Posted by: tatushka55 | July 5, 2009

პირველი გამოცდილებები

რთულია წერა ახალშობილ ბავშვთან ერთად, დილით ჩავრთავ კომპს, გავხსნი ჩემთვის საინტერესო საიტებს, ფორუმს, Fეისბუქს, ბლოგს და ა.შ. და მერე რჩება ეს საიტები მთელი დღით ჩართული.
ხანდახან თუ მოვახერხებ ხოლმე რაღაცის წაკითხვას და დაწერას
ძირიტადად ის დრო როდესაც ვიკის ზინავს მიაქვს ჩემს პირად ჰიგიენას და სახლში მცირე დალაგებებს, ძირითადი დალაგება და ბავსვის სარეცხი დედაჩემის სფეროა 🙂
ხუთშაბათს და პარასკევს იყო პირველი 2 დღე როდესაც მარტო დავრჩი ცემს მოცუცქნულთან სადღაც საღამოს 6 საათამდე.
ხუთშაბათს კარგად ვიქცეოდით, ბევრი არ უტირია, როცა ტიროდა ინტერნეტიდან საბავშვო სიმღერები გადმოვუწერე ვიჯექით კომპთან ან აქვე ოთახში დავბოდიალობდიტ და სიმღერებს ვუსმენდით.
ერთადერთი პრობლემა ის იყო რომ ამ დროს მაქსიმუმ 30-4- წუთით იძინებდა რის მიზეზსაც ვერ მივხვდი,
მერე ყავას დავაბრალე, რომელიც დილით დიმასტან ერთად გემრიელად მივირთვი, რა თქმა უნდა ექიმის ნებართვით.
ვიფიქრე რადგან მე ყავა დავლიე ეხლა ეს დიდი ხმით იმიტომ ფხიზლობს მეტქი, მაგრამ ესე არ აღმოჩნდა, მეორე დღეს არარანაირი ყავა არ დამილევია მაგრამ ეს ისევ ცოტა ხნით იძინებდა.

პარასკევს კი დიდი გაჭედვის დღე გვქონდა, ძალიან ტკიოდა მუცელი რის მიზეზსაც საერთოდ ვერ მივხვდი რატომ, რადგან განსხვავებული 2 დღის მანძილზე არაფერი მეჭამა. მტელი დღე დედაცემის მოსვლამდე ბავშვი ხელში მყავდა და დავრბოდით აქეთ იქეთ, ვბუქნავდით, მკერდზე ვიხუტებდი, მალ-მალე ვაწმევდი, მალ-მალე ვუცვლიდი, მაგრამ არა- არ გაჩუნდა და მტელი დღე გადარეულივით ტიროდა. სარამოს დედაცემი რომ მოვიდა შეშლილი სახით დავხვდი.

DSC03527

საღამოს 8ზე დიმამ რომ დაამტავრა მუშაობა დამირეკა მე დედაცემი, ჩემი და და ლენა მოვდივართო, ბავშვის ნახვა უნდათო, მე ჩავედი მაღაზიაში რაღაცეების ამოსატანად და ეს რამდენიმე წუთი რაც დარეთ ვიყავი უბედნიერესი იყო მთელი დღის მანძილზე, იმდენად ვიყავი გადაღლილი.
რომ მოვიდნენ სტუმრები, იულია (დიმას და) გაგიჟდა ფერი არ გადევს სახეზე და მაგარი გადაღლილი გამომეტყველება გაქვსო, მერე გამომარტვეს ვაბშვი და წასვლამდე მათ ყავდათ.
ღამე რო დავწექი, ერთი ის მახსოვს რო ბავშვს ვაჭამე, ისე დამეზინა გათიშულს არც ვიცოდი სად იყო და რას შვებოდა ჩემი ბაია.
მეორე დღეს დიმას ვეკითხებოდი, თურმე დიმას გამოუცვლია, დაუბანია, და დაუძინებია, მე ამ დროს გათიშული ვიყავი.

შაბათს დიმა სახლში იყო და დიდი ბედნიერება იყო, დილით ბავშვს 7ზე ვაწამე, გამოვუცვალე, ბალკონზე ვასეირნე და მერე მამიკოსთან მივაწვინე და ორივეს ეზინათ 11მდე. მე მოვასწარი პირადი ჰიგიენების ცატარება და საუზმობა, მერე დიმას ყავა გავუკეთე და კაკრას გაიღვიძა ორივემ. დიმა მთელი დღე ძალიან მაგრად მეხმარებოდა. ბავშვი მეორე დღეა უკვე ჭინჭყლობის ხასიათზე იყო, და სულ დიმა აწყნარებდა, მე ერთადერთი ვაჭმევდი და გამოცვლაში ვეხმარებოდი დიმას, დანარჩენი მტელი დღე თითქმის მას ყავდა. მე დავისვენე ცოტა ხნით. მერე დიმამ და ბაიამ ისევ ერთად დაიძინეს. ცოტა ხანში დიმას დედამ დარეკა, საღამოს გამოვალ და ბავშვს დავიტოვებ თქვენ გადით სადმე გაისეირნეთ, ცოდოები ხართ სულ სახლსიო. უბედნიერესი გავიჩიტე უცებ. მოვიდა მერე ლარისა დეიდა, დედაჩემიც მოვიდა, იულიაც მოვიდა რადგან ბაზალეთზე მიდიოდა მაგრამ ამინდის გამო უკან დაბრუნდნენ და დაიტოვეს ბავშვი.
მე და დიმამ ცავიცვით და ჩემი უკვე 3 თვის ოცნების ასრულებას სევუდექით, მანქანაზე დავჯექი, მე-7 თვის ორსული რომ დაგმოვჯექი და გარაჟში დავაყენე მანქანა იმის მერე არ მივლია. ხოდა ზალიან მეშინოდა ყველაფერი დამავიწყდა მეთქი. მაგრამ აღმოჩნდა რომ არ დამავიწყდა.
თავიდან კი დავიზაბე ცოტა, გამოყვანისას და სიარულისას, მაგრამ მერე ნელ-ნელა გავთამამდი და უკვე მოვითხოვე რუსთავში წავიდეთ მეტქი.
26ში დრაგი ტარდება რუსთავში და დიმა გამოდის, მინდა საბალეშიკოდ ჩასვლა, დიმა ადრე წავა რეგისტრაცია რო გაიაროს დამე მერე ჩავალ უკვე დრაგი როცა დაიწყება, ამიტომ კიდევ ერთხელ გავაკონტროლე გზა ხომ არ დამავიწყდა მეთქი. ხოდა ძალიან საკაიფო გასეირნება გამოგვივიდა. მერე სახლში რო დავბრუნდით, მანქანიდან გადმოსვლა არ მინდოდა 😦 მაგრამ ჩემი დის მანქანა დავინახე და ავედი. დეაკოც ყავდა მოყვანილი და გავერთეთ საკაიფოდ. დღეს კარგი დღე მქონდა.
ხოო დამავიწყდა, დღეს პირველად ვაბანავეთ მე და დიმამ ბავშვი დამოუკიდებლად. საღამოს კიკვიძის ბაღში გვინდოდა ჩაგვეყვანა, მაგრამ ამინდის გამო ვერ გავრისკეთ, თუმცა მთელი 3-4 საათი იყო ბალკონზე და იქ ეზინა კიდეც, ჯერ კალიასკაში, მერე მამიდას მუხლებში.

ასე გამოიყურება ნამდვილი მამიკო

DSC03558
 

 

Advertisements

Responses

  1. ძალიან ლამაზები და საყვარლები ხართ 🙂

  2. დიმა ძალიან მზრუნველი მამიკო ყოფილა )))
    ყოჩაღა

  3. arc momilocnia axali adamiani tqvens ojaxshi,gmertma janmrteli gagizardot…eseti pataraa da rogori lamazia :* rao eqimma?dacknarda baia?

  4. ვაიმე თათ ვიკიზე არ დაიწუწუნო,საღოლ რომ რუსთავში ჩასვლა-ცამოსვლა მოასწარით,მე სახლიდან როგორც გავიდოდი ეგრევე შივდებოდა და ისე ტიროდაააა,1 საათიც არ შემიძლია რომ მივატოვო,ვიკი არ ჭამდა ეტყობა ხშირად

  5. M/T

    2 saatnaxevarshi vaWmev xolme


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: