Posted by: tatushka55 | May 12, 2009

CHANGES IN LIFE :)

ჩემს week-end_ზე დაწერა დამავიწყდა 🙂

შაბათი

ესე იგი სიახლე ის არის რომ, ჩემი ქმარი, რომელსაც აქამდე კაპოტის ქვეშ ძრომიალს არაფერი ერჩივნა
ეხლა თევზაობამ გაიტაცა, ეს მისი ბავშვობისდროინდელი ჰობია და ახლა ისევ დაუბრუნდა 🙂
მოკლედ დიმამ და გიომ აღმოაჩინეს ერთი ტბა, სადაც დადიან სათევზაოდ, ეხლაც იქ არიან

untitled

ხოდა, რადგან ჩემი მეუღლე ჯერ კიდევ კომუნიზმში ცხოვრობს, ისინი შაბათობით არ მუშაობენ 🙂
ბედნიერი ახალგაზრდები ბრძანდებიან, ხოდა შაბათს მომიყვანა სამსახურში და წავიდა სათევზაოდ.
შუადღის მერე ველაპარაკე, ამინდი იცვლებოდა, მაგრამ ისეთი ბედნიერი ხმა ქონდა, აღარც ვუთხარი არ გაცივდე მეთქი.
მოკლედ მორჩა სამსახური, მე ხატიასთან წავედი კუს ტბაზე მივდიოდით სასეირნოდ
დიმა ისევ ტბაზე იყო 🙂 დამირეკა ცოტა ხანში წამოვალთო და ამოვალ კუზეო, მერე გიოსთან ავიდეთ მოგვიანებით, ჩვენი დაჭერილი თევზი უნდა გაჭამოთო.
მე, ხატია დათო და დედიკო ავედით კუზე, 2 გემრიელი წრე დავარტყით, ვიჭორავეთ, ვისეირნეთ, ბაია გავართეთ და დიმამ ეხლა მოვდივარო, ნუ რაღა უნდოდა, ჩვენ უკან ვბრუნდებოდით, ამიტომ ჩავედით და სახლთან შევხვდით.
დედიკო და დეაკო სახლში დავტოვეთ და ჩვენ წავედით გიო და ხატიასთან მათი დაჭერილი თევზის საჭმელად. ეგენიც ნაქირავებში ცხოვრობენ მარტო და ძალიან საყვარელი სახლი აქვთ, ძალიან მომეწონა, ხატია კატლეტებს აცხოვდა რო მივედით და გიო თევზს წვავდა. ცოტა ჩვენც მივეხმარეთ და სუფრაც გაიშალა. ძაან საყვარელი საღამო გავატარეთ, ბიჭებმა ცოტა დალიეს, ბევრი იღადავეს, კარგად გავერთეთ და ნასიამოვნები წამოვედით. თან შევთანხმდით რომ კვირას მთაწმინდის პარკში ავსულიყავით რომ გავიღვიძებდით.

კვირა

როდის გავიღვიძეთ არ ვიცი, ალბათ უკვე შუადღე იყო, ყავა ლოგინშივე მივირთვით, მერე საწოლშივე გადავუარეთ ფორუმებს და ბლოგებს და ნელ ნელა ავდექით. დიმა თმის შესაჭრელად გაქანდა, მე აბაზანაში შევქანდი, ბეეეევრი რამე უნდა მოგვესწრო დღეს.
ჯერ ბაზარში წავედით, ხილი გვინდოდა და ბოსტნეული. როგორც იქნა მარწყვი გამოჩნდა და ვიყიდე.
მერე გიო და ხატიას შევხვდით და წავედით მთაწმინდის პარკისკენ
მაგრამ მანამდე ქმრებმა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან შაურმები ჭამეს 🙂
ავედით პარკში, საოცარი საცობი იყო, ძალიან შორს მოგვიწია მანქანის გაჩერება 😦
ფეხით ვიარეთ საკმაოდ დიდხანს, ბოლოს როგორც იქნა მივაღწიეთ.
შესასვლელიდანვე საკმაოდ შთამბეჭდავია და ფერადი…

P1010368

ძააააალიან ბევრი ვიბოდიალეთ, ყველა კუთხე -კუნჭული მოვიარეთ
ატრაქციონები დავათვალიერეთ, კაფეებს გადავხედეთ და ერთი სადაც მოგვეწონა იქ შვედით
არ ვიცი ყველას ეგ მოეწონა თუ რა იყო, ძალიან ბევრი ნაცნობი ვნახეთ: სანდრი და მაკა ბავშვით, მაგდა – Ibiza გავიცანი, მაგრამ ძალიან ცოტა ხანი ვიკონტაქტეთ ეჩქარებოდა.
მერე ავედით მეორე სართულზე, ღია ცის ქვეშ დავჯექით, ხაჭაპურები ამოიტანეს, მე არ მშიოდა და ამერიკანო დავლიე.
ამასობაში დიმას და გიოს ხორცი მოშივდათ და უცებ გადავწყვიტეთ იქვე წავკისში “კოლზეთში” ავსულიყავით, თან გამიგია მანდ ძალიან გემრიელი საჭმელები აქვთო და კარგ სალათას კი შევჭამდი ისეთ მუღამზე ვიყავი.
წამოვედით, სურათები გადავიღეთ ერთი -ორი და დავეშვით. მე და დიმამ ტუალეტთან გადავიღეთ სურათი, მართალია ყველა მეკაიფებოდა, მაგრამ აი დარდი, ზატო ეს გოგოშკუნა სურათზე როა ტუალეტის თავზე რომ დაუსკუპებიათ, ისეთი საყვარელია, ისეთი რო გულმა არ მომითმინა.

P1010369

მოკლედ უკანა გზაზე აღმოჩნდა რომ გიოს ძალიან სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და ვეღარ მივდიოდით კოლხეთსი, ძალიან გული დაგვწყდა, მაგრამ რას ვიზამდით.
მერე გიომ ერთი საწყალი ბებოსგან იასამნები გვიყიდა ბევრი, ბევრი და დავეშვით უკან თბილისში.
სახლში რო მივედი მარწყვი უკვე გარჩეული ქონდა დედის და შევსანსლეეეეეეეეეე 🙂

Advertisements

Responses

  1. ჰაჰა, კვირას ჩვენც მანდ ვიყავით 🙂

  2. anuki

    ხოოო 🙂 ვიცი, წავიკითხე გუშინ შენს ბლოგზე 🙂
    კიდე როდის აპირებთ?


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: