Posted by: tatushka55 | June 12, 2009

People around us …

მეორე დღეა უკვე მთელი ფორუმის მშობელთა განყოფილების გოგოები აჟიტირებულები ვბალეშიკობთ ონლაინ რეჟიმში ლელას, ცქნაფოს და ნიას.
ცქნაფომ გუშინვე გააჩინა ბაია, ლელა გუშინწინდელი ღამის მერე სამშობიაროშია და ჯერ კიდე ტკივილებს ებრძვის
ნია დღეს წაიყვანეს და დღეიდან მთელი ფორუმი ვბალეშიკობთ
საოცარი სითბოთი აღსავსე გვერდებია მათი ბალეშიკობის.

http://forum.ge/?f=97&showtopic=33977850 _ SoulTaker AKA ლელა

http://forum.ge/?f=97&showtopic=33978174  _Liliana AKA ნია
ო სახლში ვიჯექი კომპთან, ამ თემების შემხედვარე ყურებამდე გახეული პირით და რაღაც უჩვეულო სითბოს და მხარდაჭერას ვგრძნობდი ჩემთვის თითქმის უცნობი ადამიანებისაგან.
წარმომედგინა ჩემი თავი ლელას და ნიას ადგილზე, როდესაც ამდენი უცხო ადამიანი ამხელა ყურადღებას და სითბოს გამოხატავს და კიდევ ერთხელ და მეათასეჯერ ვრწმუნდები რომ ცხოვრება მშვენიერია.

არადა ერთი შეხედვით რა მარტივი სქემაა, სიყვარული – ოჯახი- ბავშვი…
მაგრამ აბა შეეცადოს თითოეული ჩაწვდეს და მთელი პირამიდაა სირთულეების.
იყო ორი შეყვარებული ადამიანი, უყვარდათ უყვარდათ, კოსნეს, ეფერეს, ეხუტნენ, დაწვნენ და უცებ ბრახ და დედამიწაზე გაჩნდა პატარა მარცვალი.
პატარა საყვარელი მარცვალი რომლის შესახებ სარაც 1 თვე არც კი იცის არავინ ხოლმე, არის თავისთვის დაფუთფუთებს ცხოვრობს არსებობს
და უცებ მის შესახებ გაიგებს დედიკო, მერე მამიკო და მანდ იწყება უკვე მთელი რგოლი.
9 თვე ეს საოცარი მარცვალუშკა ზის დედიკოს მუცელში არსებულ გამოქვაბულში, ჭამს, იზრდება, თხრის გამოქვაბულს ადიდებს თავის სამყაროს, გვიბრახუნებს, მამიკოს ხელებს ეფერება ხოლმე, დედიკოს ყოველ გაფართხალებაზე გულს სიყვარულით უვსებს. იზრდება, იზრდება და გამოჩეკის დროს მოდის. ხოდა უცებ გადაწყვეტს რო ჯერ კიდევ უნდა თავის გამოქვაბულში და ბოლო წუთებამდე იხანგრძლივებს იქ ყოფნას.
ჩვენ კიდე ამ დროს ვეხვეწებით, ტკივილებს ვუმკლავდებით, არადა რა ქნას პატარამაც, რა იცის გარეთ რა ელოდება, ხოდა ეშინია. იქ სადაცაა იცის რომ კარგადაა და ზრუნვა არ აკლია.
ამ დროს კიდე მე ერთი სული მაქვს როდის გამოსკუპდება ჩემი გოგონა რო დავინახო როგორია და ჩავეხუტო და დავკოცნო.
ცხოვრებაში საერთოდ არ მიფიქრია ბაიაზე, დაჟე გათხოვების პირველ პერიოდშიც ვერ ვრისკავდი და ვერ ვწყვიტავდი, მაგრამ ბოლოს უცებ ძალიან მომინდა და შედეგსაც ველოდები უკვე იმედია 1 კვირაში მაქსიმუმ. თორე მე დღესაც მზად ვარ.
მთავარია თვითონ მოინდომოს გამოსკუპება.
წუხელ ვეუბნებოდი ზუსტად დიმას, რო გაიზრდება გოგონა ჩემი ბლოგი უნდა ვანახო მეთქი, როგორ ველოდებოდით და როგორ გვიყვარდა მეთქი, როგორ კოცნიდა მამიკო მუცელზე ხოლმე, და ფეხს რო ამოიშვერდა როგორ ვასცრებდით მე და მამიკოს მის დაწერას, რო უფრო რეალურად გვეგრძნო მეტQი.
ხოდა ყველას ვინც ამამს წაიკითხავს, დედიკოს თუ მამიკოს, მომავალ დედიკოს თუ მამიკოს მინდა ძალიან დიდი სიყვარულით ვუსურვო ამ ყველაფრის განცდა
იმიტო რო მეც მეგონა მთელი ცხოვრება ამისთვის არ ვარ მზად მეთქი, ჩემგან რა დედა უნდა გამოვიდეს ღამის კლუბების და გონკების იქეთ არაფერი არ მახსოვს მეტქი. მაგრამ თურმე ყველას ცხოვრებაში დგება ეს მომენტი და წინ მთელი თავგადასავალია 🙂
P.S. ლელას და ნიაკოს ბაიებო, გამოდით მალე, მარტო დედიკო-მამიკოები კი არა ამდენი ხალხი გელოდებით უკვე სიყვარულებით

10052007843

Advertisements

Responses

  1. OMG OMG OMG!
    შევიძაარი რა!

    აი მეც სულ ეგრე მგონია რომ ჯერ არ ვარ მზად და არ მიდნა მაგრამ ამ ნაწერის წაკითხვის შემდეგ ცოტათი დავფიქრდი იქნება მინდა მეთქი :)))

    მიყვარს შენი ბლოგი… ❤

  2. :love: :love: :love: meti ar vici ra dagiwero, mixaria, rom bednieri xar da elodebi shens lamazuna Vicky-s 🙂 it’s gonna be awesome time for both of you 🙂 aaaaaaaa! 🙂 usayvarlesi xar, Taa!!!

  3. Sweety
    მიყვარს შენი ბლოგი… ❤

    Sophie Golden
    aaaaaaaa! usayvarlesi xar, Taa!!!

    უღრმესი მადლობები გოგოებო,
    თქვენც მალე გამოცდით და მერე მეც ეგრე სიამოვნებით წავიკითხავ ხოლმე ამ ნაცნობ განცდებს
    აი ნახავთ
    სვით, შენსკენ უფრო მალე ველოდები
    სოფის ჯერ ვაცალოთ მზიანი ცხოვრებით ტკბობა :kissyouboth:


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: