Posted by: tatushka55 | ივლისი 2, 2009

First Meeting, June 20

დილით 7 საათისკენ სავარაუდოდ წამლებმა რომლებიც მქონდა გაკეთებული მოქმედება შეწყვიტეს და ნელ ნელა მეღვიძებოდა.
პირველად ტელეფონი ავიღე და უამრავი მესიჯი და გაშვებული ზარი ვნახე, მაგრამ წაკითხვის თავი არ მქონდა რადგან ტკივილი მჭრიდა სადღაც ქვემოთ ყველა განძრევაზე.
სამშობიაროსი ნელ ნელა ხმაური დაიწყო, მესმოდა ვიღაც ქალს როგორ ამშობიარებდნენ, ძალიან ხმამაღლა და უცნაურად ყვიროდა, მერე გავიგე ქართველი არ ყოფილა. საკმაოდ მალე დაბადა პატარა და მალე მისი ტირილიც გავიგე და უცებ მეც დავიწყე ტირილი, გამახსენდა რო ჩემი ბაია კიდევ არ მყავდა ნანახი. არ გასულა 5 წუთიც რომ ბავშვთა პალატის მედდამ კარები გამომიღო და რაღაცა შემოაგორა, ეს რაღაცა სამშობიაროს ლოგინში ჩაგორებული ჩემი შვილიკო იყო.
ამ ქალმა გამიღიმა და მითხრა: არ გინდოდა შენი პაწიას ნახვა? აი ეს ბრძანდებაო, მერე უცებ წამებში ამიხსნა რომ ძუძუ უნდა ვაწოვო, ხსენი რომ გამოიტანოს და რძე რომ ცაგიდგესო. მასწავლა როგორ ცავუდო პირში ძუუ და გავიდა.
დავრჩით მე და ჩემი ცუცქნა გარესამყაროსთან მარტოები.
უუუშველ;ებელი თვალებით ვუყურებდი, ყველაფერს ვუთვალიერებდი და ვგრძნობდი სხეულის ყველა მოლეკულა საოცარი სითბოთი, სიყვარულით და ემოციების ოკეანით როგორ მევსებოდა. უცებ ისეთი ავტირდი რო რავი, წარმოვიდგინე მთელი 9 თვე მუცელში რომ მეჯდა ეს ამხელა არსება, სად მეტეოდა ნეტა? როგორ ვეფერებოდით, ვკოცნიდით, ვასეირნებდით, ველაპარაკებოდით ყოველ დღე. როგორ გვიბრახუნებდა ხელებს და ფეხებს და პატარა ტაკოს როგორ გვანახებდა ხოლმე მუცლიდან. ეხლა კიდე იწვა მშვიდად თვალებდახუჭული, სამშობიაროს პილიონკებში შეფუთული და ტუჩებს აცმაცუნებდა.
სასწრაფოდ ავიღე ტელეფონი და 10000 სურათი გადავუღე.

 Photo0117

ამასობაში გამახსენდა რომ ძუძუ უნდა მეჭმია, ჩავუდე პირში როგორც ექიმმა მასწავლა და ამ მოცუცქნულმა, თვალებსაც კი რო ვერ ახელდა ჯერ, უცებ წოვა დაიწყო, ამაზე საერთოდ გავფანატდი, ვიდეოებს ვურებდი როგორ წოვდა ძუძუს.
მოკლედ ზალიან ემოციური და საყვარელი დილა მქონდა, აი უსაყვარლესი, 9 საათიც არ იყო დიმას რო დავურეკე და ლამის ბოლო ხმაზე და ტირილით ვუყვებოდი ბაია ვნახე მეთქი, ძუძუ ვაჭამე და მერე ჩემს გვერდით ეძინა მეთქი. მოკლედ ჭკუაზე არ ვიყავი საოცარი შეგრძნება იყო.
ყველა ქალს ვუსურვებ ამ წუთების განცდას, იმიტო რო ზე-წუთებია და ამაზე მაგარი “კაიფი” დედამიწაზე არ არსებობს, შენი მარცვალი რო უკვე განსხეულებული გვერდით გიწევს და ისევ შენი სხეულიდან რომ იღებს საკვებს.

                                                                   *       *         *     *         *     *

Advertisements

Responses

  1. ra saocaria!

  2. ასწორებს )))

  3. ჯანმრთელი გიმყოფოს შენი ულამაზესი მარცვალი

  4. აუ უულამაზესია რა,ულამაზესი : ))

  5. აუუ შენს პოსტებს, რომ ვკითხულობ შვილი მინდება 😀
    მიხარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა :*

  6. თაათ ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ და ძაან საყვარელი ოჯახი გყავს!ღმერთი გფარავდეთ შენ და შენს პატარა ანგელოზს და დიმას,უზომო ბედნიერებეს გისურვებთ.

  7. აუუუ ვიტირებ ეხლა.წამით თვალები დავხუჭე და ის წუთები გავიხსენე ლიზის რომ მოვაწოვე ძუძუკა პირველად,შენგან განსხვავებით მე მაშინვე გულზე დამაწვინეს,მერე 2 საათი ერთად ვიყავით ბლოკში და მერე სულ ჩემთან იყო,ღამის გარდა,რა საოცარი შეგრძნებაა მართლა,ეტყობა ეს ახალბედა დედების სუსტი წერტილია,მეც სულ ვიდეოებს და სურათებს ვუღებდი,

    რაღაცით ვგავართ ერთმანეთს

    აუ მეც მომინდა ჩემი ბლოგი მქონდეს….


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: