Posted by: tatushka55 | ივნისი 11, 2009

Just a post

ეს დღეები ისეთი დაკავებული ვარ რომ სულ ვერ დავწერე ვერაფერი.

 სოფი შენს კომენტარზე მინდა გიპასუხო, რომ მართალია ჩემი ფეხმძიმობის მთვლელი 97% აჩვენებს მაგრამ ალბათ 100% _დეც დაიცდის ჩემი ბაია 🙂

ჯერჯერობით არ ჩქარობს გამოძვრომას.

df7408595e97

ამჯერად 39 კვირაა, ყველაზე იდეალური კვირა ექიმების აზრით 40 კვირაა, ხოდა ჩემი მოცუცქნულიც ალბათ მე40 კვირას ელოდება რო გაგვახაროს 🙂

ორსაბათს ჯანმრთელობის სახლში ვიყავი, ქორიძე ვნახე ვისთანაც უნდა ვიმშობიარო. გამსინჯა, საკმაოდ ყურადღებით და თბილად მისმენდა, ხოდა მითხრა შემდეგი კვირის ბოლომდე სავარაუდოდ არ გელოდებითო, მენჯი კარგი გაქვსო, ბავშვის წონა არც ისე დიდია რო რამე საფრთხე შექმნასო და ჯანმრთელი გოგო ხარ, ასე რომ წადი სახლში და დაელოდეო, ყოველ 5 წუთში განმეორებითი ტკივილები რომ დაგეწყება მერე უკვე მოხვალ ჩვენთან, მანამდე არ არის საჭიროო.

რაღაცნაირად ძალიან დამაწყნარა, უკვე ღამეებიც უკეთ მძინავს, სამშაბათს ნანა ექიმთანაც მოვრჩი პროცედურებს, ბავშვის საწოლიც მოვიტანეთ, ამ დღეებში ავაწყობთ. ბაღშიც ბევრს ვსეირნობ, სამშაბათს რეკორდი მოვხსენი და 5 წრე დავარტყი ერთხელ შევისვენე მხოლოდ. მაგრამ მერე მივხვდი რომ ასეც არ შეიძლება.

გუშინ კიდევ ძალიან მაგარი ამბით გამაღვიძა დედიმ, ჩემი დეიდაშვილის ცოლს დილით მუცელი ასტკივდა და პირველ სამშობიაროში მოიყვანეს. საწყალმა გოგომ მთელი დღე იწვალა, ექიმებმა ხან რა სისულელე ჩამოიტანეს ხან რა (ამაზე ცალკე მინდა მერე ერთხელ დავწერო) ხოდა ბოლოს სამშობიარო ტკივილები რასაც ქვია დაეწყო 6ის ნახევარზე და 10ის ნახევარზე საღამოს გააჩინა პატარა ლამაზუნა ქეთი. ბაია 3800 და 52 სანტიმეტრი დაიბადა და სურათი რო ვნახე ძაან დახვეწილი ნაკვთები აქვს.

ხოდა ასეთი დატვიწღული დღეები მაქვს, დღეს კიდევ თეოს ბაიას დაბადების დღეზე მივდივარ, თეო ჩემი მამიდაშვილია და მამიდაჩემი მეკაიფებოდა, იცოდე დღეს კარგად მოუჭირე – ერთ დღეს დაბადების დღე მაინც ტეხავსო, დებივით იქნებიან და სხვადასხვა დღეს ჯობიაო, თუმცა მე სადღაც იქეთა კვირის შუამდე უკვე არც ველოდები. ხოდა ეხლა გავიქეცი საჭყუმპლაოდ და დაპირებულ მასალას 1 სამშობიაროს ზოგიერთ უსინდისობაზე უახლოეს დღეებში დავწერ.

Advertisements

Responses

  1. მოიცდის აბა რას იზავს 🙂
    წარმატებას გისურვებ

  2. აუუუროგრო მაინტერესებს როგორია

    აპტარა ჭყავალა ვარდსიფერი ფისო იქნება პირველ დღეებში ❤

    საყვარელიიიი ბაავსიიი

  3. პირველ დღეებში მე მგონი მარტო დედიკო და მამიკოსთვის არიან ლამაზები
    ვარდისფერები კი არიან ისე :),
    მაგრამ ნაკვთები და ყველაფერი 1 კვირიდან ეკვეთებათ უფრო დახვეწილად მე როგორც მგონია

  4. თათ შენი შვილი ულამაზო არ იქნება 😉 ნუ მე ყოველშემთხვევაში დარწმუნებული ვარ 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: