Posted by: tatushka55 | ივნისი 7, 2009

Week End

რადგან რამე უფრო განსაკუთრებულის დასაწერად ვერ ვიცლი და მუზებიც ნაკლებად მომდის, ჩემს ვიქენდს აღვწერ

შაბათი –

გვიან გავიღვიძეთ, დიმა წავიდა მანქანაზე საცალიჩოდ, ვიხლოპები და რაღაცეები უნდა გადაეყენებინა, მე სახლსი ვიყავი, სალონში ცავეწერე, ვიბანავე, დათომ დეაკო მოიყვანა ვეთამაშე და წავედი ამასობაში სალონში. საოცარი ტაქსისტი შემხვდა, ფასი რო ვკითხე -დაჯე, დაჯეო, შენ რაც არ უნდა გადამიხადო უარს როგორ გეტყვიო, ცოტა ვერ იყო მგონი, შენ ქუჩაში როგორ დაგტოვებო, გეგონება მე ვრცებოდი უმაგისოდ ქუჩაში. მერე მთელი გზა ენა არ გააცერა, ვერ ვიტან ეგეთ რაღაცეებს, არც იცი რა უპასუხო აბსოლუტურად უცხო ადამიანების უცხო ცხოვრებისეულ რარაცეებს, არადა ვერც ეუხესები, არაფერი დაგისავეს, ხოდა ერთი სული მქონდა გადმოვსულიყავი.
აი სალონში კი უკვე სესვლისთანავე განვიტვირთე, პირსახოცების გასრობის სუნი, ფენის ზუზუნი უკვე ცემს სტიქიასი მაგრძნობინებს თავს. თან ცემი სალონი ზალიან მიყვარს, მიყვარს იმიტო რო ყოველთვის ბევრი ხალხია, სულ ზუზუნია და ისეთი ტავის მოვლის გარემო დგას კარგი, თან ბევრი სერვისი აქვთ და ასწორებს.
ჯერ პედიკურები გავიკეთე, არ ვიცი მაქვს თუ არა არწერილი ეს პროცესი, ჯერ უსაყვარლესი მანიკურშა მყავს გოგო არის ახალგაზრდა ვიკა, მერე ზალიან გემრიელ კრესლოში ზიხარ რომელსაც აქვს ზურგის და კეფის მასაჟორი, ანუ ზიხარ და ავტომატურად კაიფში ხარ. მერე ფეხები გიდევს უსაყვარლეს ვანაჩკაში სადაც ჯაკუზიც არის და რაც მთავარია სარეცხის საპონს არ ჭრიან და არ ყრიან, არამედ შვარცკოფის ზალიან სურნელოვან ასაქაფებელ რაღაცას ასხამენ. და თვითონ პროცესიც ძალიან მიყვარს, თან ეხლა მაინც სამშობიაროსათვის ვემზადები და ვუთხარი რომ ძალიან ლამაზუნად გამიკეთოს ყველაფერი 🙂
ხოდა ფეხებზე გავიკეთეთ ფრენჩი ლამაზი სადა ნეილ არტებით . სურათზე როა დაახლოებით ასე, ოღონდ ესეთი ჭრელი არა

nail

მერე მანიკურზე დავჯექი, ფრჩხილები უკვე საკაიფოდ გამეზარდა და ძალიან ლამაზად გამოიყურება და უნდა მომეჭრა, რადგან სამშობიაროში მაინც ბოლომდე მოჭრილი უნდა გქონდეს რო ბაია არ დაგეკაწროს შემთხვევით, მაგრამ ვერ გავიმეტე, ხოდა ეივონის ძალიან საყვარელი კუსაჩკა ვიყიდე და ჩემი ფრჩხილები დროებით ისევ შევინარჩუნე, მივალ სამშობიაროში და კუსაჩკით მოვიჭრი სანამ ბაიას მომიყვანენ, მანამდე კიდე ვივლი ლამაზუნა გრძელი ფრჩხილებით.
მერე სალონში ჩემი ნაცნობი ქალი ვნახე, ხათო, უსაყვარლესი ადამიანი, ფორტუნას მარკეტინგის მენეჯერი, სანამ მიშრებოდა მანიკურები და დიმას ველოდებოდი გემრიელად ვიჭორავეთ.მერე დიმაც მოვიდა და სვითისთან წამიყვანა.

სვითისთან ვიყავით შეთანხმებული მისვლაზე რადგან უნდა გვეთამაშა, მის მიერ შეძენილი თანაში, სერიალ “`SEX & THE CITY”_ზე აწყობილი, არადა ჩემდა მოულოდნელად, როდესაც მეგონა რომ მაგრად მიყვარდა ეგ ფილმი, თურმე ისიც კი არ მცოდინია რომ 6 სეზონი ქონია :), ხოდა ეხლა დიასახლისებს ჩავამთავრებ თუ არა ისევ დავუბრუნდები ქერი ბრედშოუს და ყველა სერიას ვუყურებ ინგლისურად. ხოდა სვითისთან მხოლოდ 4ნი შევიკრიბეთ, მე, სვითი, თათაია და ლოლიტა. ზალიან საყვარლად გავატარეთ სარამო, ვითამასეთ, ახალი ამბები მოვყევით, ყავა და ვაფლები მივირთვით და მე შედარებით ადრე წამოვედი, ჩემს დას დავპირდი გნახავ მეთქი და უნდა შემესრულებინა დანაპირები.

sex-and-the-city-the-movie-1-1024

ცვენ ჯერ დიმასთან წავედით უბანში, საშკას მანქანა ვნახეთ რარაცა გადააკეთა და ზალიან საკაიფოდ დადის, მერე წერეთელზე ცავედით და ხატიას და დეაკოს გადავუჯექით მანქანაში მე დიმა და დატო და რადგან ზალიან მშიოდა წავედით კანდელაკზე ჩილიმ ბარში. ძალიან გაგვისწორდა, უგემრიელესი ცეზარი და კარტოფილი მოგვიტანეს, კარგი მუსიკა, საკაიფო სიტუაცია. უბრალოდ ვერ მოვწიეთ რადგან ფული არარ გვეყოფოდა, ბიჭებმა სასმელებიც დალიეს და არ გვეგონა თუ ერთი მოწევა 25 ლარი ეღირებოდა. მაგრამ შემდეგში გვეცოდინება და მოვწევთ, მაგრამ მაინც მაგრად გაასწორა. მერე წამოვედით სახლში და გემრიელად დავიძინეთ.

hookah_pipe

კვირა

ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად მძინავს, ჯერ ერთი რომ რატომღაც დამეწყო პანიკური შიშები ღამის მიმართ, კონკრეტულად ის რომ საშინლად არ მინდა ბავშვის გაცენა რამით, ანუ დღისით მინდა რომ ყველაფერი ეს დაიწყოს, რადგან დასაწყისის უფრო მეშინია ვიდრე თვით მთავარი პროცესის, მერე რო უკვე დიდი გოჭია და ჩემს ჭკუაზე არ მაძინებს, ყველა გადატრიალებაზე უნდა წამოვდგე და მისთვის სასურველ პოზაში მოვთავსდე, წინააღმდეგ შემთხვევასი არ მაძინებს.
ხოდა გუშინ კი დამეზინა შედარებით ადრე, მაგრამ სანაცვლოდ დილით არდე გამეღვიძა 7ის წუთებზე და ვეღარ ვიძინებდი :(, თან უაზროდ წვიმდა და ვხვდებოდი რომ დღევანდელი გეგმები მეშლებოდა და უფრო მეტად მინდოდა დაძინება, მაგრამ ვერ მოვახერხე, ხოდა სადღაც 9 საათამდე, დიმას ლეპტოპი ჩავრთე და ფეთ-სოსაეთის ვთამაშობდი, მერე ჩამეძინა ისევ. 12 ის ნახევრისთვის ორივეს გაგვეღვიძა ჩავიცვით და წავედით ლილოში, ბაიასთვის საყვარლობები ვიყიდეთ, ლოგინის ჩასაფენები და საბანაო ატრიბუტიკა, მერე ბაზარში გამოვიარეთ და მოვედით სახლში. ამ სიცხისგან ისეთი გადაღლილი ვიყავი ვერ ვაზროვნებდი, თან მშიოდა და დედის ახალი კარტოფილი შევაწვევინე და გემრიელად მივირთვით. მერე დიმამ დედიკო წაიყვანა მამიკოს სასაფლაოზე, მე ვერ გავქაცე ძალიან დაღლილი ვიყავი. თაკო გამოვიდა ცემთან, ვიჭორავეთ ბალკონზე, მერე ბიჭები მოვიდნენ, სხედან ლუდს სვამენ და საუბრობენ, მე კიდე თაკო რომ გავისტუმრე ვზივარ და ბლოგზე ვპოსტავ. ხოდა ასე ჩაიარა ჩემმა ვიქენდმა 🙂

Advertisements

Responses

  1. wow! რა ლამაზია ფეხებზე ფრენჩი, მეც ძალიან მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ სალონები არ მევასება 🙂 აი, მასაჟები სულ სხვაა.

  2. axla unda gavide manikur-pedikur procedurebze
    da
    ise cvims:)

    tu ravici, civa da mezareba chacma da gasvla 😦

  3. თათა, როგორ ხარ? უკვე 97%-ია შენთან 🙂 LOVE!!! Wish you strength & health!!!

  4. au rogor mogiahlovda TaaT 😀 dzalianac kargi!! rac male daibadeba miss yvealferi mit uektesi : ) ra tkma unda yvealze dzlieri & janmrteli bao iqneba & mere aucileblad vnahav. GooD LUCk : * “gamagrdi” & “aba shen ici”-ebs ar dagicyeb, shen yvealze kargad ici ra unda qna rom minimaluri diskomfortit & maqsimaluri siamovnebebit chaiaros mag jadosnurma dgem.

  5. გაიხარეთ გოგოებო, აუცილებლად შევეცდები ყველაფერმა კარგად ჩაიაროს
    მე არაფრის არ მეშინია, არაფრის არ მეშინია 🙂
    მე ტანკისტი ვიყავი (ომამდე) 😀


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: