Posted by: tatushka55 | მაისი 11, 2009

First Steps

the-computer-demands-a-blog

ჩემი ბლოგის დაბადების დღე 27 ივნისია,

არა ამ კონკრეტულის რომელიც ეხლა ვორდპრესზე დევს
არამედ იმ პირველი ნაბიჯების რომელიც მაისპეისზე დავიწყე, და თანაც ინგლისური ასოებით
ამიტომ დღეიდან გადავწყვიტე რომ ის ინგლისურები მოვაშთო და გადმოვაქართულო.
ჩემი პირველი ბლოგი ასე მარტივად იწყებოდა 🙂

                                        *             *              *           *             *

რაღაცა მინდა ძაან გიჟური რომ შემემთხვას ცხოვრებაში

აი რაღაცა ისეთი ძაან განსაკუთრებული და განსხვავებული

27 JUNE 2008

დღეს ძალიან ბევრი საქმე მაქვს სამსახურში 

თან ეს ტურისტული სააგენტოები ძალიან მტანჯავენ 

ერთი სული მაქვს როდის მოვა შაბათი, კარტინგებზე მინდა და მერე კუბიკში

თბილისში ისევ არ ხდება არაფერი ახალი…

28 JUNE 2008

მთელი დღე ერთი სული მქონდა საღამო როდის მოვიდოდა

მერე მოვიდა საღამო, წავედი მანიკურშასთან

მერე სახლში ავედით მე და დიმა, ტანსაცმელებს ვარჩევდი

ხოოოდა მერე წავედით და წავედით

CUBIC_ ძაან მაგარია, ძაან დამევასა

კარგი მუსიკა, კარგი ინტერიერი, კარგი ხალხი, კარგი ვენტილაცია და კარი განწყობა

მოკლედ ძაან კმაყოფილი ვარ და კიდევ ბევრჯერ ბევრჯერ მივალ

29 June 2008

 

დიიდი TV ვიყიდეთ დღეს მე და დიმამ SONY_ში
ვასკა შეგვხვდა ჩემი ურეკელი მეგობარი და კარგ ფასად მოგვცა 🙂

ევროპის ჩემპიონატის ფინალი გვინდოდა გვეყურებინა 

ვივა ესპანია  გაასწორა . . .  მაგარი იყო, თან დაღლილზე ვიჯექით და გემრიელად ვუყურებდით და ნაყინს და ყავას შევექცეოდით

კიდევ ახალი ფარები და ენჯელები მაქვს, ახალი გლუშიტელი, საკაიფო საუნდი და Comming Soon რაღაცეები ჩემს მანქანაში 

Advertisements

Responses

  1. ჰეჰ, მეც გამახსენდა როგორ ვუყურებდით ევროპის ჩემპიონატის ფინალს 🙂
    ბლოგი მაგიტომაც არის კარგი რო მერე შეიხედავ და გაგახსენდება ყველაფერი უფრო კარგად 🙂

  2. ჰო, კიდე ეს ფრეგ ბარი 100% ზე უნდა ავიდეს და გამოვა ბაია ? 🙂

  3. anuki

    ხოო, წესით ალბათ კი
    ხოდა აი მეც ველოდები, ვნახოთ აბა თუ დაემთხვევა 🙂
    შენ არ აპირებ ჯერ?

  4. არა, მე ჯერ არ ვარ ისეთი მამაცი და კარგი როგორც შენ
    ჯერ ეგოისტური მიზნები მაქვს 🙂 მაგალითად საზღვარგარეთ LLM + PHD ორწლიანი პროგრამის გაკეთება, ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე 🙂

    თან მგონი პატარაც ვარ , არა? 🙂

  5. ისე, ძალიან ფამილარულად თუ არ გამომივა, პირველად რო დაპოსტე ფორუმზე რო თან სწავლობდი, თან მუშაობდი და თან ფეხმ\ძიმედ იყავი იმ დროიდან გბალეშიკობ 🙂

    მაშინ მეც ვმუშაობდი+ვსწავლობდი და ფეხმძიმობა კიარა კბილების გახეხვას ძლივს ვასწრებდი დილით

  6. ხოო, პატარა კი ხარ ისე
    მე შენს ასაკში ადამიანებს გათხოვებასაც არ ვურჩევ ხოლმე
    მაგრამ რადგან შენ შენი ასე ვთქვათ პალავინკა იპოვე, ბედნიერების მეტი რა უნდა გისურვო
    მე კიდე თუ მეორე ბაიაც მინდა უკვე დრო იყო, 6 თვე ვიგულავეთ რასაც ქვია მე და დიმამ
    ყველანაირი გაგებით, აი არაფერს რო არ მოიკლებ ადამიანი აი ეგრე

    ეხლა უკვე ამასაც გამოვცდით 🙂
    მერე 2-3 თვეში ისევ მუშაობას გავაგრზელებ 🙂

    შენ რა ნიკით ხარ ფორუმზე?

    ხოო, ბალეშიკობისათვის დიდი მადლობა
    აი ცოტა ეგ პერიოდი გამიჭირდა, სამსახურის მერე ვაკე საბურთალოს პროპკებში გაჩხერვა და მერე 3 საათი ლექციებზე ჯდომა, თორე მაგის მერე, თამამად ვამბობ გადასარევი ორსულობა მქონდა
    35 კვირის ვარ და სულ 9 კილო მოვიმატე, იმდენს დავდივარ და დავბოდიალობ 🙂

  7. ესე იგი სულ რაღაც ერთ თვეში 27 ივნისს ვულოცავთ დაბადების დღეს შენს ბლოგს 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: