Posted by: tatushka55 | ივნისი 2, 2009

Drag Racing Yerevan 2009

რამდენი ხანია არაფერი დამიწერია
სულ ჩემი ქმრის და ექიმის ბრალია 🙂
ჩემი ქმრის იმიტო რო შაბათ-კვირას ერევანში იყო და არაფრის ხალისი არ მქონდა, სულ მაგის ზარს ველოდებოდი
და ექიმის კიდე იმიტო რო ყოველ დღე პროცედურებზე დავდივარ და რიგებში მიწევს დგომა, რაც ყველაზე ზალიან მეზიზღება, ხოდდა მერე ხალისი არ მაქვს ხოლმე
ხოდა დღევანდელ პოსტს დავუთმობ ერევნის თრიფს:

მოკლედ მეორე წელია უკვე ქართველები იღებენ მონაწილეობას ერევანში ჩატარებულ დრაგ რეისინგზე, ვინც არ იცის განვსაზღვრავ :
დრაგი: ესაა საავტომობილო შეჯიბრი როდესაც 2 მანქანა ეჯიბრება ერთმანეთს სისწრაფეში 402 მეტრზე, საკმაოდ საინტერესო სანახაობაა და ძალიან ბევრი ადამიანი მაქსიმუმს აკეთებს თავის მანქანაზე რომ გამარჯვება მოიპოვოს. გამარჯვებისთვის კიდე მხოლოდ ფანტაზია და მარჯვე ხელები არაა საკმარისი, საკმაოდ სოლიდური თანხებიც ჯდება ეს სიამოვნება.
შარშანდელ შეჯიბრზე უკვე დაწერილი მაქვს და შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://tatushka55.wordpress.com/2009/05/09/yerevan-trip/– შარშან ჩემი მანქანით ვიყავით და დიმა არ გამოსულა შეჯიბრზე, რადგან ჩემი მანქანის მონაცემები და მარკა (BMW) მის მოთხოვნილებებს და სიმპატიებს ვერ აკმაყოფილებს.


წელს კი დიდი მოლოდინით ელოდა ამ დღეს, მაგრამ სამწუხაროდ როგორც არაერთხელ სხვა შეჯიბრებების წინ, ამ ჯერადაც მოუხდა ინციდენტი და სცეპლენია მოუკვდა მანქანაზე. სასწრაფოდ შეუკვეთა მაგრამ დედმიწა კი მრგვალია და კომუნიკაციებიც თითქოს ელვისებური სისწრაფის გახდა, მაგრამ მთლად ასე იდეალურადაც ვერ არის აწყობილი და აღმოჩნდა რომ ვერ ჩამოუსწრებდა თავისი ნანატრი სცპლენია.
ადამიანის ხასიათი კი მოგეხსენებათ, ერთი თუ აიტეხა ვსიო, ის უნდა გააკეთოს – ხოდა ჩემი მაინც რა მიდისო, ნუ რაღაც გარკვეული თანხების გარდა და ჩემი 2 დღით დატოვების გარდა – და მაინც გადაწყვიტა წასვლა თავისი განსვენებული სცეპლენიით.
წამსვლელები 30 მაისს დილით იკრიბებოდნენ ორთაჭალაში პოპულთან. მივიდნენ და დიმას მანქანამ საერთოდ გაჭედა, ნუ თითქმის გადაიფიქრა თავისი მანქანით წასვლა და გადაწყვიტა საშკას გაყოლოდა, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ შეელია და ეჩალიჩა, ეჩალიჩა და მაინც დაიძვრნენ. მეორედ საზღვარზე გაჯორდა მანქანა, საერთოდ არ ვარდებოდა სიჩქარეებში, მანდაც დიდხნიანი ჩალიჩისმერე დაძრეს მანქანა და მე-4 სიჩქარით იარა ერევნამდე. არადა იქ სულ მთის გზაა, მიხვეულ მოხვეულები, ალბათ მანდ რო ვმჯდარიყავი მაგარს ვინერვიულებდი.
ჩავიდნენ ერევანში და ბიჭებმა იამკა უშოვეს დიმას. ხო მინდა აღვნიშნო რომ ძაააალიან განსაკუთრებულ ხალხთან ერთად მოუწია წასვლა, ძალიან ძალიან საყვარელ და მეგობრულ ადამიანებთან. ერთადერთი რაც ქმეს სასტუმროში დაყარეს ბარგი, ჭამეს სომხური ქაბაბები და მერე დილის 5 საატამდე ყველანი ერთად ეჩალიცებოდნენ დიმას მანქანას. დამეთანხმებით ალბათ რომ გმირობა იყო ყველას მხრიდან, ჯერ ამხელა გზის მერე ისედაც დაღლილები, მერე უცხო ქვეყანაში, უცხო გარაჟსი, საერთოდ მოუმზადებლები, მაგრამ მაინც არ მიატოვეს დიმა და ყველანი ერთად აკეთებდნენ მონსტრიკას.
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს :kiss:

1

 

 

 31 მაისი
სულ რაღაც  2-3 საატიანი ძილის მერე, საოცრად არაკომფორტულ საწოლებზე, ყველანი წავიდნენ რაღაც დრომზე სადაც დრაგი ტარდებოდა. გაიარეს რეგისტრაცია და მანდ დაიწყო მასპინძლების გამწარება, ისევე როგორც შარშან- ყველა კლასში სადაც ცვენიანის მანქანა გამოდიოდა ყველგან ჩვენებმა მოიგეს
დეტალები:
http://forum.ge/?f=50&showtopic=33971508&st=90
A კლასი საშკა
B სოფო
C ინტეგრა (სახელი ჩემთვის უცნობია)
D არ გამოვდიოდით ქართველები
აბსოლუტში კოლტმა (სახელი უცნობია)
C კლასში გამოდიოდა ჩემი ქმარიც რომელმაც მეორე ადგილი აიღო ისევ სიჩქარეების გამო 😦 მაგრამ არა უსავს ინტეგრას კიდევ ასიამოვნებს, ჯერ ყველაფერი წინაა.

winners
ყველას ვულოცავ გამარჯვებას და უფრო მეტის მიღწევას ვუსურვებ მომავალში. განსაკუთრებით გამოვყოფდი სოფის – საოცარი გოგო ხარ და რავი ყველაფერს ყველაზე მაგარს და გიჟურს გისურვებ ცხოვრებაში. ნუ უსაფრთხოების ჩათვლით რა თქმა უნდა 🙂
მოკლედ ისევე როგორც წინა დრაგი ესეც ზალიან წარმატებული არმოჩნდა ცვენებისთვის, მაგრად გაოიარდნენ სომხურ ტელე რადიო სივრცეში
მე კი ვიდეოს ლინკს დავდებ და დაგემშვიდობებით, იქ რო ვყოფილიყავი უფრო საინტერესოდ ვწერ, ასე კიდე გადმოცემულის კიდე გადმოცემა უფრო საინტერესოდ არ მეხერხება 🙂

Advertisements

Responses

  1. ვულოცავ წარმატებას ქართველებს 🙂
    აქ რამე გადაცემა არ იქნება ამის შესახებ?
    ან რამე ჟურნალში?

  2. აქედან როგორც ვიცი ავტობილდის თანამშრომელი ახლდათ
    და შეიძლება მანდ იყოს რამე რეპორტაჟი პატარა. და ტელევიზიას არაფერი გადაუღია 🙂

  3. omg
    rogor gariska egre wasvla )))
    gamixarda warmatebebi


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: