Posted by: tatushka55 | ივლისი 1, 2009

June 19, The Great Day

ღამის პირველი საათი იყო ეს წარმოუდგენელი ტკივილები 7-10 წუთში ერთხელ რომ დამეწყო.
დიმას ჯერ კიდევ არ ეძინა, მეფერებოდა, წამოდი წავიდეთ მეხვეწებოდა, ცოდო ხარ ესეო. მაგრამ მე რო ვიხსენებდი გასულ დღეს საერთოდ არ მინდოდა იქეთ გახედ
ვა, ის კი არა ვინანე დილით საბუთებს ხელი რატომ მოვაწერე, წავიდოდი ეხლა და ჩემს ნანა ექიმთან ვიმშობიარებდი მეთქი ბიბიდაში, და დავიკიდებ ჩემს დას რო არ მოეწონა იქაურობა მეთქი. ამასობაში დიმასაც ჩაეძინა. უკვე 3 საათისკენ დამეწყო საშინელება, ბოლო ხმაზე ვკიოდი ტკივილებისაგან და მაშინ კი ვიკადრე დიმას და დედაჩემის გაძვიძება, სასწრაფოდ წავედით მგონი ვმშობიარობ ისეთი ტკივილები მაქვს მეთქი. სასწრაფოდ წამოცვივდნენ ცემები, მე ძლივს ჩავიცვი, ტკივილს და ტკივილს შორის თუ ვახერხებდი თორე ისე ტკივილების დროს ვიკეცებოდი და ვითიშებოდი დედამიწიდან, ხანგრძლივობა ტკივილების მაშინ ალბათ 30-35 წამი იყო მხოლოდ.
გარეთ საშინელი ამინდი იყო, წვიმა ახალ გადაღებული, არი და ციოდა, მართალია მაგრად შემცივდა მაგრამ სუფთა ჰაერი მაინც მესიამოვნა, იმიტო რო მთელი დღე ქრონიკული ჰაერის უკმარისობა მქონდა. მანქანაში ტკივილები კიდევ უარესად აღიქმებოდა, მჯდომარე პოზა მაინც რაღაცნაირად მგრუზავდა, მაგრამ გზები ტავისუფალი იყო და ზალიან მალე მივაღწიეთ. მოდიგე ექიმი ამ დღეს ხათუნა იყო, მინდა აღვნიშნო საკმაოდ აუტანელი, მოძველბიჭო ქალი, მაგრად არ დამევასა ეგ გოგო. შევედით დავჯექით მოსაცდელსი სანამ ხათუნა ცამობრძანდებოდა, და უცებ დივანზე მჯდომარე ხალხში ლოლიტა და ლილიანი შევნიშნე. მივხვდი რარაც კისის ამბები იყო, მოვიდა ლოლიტა და მითხრეს რო კისი ზევით არის საკეისროს იკეთებსო, მაგრად გამიკვირდა და გამიხარდა რო ერთად ვიქნებოდით. მერე ხათომ შემიყვანა, გამსინჯა და ისევ ისე ხარო, მთელი ეს პერიოდი რარაცნაირ უცნაურ ბურანში ხდებოდა. ხათომ აქ დაგტოვებთ ამარამ, ნხოლოდ თიტნახევარია მაგრამ შეიზლება დილისკენ უკვე იმშობიარო რადგან ამდენი ხანია გტკივაო. მე ეგრევე გაუტკივარება მოვითხოვე. გამიმართლა, ანესთეზიოლოგი გამოსაძახებელი არ იყო, ზევით იყო და კისის აუტკივარებდა :D.
ამიყვანეს ისევ იმ საზიზღარ ოთახში, ისევ იმ ლოგინზე დამაწვინეს, ისევ ყველაფერი ცემი გამახდევინეს და თავიანთი პერანგი ჩამაცვეს.

სანამ ანესტეზიოლოგი ცამოვიდოდა რამის მორიგე ნანა დეიდა და სანიტარი ევა ცემთან იჯდნენ და მამხნევებდნენ, ტკივილები უკვე ყოველ 5-6 წუთში ერთხელ მივლიდა და 50-55წამი გრძელდებოდა, ისინი ითვლიდნენ. ნანა დეიდა საკმაოდ ასაკიანი ქალი იყო და ზალიან გაკვირვებული ვარ სვილოო მეუბნება, ეგეთი ტკივილები უკვე 3 თითზე გახსნილმა მშობიარემ იცისო, იმენნა ვიკლაკნებოდი საწოლზე.
სადღაც 20-25 წუთში ჩამოვიდა ანესტეზიოლოგი, ახლაგაზრდა ბიჭი ალეკო და ხათუნა, ხათუნამ მითხრა შენ მეგობარს ბიჭი ეყოლაო, იცოდა დოდის რო ვიცნობდი.
მოკლედ ეხლა ალეკომ მოამზადა თავისი ინსტრუმენტები და გადამატრიალა გვერდით და ზურგზე დამიწყო რაღაცეების ჩალიჩი. მტელს ამ ჩალიჩს თავისი ნემსებიან ყველაფრიანად კაი ნახევარი სათი მოუნდა, საკმაოდ შევწუხდი, თან მთელი ეს პერიოდი ჩემი ბაია მუცელში ძალიან ძალიან შეწუხებული მოძრაობდა. მე კიდე მტელი ეს პერიოდი ვიკრუნჩხებოდი ტკივილებისგან და უცებ ეს ხათუნა მეუბნება – კაი ეხლა ეგრეც არ გტკივა შენ ისტერიჩკკა ხარო, აი მანდ გადამეკეტა, არაფერი არ მედოი გვერდით თორე ისტერიჩკას ვანახებდი, თუმცა რაღაცა მწარე კი ვუთხარი აღარ მახსოვს ეხლა.
გამიკეთა ალეკომ გაუტკივარება, მაგრამ მ მაინც უზომოდ მტკიოდა, სადღაც 30 წუთის მერე დაიწყო წამალმა მოქმედება, ტავიდან 20 წუთი რო გავიდა ოდნავ შესუსტდა ტკივილები, მერე და მერე უფრო და უფრო შესუსტდა და ბოლოს ტკივილი რო მომივლიდა ვგრძნობდი მაგრამ არ მტკიოდა, ასე დავიძინე დილის 7ის წუთებამდე. 7ის წუტებზე უკვე წამალს გაუვიდა მოქმედება და მე საერთოდ ჭკუიდან კინაღამ გადავხტი. სასწრაფოდ გავაღვიზებინე ალეკო რომელსაც სადღაც ზევით ეზინა, მაგრამ 20 წუთი მაინც არ ჩამოვიდა, მე უკვე ვყვიროდი და ეს ხათო შემობრძანდა რა დღეში ხარო, მეთი მოიყვანე ის ბიჭი, ესაა გაუტკივარება? გადავდექი ჭკუიდან უკვე ტკივილებისგან მეთქი, თან საკმაოდ ისე ხმამაღლა და უხეშად მომივიდა რო ეგრევე გავიდა ოთახიდან და მერე ალეკოსთან ერთად შემოვიდა. ალეკომ წამალი დამიმატა, 20 წუთი კიდე მაგის მოქმედებას ველოდე სანამ გააყუჩებდა, მერე მაქედან მოყოლებული 10 საათამდე ვამატებინებდი და ვამატებინებდი, ბოლოს მითხრა რო ამდენი წამალი არ შეიძლება ორგანიზმისთვისო. აი მაგის გაგებაზე საერთოდ ჟრუანტელმა დამიარა, მეთქი ეხლა რა უნდა ვქნა აბა? ალბათ უნდა მოითმინოო …

ისტერიკას ცოტა მაკლდა, მაგრამ ჯერ კიდე მოქმდებდა გამაყუჩებელი ცოტათი და არ ვკიოდი. მერე დამეწყო უკვე საშინელი ტკივილები მუცელშიც, წელის არეშიც და მენჯის მარჯვენა მხარეს საერთოდ ისე მტკიოდა რაღაცა რო ჭკუიდან გადავყავდი. აი მანდ ტკივილების გარდა არაფერი მახსოვს, ტელეფონი რეკავდა, ვიღაცეები შემოდიოდნენ გადიოდნენ მაგრამ მე მარტო ტკივილებს ვგრძნობდი და ვითიშებოდი. რაღაც დრო გავიდა არ ვიცი რამდენი და ქორიძე შემოვიდა, ერთი ის მითხრა “ბავშვო სენ რას დარბიხარ წინ და უკანო” და დაიწყო გასინჯვა. მსინჯა მსინჯა, მერე რაღაც ინსტრუმენტი მოატანინა მაკრატელივით, ვაიმე მეთქი ეხლა წყლებს დამიღვრის მეთქი მაგრამ არა. შემომხედა ერთი, 3 თითზე ხარ გახსნილიო ტქვა, მე ის იყო გაღიმებას ვაპირებდი ბედნიერებისაგან მაგრამ უცებ დააყოლა, მაგრამ ამ ბავშვს შენ ვერ გააჩენო. ადგა და გავიდა, მეტი ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.
დავუზახე ექიმებს, მეთქი რა ხდება, რატომ ვერ გავაჩენ ამ ბავშვს? რას მიპირებთ გამაგებინეთ მეტქი. ერთადერთი მითხრეს თავი აქვს ბავშვს ცუდადო და 2 წუთში ვიღაც ქალი შემოდის ბრიტვით.
ეგრევე მივხვდი რო საკეისროს ბაზარი იყო, დავიწყე ექიმების ძახილი, საკეისრო უნდა გამიკეთოთ მეთქი? რატო მიმალავთ რატო არ მეუბნებით მეთქი. იმ ქალს ჩემთან არ ვუშვებდი, არაფერი არ მაქვს გასაპარსი დამანებე თავი მეტქი, არაო ცოტა ზევით უნდა გაგპარსოო, დამანებეეეეეე, ვყვიროდი ტან ამ ტკივილების ფონზე, ცოტა ზევით საერთოდ არ ამომდის თმები მეთქი. მერე დიმამ დამირეკა, თათ ეხლა ქორიზემ დამირეკა და საკეისროს გიკეთებენო. რაში მჭირდება მეთქი, მოვრთე ბღავილი, შემოვიდა ალეკო და მითხრა რო შენზე საკეისროს დროს ეპიდერალური აღარ იმოქმედებს და ნარკოზი უნდა გაგიკეთოთო. უცებ ნარკოზის შემეშინდა არ მინდა მეტქი. მერე უცებ დაავლეს ლოგინს ხელი და წამებში რაღაც ოთახში აღმოვჩნდი, მენჯთანისევ აუტანელ ტკივილებს ვგრძნობდი, ეს გამიყუჩეთ მეტქი ვეხვეწებოდი.
დამაწვინეს რაღაც საწოლზე, ქორიძემ ხელთატმანები გაიკეთა, შუქები შემოატრიალა, მე ნემსი გამიკეთეს ვენაში, მერე კიდე მეორე, ჟანგბადი დამადეს რაც გავაპროტესტე ბანძი სუნი აქვს მეთქი, მერე ჰაერს მოუმატეს და უცებ გავითიშე.
ვიკა 12 საატისკენ დაიბადა, ისე რომ დედიკოს არაფერი უგრძვნია, არც პირველი ტირილი, არც სისხლიანი ბაია უნახავს, არც გულზე დამიწვინეს, არც ჭიპლარის გადაჭრა მინახავს. რამდენიმე საათსი დამეწყო მოგზაურობა ნარკოზიდან დედამიწისკენ, ძალიან მაგარი შეგრძნება იყო რომ არა ტკივილი რომელსაც ექიმები მაყენებდნენ საკმაოდ ხშირად. შემოდიოდნენ, ჭრილობაზე რაღაც ძალიან მძიმე და ძალიან ცივი მედო, აირებდნენ ამ რაღაცას და ხელს მაჭერდნენ, რიტაც აუტანელ ტკივილს მაყენებდნენ.
მერე თურმე მნახველები ამოუშვეს ყველანი ნაწილ ნაწილ, ვერავინ ვერ ვიცანი, ვერავის ვერ ვხედავდი, უბრალოდ შეკითხვებზე ავტომატურად ვპასუხობდი.
მერე დაიწყო დომინოების დერეფანი, მოვდიოდი დომინოს ქვებთან ერთად და ზუსტად ვიცოდი საით უნდა გამეხვია, მერე ეს დერეფანი გადაიქცა წყლად რომელზეც ასევე დომინოები დაცურავდნენ ტივებივით. მერე მათ დავყვებოდი და ბოლოს საღამოს გვიან რომელიღაც ნაპირზე გამოვედი და იქ დიმა დამხვდა. როგორ ხარ სიხარულოო მეკითხებოდა, კარგად მეტქი და თვალები გავახილე, პალატაში ვიწექი, უკვე ბევრი საათი იყო გასული და დიმა მეორეჯერ შემოვიდა, მთელი ეს დრო გარეთ მელოდებოდა, მერე მე ვუთხარი რო დიმ ცემი შვილი არ მომიყვანეს და არ მინახავს მეთქი და დამეწყო ტირილი. მამშვიდებდა და მობილურში მანახებდა სურათებს, არც ერთი სურათაი არ მახსოვს. ძალიან განვიცადე და დავიწყე ექიმების ძახილი ცემი შვილი მომიყვანეთ, რა ბოროტები ხართ მეთქი თან მაგრად ვტიროდი. დიმა მამშვიდებდა, ზალიან საყვარელი ბაია გვყავს და ხვალ გაჩვენებენო. მე დავიწყე ყვირილი ეხლავე მაჩვენეთ მეთქი, შემოვიდნენ ექიმები და ნემსი გამიკეტეს. ამის მერე მხოლოდ მეორე დილის 7 საათისკნ გამეღვიძა.

Advertisements

Responses

  1. bevri gicvalia, magram usayvarlesi baia gyavs! 🙂

  2. შემაშინე მაგრად….

    ის, ნაროზიდან გამოსვლის შეგრძნებები მაგარი იყო..

  3. გადაეღოთ თავიდანვე ექოსკოპია ასე ხომ არ დაიტანჯებოდი….. 😦 ეგეც შენი იღბალი იყო აპარატი რომ არ ჩაირთო…… ბევრი იტანჯე მაგრამ შენი სიხარული ვიკი ღირდა ამ წვალებად 🙂

  4. იცი რთულია, როცა ვერ გიგებენ გარშემო, ექთნები, ექიმები… არც ისეთ დონეზეა ჩვენი მედიცინა როგორც ჩანს.
    შენც ალბათ ძალიან მგრძნობიარე ხარ ტკივილის მიმართ.. მე და ჩემი დაც კი ისე განვსხვავდებით, ის სანამ ატკივა მაშინ სვავს წამალს მე კი მინდა ყველაფერს გაუძლო…
    ალბათ ამ ტკვილების ახსნა ის იყო რომ ბაია არასწორედ მოდიოდა, და ვერავინ შენიშნა, შენ კი დაიტანჯე. ვიცი არ დაგავიწყდება ეს დიდი ხანი, ღამეც წამოხტები უამრავჯერ, მაგრამ ერთი კი ბედნიერი ხარ უსაყვარლესი პაწაწუნა გყავს, რომლის ერთი გაღიმება დაგავიწყებს ყველაფერს, მოსიყვარულე ოჯახი კი ამაში ხელს შეგიწყობს…
    გილოცავ :))) ვიკიიიიის 🙂

  5. ნერვები ამეშალა იმ ანჩხლ დედაკაცზე, ხათუნა თუ რაღაც რომ ერქვა
    მაღაზიაში ვერ ვიტან ეგეთებს და მითუმეტეს როცა მშობიარობ და ეგეთი ტკივილები გაქვს, წარმომიდგენია რა იქნება…
    უზრდელი

  6. რაც უნდა იყოს, შენ მართლა ხარ ჩემთვის მაგალითი – ძლიერი და გაბედული ადამიანის. ჩემთან რომ დატოვე კომენტარი იმან კიდევ უფრო დამაფიქრა. მგონი, ასე ჯობია, რომ ძნელად მიაღწიო რაღაცებს, მერე ბევრად უკეთესი ადამიანი ხდები და აფასებ იმას, რაც შენ მოგიპოვებია და ამაყობ კიდეც 🙂 ამ შემთხვევაში ვიკაა შენი ძვირფასი მონაპოვარი :love:

  7. აუ ის ხათუნა რატომ არსებობს საერთოდ მანდ! ერთადერთია, ვინც ცუდად მახსოვს მთელი ჯანსახლიდან, იმენნა ნერვებზე მოგვშალა ყველანი შესვლის წამებიდან.

  8. ამ ისტორიას რომ ვკითხულობდი ასე მეგონა მეორედ ვმშობიარობდი,ის ტკივილები რაც თითნახევარზე გქონდა მე მართლა 3 თითზე მქონდა და რომ მითხრა გაგუამ ჯერ 2 საათია წინ კიდევო კინაღამ შევიშალე.. ბოლო წუთებში გაუტკივარებას ვითხოვდი მაგრამ გვიანი იყო.წარმომიდგენია როგორ იტანჯებოდი,მაგრამ მთავარი ისაა რომ ვიკი გყავს ვინც ყველაფერს გირჩევნია :2kiss:
    ხათუნაზე მეც გავცოფდი,ვითომ თვითონ არ ქონდა გამოცდილი ის ტკივილები და არ იცოდა რაც იყო?შეიძლება შენი ყურადღება უნდოდა გადაეტანა თავის ანჩხლობაზე რომ ტკივილი დაგვიწყებოდა და მაგიტო გეუხეშა,მარა დაიკიდე რააა ლამაზი თოჯინა გყავს და მაგარი ფერის თმა აქვს


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: