Posted by: tatushka55 | მაისი 9, 2009

Yerevan trip

15 ივნისი 2008 წელი

გადავხედე, და აღმოვაჩინე რომ ამ დღის შესახებ არ მაქვს ჩანაწერი.
არადა ისეთი გემრიელი დღე იყო, ისეთი რომ არ შეძლება არ გავიხსენო და არ მოვყვე.

მოკლე მიმოხილვა და მოგზაურობის მიზანი:  DRAG RACING YEREVAN 2008
დრაგი ტარდებოდა ერევნის შესასვლელთან მიტოვებულ აეროდრომზე
სადაც ჩემი და დიმას მეგობრებიც იღებდნენ მონაწილეობას
ხოდა წავედით საბალეშიკოდ 🙂

გზა და ტრანსპორტი : ჩემი უსაყვარლესი პიპია დაბუდა და 2 მოტო
დაბუდაში ვიჯექით მე, დიმა და იკა, მოტოებით იყვნენ შოთი და სერგო.
შევიკრიბეთ მაკდრაივთან სადღაც 7 საათისკენ, დავლიეთ უგემრიელესი კაპუჩინოები და გავგაზეთ.
გზა იყო ულამაზესიიიიიიიიიი, სულ მთებით მივდიოდით და მხოლოდ ნახევარი საათი გაგვაჩერეს საბაჟოზე სანამ ყველაფერს შეამოწმებდნენ.


სახალისო ინციდენტი საბაჟოზე:
ჩემი მანქანის საწესთან იასნია მთელი გზა დიმა იჯდა, მაგრამ საზღვარზე მე მომიწია გადასკუპება საჭესთან და გაფორმება საბუთების რადგან მანქანა ჩემი იყო. ნუ მოკლედ ყველაფერი მოვაგვარე და დარჩა საბარგულის შემოწმება 🙂
გახსნა მებაჟემ და 2 ცალი საბურავი დევს, ნა ვსიაკი სლუჩი მიგვქონდა …
ხოდაააააააა ,
– დევუშკა ეტა შტო _ მეკითხება
– ეტი? პაკრიშკი – ვპასუხობ ცოტა დაბნეული, რა თვითონ ვერ ხედავს რო პაკრიშკებია?
– ზაჩემ ვიზიოტე? _ მეკითხება უფრო სტროგად
– პროსტა ტაკ, ნა ვსიაკი სლუჩი – ვპასუხობ და ვუყურებ როგორც ქლიავს, აბა ამ ნახმარ პაკრიშკებს ხო არ გავყიდი 😀
– ხარაშოოოო, – მეუბნება და ოდნავ გვერზე გაიწია – ა დაკუმენტი იესტ?
აი მანდ საერთოდ მთები შეზანზარდა და ვულკანებმა დაიწყეს ამოფრქვევა, აბსოლუტურად გადებილებული, პატარა ბავშვის საწყალი სახით ვეკითხები
– დაკუმენტი? ნა პაკრიშეკ?  ?????????? O-o
აქ უკვე თვითონ შემომხედა როგორც რაღაც ჩლუნგს ალბათ – ნეტ დევოჩკა, დაკუმენტი ნა მაშინუ
ოოოოოოოოჰ ღმერთებო ძლიერნო თბილისისა და ერევანისა, ძლივს არ გავიგე რა უნდა ამ ჰაიასტანელს
და ამაყად გავუჩით ჩემი მართვის მოწმობა და დაბუდას პასპორტი.
გადახედა, ერთი შემომხედა სომხურ – სევანური სიამაყით და დამიბრუნა.
გზა განვაგრძეთ

დრაგი :
საოცარი სიცხე იდგა ერევანში და მის მისადგომებთან
ჩვენ ჩემი უსაყვარლესი ლევანიკო და ანდრო დაგვხვდნენ და მიგვიყვანეს იმ რაღაც დრომზე …

ნუ რა თქმა უნდა მაშინვე ქართველებს შევერიეთ, უგემრიელესი გაგარი ვჭამეთ და დაგიც დაიწყო
მე ამასობაში მოტოებით კატაობაც მოვასწარი, შოთი და სერგო დამაქროლებდნენ ხოლმე
დიმამაც იკატავა და ძაააალიან დამუღამდა და მოოს ყიდვა მოუნდა.
დრაგზე ძალიან ძალიან ამბები ხდებოდა, ძალიან მაგარი საყურებელი იყო, სოფომ, გელაშვილმა და გურიჩამ თავიანთ კლასში ყველას ჩაუტარეს ისეთები რო ალბათ ისინი სახლში სოსკეით წავიდნენ და დედი კბილი როდის ამომივაო თავიანთ ახჩიკა დედიკოებს ეკითხებოდნენ. ძალიან მაგარი სანახაობა იყო
სუპერსკი
ეროვნული სიამაყით დავასრულეთ ეს დრაგი და საწყალი ჰაიასტანელები “ცოტა” მივაჩმორეთ
მერე დავიყავით და ზოგი ქალაქის დასათვალიერებლად წავიდა ზოგი ნაცნობების სანახავად და შეხვედრის ადგილიც დავთქვით რომ უკან ისევ ერთად წამოვსულიყავით.

YEREVAN :

პირველი რაც მე და დიმამ გავაკეთეთ იყო სადმე სვეცკი საჭმელი ადგილის ძებნა, რისთვისაც ქალაქის ცენტრისაკენ გავეშურეთ.
ამასობაში ქალაქის დათვალიერებაც გამოგვივიდა. ნუ ერევანში რო ყველაფერი ერთი ფერია ამაზე უკვე ბევრი დაიწერა და ბევრი ითქვა და არავისთვის საინტერესო არ არის.
ერთადერთი რაც გვისწორდებოდა იყო ის რომ კარგი ამინდი იდგა, ირგვლივ არავის ვიცნობდით და არავინ გვიცნობდა.
მერე ბოლოს ჩავუხვიეთ ერთ საბედისწერო ჩასახვევში, რომელიც ცენტრალური მოედნის კრუგისკენ ჩადიოდა, სადაც უნდა დავპარკინგებულიყავით და გვეძებნა რამე კაფე უკვე ფეხით …

ეზოში ავი ძაღლია – ანუ მოერიდეთ ერევნელ პატრულებს

ხოოოოოოოოოოოდა, ჩავუხვიეთ შუქნიშანზე, აშკარად მწვანე გვაჩვენა
ჩავუხვიეთ და უცებ პიიიიპო-პააააპო-პიიიიპო-პაააააპო (ბავშვობაში ასე ვახმოვანებდით ხოლმე მილიციელებს)
გაგვაჩერეს, გადმოვიდნენ, მოვიდნენ
ორი უაღრესად პატრულთსულოვანი ჰაიასტანელი “ლეკვი”
და ზაჩემ ნარუშაიტეო მათი დამახასიათებელი კილოთი თუ პრონაუნსით გვკითხეს.
მე და დიმამ ერთმანეთს გადავხედეთ, პირდაპირ თვალებში ჩავხედეთ, როგორც წამლის ორმა ბარიგამ დაჭერის მომენტში
მაგრამ მივხვდით რომ მაინც ვერ ვხედავდით რა ხდებოდა და ამათ მივაცქერდით
მოკლედ თურმე სადღაც იქ უსასრულობაში, კიდია ნიშანი რომ აქ ამ ყვეყანაში, ამ ქუჩაზე ჩამოხვევა არ შეიძლება არც ერევანელთათვის და არც დანარცენი სამყაროს წარმომადგენელთათვის.
OMG ………
რა ნიშანი, რის ზნაკი, ჩვეულებრივად აინთო ისრიანი შუქნიშანი და ჩვეულებრივად პირველი, მეორე მესამეთი როგორც ხდება ხოლმე ჩავუხვიეთ ჩვენც.
ნუ მოკლედ მთელი ზღაპარი რომ არ გამომივიდეს, ისაო ესაო ხათრიც კი არ გვაქვს თქვენიო, დაჟე ჩემს ბუნტსაც არ მიაქციეს ყურადღება დაგვიწერეს ჯარიმა ..
ვააააააა … ეხლა ამ ჯარიმას ხო გადახდა უნდა, 20 ლარიო, ბანკები არ მუსაობენ, კვირა დღეა
რა ვქნათ ვეკითხებით, ცვენტან გადაიხადეთო მპასუხობენ მსუნაგი – გაუმაძღარი სახეებით და ქვითარსაც გამოგიწერთო
ნუ სხვა რა გზა გვქონდა, ამოვიღეთ 20 ლარი და მივეცით, მოგვცეს ჯარიმის ფურცელი და ქვითარი და ხელი მოაწერეო დიმას უთხრეს.
დიმამაც საიდან- როგორ-რანაირად ვერ მივხვდი “ქართულ – უკრაინული” სიამაყით აღვსილმა თავისი მშვენიერი ინიციალების ნაცვლად “შეგეცითო” მოაწერა ხელი ორივე აღნიშნულ დოკუმენტს.
აიიიიიიიიიიიიიიიიი, სიცილი კი არადა ჩაბჟირება სად შევიკავე ვერ მივხვდი, სადღაც კოსმოსში მეტეორების წვიმა დაიწყო  იმხელა ძალით მომიწია ამ სიცილის შეკავება.
ხოდა ნუ ჩავჯექით მანქანაში და წავედით განვაგრძეთ გზა.

YEREVAN CENTRE:

6

დავათვალიერეთ, ავიარეთ, ჩავიარეთ
ბევრი საკვები პუნქტი ვნახეთ, ბოლოს ერთი ყველაზე Fეშეი ავარჩიეთ და შევედით
ძალიან მაგარი სისუფთავე იყო, ძალიან უსაყვარლესი მიმტანი ბიჭი, ძალიან მადისღმძვრელი მენიუ
ნუ ფასებს არც ვუყურებდით, ერთ დღე რომ ხარ სხვა ქვეყანაში ეგეთ რაღაცეებს არ აქცევ ყურადღებას.
შევუკვეთეთ პიცა და ცეზარი, უფანტასტიურესი იყო ორვე, ძალიან გემრიელი.
წამოსვლა არ გვინდოდა ისე საკაიფოდ ვიჯექით, გემრიელი საკვები, გემრიელი ყავა, სიგარეტი, სიგრილე, გლამურული გარემო. დიდ ეკრანზე FTV ხოდა რა გვინდოდა მეტი. მაგრამ უკვე დრო მოდიოდა რომ ბიჭებს შევხვედროდით.
რომ არა სამსახური დიდი სიამოვნებით დავრჩებოდით იმ ღამეს მანდვე 🙂
და ღამის ერევანსაც ვნახავდით.

უკან თბილისისაკენ :
მე შოთის გადავუსკუპდი მოტოზე და ნახევარი გზა ლამის მოტოთი ვიარეთ
კიდევ გავიარ გამოვიარეთ ერთად ყველამ, რაღაცეები ვნახეთ და დავაწექით უკანა გზას.
უკვე დაგვიბნელდა, მე ისევ მანქანაში გადავსკუპდი,
მერე გზა აგვებნა, დავიკარგეთ 🙂 ძალიან მაგარი იყოოოოო
მერე სადღაც გავჩერდით და ვიღაცეები აგვეხვოსტნენ, მე შემეშინდა, სულ მთებით მოვდიოდით
ირგვლივ სოფლებიც არ გვხვდებოდნენ უკვე.
ესენი კიდე მოგვსდედნენ, ხან გაგვისწრებდნენ ხან უკან დარჩებოდნენ, მერე ჩვენ გავჩერდით, ბუნებასთან საკონტაქტოდ, მოვიდნენ და გაჩeრდნენ, რუსული მანქანა იყო არ მახსოვს ზუსტად რომელი, და ბევრნი იჯდნენ, მთვრალები. დავიძაბეთ ..
მაგრამ უცხო ენაზე ლაპარაკი რომ გაიგეს რატომღაც ეგრევე დაძვრეს მანქანა და წავიდნენ, უუუუუფფფ ამოვისუნთქეე.

ჩამოვედით, იკა დავტოვეთ და სახლში ავედით
კარგი იყო, ძალიან მაგარი …  მეორე დღეს კიდე სამსახური 😦 თან თათბირი 😦

Advertisements

Responses

  1. რამდენი ხანია უკვე ვკითხულობ ასე შორიდან შენს ბლოგს 🙂
    არაფერს არ ვწერდი, უბრალოდ ვკითხულობდი და ყოველ დღე ველოდებოდი ახალ თემებს
    ძალიან დიდი ნიჭი გაქვს წერის, სითბოს და სიყვარულის – ეს მე შენი ნაწერებიდან მივხვდი
    დღევანდელ პოსტში კიდევ ერთი დადებითი მუხტი აღმოვაჩინე, რამაც გამაბედინა კომენტარის დაწერა _ საოცარი იუმორის გრძნობაც გქონია 🙂
    მიიღე ჩემი გულწრფელი სიმპატიები 🙂

  2. sabajos kaci ra rojaaaaaaaaaaaaaa 😀

  3. მეც მინდა ერევნის ნახვაა.
    და უფრო მეტად მოტოციკლეტით კატაობაა.

    მოკლედ, საყვარელი პოსტია. 🙂

  4. მიყვარს ეგეთი Random Trip_ები,
    ასწორებს მაგარ სიამოვნებასაც ღებულობ და ძალიან მაგრად გამახსოვრდება. პატრულებმა გაასწორეს მაგრამ შენი ქმარი განსაკუთრებით სუპერი აღმოჩნდა მაგ შემთხვევაში 😀 ვერც კი მოვიფიქრებდი ეგეთი რამის დაწერას, საღოლ 🙂

  5. http://forum.ge/?f=50&showtopic=33971508

    წელს 31 მაისს არის აღნიშნული დრაგი ერევანში 😦
    ხოდა მთელი სასოწარკვეთილებით ვაცხადებ რომ უზომოდ მინდა წასვლა
    მაგრამ გუშინ ჩემს ექიმს რომ ვუხსენე ფიქრიც კი ამიკრძალა 😦
    არადა საოცრად მინდა ერევანში წასვლა, და გული მწყდება რომ დიმას სცეპლენიაც ვერ ჩამოვიდა დროზე და ვერ გამოდის 😦
    მაგრამ წელს ისეთი მიზეზი მაქვს რომ მომენტ ყველანაირ დანაკარგს და სინანულს ანაზღაურებს
    უბრალოდ ადამიანები ვართ ესეთები რო ყველაფერი გვინდა ერთად და არაფრის დათმობაც არ გვინდა

  6. […] მაქვს და შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://tatushka55.wordpress.com/2009/05/09/yerevan-trip/- შარშან ჩემი მანქანით ვიყავით და დიმა […]


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: