Posted by: tatushka55 | ივნისი 28, 2009

First days of pain (June 18)

მინდა ყველაფერი დაწვრილებით დავწერო, არ მინდა რაიმე დამავიწყდეს ოდესმე. ეს დღეები ხომ ჩემთვის ყველაზე, ყველაზე ემოციური იყო ცხოვრებაში.
ათასჯერ ემოციური ვიდრე მისარები გამოცდები, ან ვიდრე პირველი შეგრძნება იმისა რომ მე ორსულად ვარ, ან პირველი გაფართხალება ბავშვისა მუცელში.
“მატყუარა დედიკო”_ს კომენტარებში დავწერე უკვე რომ 17ში საღამოს ტკივილების დაწყების გამო პირველად წასული ექიმთან, უკან დამაბრუნეს. მოვედი ისევ დავწექი, ხან ვიარე, მერე ვივახშმე, ხან ვწვებოდი, ხან ვდგებოდი, ჩემს სერიალსაც ვუყურე მაგრამ არა – ტკივილები არ მიცერდებოდა. მერე გარგარი ვჭამე, რომელიც ასე მენატრებოდა მთელი ეს პერიოდი და ვიცოდი რომ თუ ბავშვი ძუძუზე მეყოლებოდა ვერ შევჭამდი, და აი ამისრულდა და საბურთალოს ბაზართან ვიყიდე და ვჭამე გემრიელად. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ტკივილები მიმატებდა და მიმატებდა, გაუსაძლისი არ იყო მაგრამ ყოველ 5-6-7 წუთში მეორდებოდა.
ბელას ველაპარაკე და წადი ისევ ექიმთან, წინ მტელი ღამე გაქვს და მაინც დაიზღვიე ტავიო.
წავედით, ნინო ექიმი იყიო მორიგე ისევ, გამსინჯა და ისევ ისე ხარო, მერე გადაწყვიტა ბავშვის გულისცემას დავითვლი ეხოზეო, მაგრამ მთელი 40 წუთი ეცალიჩა და აპარატი ვერ ჩართო (ნეტა ჩაერთო, 2 დღიან წამებას გადავრჩებოდი 😦 )
ამასობაში ხატია და დათო მოვიდნენ, გარეთ ვიდექით და ვლაპარაკობდით, ტკივილი კიდე არ მეშვებოდა, ნინო ექიმმა გადაწყვიტა სახლში შენ მაინც ვერ დაიძინებ აქ დაგტოვებთ ამაღამო. ზევით ავიდა და სანიტარი გამომიგზავნა წასაყვანად. აი მანდ შემეშინდა პირველად მთელს ორსულობაში, დაბლა ვტოვებდი დიმას, დედიკოს, ხატიას, დათოს და მივდიოდი სადღაც შეუცნობლისკენ, იქ სადაც არავის არ ვიცნობდი და ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა უნდა შეექმნათ.
ჩემებისთვის მარტო იმის თქმა მოვახერხე დილამდე არაფერი არ იქნება სახლში წადით მეთქი, დიმას ვერც დავემშვიდობე 😥 და ამიყვანეს.

1111111

შემიყვანეს ინტენსიურ პალატაში თუ რაღაც მაგდაგვარში, საკმაოდ მრაჩნი ადგილი იყო იმ წუთას ჩემთვის, იქ იდგა რრაც აპარატურა, დიდი საწოლი, გასასინჯი დივანის, გინეკოლოგიური კრესლო, და რავი კიდე რარაცეები. შემავსებინეს საბუთები, ჩამაცვეს თავიანთი პერანგი, გამიზომეს სიცხე და გულისცემა, მოისმინეს ჩემი და ბაიას გულისცემა, მერე რამდენიმე წუთში გამიკეთეს ოყნა და დამაწვინეს იმ შუა დიდ ლოგინზე, თან ზეწარზე რარაც დამიფინეს ნახევრად პარკი იყო და სულ ვეწებებოდი – საშინელება იყო 😦 , ეს ყველაფერი ისე მალე და ბურანში მოხდა რო გააზრებასაც ვერ ვასწრებდი, რარაცნაირად ნახევრადგათიშულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი.
ნინო ექიმი კიდევ ერთხელ შემოვიდა, ჟანგბადის მილი გამიკეთა ცხვირში და მთხოვა დაიძინე რადგან დილამდე მინიმუმ არაფერია მოსალოდნელიო და ეს ტკივილებიც ჯერ არ არის ის ტკივილი რაც წინ გელოდება, ამიტომ დაისვენეო, და თუ რამეა ჩვენც აქვე ვართო.
საშინელი ღამე გავატარე, ვერც დაწოლილი ვისვენებდი, ვდგებოდი – ფანჯარასთან მივდიოდი – ვსუნთქავდი ჰაერს ზალიან ბევრს, ის ჟანგბადის მილი მოვიძრე, მე ცხვირით არ მევასება სუნთქვა პირით ვსუნთქავ ხოლმე და ის კიდე ცხვირში გარჭობილი საშინლად მაწუხებდა და გამოვიძრე და სადღაც მოვისროლე. ძალიან განვიცდიდი ჰაერის უკმარისობას და ამიტომ ხშირად ვიყავი ხოლმე ფანჯარასთან და მტელი ფილტვებით ვსუნთქავდი ჰაერს. მერე ტუალეტში შევიდოდი, მერე ისევ ლოგინზე ამოვბობღდებოდი და ცოტათი ჩამეძინებოდა. ასეთ ტანჯვაში გავატარე მთელი ღამე დილის 6 საათამდე.  პლუს ამ ყველაფერს იმ ოთახის ფანჯრები რომელშიც მე ვიწექი ლიანდაგების მხარეს გადიოდა და მთელი ღამე მატარებლის კივილი და ღმუილი მაღვიზებდა ხოლმე. რომ გათენდა, ნელ-ნელა მთელმა სამშობიარომ დაიწყო გაღვიძება. მე ტკივილები ნელ ნელა ჩამიქვრა და უკვე 15 წუთიანი შუალედებით მტკიოდა ხოლმე. დილის 7 საათისკენ ნინომ ისევ გამსინჯა და და არანაირი პროგრესი არ იყო, ყელი ისევ ისე იყო გახსნილი, ყველას უკვირდა მთელი რამე ტკივილების მერე რატომ არ იხსნებაო. დილის 9სკენ ცემებმა დამირეკეს როგორ ხარო, სად ხარო, ჩვენ აქ ვართო და საით მხარეს წევხარ ფანჯრიდან ვერ გადმოიხედავო?. ავუხსენი საითაც ვიყავი და გადავეყუდე ფანჯარაში ისე მენატრებოდა მათი დანახვა.
გამოვიდნენ უკანა მხარეს და დავინახე:დიმა, დედაცემი, ხატია, დათო და ჩემი დედამთილი და ჩემი მული. რარაც ძალიან დავიგრუზე მათ დანახვაზე და სახლში მომინდა საშინლად, მათტან ერთად ყოფნა, ისე დავიგრუზე რო ნორმალურად ვერც ველაპარაკებოდი, რაღაც ბურთი რო იჭედება ხოლმე ყელში, აი ეგ მქონდა და ტირილი მინდოდა, მაგრამ მათ ხო არ დავანახებდი ცრემლებს.

10 საათიდან დაიწყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი. შემოყავდათ მთელი სამშობიაროს გოგოები და ქალები რომლებსაც უკვე გაჩენილი ყავდათ შვილები და უმუშავებდნენ ჭრილობებს. მე კიდე ისეთი საცოდავი ვიყავი ყველაფერ ამას რომ ვუყუყრებდი. ეს ბედნიერები შემოდიოდნენ რაღაცეებს კითხულობდნენ, ტავის თავზე, ბავშვებზე და ბედნიერები გადიოდნენ უკან, მე კიდე ვიწექი იმ დიდ ლოგინზე საოცარ გაურკვევლობაში, თითქოს მსოფლიოსგან მივიწყებული, ჩემი წილი მოვლითი ტკივილებით და არც კი ვიცოდი როდის დამთავრებოდა თუ დაიწყებოდა ეს ყველაფერი? ცოტა ხანში ექიმების სმენაც შეიცვალა და სულ უცხო ხალში მოვიდა, უკვე ძალიან დამეძაბა ნერვები, უკვე ვერარანაირად ვერ ვაკონტროლებდი ჩემს ემოციებს, შემოდიოდნენ დამხედავდნენ, ვინ არის? მშობიარეა? საკეისროა? მე კიდე ვიწექი ერთი ციდა მუცელგაბერილი ადამიანი ამ დიდ საწოლში ჩაკარგული, ცრემლებით სავსე თვალებით და მათგან ველოდი შველას. მალე ისეთი ტირილი ამიტყდა თავს ვერ ვყოფდი გადასაფარებლის ქვეშიდან, არადა ექიმები, მედდები, სანიტრები შემოდიოდნენ და გადიოდნენ იმ ოთახიდან. ყველას რაღაცა საქმე ქონდა და ყველა ისე მათვალიერებდა, და მე კიდე უფრო და უფრო მეტირებოდა. მერე ტუალეტში გავედი, სახე დავიბანე ცივი წყლით, მაგრამ მაინც ისტერიულად ვტიროდი, ცრემლები თავისით მოდიოდა. ყველა მამჩნევდა მაგრამ კიდევ კარგი არავინ არაფერს მეკითხებოდა, თორე ალბათ ვაფშე პატარა ბაიასავით ავბღავლდებოდი. მერე ცვლის ექიმი შემოვიდა, მნახა, მეთქი არარ მაქვს ისეტი ტკივილები და სახლში გამიშვით მეთქი. ამირანის გარეშე ვერსადაც ვერ გაგიშვებთო. 12ზე მოვიდა ამირანი, ნახევარ საათსი შემოვიდა ჩემთან, შემამოწმა და ისევ ისე ხარო ძალიან გაკვივებულმა მითხრა. მერე ძალიან ვთხოვე აქ ვეღარ ვძლებ და სახლში გამიშვი მეთქი, . რა აზრი აქვს მოგიმატებს ტკივილები და ისევ აქ უნდა გამოიქცეო. მეთქი ჩემთვის აქვს აზრი, სულ რომ 1-2 საათი მომიწიოს სახლში ყოფნა მაინც სახლში მირჩევნია მეთქი და კაიო დამთანხმდა, კარგად დაისვენე, თბილი აბაზანა მიიღე, ჭამეო და დაელოდე ტკივილებსო, ოღონდ ნამდვილ ტკივილებსო.
 დიმას დავურეკე სახლში მოვდივარ მეთქი, მაგრად გაუკვირდათ ყველას, წამებში ჩავიცვი, ასეთი სწრაფი თუ ვიყავი არ ვიცოდი. ჩავედი დაბლა, ყველანი ჯერ კიდევ იქ იყვნენ, დიმა რო დავინახე და ცავეხუტე იმენნა ვგრძნობდი რომ ისტერიკა მეწყებოდა, მაგრამ ირგვლივ იმდენი უცხო ხალხი იყო რო თავი მოვთოკე და ჩუმად ავცრემლდი.
მოვედით სახლში, ცოტა ვჭამე და დავწექით, დიმაც და დედაჩემიც უძილოები იყვნენ. საღამოს 7 საათამდე გაგუდულებს გვეძინა ორივეს, მე შიგადაშიგ ტკივილები მაღვიზებდა მაგრამ რომ ვახელდი თვალებს და სახლში ვიყავი და დიმაც აქვე იწვა ვმშვიდდებოდი და ეგრევე ისევ ვიძინებდი.  რომ გავიღვიძე ცოტა ვჭამე გრეჩიხა, ფორუმს ჩავუჯექი ცოტა ხნით და ისევ დავწექი. ცოტა ხანში მაგრად გაწვიმდა და აცივდა, და ცოტა ხანშივე დაიწყო არდავიწყება. აიიიიიიიიი  ტკივილები ეს იყო, ასეთი არაფერ მიგრძვნია ცხოვრებაში, ჯერ ყველა 15 წუთში ერთხელ, საერთოდ რომ ითიშები ადამიანი ქვეყნიერებიდან ეგეთი ტკივილები იყო. მერე უფრო გახშირდა და გახშირდა …

cartoon

Advertisements

Responses

  1. მაგარი პოსტი იყო:)
    ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე 🙂

    და ვინერვიულე ..

  2. ვაიმეჰ….. გული :user: ცრემლები წამომივიდა რომ წავიკითხე უცებ ჩემი თავი წარმოვიდგინე და რამის მეც ისტერიკა დამეწყო … ამ პოსტის წაკითხვის მერე თუ სადღაც გულის სიღრმეში 2% მაინც გული მეთანაღრებოდა შემეყოლებინა თუ არა ჩემი ქმარი სამშობიაროში, ის 2%იც გაქრა. მარტო ვერ გადავიტან ამ ყველაფერს :user:
    შენ კიდევ ყოჩაღ ! გმირულად გაუძელი ამ ყველაფერს……………. და გაგრძელება როდის იქნება? 😉

  3. ამ ყველაფერს სამშობიაროში ვწერდი ფურცლებზე.
    გავაგრძელებ გადმოტანას როგორც კი ჩემი პატარა მომცემს საშუალებას 🙂

  4. არა რა
    არ ღირს აშკარად ბუნებრივი მშობიარობა
    ამდენი ტანჯვა და არანორნალური ტკივილი არ ღირს, როცა არსებობს საკეისრო


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: