Posted by: tatushka55 | May 18, 2009

კუს ტბა

ბოლო 2-3 კვირის მანძილზე კუს ტბა გახდა ლამის ჩემი მეორე სახლი.

უკვე იმდენ დროს ვატარებ მანდ რომ კუსტბელი გავხდი.

 დიმას დაჟე სათევზაოდ კუზე გადაბარგების იდეაც გაუჩნდა. ხოდა გუშინ სადღაც შუადღისკენ რომ გავიღვიზეთ მე და დიმამ და სანამ მოვწესრიგდით, ვიბანავეთ, მერე მე სალონში წამიყვანა ფრჩხილები გავიკეთე და მოვითავეთ თუ არა ეს საქმეები ავქანდით კუს ტბაზე.

მიუხედავად თბილისური სიცხისა და საკმაოდ მწველი მზის, კუს ტბაზე შედარებით გრილოდა. ბევრი საათი გავატარეთ, ვსეირნობდით, ვისვენებდით, კიდე ვსეირნობდით და რავი. ახალი ადმინისტრაცია კარგად უვლის კუს ტბას, ახალი გაზონები, ახალი ნავები და წყლის ველოსიპედები, ბავშვებისთვის ფლეიგრაუნდი, განახლებული კაფეები, სუფთა ტუალეტი, დამატებული განათებები. თან რა დროსაც არ უნდა ახვიდე სარემონტო სამუშაოები სულ მიმდინარეობს და ძალიან მსიამოვნებს. რაც მთავარია თითქმის ყველა 100 მეტრში ნაგვის ურნები დგას და იმედია შეუგნებელი ქართველები ისწავლიან რომ ნაგვისთვისაა განკუთვნილი და დაბლა აღარ დაყრიან ნაგავს.

გარდა ამისა აშკარად იმატა მეთევზეების რიცხვმა, ოჯახებით ადიან და გართობის მიზნით ტევზაობენ კიდეც. გუშინ ერთ მეთევზეს გამოველაპარაკეთ და კარასი მოდისო, მაგრამ ძალიან პატარები და ძალიან ცოტას თუ დაიჭერთო. არადა დიმა ტბებზე რო დადის იქედან 3ჯერ დიდი და 10ჯერ მეტი ჩამოაქვს. მაგრამ მე მეცოდებიან ის თევზები 😦 და არ ვჭამ ხოლმე.

გარდა ამისა მოიმატა კუს ტბაზე შედარებით ასაკიანი სასტავების რიცხვმაც, უამრავი ადამიანი ამოდის დასასვენებლად და განტვირთვის მიზნით. სხედან ბალახებში, საურობენ და რაღაცნაირ ეშხს აძლევენ იქაურობას. ასევე ძალიან მოიმატა მოსეირნე ორსულთა და წყვილების რიცხვმაც. ძალიან მიხარია რომ ამ ბოლო პერიოდში ასეთი სახის დასასვენებელი ადგილები როგორებიცაა კუს ტბა და მთაწმინდის პარკი ასე გააქტიურდა და მშვენდება. შემდეგში ბოტანიკურ ბაღში ვაპირებ წასვლას და მის შესახებაც დავწერ აუცილებლად.

kus_tba_rgb-copy

Advertisements

Responses

  1. მგონი 2-3 წელია, კუს ტბაზე არ ვყოფილვარ. მიხარია, თუ ასეთი ცვლილებებია და შენდება რაღაცები; მშვენიერი ინფორმაციული პოსტი იყო, განსაკუთრებით ნაგვის ურნებმა გამახარა.

  2. აუცილებლად წადი სოფ, მართლა მაგრად გაგისწორდება
    სტადიონის მხარეს დაჟე ფასიანი ავტოსადგომი გააკეთეს და ეგეც ძაან მიხარია რო ვიღაცეები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ მანქანებს.
    ეხლა იმედია მანდ ასფალტსაც დააგებენ, თორე ჯერ ხრეშიანი საფარია 🙂
    და ტბაში კიდე ლამაზუნა წყლის ველოსიპედებია და ბევრი წყვილები დასეირნობენ 🙂

  3. me kide saqartveloshi ar vkopilvar ukve 2-3 celi ki ara kai 5 celic iqneba 😦
    Tqveni blogebis kitxvit viqarveb xolme nostalgiebs 🙂

  4. AU MEC SHENSAVIT ES 2 KVIRAA SUL MAND VAR MARTLA DZAAN MAGARIA DA DZALIAN SASIAMOVNOA KUS TBAZE YOPNA AMODIT YVELA AUCILEBLAD 🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: