აქვთ ხოლმე.
    მაგ დროს შეეცადე და თავი ხელში აიყვანე. არ დაპანიკდე, პანიკით საქმეს ვერ უშველი და უარესად გააღიზიანებ ბავშვსაც. ხო იცი დედის ნერვიულობა შვილზე პირდაპირ გადადის.

  5. მეც ვიცი რო დედის განწყობა პირდაპირ გადადის ხოლმე ბავშვზე
    ამ ბოლო დროს თავისუფალი დრო რო მაქვს ვზივარ და სულ სტატიებს ვკითხულობ ბავშვების შესახებ
    მალე ენციკლოპედიას დავწერ მგონი იმდენი მეცოდინება 😀

    ხოდა 40 წუტი ვეცადე რო არ ავღელვებულიყავი, კლოუნად ვიქეცი, რავი რა არარ გავუკეთე
    და ბოლოს უკვე გავჭედე იმიტო რო რარაც მომენტში მეგონა რამე ისეთი ხო არ ჭირს სერიოზული და მე კიდე მუცელი მგონია მეთქი, და ლამის მეზობლებთან გავქანდი დამეხმარეთ მეტქი. და აი მაგ დროს დამეწყო ტირილი. არც მახსოვს როდის დავმშვიდდით ორივე, მაგრამ მაგის მერე ისეთ გათიშულს ეძინა რამდენიმე საათი 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: